პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილს თავი ჰგონია ავტობუსის მძღოლი, რომელსაც მოსკოვისკენ გადაახვევინებს... სამწუხაროდ, მის მატარებელს შეუძლია გააჩეროს ხაშურში" - გოცირიძე
"ივანიშვილს თავი ჰგონია ავტობუსის მძღოლი, რომელსაც მოსკოვისკენ გადაახვევინებს... სამწუხაროდ, მის მატარებელს შეუძლია გააჩეროს ხაშურში" - გოცირიძე

ივა­ნიშ­ვილს სა­კუ­თა­რი თავი ჰგო­ნია ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი, რო­მელ­საც ევ­რო­პი­დან მოს­კო­ვის­კენ გა­და­ახ­ვე­ვი­ნებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ის არის მა­ტა­რებ­ლის მძღო­ლი, რო­მე­ლიც მყარ ლი­ან­დაგ­ზე დგას და შე­უძ­ლია მხო­ლოდ და­ა­მუხ­რუ­ჭოს, ამა­ზე ივა­ნიშ­ვი­ლი პა­სუხს მი­ი­ღებს, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტატ­მა რო­მან გო­ცი­რი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, 9 დე­პუ­ტა­ტი, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ემიჯ­ნე­ბა, მე­ტიც, ამ­ბობს, რომ სხვა­ო­ბა მათ­თან ში­ნა­არ­სობ­რივ სა­კი­თხებ­ზე არ აქვთ, ყვე­ლა­ნა­ირ სა­ზღვარს გას­ცდა, რაც იმას აჩ­ვე­ნებს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ვე­ღარ აც­ნო­ბი­ე­რებს თუ რა სა­ხი­ფა­თო თა­მაშ­შია.

“ივა­ნიშ­ვილს სა­კუ­თა­რი თავი ჰგო­ნია ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი, რო­მელ­საც ევ­რო­პი­დან მოს­კო­ვის­კენ გა­და­ახ­ვე­ვი­ნებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ის არის მა­ტა­რებ­ლის მძღო­ლი, რო­მე­ლიც მყარ ლი­ან­დაგ­ზე დგას, ეს ლი­ან­და­გი ევ­რო­პის­კენ მი­დის და ივა­ნიშ­ვი­ლის მას­შტა­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი მას ლი­ან­და­გი­დან ვერ ამო­აგ­დებს, ერ­თა­დერ­თი შე­უძ­ლია და­ა­ჭი­როს მუხ­რუ­ჭს და გა­ა­ჩე­როს ხა­შურ­ში. მას შე­უძ­ლია მხო­ლოდ შე­ა­ფერ­ხოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია, მაგ­რამ ამის სა­პა­სუ­ხოდ, მი­ი­ღებს დარ­ტყმას რო­გორც ამომ­რჩევ­ლის­გან, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის­გან. იმ­დე­ნად დაბრმა­ვე­ბუ­ლია შვე­ი­ცა­რი­ულ ბანკთან და­ვით, ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ყვე­ლა ზღვა­რი გა­და­ლა­ხა. ასე რომ, მას სან­ქცი­ე­ბი ვერ ას­ცდე­ბა. მას დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი არ­ხე­ბით პირ­და­პირ თუ ირი­ბად ეტყვი­ან ამას, სა­ჯა­როდ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ და არა აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბი, ისე­ვე რო­გორც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღოს რე­ზო­ლუ­ცია, რომ ოლი­გარ­ქია და სან­ქცი­ე­ბია გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი. ის ვერ აც­დე­ბა სან­ქცი­ებს თუ არ გა­აც­ნო­ბი­ე­რა რა სა­ხი­ფა­თო თა­მაშს ეწე­ვა და ვერ გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ რუ­სე­თი ინ­გრე­ვა,"- გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლის ვი­ზიტს სა­ქარ­თვე­ლო­ში 5-6 ოქ­ტომ­ბერს და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არა მთავ­რო­ბის, არა­მედ ქვეყ­ნის­თვის მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ხატ­ვას ნიშ­ნავს. გო­ცი­რი­ძის თქმით, და­ის­მე­ბა ყვე­ლა კი­თხვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ სად დგას დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ ვი­ზიტს, ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტია და ემ­სა­ხუ­რე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვეყ­ნი­სად­მი და არა მთავ­რო­ბი­სად­მი მხარ­და­ჭე­რას და ასე­ვე ბუ­ნებ­რი­ვია, ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის უკეთ გაც­ნო­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა კი­თხვა, რაც დღეს არის, მათ შო­რის ის, თუ სად არის სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ტომ არ უერ­თდე­ბა სან­ქცი­ებს, რა­ტომ არ არ­სე­ბობს ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი, რომ არ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის­თვის, ყა­ზა­ხეთ­მაც კი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი სივ­რცის ნა­წი­ლია, ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი მი­ი­ღო, ამი­ტომ კი­თხვე­ბი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით იქ­ნე­ბა და მთა­ვა­რი კი­თხვა, რა თქმა უნდა, იქ­ნე­ბა აპი­რებს თუ არა რე­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლო 12 რე­კო­მენ­და­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბა და სურს თუ არა და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცია,"- გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კუპონააა
1

10 წელია, ბიძინა, შენი სიტყვით--მძღოლიაო--და რითი ვერ გადაუხვია რუსეთისკენ?? უკვე ბოსავთ ნაცსექტელები.

