რუსულმა ძალებმა ქალაქ ნიკოპოლს 100-ზე მეტი ჭურვი ესროლეს, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო იუწყება.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი, მძიმედ დაშავდა.
"რუსებმა შვიდჯერ გაუხსნეს ცეცხლი ნიკოპოლს „გრადებისა“ და მძიმე არტილერიის გამოყენებით. მათ 100-ზე მეტი ჭურვი ისროლეს. ერთ-ერთი კერძო სახლს მოხვდა, 6 წლის გოგონა და მისი დედა დაშავდნენ. ისინი, კიდევ ერთ დაშავებულთან ერთად, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან“, - აცხადებს რეზნიჩენკო.
მისი თქმით, ქალაქში ოცდაათზე მეტი მაღალსართულიანი შენობა და კერძო სახლი, გაზსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, ორი საბავშვო ბაღი, სკოლა, მაღაზიები და სხვა შენობები დაზიანდა.
ესაა რუსეთის ნანდვილი სახე. უმწეო ადამიანების ხოცვა.