პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
მალაიზიელ თაღლითს პატიმრობა მიუსაჯეს - 37 წლის მამაკაცი თავს ქალ გინეკოლოგად ასაღებდა და ქალებს სასქესო ორგანოების ფოტოებს აგზავნინებდა
მალაიზიელ თაღლითს პატიმრობა მიუსაჯეს - 37 წლის მამაკაცი თავს ქალ გინეკოლოგად ასაღებდა და ქალებს სასქესო ორგანოების ფოტოებს აგზავნინებდა

მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც თავი გი­ნე­კო­ლოგ ქა­ლად გა­ა­სა­ღა და ათო­ბით ქალ­ბა­ტონს "ფე­ის­ბუქ­ზე" სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნოს ფო­ტო­ე­ბი გა­აგ­ზავ­ნი­ნა, პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

37 წლის მა­ლა­ი­ზი­ე­ლი მა­მა­კა­ცი, უი ჩუენ ვეი, სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო თაღ­ლი­თო­ბა­ში და მას 3 წლი­თა და 4 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.

უი ჩუენ ვეი ქა­ლებს "ფე­ის­ბუ­ქის" ყალ­ბი პრო­ფი­ლი­დან უკავ­შირ­დე­ბო­და და გა­მო­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას სთხოვ­და, რო­მე­ლიც მათ სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ებ­ზე და სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ზე შე­ი­ცავ­და კი­თხვებს. მან 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 38 ქალი გა­ა­ცუ­რა და მათ­გან 1000-მდე ინ­ტი­მუ­რი ფოტო და ვი­დეო მი­ი­ღო.

ის ქა­ლებს არ­წმუ­ნებ­და, რომ ფოტო და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი მას ნე­ბის­მი­ერ პრობ­ლე­მის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და.

სინ­გა­პუ­რის სა­ხელ­მწი­ფო სა­სა­მარ­თლო

მა­მა­კა­ცი­სად­მი ბრალ­დე­ბე­ბი შარ­შან ივ­ლის­ში და­ი­წყო, როცა ერთ-ერთი მსხვერ­პლი ქალ­ბა­ტო­ნი და­ეჭ­ვდა ვეის ვი­ნა­ო­ბა­ში და როცა შე­ა­მოწ­მა, რომ ასე­თი ექი­მი არ არ­სე­ბობ­და, პო­ლი­ცი­ა­ში შე­ი­ტა­ნა გა­ნა­ცხა­დი. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის სახ­ლში მი­ვიდ­ნენ და ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ჩა­მო­არ­თვეს. პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ კი­დევ არ იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი, როცა მა­მა­კა­ცი ქა­ლე­ბის მო­ტყუ­ე­ბა­ში გა­მო­ტყდა და და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ვეი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რძე­ლებ­და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას და მისი მსხვერ­პლი ქა­ლე­ბის რი­ცხვიც დიდი იყო, პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე, მა­მა­კა­ცის­თვის, მი­ნი­მუმ 3 წლი­თა და 8 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ითხოვ­და. "ბრალ­დე­ბულ­მა წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა თა­ვი­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. ასე­ვე, მან და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია და ხალ­ხის ექი­მე­ბი­სად­მი ნდო­ბა“, - თქვა მან.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ. ს.
4

ერთი სურათი მაინც დაედოთ სინგაპურის სასამართლოს მაგივრად...

???
2

რამდენი ავადმყოფია. ეს როგორ უნდა მოიფიქრო ადამიანმა. ან ამდენი შტერი ქალი სად იყო რომ მის მახეში გაება. მართლა ქალი გინეკოლოგი რომ ყოფილიყო, ასეთი სურათები როგორ უნდა გააგზავნო ჭკუათმყოფელმა

ავტორი:

მალაიზიელ თაღლითს პატიმრობა მიუსაჯეს - 37 წლის მამაკაცი თავს ქალ გინეკოლოგად ასაღებდა და ქალებს სასქესო ორგანოების ფოტოებს აგზავნინებდა

მალაიზიელ თაღლითს პატიმრობა მიუსაჯეს - 37 წლის მამაკაცი თავს ქალ გინეკოლოგად ასაღებდა და ქალებს სასქესო ორგანოების ფოტოებს აგზავნინებდა

მამაკაცს, რომელმაც თავი გინეკოლოგ ქალად გაასაღა და ათობით ქალბატონს "ფეისბუქზე" სასქესო ორგანოს ფოტოები გააგზავნინა, პატიმრობა მიუსაჯეს.

37 წლის მალაიზიელი მამაკაცი, უი ჩუენ ვეი, სასამართლომ დამნაშავედ ცნო თაღლითობაში და მას 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

უი ჩუენ ვეი ქალებს "ფეისბუქის" ყალბი პროფილიდან უკავშირდებოდა და გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებას სთხოვდა, რომელიც მათ სასქესო ორგანოებზე და სექსუალურ ცხოვრებაზე შეიცავდა კითხვებს. მან 4 წლის განმავლობაში 38 ქალი გააცურა და მათგან 1000-მდე ინტიმური ფოტო და ვიდეო მიიღო.

ის ქალებს არწმუნებდა, რომ ფოტო და ვიდეოჩანაწერები მას ნებისმიერ პრობლემის დიაგნოსტირებაში ეხმარებოდა.

სინგაპურის სახელმწიფო სასამართლო

მამაკაცისადმი ბრალდებები შარშან ივლისში დაიწყო, როცა ერთ-ერთი მსხვერპლი ქალბატონი დაეჭვდა ვეის ვინაობაში და როცა შეამოწმა, რომ ასეთი ექიმი არ არსებობდა, პოლიციაში შეიტანა განაცხადი. სამართალდამცავები ეჭვმიტანილის სახლში მივიდნენ და ელექტრონული მოწყობილობები ჩამოართვეს. პოლიციის გამოძიება ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როცა მამაკაცი ქალების მოტყუებაში გამოტყდა და დანაშაული აღიარა.

იმის გათვალისწინებით, რომ ვეი წლების განმავლობაში აგრძელებდა დანაშაულის ჩადენას და მისი მსხვერპლი ქალების რიცხვიც დიდი იყო, პროკურორის მოადგილე, მამაკაცისთვის, მინიმუმ 3 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. "ბრალდებულმა წინასწარ შემუშავებული გეგმა განახორციელა თავისი სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ასევე, მან დანაშაულის ჩასადენად ბოროტად გამოიყენა სოციალური მედია და ხალხის ექიმებისადმი ნდობა“, - თქვა მან.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა