Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
თეთრი სამაჯური, უსასრულობის ნიშანი და მარიტა.... - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის გოგონას ხსოვნას პატივი მიაგო
თეთრი სამაჯური, უსასრულობის ნიშანი და მარიტა.... - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის გოგონას ხსოვნას პატივი მიაგო

სე­რია A-ს მე-10 ტურ­ში "ნა­პო­ლიმ“ სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე "ბო­ლო­ნია“ 3:2 და­ა­მარ­ცხა. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ "ნა­პო­ლის" რი­გებ­ში მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა.

და­ძა­ბუ­ლი მატ­ჩის მო­გე­ბა­ში მან გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა. "ნა­პო­ლის" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი­დან გო­ლე­ბი ჟე­ზუს­მა, ლო­ზა­ნომ და ოსი­მენ­მა გა­ი­ტა­ნეს. ლო­ზა­ნოს გოლ­ში უდი­დე­სი წვლი­ლი კვა­რა­ცხე­ლი­ამ შე­ი­ტა­ნა, რად­გა­ნაც ის სწო­რედ ხვი­ჩას აქ­ტი­უ­რო­ბას მოჰ­ყვა.

ხოლო "ნა­პო­ლის" მე­სა­მე გოლი "კვა­რას" სა­გო­ლე გა­და­ცე­მის შე­დე­გად გა­ვი­და. მისი სა­გო­ლე პასი ვიქ­ტორ ოსი­მენ­მა გა­მო­ი­ყე­ნა და თა­ვის გუნდს უპი­რა­ტე­სო­ბა მო­უ­ტა­ნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერთი დე­ტა­ლი თა­მა­ში­დან - კვა­რა­ცხე­ლი­ამ თა­ვი­სი თა­მა­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პულ 13 წლის მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვილს მი­უ­ძღვნა.

ფეხ­ბურ­თელს ხელ­ზე თეთ­რი სა­მა­ჯუ­რი ეკე­თა. ზედ კი უსას­რუ­ლო­ბის ნი­შა­ნი იყო და მა­რი­ტა ეწე­რა. ფოტო პო­პუ­ლა­რულ ქარ­თულ ბლოგ­ზე, Geo Team-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Glory to Georgia
0

შენ ხარ ჩვენი ქვეყნის პატრიოტი, გმირი, მსოფლიოს გამცნობი ადამიანი ვისაც ნამდვილად უყვარს საქართველოც და ყველა ქართველი, 

შენ გენაცვალე კვარა, ოქრო ხარ და ეგრე გააგრძელე heart

დარე
8

ვინაა რეჟისორი?😆😆😆😆

ავტორი:

თეთრი სამაჯური, უსასრულობის ნიშანი და მარიტა.... - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის გოგონას ხსოვნას პატივი მიაგო

თეთრი სამაჯური, უსასრულობის ნიშანი და მარიტა.... - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის გოგონას ხსოვნას პატივი მიაგო

სერია A-ს მე-10 ტურში "ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე "ბოლონია“ 3:2 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" რიგებში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა.

დაძაბული მატჩის მოგებაში მან გადამწყვეტი როლი ითამაშა. "ნაპოლის" ფეხბურთელებიდან გოლები ჟეზუსმა, ლოზანომ და ოსიმენმა გაიტანეს. ლოზანოს გოლში უდიდესი წვლილი კვარაცხელიამ შეიტანა, რადგანაც ის სწორედ ხვიჩას აქტიურობას მოჰყვა.

ხოლო "ნაპოლის" მესამე გოლი "კვარას" საგოლე გადაცემის შედეგად გავიდა. მისი საგოლე პასი ვიქტორ ოსიმენმა გამოიყენა და თავის გუნდს უპირატესობა მოუტანა.

აღსანიშნავია ერთი დეტალი თამაშიდან - კვარაცხელიამ თავისი თამაში ტრაგიკულად დაღუპულ 13 წლის მარიტა მეფარიშვილს მიუძღვნა.

ფეხბურთელს ხელზე თეთრი სამაჯური ეკეთა. ზედ კი უსასრულობის ნიშანი იყო და მარიტა ეწერა. ფოტო პოპულარულ ქართულ ბლოგზე, Geo Team-ზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.