Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"იმაზე ლამაზი ადამიანი, არც მანამდე და არც მერე, არასოდეს მინახავს..." - მოგონება ლიკა ქავჟარაძეზე და მსახიობის ნაკლებად ცნობილი ფოტოები
"იმაზე ლამაზი ადამიანი, არც მანამდე და არც მერე,  არასოდეს მინახავს..." -  მოგონება ლიკა ქავჟარაძეზე და მსახიობის ნაკლებად ცნობილი ფოტოები

"ახლა ერ­თა­დერ­თი ისეთ როლს თუ ვი­თა­მა­შებ, რო­მე­ლიც ჩემს ცხოვ­რე­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. მაგ­რამ მგო­ნია, რომ ფილ­მი ტრა­გი­კუ­ლი გა­მო­ვა, პე­სი­მიზ­მზე იქ­ნე­ბა აქ­ცენ­ტი, რად­გან ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტი იყო, ვიდ­რე გა­მარ­თლე­ბა. სულ 10 წელი მქონ­და შე­და­რე­ბით ბედ­ნი­ე­რი და ისიც და­ნარ­ჩენ ცუდს ვერ გა­და­წო­ნის. ასე­თია ცხოვ­რე­ბა, ხან აქეთ გად­მო­გაგ­დებს, ხან იქით გა­და­გაგ­დებს. რა უნდა ქნა? უნდა გა­უძ­ლო…” - ამ­ბობ­და ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე 2011 წელს ჟურ­ნა­ლი “სი­თის­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში... ეს მისი ერთ-ერთი ბოლო ინ­ტერ­ვი­უა, რად­გან ქარ­თუ­ლი მე­დია, ნაკ­ლე­ბად იყო გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი მას­თან სა­უბ­რით... ეკ­რან­ზე თუ ჟურ­ნა­ლის ფურ­ცლებ­ზე მისი გა­მო­ჩე­ნა, ყო­ველ­თვის ტკი­ვი­ლით სავ­სე იყო, რად­გან სა­უბ­რობ­და კა­რი­ე­რა­ზე, რო­მე­ლიც ვერ გაგ­რძელ­და და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც არც ისე მარ­ტი­ვი იყო...

დღეს ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 5 წელი გა­ვი­და. მარ­თა­ლია, მას ხში­რად ერთი რო­ლის მსა­ხი­ო­ბად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, მაგ­რამ ამან მის პო­პუ­ლა­რო­ბას ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო... ქარ­თულ კი­ნო­ში მან გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი მა­რი­ტას სახე შექ­მნა...

"ტა­ლა­ხის სცე­ნის გა­და­ღე­ბი­სას ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც იყ­ვნენ, კადრს მიღ­მა, ლიკა გე­ნაც­ვა­ლე, რო­გორ მიყ­ვარ­ხა­რო მუბ­ნე­ბოდ­ნენ და კა­მე­რა რომ ირ­თვე­ბო­და, მთე­ლი ძა­ლით მეს­როდ­ნენ ტა­ლახს, ავი­წყდე­ბო­დათ ყვე­ლა­ფე­რი.

- ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი სას­ტი­კე­ბი არი­ან?

- რო­გორ არა, ძა­ლი­ან სას­ტი­კე­ბი არი­ან, აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, რომ ქვა და ტა­ლა­ხი გეს­რო­ლონ..." - ამ­ბობ­და ლიკა.

მარ­თა­ლია, მის­თვის ცხოვ­რე­ბა­ში ფი­ზი­კუ­რად არ უს­ვრი­ათ ტა­ლა­ხი, მაგ­რამ ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის ქალი იყო, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე ვერ და­ა­ფა­სეს, ვერც კი­ნომ და ვერც იმ მა­მა­კა­ცებ­მა, რომ­ლე­ბიც მის ცხოვ­რე­ბა­ში იყ­ვნენ...

წლე­ბის წინ მწე­რა­ლი დათო ტუ­რაშ­ვი­ლი იხ­სე­ნებ­და...

