პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
14-15 ნოემბერს „ასტანა ბალეტი“ ქართველი მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგება - ბალეტი რომელიც ქვეყნებს იპყრობს
14-15 ნოემბერს „ასტანა ბალეტი“ ქართველი მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგება - ბალეტი რომელიც ქვეყნებს იპყრობს

14-15 ნო­ემ­ბერს, "ას­ტა­ნა ბა­ლე­ტის" თე­ატ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში გას­ტრო­ლებს გა­მარ­თავს. ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე, ყა­ზა­ხე­თის დე­და­ქა­ლა­ქის ბა­ლე­ტის დასი კონ­ტრას­ტულ და, ამავდრო­უ­ლად, დახ­ვე­წილ პროგ­რა­მას წარ­მო­ად­გენს. პროგ­რა­მა მო­ი­ცავს ერ­თმოქ­მე­დე­ბი­ან ბა­ლე­ტებს „სა­ლო­მე“, „A Fuego Lento“ და სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მას „დიდი სტე­პის მემ­კვიდ­რე­ო­ბა“.

„ჩვენ­თვის სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვე­ყა­ნაა, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა გან­თქმულ სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად გა­მოს­ვლა, ჩვენ გვსურს ვაჩ­ვე­ნოთ სა­ბა­ლე­ტო ოს­ტა­ტო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი. ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით მი­ვუ­დე­ქით სა­გას­ტრო­ლო აფი­შის შერ­ჩე­ვას, არ­ჩე­ვა­ნი ჩვენს მთა­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გა­კეთ­და - თა­ნა­მედ­რო­ვე და ნე­ოკ­ლა­სი­კურ ბა­ლეტ­ზე, ასე­ვე ჩვე­ნი რე­პერ­ტუ­ა­რის სი­ა­მა­ყე­ზე - ყა­ზა­ხი და უცხო­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ აღი­ა­რე­ბულ ეროვ­ნულ დი­ვერ­სი­მენტზე. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ არ­ტის­ტე­ბი­სა და თე­ატ­რის მთე­ლი გუნ­დის შე­მოქ­მე­დე­ბა დიდ­ხანს დარ­ჩე­ბა ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის გუ­ლებ­ში, ხოლო ჩვენ მო­უთ­მენ­ლად და­ვე­ლო­დე­ბით მათ­თან შეხ­ვედ­რას“, - აღ­ნიშ­ნა თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე სო­ვოს­ტი­ა­ნოვ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღე­ვან­დე­ლი დღის­თვის „ას­ტა­ნა ბა­ლე­ტი“ წარ­მო­ად­გენს, ყა­ზა­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ერთ-ერთ წამ­ყვან ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ კო­ლექ­ტივს, რო­მელ­საც ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ის ეწე­ვა აქ­ტი­ურ სა­გას­ტრო­ლო და სა­კონ­ცერ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­გორც ქვე­ყა­ნის შიგ­ნით, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ: არ­ტის­ტე­ბი უკვე წარ­დგნენ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ სცე­ნებ­ზე პე­კინ­სა და შან­ხა­ი­ში (ჩი­ნე­თი), პა­რიზ­ში (საფ­რან­გე­თი), ვე­ნა­ში (ავ­სტრია), სე­ულ­ში (კო­რეა), ბუ­და­პეშ­ტში (უნ­გრე­თი), ბა­ქო­ში (აზერ­ბა­ი­ჯა­ნი), ნიუ-იორკში (აშშ), ტო­კი­ო­ში (ია­პო­ნია), ვარ­შა­ვა­ში (პო­ლო­ნე­თი), მინ­სკში (ბე­ლო­რუ­სია), ბრი­უ­სელ­ში (ბელ­გია), მი­ლან­ში (იტა­ლია), მონ­ტე კარ­ლო­ში (მო­ნა­კო), დუ­ბა­ი­ში (არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი).

პირ­ველ დღეს მა­ღა­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის შემ­ფა­სებ­ლე­ბის­თვის წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა რი­კარ­დო ამა­რან­ტეს ნე­ოკ­ლა­სი­კუ­რი ბა­ლე­ტი "A Fuego Lento" შიფ­რი­ნის, პი­ა­ცო­ლას, გარ­დე­ლი­სა და კო­სუ­გის მუ­სი­კა­ზე. ეს არის ბა­ლეტ­მე­ის­ტე­რის ფან­ტა­ზი­ის „თა­ვი­სუ­ფა­ლი ფრე­ნა“ სიყ­ვა­რულ­სა და სურ­ვილ­ზე. ერ­თმოქ­მე­დე­ბი­ა­ნი ბა­ლე­ტის თი­თო­ე­უ­ლი ნო­მე­რი წარ­მო­ად­გენს ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ მი­ნი­ა­ტუ­რებს ყვე­ლა­ზე ტემ­პე­რა­მენ­ტუ­ლი და ემო­ცი­უ­რი ცეკ­ვის - ტან­გოს ელე­მენ­ტე­ბით, რო­მელ­შიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ენი­ჭე­ბა ვირ­ტუ­ო­ზუ­ლი შეს­რუ­ლე­ბის ტექ­ნი­კას, ნამ­დვილ მზგ­ნე­ბა­რე­ბას და ჭეშ­მა­რიტ გრძნო­ბებს. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ტან­გო ვერ იტანს, არის თვალ­თმაქ­ცო­ბა და ფარ­სი, რად­გან არ არ­სე­ბობს ჩვე­ნი გრძნო­ბე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის უფრო სან­დო „სიც­რუ­ის დე­ტექ­ტო­რი“, ვიდ­რე საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გულ­ში ჩაკ­ვრა.

