"ვფიქრობ, ყველა, ვისაც უმგზავრია აშშ-დან საქართველოში და პირიქით, იცის, რა არაჩვეულებრივი იქნებოდა პირდაპირი ავიარეისები. ამაზე დისკუსია და მოლაპარაკებები შეწყდა კოვიდის პერიოდში და ვფიქრობ, კოვიდის შემდეგ კვლავ დაიწყება", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
"თუმცა არ ვიცი რა ეტაპზეა ახლა, ვინაიდან კოვიდის გამო მოგზაურობის ინდუსტრია ზოგადად დაზარალდა. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. ხშირად მითქვამს, რომ ზოგჯერ რთულია ამერიკელების დარწმუნება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში პირველად, მანძილის გამო, თუმცა არასდროს ჭირს მათი დარწმუნება, კიდევ დაბრუნდნენ აქ მას შემდეგ, რაც საქართველოს სტუმართმოყვარეობას გამოცდიან“, - აღნიშნა ელჩმა.
'რაც შეეხება აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს არის საკითხი, რომელსაც აგვარებს აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენელი და არა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს ასევე იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. 2018 წელს განხორციელდა მიზანშეწონილობის შესწავლა. ვფიქრობ, მთავარი ის არის, თუ რამდენად სწრაფად შეგვეძლია წარმატების მიღწევა. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ შესაძლებლობებს, დავეყრდნოთ იმ მჭიდრო პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და შეერთებულ შტატებს აქვთ და გავაფართოოთ ეს ურთიერთობები. შემოვიტანოთ მეტი ამერიკული ბიზნესი საქართველოში და მეტი ქართული ბიზნესი შეერთებულ შტატებში. ვფიქრობ, ეს კარგია ორივე ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ელჩმა.
დეგნანი სამხედრო პროფილის სპეციალისტია და არა პოლიტიკური ტიპის დიპლომატი , სამხედრო უმაღლესი პირი იყო აშშ თანამდროვე დიპლომატიის მამა, გენერალი მარშალი , ასევე სამხედრო იყო პრეზიდენტი ტრუმენი , ამაშია საქმე , ანუ იმაში რომ მათი მემკვიდრეები ებრძვიან ასევე სამხედრო სტალინის მემკვიდრეებს დღემდე ! ახლაღა მივხვდი, რომ ჩვენ სტალინის იმპერიის იქიდან არგამოსულ, ჯერ კიდევ იქ მყოფ ბუფერულ ტერიტორიად განგვიხილავენ! არანაირ დემოკრატიას ამერიკა აქ არ აშენებდა და არ გეგმავს, არც საბაზრო ეკონომიკას, რომ ეშენებინა ან დაეგეგმა ორივე გვექნებოდა! დაგეგმილი ომის შესაძლებლობაა ! ეს ცხადი გახდა ახლა ! აქამდე მეგონა ნაცქოცმოქკავშირი იყო მიზეზი ადგილზე გდების, თურმე ამერიკაა ! განგვიხილავს, როგორც საომარ სუბიექტს და არა სახელმწიფოს, რომლის ხალხს განვთარება უნდა და ამიტომ გავყავით თავი უკუშედეგით ათას უბედურებაში! დავაზუსტებ რა, აშშ საელჩო არის სამხედრო დანიშნულების ფორტი ოფშორში , ოვარსიიზ და არა სადემოკრატიოდ და ჩვენს განსავითარებლად, ომშია რუსეთთან ამერიკა კარგი 70 წელია უკვე და აქედან გამოდის ყველა მისი ქმედება, რუსეთისაც ! ანუ, ამერიკის საელჩო საქართველოში სამხედრო ფორტია, სამხედრო დანიშნულებისაა და არა სახელმწიფო პოლიტიკურ დიპლომატიური წარმომადგენლობა, ამაში ყოფილა საქმე , ვწუხვარ , გვიან მივხვდი ! ბოიშმამითხოვია, რაც მე ნაკომკავშირალი ნაცები და ქოცები მილანძღია, უკან უკან რომ მიგვათრევენ! ესენი ყოფილან ხვითო, ხალხო , ხვითო ! სულ მიკვირდა , როგორ ვერა ხვდებიან , რომ მიშა სუიტიანად (კოსტუმია !) ყელამდე კორუფციაში ჩართული , როგორ ანათებდა შუქურად ?! ხვდებოდნენ და მართავდნენ, არა სანათებლად , არამედ საფეთქებლად !
პირველი რეისით, "დიადი ოთხეული" გაუშვით, "საზიზღარ" შტატებში.