დათო ტუ­რაშ­ვი­ლი:

"სახ­ლი­დან გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­წყე­ბამ­დე ოცი წუ­თით ადრე გა­მოვ­დი­ო­დი. ჯერ გა­ვუვ­ლი­დი ჩემს კლა­სელს, მე­გო­ბარს და მე­ზო­ბელს ლაშა ფხა­კა­ძეს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სა­დარ­ბა­ზოს წინ მე­ლო­და ხოლ­მე და მერე ერ­თად ვაგ­რძე­ლებ­დით გზას სკო­ლი­სა­კენ.

მოკ­ლედ, იმ დი­ლი­თაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ვე­დი სახ­ლი­დან, და­ვეშ­ვი კი­ბე­ზე და მე­ზო­ბე­ლი კორ­პუ­სის კე­დელ­თან რომ უნდა შე­მეხ­ვია და ქუ­ჩა­ზე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, უცებ ვიგ­რძე­ნი უც­ნა­უ­რი სი­სუს­ტე მუხ­ლებ­ში და გავ­ჩერ­დი - ჩემს წინ იდგა ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე. უფრო სწო­რად, მე ვი­დე­ქი გა­უნ­ძრევ­ლად მა­ნამ, სა­ნამ ლაშა ფხა­კა­ძემ არ მო­მა­კი­თხა, თო­რემ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს ფეხი არ შე­უ­ნე­ლე­ბია, მე არც შე­ვუმ­ჩნე­ვი­ვარ, ისე ჩა­მი­ა­რა გვერ­დით და სა­დარ­ბა­ზო­ში შე­ვი­და. ეს ის დრო იყო, როცა ცხრა­მე­ტი წლის ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს, უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და მა­რი­ტას როლი კი­ნო­ფილმ "ნატ­ვრის ხეში" და ეს ფილ­მი, ჩვენც ნა­ნა­ხი გვქონ­და.

მა­შინ უკვე ისიც ვი­ცო­დით, რომ ახალ­გა­თხო­ვი­ლი ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე სა­დღაც ჩვენ უბან­ში გად­მო­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მაგ­რამ რაც იმ დი­ლით ვნა­ხე, ეს იმა­ზე მეტი იყო, ვიდ­რე ამის წარ­მოდ­გე­ნა შე­მეძ­ლო. მე რომ იმ დი­ლით ვნა­ხე, იმა­ზე ლა­მა­ზი ადა­მი­ა­ნი, არც მა­ნამ­დე და არც მერე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა­სო­დეს მი­ნა­ხავს და ოცი წლის ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე მარ­თლა სა­ოც­რე­ბა იყო...

მე­ო­რე დი­ლით, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ორი­ვე­ნი დავ­ხვდით ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, წინა ღა­მით ისიც კი გა­ვი­ფიქ­რე, სწო­რად მო­ვი­ქე­ცი თუ არა, რომ ფხა­კა­ძე­საც გა­ვან­დე ეს სა­ი­დუმ­ლო, მაგ­რამ შუ­ა­ღა­მი­სას, სა­ნამ ჩა­მე­ძი­ნე­ბო­და, მა­ინც იმ დას­კვნამ­დე მი­ვე­დი, რომ არ ვცდე­ბო­დი. დი­ლით კი, ორი­ვე­ნი ვი­დე­ქით ზუს­ტად იმ ად­გი­ლას, სა­დაც წინა დღეს ლიკა ქა­ვჟა­რა­ძემ გა­მო­ი­ა­რა და სა­ნამ ლიკა შე­მო­უხ­ვევ­და, ლა­შამ მკი­თხა - იქ­ნებ მო­გეჩ­ვე­ნაო, და პა­სუ­ხის გა­ცე­მა რომ და­ვა­პი­რე, სწო­რედ მა­შინ შე­მო­უხ­ვია.

მარ­თლა ისე­თი ლა­მა­ზი იყო, რომ უცებ თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ამევ­სო… სკო­ლა­ში წას­ვლას აზრი აღარ ჰქონ­და...