იმა­ვე დღეს, მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მა­ყუ­რე­ბე­ლი იხი­ლავს ოს­კარ უა­ილ­დის პი­ე­სის მი­ხედ­ვით დად­გმულ სა­ო­ცარ სპექ­ტაკლს „სა­ლო­მე“ ფა­ზილ სა­ი­ას მუ­სი­კა­ზე თე­ატ­რის მთა­ვა­რი ბა­ლეტ­მე­ის­ტე­რის მუ­ქა­რამ ავახ­რის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ით. ბიბ­ლი­უ­რი სი­უ­ჟე­ტი ავ­ტო­რის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ ჩა­ი­ძი­როთ გრძნო­ბე­ბის ნა­თელ სამ­ყა­რო­ში, ხოლო მთა­ვა­რი გმი­რე­ბის რთუ­ლი კონ­ტრას­ტუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­დოს ფარ­და ადა­მი­ა­ნის სუ­ლის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას. ბა­ლეტ­მე­ის­ტე­რი სვამს მა­რა­დი­ულ კი­თხვებს სიბ­ნე­ლე­სა და სი­ნათ­ლეს შო­რის ბრძო­ლის შე­სა­ხებ, მაგ­რამ მათ უპა­სუ­ხოდ ტო­ვებს და ყვე­ლას სთა­ვა­ზობს არ­ჩე­ვა­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­კე­თე­ბას. სპექ­ტაკ­ლის კულ­მი­ნა­ცია ახალ­გაზ­რდა სა­ლო­მეს ცეკ­ვაა, უჩ­ვე­უ­ლოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი ეპი­ზო­დი იმ მხატ­ვრე­ბის, მო­ქან­და­კე­ე­ბი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის წყა­ლო­ბით, რომ­ლებ­მაც ის თა­ვი­ანთ შე­მოქ­მე­დე­ბებ­ში აღ­ბეჭ­დეს.

მე­ო­რე დღეს „ას­ტა­ნა ბა­ლე­ტის“ თე­ატ­რის კო­ლექ­ტი­ვი წა­რად­გენს ყა­ზა­ხე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბის აი­გულ ტა­ტი­სა და მუ­ქა­რამ ავახ­რის მიერ დად­გმულ ეროვ­ნულ დი­ვერ­სი­მენტს „დიდი სტე­პის მემ­კვიდ­რე­ო­ბა“. სა­ცეკ­ვაო მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცია, რო­მე­ლიც ჰარ­მო­ნი­უ­ლად აერ­თი­ა­ნებს ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მა­სა­ლას და თა­ნა­მედ­რო­ვე ქო­რე­ოგ­რა­ფი­ას, მაგ­რამ ამა­ვე დროს ინარ­ჩუ­ნებს ეროვ­ნუ­ლი ცეკ­ვის ხა­სი­ათ­სა და ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბას, უც­ვლე­ლად შე­დის თე­ატ­რის სა­გას­ტრო­ლო აფი­შა­ში. ეს­თე­ტი­კა, სა­ნა­ხა­ო­ბა, სიღ­რმე და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი მხატ­ვრუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი ღრმად წვდე­ბა სულს და აღაფრ­თო­ვა­ნებს მა­ყუ­რე­ბელს მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

გას­ტრო­ლე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა ყა­ზა­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით.

R

ავტორი:

14-15 ნოემბერს „ასტანა ბალეტი“ ქართველი მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგება - ბალეტი რომელიც ქვეყნებს იპყრობს

14-15 ნოემბერს „ასტანა ბალეტი“ ქართველი მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგება - ბალეტი რომელიც ქვეყნებს იპყრობს

14-15 ნოემბერს, "ასტანა ბალეტის" თეატრი საქართველოში გასტროლებს გამართავს. ორი დღის განმავლობაში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, ყაზახეთის დედაქალაქის ბალეტის დასი კონტრასტულ და, ამავდროულად, დახვეწილ პროგრამას წარმოადგენს. პროგრამა მოიცავს ერთმოქმედებიან ბალეტებს „სალომე“, „A Fuego Lento“ და საკონცერტო პროგრამას „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“.

„ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, დიდი პასუხისმგებლობაა განთქმულ სცენაზე პირველად გამოსვლა, ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ საბალეტო ოსტატობის მაღალი ხარისხი. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით მივუდექით საგასტროლო აფიშის შერჩევას, არჩევანი ჩვენს მთავარ მიმართულებაზე გაკეთდა - თანამედროვე და ნეოკლასიკურ ბალეტზე, ასევე ჩვენი რეპერტუარის სიამაყეზე - ყაზახი და უცხოური საზოგადოების მიერ აღიარებულ ეროვნულ დივერსიმენტზე. ვიმედოვნებთ, რომ არტისტებისა და თეატრის მთელი გუნდის შემოქმედება დიდხანს დარჩება ქართველი მაყურებლის გულებში, ხოლო ჩვენ მოუთმენლად დაველოდებით მათთან შეხვედრას“, - აღნიშნა თეატრის დირექტორმა ალექსანდრე სოვოსტიანოვმა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დღისთვის „ასტანა ბალეტი“ წარმოადგენს, ყაზახეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ წამყვან ქორეოგრაფიულ კოლექტივს, რომელსაც ათასობით გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში. ის ეწევა აქტიურ საგასტროლო და საკონცერტო საქმიანობას, როგორც ქვეყანის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ: არტისტები უკვე წარდგნენ ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე პეკინსა და შანხაიში (ჩინეთი), პარიზში (საფრანგეთი), ვენაში (ავსტრია), სეულში (კორეა), ბუდაპეშტში (უნგრეთი), ბაქოში (აზერბაიჯანი), ნიუ-იორკში (აშშ), ტოკიოში (იაპონია), ვარშავაში (პოლონეთი), მინსკში (ბელორუსია), ბრიუსელში (ბელგია), მილანში (იტალია), მონტე კარლოში (მონაკო), დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები).

პირველ დღეს მაღალი ხელოვნების შემფასებლებისთვის წარმოდგენილი იქნება რიკარდო ამარანტეს ნეოკლასიკური ბალეტი "A Fuego Lento" შიფრინის, პიაცოლას, გარდელისა და კოსუგის მუსიკაზე. ეს არის ბალეტმეისტერის ფანტაზიის „თავისუფალი ფრენა“ სიყვარულსა და სურვილზე. ერთმოქმედებიანი ბალეტის თითოეული ნომერი წარმოადგენს ქორეოგრაფიულ მინიატურებს ყველაზე ტემპერამენტული და ემოციური ცეკვის - ტანგოს ელემენტებით, რომელშიც განსაკუთრებული როლი ენიჭება ვირტუოზული შესრულების ტექნიკას, ნამდვილ მზგნებარებას და ჭეშმარიტ გრძნობებს. ერთადერთი, რასაც ტანგო ვერ იტანს, არის თვალთმაქცობა და ფარსი, რადგან არ არსებობს ჩვენი გრძნობებისა და ემოციების უფრო სანდო „სიცრუის დეტექტორი“, ვიდრე საყვარელი ადამიანის გულში ჩაკვრა.

იმავე დღეს, მეორე განყოფილებაში, მაყურებელი იხილავს ოსკარ უაილდის პიესის მიხედვით დადგმულ საოცარ სპექტაკლს „სალომე“ ფაზილ საიას მუსიკაზე თეატრის მთავარი ბალეტმეისტერის მუქარამ ავახრის ქორეოგრაფიით. ბიბლიური სიუჟეტი ავტორის ინტერპრეტაციით საშუალებას მოგცემთ ჩაიძიროთ გრძნობების ნათელ სამყაროში, ხოლო მთავარი გმირების რთული კონტრასტული გამოსახულებები საშუალებას მისცემს საზოგადოებას ახადოს ფარდა ადამიანის სულის საიდუმლოებას. ბალეტმეისტერი სვამს მარადიულ კითხვებს სიბნელესა და სინათლეს შორის ბრძოლის შესახებ, მაგრამ მათ უპასუხოდ ტოვებს და ყველას სთავაზობს არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთებას. სპექტაკლის კულმინაცია ახალგაზრდა სალომეს ცეკვაა, უჩვეულოდ პოპულარული ეპიზოდი იმ მხატვრების, მოქანდაკეებისა და კომპოზიტორების წყალობით, რომლებმაც ის თავიანთ შემოქმედებებში აღბეჭდეს.

მეორე დღეს „ასტანა ბალეტის“ თეატრის კოლექტივი წარადგენს ყაზახეთის დამსახურებული მოღვაწეების აიგულ ტატისა და მუქარამ ავახრის მიერ დადგმულ ეროვნულ დივერსიმენტს „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“. საცეკვაო მინიატურების უნიკალური კოლექცია, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ეთნოგრაფიულ მასალას და თანამედროვე ქორეოგრაფიას, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებს ეროვნული ცეკვის ხასიათსა და ორიგინალურობას, უცვლელად შედის თეატრის საგასტროლო აფიშაში. ესთეტიკა, სანახაობა, სიღრმე და განუმეორებელი მხატვრული გამოსახულებები ღრმად წვდება სულს და აღაფრთოვანებს მაყურებელს მთელ მსოფლიოში.

გასტროლები გაიმართება ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

R