"ლელო“ მოითხოვს, პარლამენტმა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ მათ მიერ დაახლოებით ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყოს.
ამის შესახებ “ლელოს” პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება”, რომელიც თვითონაა კორუფციის ცენტრი, არ ფიქრობს, რომ ეს არის ქვეყნის პრობლემა.
“უკვე 5 დღეა საზოგადოება, ქვეყანა, ქალაქი გლოვობს დაღუპული ბავშვის სიცოცხლეს, რომელიც გახდა მსხვერპლი. მსხვერპლი, ისევე როგორ არაერთი სხვა ადამიანი იმ მთავარი ბოროტების, რაც საზოგადოებას სჭირს და ეს არის კორუფციის პრობლემა. კორუფცია, რომლის აყვავებასაც ხელი შეუწყო “ქართულმა ოცნებამ”, კორუფცია, რომელიც ართმევს ჩვენს ბავშვებს შანსს, რომ იცხოვრონ ნორმალურ ქვეყანაში. როგორც აღმოჩნდა, ეს არის კორუფცია, რომელიც სახიფათოა ადამიანების სიცოცხლისთვის. არ შეიძლება რეაგირების გარეშე დავტოვოთ ეს, ასევე პარლამენტმა, რომელიც უნდა ზრუნავდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები უზაროდ არ იღუპებოდნენ, მათ შორის ჩვენი ბავშვები იყვნენ დაცულები, უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა დავამარცხოთ სიმსივნე, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირს და კლავს და ამას ჰქვია კორუფცია.
თითქმის ერთი წლის წინ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დაანიცირა საკანონმდებლო ინიციატივა, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით. დღემდე “ქართულმა ოცნებამ” არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს ინიციატივა განიხილოს, მაშინ, როდესაც კორუფცია კლავს ადამიანებს და მაშინ, როდესაც ევროკავშირი გვეუბნება, რომ თუ კორუფციას არ ვებრძოლეთ ამ ქვეყანას ევროკავშირში მომავალი არ აქვს, მაგრამ “ქართული ოცნება”, რომელიც თვითონაა ცენტრი ამ კორუფციის, არ ფიქრობს, რომ ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება მომხდარზე კახა კალაძის პასუხისმგებლობას, სამადაშვილი ამბობს, რომ მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს.
“კალაძეს თვითონ არ ჩაუტარებია სამუშაო, რომელიც შადრევნის რეკონსტრუქციას შეეხებოდა, მაგრამ ის არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული. როდესაც მან გამოაცხადა, რომ ეს არის წარმატებული პროექტი, მან აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ასე ხომ არაა, რომ კალაძე მხოლოდ წარმატებაზეა პოლიტიკურად პასუხისმგებელი და სავალალო შედეგზე, რაც დადგა, ამაზე არაა პასუხისმგებელი. ასე არ იყოფა პოლიტიკური პასუხისმგებლობა”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
გლოვა სხვა რამეა. თქვენ, სექტას გლოვა რას ჰქვია ,საიდან უნდა იცოდეთ? თვითონ სპობდით ქართველებს ქუჩაში, ციხეში, აწამებდით და აყაჩაღებდით . მორალური უფლება არ გაქვთ საერთოდ ხმის ამოღების
თქვენ გლოვობთ იმაზე, რომ მსხვერპლი მეტი არაა, რომ ქვეყანა აირიოს ... იქნებ ხელისუფლებაში მოხვიდეტ, ბიუჯეტი ხრათ ძველებურად ... ომი დაიწყოთ ...