დი­ლით კი ისევ იქ ვი­დე­ქით, სა­დაც ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე უნდა გვე­ნა­ხა ისევ, და იმან ისე ჩაგ­ვი­ა­რა, რო­გორც წინა დღე­ებ­ში, მაგ­რამ ამ­ჯე­რად (წინა დღე­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით), ლი­კას უკან გავ­ყე­ვით. ახ­ლაც არ ვიცი, რა­ტომ და რო­გორ, მაგ­რამ ეს რა­ღაც თა­ვის­თა­ვად მოხ­და, მე და ლაშა ნამ­დვი­ლად არ შევ­თან­ხმე­ბულ­ვართ და ერ­თმა­ნე­თის­თვის არა­ფე­რი გვით­ქვამს, მაგ­რამ რო­გორც კი ლიკა სა­დარ­ბა­ზო­ში შე­ვი­და, ჩვენც უკან მივ­ყე­ვით. კი­ბე­ზე რომ ავ­დი­ო­დით, მახ­სოვს, ერთი კი გა­ვი­ფიქ­რე, რა უნდა გვე­პა­სუ­ხა ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის­თვის, უცებ რომ შე­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და ჩვენ­თვის ეკი­თხა, რა გვინ­დო­და, მაგ­რამ ჩვენ არ ვი­ცო­დით, რა უნდა გვეთ­ქვა და ასე ჩუ­მად, უხ­მოდ ავ­ყე­ვით მას ბოლო, მე­ხუ­თე სარ­თუ­ლამ­დე.

რო­გორც ჩანს, მის­თვის ისე­თი პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით, რომ სა­ერ­თოდ არ შე­ში­ნე­ბია და ცოტა ღი­მი­ლი­თაც კი მოგ­ვი­ხუ­რა ცხვირ­წინ დიდი და მძი­მე კარი. მე ცხვი­რი მო­ვი­ფხა­ნე და იქვე, კი­ბის სა­ფე­ხურ­ზე ჩა­მოვ­ჯე­ქი. ლა­შა­მაც იგი­ვე გა­ა­კე­თა და სი­გა­რე­ტი ამო­ი­ღო. ჯერ თა­ვის­თვის მო­უ­კი­და, მერე მეც შე­მომ­თა­ვა­ზა. მე ჩემი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი სი­გა­რე­ტი სწო­რედ მა­შინ მოვ­წიე, მაგ­რამ არ მო­მე­წო­ნა, რად­გან თავ­ბრუს­ხვე­ვა ვიგ­რძე­ნი და ხვე­ლე­ბაც ამი­ტყდა. არ ვიცი ამის გამო იყო, თუ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძემ უთხრა თა­ვის ქმარს ჩვენს შე­სა­ხებ, უცებ ის დიდი რკი­ნის კარი გა­ი­ღო და იქი­დან ვი­ღაც "ვზროს­ლი" გა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც ალ­ბათ მხო­ლოდ ჩვენ­თვის იყო "ვზროს­ლი" და, აქ რას აკე­თებ­თო, - საკ­მა­ოდ მშვი­დად გვკი­თხა. მინ­დო­და მეთ­ქვა, რომ არა­ფერს-მეთ­ქი, მაგ­რამ ხვე­ლე­ბის გამო ფხა­კა­ძემ და­მას­წრო და რა შენი საქ­მე­აო, - ისე სწრა­ფად უთხრა იმ ზრდი­ლო­ბი­ან და სიმ­პა­თი­ურ ადა­მი­ანს, რომ მა­შინ ისიც კი გა­ვი­ფიქ­რე, თითო-თითო ჭიტ­ლა­ყი, ნამ­დვი­ლად არ აგ­ვცდე­ბო­და.

თუმ­ცა, ეტყო­ბა, მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო და მა­ინც ბო­ლომ­დე თავი შე­ი­კა­ვა, და სა­ნამ კი­ბე­ებ­ზე ვეშ­ვე­ბო­დით, ჩვენ­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამს.

ჩვენ კი, აპ­რი­ლის ბო­ლომ­დე, მა­ინც ყო­ველ დი­ლით, ისევ იქ ვი­დე­ქით ხოლ­მე ლი­კას მო­ლო­დინ­ში, მაგ­რამ ლი­კას იქ აღარ გა­მო­უვ­ლია, და ლიკა ისე­თი, რო­გო­რიც მა­შინ იყო, მერე აღა­რა­სო­დეს მი­ნა­ხავს..."