მიშა
2

მძღოლის ჰქვია ავტომობილს ვინც მართავს, მატარებელს კი მემანქანე ჰყავს. 

როგორ ძალიან უნდა, რომ მაგარი განათლებული და ენამოსწრებული კაცის იმიჯი შეიქმნას ამ ცუნცულამ. :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ივანიშვილს თავი ჰგონია ავტობუსის მძღოლი, რომელსაც მოსკოვისკენ გადაახვევინებს... სამწუხაროდ, მის მატარებელს შეუძლია გააჩეროს ხაშურში" - გოცირიძე

"ივანიშვილს თავი ჰგონია ავტობუსის მძღოლი, რომელსაც მოსკოვისკენ გადაახვევინებს... სამწუხაროდ, მის მატარებელს შეუძლია გააჩეროს ხაშურში" - გოცირიძე

ივანიშვილს საკუთარი თავი ჰგონია ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ევროპიდან მოსკოვისკენ გადაახვევინებს, მაგრამ სამწუხაროდ, ის არის მატარებლის მძღოლი, რომელიც მყარ ლიანდაგზე დგას და შეუძლია მხოლოდ დაამუხრუჭოს, ამაზე ივანიშვილი პასუხს მიიღებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

მისი თქმით, 9 დეპუტატი, რომელსაც ხელისუფლება არ ემიჯნება, მეტიც, ამბობს, რომ სხვაობა მათთან შინაარსობრივ საკითხებზე არ აქვთ, ყველანაირ საზღვარს გასცდა, რაც იმას აჩვენებს, რომ ივანიშვილი ვეღარ აცნობიერებს თუ რა სახიფათო თამაშშია.

“ივანიშვილს საკუთარი თავი ჰგონია ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ევროპიდან მოსკოვისკენ გადაახვევინებს, მაგრამ სამწუხაროდ, ის არის მატარებლის მძღოლი, რომელიც მყარ ლიანდაგზე დგას, ეს ლიანდაგი ევროპისკენ მიდის და ივანიშვილის მასშტაბის მქონე ადამიანები მას ლიანდაგიდან ვერ ამოაგდებს, ერთადერთი შეუძლია დააჭიროს მუხრუჭს და გააჩეროს ხაშურში. მას შეუძლია მხოლოდ შეაფერხოს ევროინტეგრაცია, მაგრამ ამის საპასუხოდ, მიიღებს დარტყმას როგორც ამომრჩევლისგან, ისე საერთაშორისო პარტნიორებისგან. იმდენად დაბრმავებულია შვეიცარიულ ბანკთან დავით, ვერ აცნობიერებს, რომ ყველა ზღვარი გადალახა. ასე რომ, მას სანქციები ვერ ასცდება. მას დიპლომატიური არხებით პირდაპირ თუ ირიბად ეტყვიან ამას, საჯაროდ პოლიტიკოსები ამბობენ და არა აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ისევე როგორც ევროპარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომ ოლიგარქია და სანქციებია გამოსაყენებელი. ის ვერ აცდება სანქციებს თუ არ გააცნობიერა რა სახიფათო თამაშს ეწევა და ვერ გააცნობიერა, რომ რუსეთი ინგრევა,"- განაცხადა გოცირიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტს საქართველოში 5-6 ოქტომბერს და აღნიშნა, რომ ეს არა მთავრობის, არამედ ქვეყნისთვის მხარდაჭერის გამოხატვას ნიშნავს. გოცირიძის თქმით, დაისმება ყველა კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ სად დგას დღეს საქართველოს ხელისუფლება.

"რაც შეეხება კონკრეტულ ვიზიტს, ეს ოფიციალური ვიზიტია და ემსახურება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნისადმი და არა მთავრობისადმი მხარდაჭერას და ასევე ბუნებრივია, შიდაპოლიტიკური ვითარების უკეთ გაცნობას. ბუნებრივია, ყველა კითხვა, რაც დღეს არის, მათ შორის ის, თუ სად არის საქართველო უკრაინასთან დაკავშირებით, რატომ არ უერთდება სანქციებს, რატომ არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომ არ იქნება გამოყენებული საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის, ყაზახეთმაც კი, რომელიც რუსეთის ეკონომიკური სივრცის ნაწილია, ოფიციალური დოკუმენტი მიიღო, ამიტომ კითხვები ყველა მიმართულებით იქნება და მთავარი კითხვა, რა თქმა უნდა, იქნება აპირებს თუ არა რეალურად საქართველო 12 რეკომენდაციის შესრულება და სურს თუ არა დასავლეთთან ინტეგრაცია,"- განაცხადა გოცირიძემ.