პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქორწილში ვიქტორიას კაბა არ ჩავიცვი, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ..." - რას ამბობს ნიკოლა პულცი დედამთილთან დაპირისპირებაზე
"ქორწილში ვიქტორიას კაბა არ ჩავიცვი, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ..." - რას ამბობს ნიკოლა პულცი დედამთილთან დაპირისპირებაზე

დე­ვიდ და ვიქ­ტო­რია ბეკ­ჰე­მე­ბის ვა­ჟის, ბრუკ­ლინ ბექ­ჰე­მის მე­უღ­ლე, ნი­კო­ლა პულ­ცი სა­უბ­რობს მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე იმის შე­სა­ხებ, რომ მას დე­დამ­თილ­თან უთან­ხმო­ე­ბა აქვს.

27 წლის მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბი The Times-ის სა­გა­ზე­თო ინ­ტერ­ვი­უ­ში უარ­ყოფს, რომ ვიქ­ტო­რი­ას­თან რა­ი­მე გა­უ­გებ­რო­ბა ჰქონ­და. თუმ­ცა იქვე დას­ძენს, რომ "სრულ­ყო­ფი­ლი ოჯა­ხი არ არ­სე­ბობს."

და­სავ­ლუ­რი ყვი­თე­ლი პრე­სის თა­ნახ­მად, ბექ­ჰე­მე­ბის ახალ რძალ­სა და ვიქ­ტო­რი­ას შო­რის უთან­ხმო­ე­ბა იმით და­ი­წყო, რომ ნი­კო­ლამ ვი­კის დი­ზა­ი­ნით შე­კე­რი­ლი სა­ქორ­წი­ლო კა­ბის ჩაც­მა­ზე უარი თქვა. პულ­ცის თქმით, ყვე­ლა­ფე­რი სულ სხვაგ­ვა­რად იყო.

"ეს არაა მტრო­ბა! ყველ­გან ამ სი­ტყვას ვხე­დავ, მტო­ბა, მტრო­ბა მტრო­ბა. მგო­ნი, ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ ქორ­წილ­ში ვიქ­ტო­რი­ას კაბა არ ჩა­ვიც­ვი, მაგ­რამ სი­მარ­თლე ისაა, რომ მე ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მინ­დო­და მისი ჩაც­მა.

თან ვფიქ­რობ­დი, რა მშვე­ნი­ე­რი იყო, რომ ბრუკ­ლი­ნის დედა მი­კე­რავ­და. ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც ვერ მო­ხერ­ხდა. როცა ამ­ბო­ბენ, რომ მე თა­ვი­დან­ვე არ ვა­პი­რებ­დი მისი კა­ბის ჩაც­მას, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ. ეს უბ­რა­ლოდ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს", -ამ­ბობს ნი­კო­ლა.

ნი­კო­ლა პულცს Valentino-ს კაბა ეცვა

მი­სი­ვე თქმით, დე­დამ­თილ­მა ქორ­წი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ მის­თვის კა­ბის შე­კერ­ვას ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და და ამი­ტომ მო­უ­წია სხვა კა­ბა­ზე არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა.

ნი­კო­ლამ The Times-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში დე­ვიდ ბექ­ჰემს "ლე­გენ­და" უწო­და, ბრუკ­ლი­ნის 11 წლის დას, ჰარ­პერს კი "ყვე­ლა­ზე მა­გა­რი პა­ტა­რა და­ი­კო“. მან ისიც გა­ამ­ხი­ლა, რომ ბრუკ­ლინს უკვე სურს შვი­ლი, თუმ­ცა პულ­ცი ჯერ­ჯე­რო­ბით ამ­ჯო­ბი­ნებს, რომ მო­ი­ცა­დონ და ჯერ კა­რი­ე­რას მი­ხე­დონ.

წყა­რო: thetimes

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
1

"კარიერას მიხედონ" კაი იყო 🙂 

ნუნი
2

ვიქტორიას დააბრალა :)) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ქორწილში ვიქტორიას კაბა არ ჩავიცვი, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ..." - რას ამბობს ნიკოლა პულცი დედამთილთან დაპირისპირებაზე

"ქორწილში ვიქტორიას კაბა არ ჩავიცვი, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ..." - რას ამბობს ნიკოლა პულცი დედამთილთან დაპირისპირებაზე

დევიდ და ვიქტორია ბეკჰემების ვაჟის, ბრუკლინ ბექჰემის მეუღლე, ნიკოლა პულცი საუბრობს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ მას დედამთილთან უთანხმოება აქვს.

27 წლის მოდელი და მსახიობი The Times-ის საგაზეთო ინტერვიუში უარყოფს, რომ ვიქტორიასთან რაიმე გაუგებრობა ჰქონდა. თუმცა იქვე დასძენს, რომ "სრულყოფილი ოჯახი არ არსებობს."

დასავლური ყვითელი პრესის თანახმად, ბექჰემების ახალ რძალსა და ვიქტორიას შორის უთანხმოება იმით დაიწყო, რომ ნიკოლამ ვიკის დიზაინით შეკერილი საქორწილო კაბის ჩაცმაზე უარი თქვა. პულცის თქმით, ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო.

"ეს არაა მტრობა! ყველგან ამ სიტყვას ვხედავ, მტობა, მტრობა მტრობა. მგონი, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქორწილში ვიქტორიას კაბა არ ჩავიცვი, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე ძალიან, ძალიან მინდოდა მისი ჩაცმა.

თან ვფიქრობდი, რა მშვენიერი იყო, რომ ბრუკლინის დედა მიკერავდა. ძალიან მიხაროდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ვერ მოხერხდა. როცა ამბობენ, რომ მე თავიდანვე არ ვაპირებდი მისი კაბის ჩაცმას, ძალიან ვწუხვარ. ეს უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს", -ამბობს ნიკოლა.

ნიკოლა პულცს Valentino-ს კაბა ეცვა

მისივე თქმით, დედამთილმა ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე შეატყობინა, რომ მისთვის კაბის შეკერვას ვერ მოახერხებდა და ამიტომ მოუწია სხვა კაბაზე არჩევანის გაკეთება.

ნიკოლამ The Times-თან ინტერვიუში დევიდ ბექჰემს "ლეგენდა" უწოდა, ბრუკლინის 11 წლის დას, ჰარპერს კი "ყველაზე მაგარი პატარა დაიკო“. მან ისიც გაამხილა, რომ ბრუკლინს უკვე სურს შვილი, თუმცა პულცი ჯერჯერობით ამჯობინებს, რომ მოიცადონ და ჯერ კარიერას მიხედონ.

წყარო: thetimes

მოამზადა: ანა სიბოშვილმა