ქარ­თუ­ლი კი­ნოს ლე­გენ­და, ულა­მა­ზე­სი ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე 2017 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს 57 წლის ასაკ­ში, სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მსა­ხი­ო­ბი ორ­ჯერ და­ო­ჯახ­და. ერთხელ პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე, სან­დრო თაქთა­ქიშ­ვილ­ზე, რო­მელ­თა­ნაც ერ­თა­დერ­თი შვი­ლი - ლე­ვა­ნი შე­ე­ძი­ნა. 1993-1994 წლებ­ში ოჯა­ხი აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც სან­დრო მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ მსა­ხი­ობ­მა იქ ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დით დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლო და უკან დაბ­რუნ­და. მე­ო­რედ ლი­კამ იქორ­წი­ნა ლე­ვან შა­ნი­ძე­ზე, რო­მელ­თა­ნაც მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­შო­რე­ბის შემ­დე­გაც შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nino
0

ერთხელ ვნახე, რუსთაველზე მოდიოდა. უამრავი ხალხი იყო, მაგრამ თითქოს კინოს კადრივით, არავინ ჩანდა ლიკას გარდა, მხოლოდ ის რაფაელის მადონასავით. ანათებდა თავის ირგვლივ ყველაფერს და ეს უამრავი ხალხი ამ შუქის უკან იკარგებოდ. ლიკა მხოლოდ ულამაზესი არ იყო. მას გააჩნდა ამოუცნობი ხიბლი, რაც თითქოს გიმორჩილებდა და არ გაძლევდა ნებას სხვა მხარეს გაგეხედა. ჭეშმარიტად, ღვთიური გარეგნობა ჰქონდა. მის სახეს ღვთიური იერი გადაჰკრავდა.

:((
3

არც ვიცნობდი, არანაირი შეხება არ მქონია, მაგრამ ვუყურებ და მის სულის ტკივილს განვიცდი თითქოს. მგონია, რომ ასეთ ადამიანებთან, სხვანაირად ფრთხილი და მოზომილები უნდა ვიყოთ ურთიერთობისას

ავტორი:

"იმაზე ლამაზი ადამიანი, არც მანამდე და არც მერე, არასოდეს მინახავს..." - მოგონება ლიკა ქავჟარაძეზე და მსახიობის ნაკლებად ცნობილი ფოტოები

"იმაზე ლამაზი ადამიანი, არც მანამდე და არც მერე,  არასოდეს მინახავს..." -  მოგონება ლიკა ქავჟარაძეზე და მსახიობის ნაკლებად ცნობილი ფოტოები

"ახლა ერთადერთი ისეთ როლს თუ ვითამაშებ, რომელიც ჩემს ცხოვრებას განასახიერებს. მაგრამ მგონია, რომ ფილმი ტრაგიკული გამოვა, პესიმიზმზე იქნება აქცენტი, რადგან ჩემს ცხოვრებაში იმედგაცრუება გაცილებით მეტი იყო, ვიდრე გამართლება. სულ 10 წელი მქონდა შედარებით ბედნიერი და ისიც დანარჩენ ცუდს ვერ გადაწონის. ასეთია ცხოვრება, ხან აქეთ გადმოგაგდებს, ხან იქით გადაგაგდებს. რა უნდა ქნა? უნდა გაუძლო…” - ამბობდა ლიკა ქავჟარაძე 2011 წელს ჟურნალი “სითისთან” ინტერვიუში... ეს მისი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუა, რადგან ქართული მედია, ნაკლებად იყო განებივრებული მასთან საუბრით... ეკრანზე თუ ჟურნალის ფურცლებზე მისი გამოჩენა, ყოველთვის ტკივილით სავსე იყო, რადგან საუბრობდა კარიერაზე, რომელიც ვერ გაგრძელდა და პირად ცხოვრებაზე, რომელიც არც ისე მარტივი იყო...

დღეს ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა. მართალია, მას ხშირად ერთი როლის მსახიობად მოიხსენიებენ, მაგრამ ამან მის პოპულარობას ვერაფერი დააკლო... ქართულ კინოში მან განუმეორებელი მარიტას სახე შექმნა...

