ავტორი:

"სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ის სასჯელის გადავადების ნაცვლად, გათავისუფლების საფუძველი შესაძლოა, გახდეს" - მარიამ ჯიშკარიანი

"სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ის სასჯელის გადავადების ნაცვლად, გათავისუფლების საფუძველი შესაძლოა, გახდეს" - მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ "ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელის გადავადების ნაცვლად, მისი გათავისუფლების საფუძველი შესაძლოა, გახდეს. აღნიშნულის შესახებ ჯიშკარიანმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე ამერიკელი ექსპერტების დასკვნას, როგორც ჯიშკარიანი განმარტავს, ის ადვოკატებს უახლოეს პერიოდში გადაეცემათ.

"დასკვნა როცა იქნება, ადვოკატებს გადაეცემათ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ მძიმეა. ვარაუდია სასჯელის არა გადავადების, არამედ, გათავისუფლების. ასევე, მიგვაჩნია, რომ სრულყოფილი დიაგნოსტირება ვერ მოხერხდა და აუცილებელია პაციენტის სასწრაფოდ გაყვანა, რათა, სწორი დიაგნოსტირება და შემდეგ, სწორი მკურნალობა და რეაბილიტაცია მოხდეს. წამყვანი დიაგნოზი ნევროლოგიური სტატუსია, რა იწვევს ნევროლოგიური მდგომარეობის ამდაგვარ დამძიმებას, პრაქტიკულად დადგენილი არ არის“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.