"ტალახის სცენის გადაღებისას ისეთი ადამიანებიც იყვნენ, კადრს მიღმა, ლიკა გენაცვალე, როგორ მიყვარხარო მუბნებოდნენ და კამერა რომ ირთვებოდა, მთელი ძალით მესროდნენ ტალახს, ავიწყდებოდათ ყველაფერი.

- ადამიანები ცხოვრებაში ასეთი სასტიკები არიან?

- როგორ არა, ძალიან სასტიკები არიან, აუცილებელი არ არის, რომ ქვა და ტალახი გესროლონ..." - ამბობდა ლიკა.

მართალია, მისთვის ცხოვრებაში ფიზიკურად არ უსვრიათ ტალახი, მაგრამ ტრაგიკული ბედის ქალი იყო, რომელიც ბოლომდე ვერ დააფასეს, ვერც კინომ და ვერც იმ მამაკაცებმა, რომლებიც მის ცხოვრებაში იყვნენ...

წლების წინ მწერალი დათო ტურაშვილი იხსენებდა...

დათო ტურაშვილი:

"სახლიდან გაკვეთილების დაწყებამდე ოცი წუთით ადრე გამოვდიოდი. ჯერ გავუვლიდი ჩემს კლასელს, მეგობარს და მეზობელს ლაშა ფხაკაძეს, რომელიც თავისი სადარბაზოს წინ მელოდა ხოლმე და მერე ერთად ვაგრძელებდით გზას სკოლისაკენ.

მოკლედ, იმ დილითაც ჩვეულებრივად გამოვედი სახლიდან, დავეშვი კიბეზე და მეზობელი კორპუსის კედელთან რომ უნდა შემეხვია და ქუჩაზე გადავსულიყავი, უცებ ვიგრძენი უცნაური სისუსტე მუხლებში და გავჩერდი - ჩემს წინ იდგა ლიკა ქავჟარაძე. უფრო სწორად, მე ვიდექი გაუნძრევლად მანამ, სანამ ლაშა ფხაკაძემ არ მომაკითხა, თორემ ლიკა ქავჟარაძეს ფეხი არ შეუნელებია, მე არც შევუმჩნევივარ, ისე ჩამიარა გვერდით და სადარბაზოში შევიდა. ეს ის დრო იყო, როცა ცხრამეტი წლის ლიკა ქავჟარაძეს, უკვე შესრულებული ჰქონდა მარიტას როლი კინოფილმ "ნატვრის ხეში" და ეს ფილმი, ჩვენც ნანახი გვქონდა.

მაშინ უკვე ისიც ვიცოდით, რომ ახალგათხოვილი ლიკა ქავჟარაძე სადღაც ჩვენ უბანში გადმოვიდა საცხოვრებლად, მაგრამ რაც იმ დილით ვნახე, ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ამის წარმოდგენა შემეძლო. მე რომ იმ დილით ვნახე, იმაზე ლამაზი ადამიანი, არც მანამდე და არც მერე, რასაკვირველია, არასოდეს მინახავს და ოცი წლის ლიკა ქავჟარაძე მართლა საოცრება იყო...

მეორე დილით, რასაკვირველია, ორივენი დავხვდით ლიკა ქავჟარაძეს და, რასაკვირველია, წინა ღამით ისიც კი გავიფიქრე, სწორად მოვიქეცი თუ არა, რომ ფხაკაძესაც გავანდე ეს საიდუმლო, მაგრამ შუაღამისას, სანამ ჩამეძინებოდა, მაინც იმ დასკვნამდე მივედი, რომ არ ვცდებოდი. დილით კი, ორივენი ვიდექით ზუსტად იმ ადგილას, სადაც წინა დღეს ლიკა ქავჟარაძემ გამოიარა და სანამ ლიკა შემოუხვევდა, ლაშამ მკითხა - იქნებ მოგეჩვენაო, და პასუხის გაცემა რომ დავაპირე, სწორედ მაშინ შემოუხვია.

მართლა ისეთი ლამაზი იყო, რომ უცებ თვალები ცრემლებით ამევსო… სკოლაში წასვლას აზრი აღარ ჰქონდა...

დილით კი ისევ იქ ვიდექით, სადაც ლიკა ქავჟარაძე უნდა გვენახა ისევ, და იმან ისე ჩაგვიარა, როგორც წინა დღეებში, მაგრამ ამჯერად (წინა დღეებისგან განსხვავებით), ლიკას უკან გავყევით. ახლაც არ ვიცი, რატომ და როგორ, მაგრამ ეს რაღაც თავისთავად მოხდა, მე და ლაშა ნამდვილად არ შევთანხმებულვართ და ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, მაგრამ როგორც კი ლიკა სადარბაზოში შევიდა, ჩვენც უკან მივყევით. კიბეზე რომ ავდიოდით, მახსოვს, ერთი კი გავიფიქრე, რა უნდა გვეპასუხა ლიკა ქავჟარაძისთვის, უცებ რომ შემობრუნებულიყო და ჩვენთვის ეკითხა, რა გვინდოდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, რა უნდა გვეთქვა და ასე ჩუმად, უხმოდ ავყევით მას ბოლო, მეხუთე სართულამდე.

როგორც ჩანს, მისთვის ისეთი პატარები ვიყავით, რომ საერთოდ არ შეშინებია და ცოტა ღიმილითაც კი მოგვიხურა ცხვირწინ დიდი და მძიმე კარი. მე ცხვირი მოვიფხანე და იქვე, კიბის საფეხურზე ჩამოვჯექი. ლაშამაც იგივე გააკეთა და სიგარეტი ამოიღო. ჯერ თავისთვის მოუკიდა, მერე მეც შემომთავაზა. მე ჩემი ცხოვრების პირველი სიგარეტი სწორედ მაშინ მოვწიე, მაგრამ არ მომეწონა, რადგან თავბრუსხვევა ვიგრძენი და ხველებაც ამიტყდა. არ ვიცი ამის გამო იყო, თუ ლიკა ქავჟარაძემ უთხრა თავის ქმარს ჩვენს შესახებ, უცებ ის დიდი რკინის კარი გაიღო და იქიდან ვიღაც "ვზროსლი" გამოვიდა, რომელიც ალბათ მხოლოდ ჩვენთვის იყო "ვზროსლი" და, აქ რას აკეთებთო, - საკმაოდ მშვიდად გვკითხა. მინდოდა მეთქვა, რომ არაფერს-მეთქი, მაგრამ ხველების გამო ფხაკაძემ დამასწრო და რა შენი საქმეაო, - ისე სწრაფად უთხრა იმ ზრდილობიან და სიმპათიურ ადამიანს, რომ მაშინ ისიც კი გავიფიქრე, თითო-თითო ჭიტლაყი, ნამდვილად არ აგვცდებოდა.

თუმცა, ეტყობა, მართლა ძალიან კარგი ადამიანი იყო და მაინც ბოლომდე თავი შეიკავა, და სანამ კიბეებზე ვეშვებოდით, ჩვენთვის არაფერი უთქვამს.

ჩვენ კი, აპრილის ბოლომდე, მაინც ყოველ დილით, ისევ იქ ვიდექით ხოლმე ლიკას მოლოდინში, მაგრამ ლიკას იქ აღარ გამოუვლია, და ლიკა ისეთი, როგორიც მაშინ იყო, მერე აღარასოდეს მინახავს..."

ქართული კინოს ლეგენდა, ულამაზესი ლიკა ქავჟარაძე 2017 წლის 11 ოქტომბერს 57 წლის ასაკში, სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობი ორჯერ დაოჯახდა. ერთხელ პოპულარობის პიკზე, სანდრო თაქთაქიშვილზე, რომელთანაც ერთადერთი შვილი - ლევანი შეეძინა. 1993-1994 წლებში ოჯახი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც სანდრო მუშაობდა, მაგრამ მსახიობმა იქ ხანგრძლივი პერიოდით დარჩენა ვერ შეძლო და უკან დაბრუნდა. მეორედ ლიკამ იქორწინა ლევან შანიძეზე, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა დაშორების შემდეგაც შეინარჩუნა.

იხილეთ ასევე: