საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთისთვის კატასტროფა ახლოვდება, მას ნავთობზე მონოპოლია აღარ ექნება... ჩვენ კი შანსი გვიჩნდება" - ენერგორესურსები და საქართველო: ნავთობის მოპოვების ისტორია და ცნობილი ქართველი მაგნატები
"რუსეთისთვის კატასტროფა ახლოვდება, მას ნავთობზე მონოპოლია აღარ ექნება... ჩვენ კი შანსი გვიჩნდება" - ენერგორესურსები და საქართველო: ნავთობის მოპოვების ისტორია და ცნობილი ქართველი მაგნატები

სა­ქარ­თვე­ლო­ში ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბის დიდი ის­ტო­რია არ­სე­ბობს. ვინ იყ­ვნენ ნავ­თო­ბის ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მაგ­ნა­ტე­ბი, რა კავ­ში­რი ჰქონ­დათ მათ­თან ლე­გენ­და­რულ ძმებს ნო­ბე­ლებს, სი­მენ­სებს, როტ­შილ­დებს და რამ­დე­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­სუ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი - ამის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­კო­სი, პო­ლი­ტო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი ვაჟა შუ­ბი­თი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა...

- დღეს ნავ­თო­ბის თემა კვლავ ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და... რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომმა თვალ­სა­ჩი­ნო გა­ხა­და ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის, სა­ერ­თოდ ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სე­ბის დიდი როლი მსოფ­ლი­ო­ში... სა­ქარ­თვე­ლო­ში ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბის თემა ახა­ლი არ არის. ვიდ­რე ბა­ქო­ში ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა და­ი­წყე­ბო­და, მა­ნამ­დე მისი და­მუ­შა­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში - მირ­ზა­ან­ში და ში­რა­ქის ველ­ზე ხდე­ბო­და. 1848 წელს ვო­რონ­ცოვ­მა ყვე­ლა სა­ბა­დო იჯა­რით გას­ცა. 1860-იან წლებ­ში ამ სა­ბა­დო­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­თა შო­რის იყ­ვნენ ძმე­ბი სი­მენ­სე­ბიც, რომ­ლებ­მა 1875 წელს კა­ხე­თის ნავ­თო­ბის სა­ბა­დო­ე­ბი­დან ამო­ი­ღეს 173 ათა­სი ვედ­რო ნავ­თი...

ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა და­ი­წყო 1870-იანი წლე­ბი­დან ბა­ქო­ში - აფ­შე­რო­ნის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე. ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბით უცხო­ე­ლე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ. ბა­ქო­ში ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იქ­მნა, რომ ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბას რუ­სე­ბი და რუ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უცხო­ე­ლე­ბი აწარ­მო­ებ­დნენ, მათ შო­რის ქარ­თვე­ლე­ბიც იყ­ვნენ. ნავ­თო­ბის გა­ყიდ­ვის მო­ნო­პო­ლია მხო­ლოდ ნო­ბე­ლებს ჰქონ­დათ...

ნო­ბე­ლე­ბი მა­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ სხვა ტი­პის ბიზ­ნესს აწარ­მო­ებ­დნენ, მაგ­რამ ბა­ქო­ში რომ ჩა­ვიდ­ნენ, მიხ­ვდნენ, რომ იქ იყო ზუს­ტად ოქ­როს სა­ბა­დო, მათ ყვე­ლა­ფე­რი გა­ყი­დეს და მთე­ლი ფული ნავ­თო­ბის წარ­მო­ე­ბა­ში ჩა­დეს... ნო­ბე­ლებ­მა სა­იმ­პე­რა­ტო­რო კარი, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი მო­ის­ყი­დეს და ნავ­თო­ბის გა­ყიდ­ვა­ზე მო­ნო­პო­ლია მი­ი­ღეს. ნავ­თობს სხვე­ბიც მო­ი­პო­ვებ­დნენ, მაგ­რამ მხო­ლოდ ნო­ბე­ლე­ბი ყიდ­დნენ... მათ­მა მო­ნო­პო­ლი­ამ ცოტა არ იყოს სა­ში­ში სახე მი­ი­ღო, სხვა მე­წარ­მე­ებს ჩაგ­რავ­დნენ, რა­მაც - ნიკო ნი­კო­ლა­ძე აღაშ­ფო­თა და 1882 წელს თა­ვის ცნო­ბი­ლი მოხ­სე­ნე­ბა და­ა­წე­რი­ნა...

ძმე­ბი ნო­ბე­ლე­ბი

მოხ­სე­ნე­ბის და­სა­წყის­ში ნიკო ნი­კო­ლა­ძე მი­უ­თი­თებს, რომ ბა­ქოს ნავ­თო­ბის გა­ტა­ნა დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა, მაგ­რამ ასე­თი სიმ­დიდ­რით გი­გან­ტუ­რი სარ­გებ­ლო­ბა სრუ­ლი­ად არ იგ­რძნო­ბო­და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის, მშრო­მე­ლი ხალ­ხი­სა და თვით მე­წარ­მე­თა ცხოვ­რე­ბა­ზე. იმის კი­თხვა, სად მი­დის ამ ნა­ქე­ბი წარ­მო­ე­ბის სიმ­დიდ­რის რე­ზულ­ტა­ტი, მო­გე­ბა? ნი­კო­ლა­ძეს აქვე მო­აქვს ბა­ქოს ნავ­თო­ბის წარ­მო­ე­ბის შე­და­რე­ბა ამე­რი­კის ნავ­თო­ბის საქ­მეს­თან: „შე­ხე­დეთ, რამ­დე­ნი მსხვი­ლი და კო­ლო­სა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ცია წარ­მო­იშ­ვა იქ (აშშ-ში -ვ.შ.), ნავ­თო­ბის რამ­დე­ნი ლორ­დი გაჩ­ნდა, რო­მელ­თაც ნამ­დვი­ლი სიმ­დიდ­რე და­აგ­რო­ვეს?ნი­კო­ლა­ძე სვამს კი­თხვას: სად არი­ან ბა­ქოს ნავ­თო­ბის ლორ­დე­ბი? სად იმა­ლე­ბა მათი კე­თილ­დღე­ო­ბა? და იქვე პა­სუ­ხობს, რომ ამ "ლორ­დებ­მა“ ჯერ მხო­ლოდ ვა­ლე­ბი მო­აგ­რო­ვეს და ოფლში გა­ქა­ფულ­ნი, ძლივს ახერ­ხე­ბენ ამ ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტთა გა­დახ­დას.

მოხ­სე­ნე­ბა­ში იგი ასა­ბუ­თებ­და, რომ მო­ნო­პო­ლია სა­ერ­თოდ და­ღუ­პავ­და ნავ­თო­ბის ბიზ­ნესს. მისი აზ­რით აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და­ბა­ლან­სე­ბა და სწო­რედ მისი აზ­რის თა­ნახ­მად ჩა­მო­იყ­ვა­ნეს როშ­ტილ­დე­ბი. როშ­ტილ­დე­ბი მე-18-ე სა­უ­კუ­ნე­ში გამ­დიდ­რდნენ. როტ­შილდმა ბან­კი და­არ­სა და მისი ხუ­თი­ვე ვაჟი მთელ ევ­რო­პა­ში გა­ბა­ტონ­და... ნიკო ნი­კო­ლა­ძემ როშტლდე­ბის ფრან­გულ შტოს­თან კონ­ტაქ­ტი და­ამ­ყა­რა. როტ­შილ­დებს რო­გორც უცხო­ე­ლებს და ებ­რა­ე­ლებს აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ რუ­სეთ­ში წარ­მო­ე­ბის გახ­სნა და ამი­ტომ სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა შექ­მნეს. ნიკო ნი­კო­ლა­ძემ ორი კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა, რომ­ლე­ბიც როტ­შილ­დებ­მა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბად და­ნიშ­ნეს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ რამ­დე­ნად დიდი ნდო­ბა და გავ­ლე­ნა ჰქონ­და ნიკო ნი­კო­ლა­ძეს.

  • როტ­შილ­დე­ბის პა­რი­ზის სახ­ლმა 1886 წელს შე­ი­ძი­ნა ბა­თუ­მის ნავ­თო­ბი­სა და ვაჭ­რო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა - ექ­ვსმი­ლი­ო­ნი­ა­ნი კა­პი­ტა­ლი, ათი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით, რაც მა­შინ კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხა იყო.

მათ ასე­ვე ფი­ნან­სე­ბი ბა­თუ­მის ნავ­თობ­გა­და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნის ასა­შე­ნებ­ლად გა­მოყ­ვეს. და­არ­სეს კას­პი­ი­სა და შავი ზღვის ნავ­თო­ბის კომ­პა­ნია და 1889 წელს პირ­ვე­ლებ­მა და­ი­წყეს ნავ­თო­ბის ტან­კე­რე­ბით გა­ტა­ნა. მა­ნამ­დე ნავ­თო­ბი თუ­ნუ­ქე­ბით და ხის კას­რე­ბით გაჰ­ქონ­დათ. ბა­თუმ­ში როტ­შილ­დე­ბის ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რი იყო ფრან­გი გი­ო­ნი, რო­მე­ლიც სა­მუ­შა­ო­ზე მხო­ლოდ ქარ­თვე­ლებს იღებ­და. მისი აზ­რით, ქარ­თვე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მუ­შე­ბი იყ­ვნენ და ყო­ველ­თვის დრო­უ­ლად ას­რუ­ლებ­დნენ მინ­დო­ბილ საქ­მეს. სულ ქარ­ხა­ნა­ში 2650 მუშა იყო და­საქ­მე­ბუ­ლი.

როტ­შილ­დე­ბის დი­ნას­ტია

ეს ყვე­ლა­ფე­რი სამ­წუ­ხა­როდ ის­ტო­რი­ას ჩა­ბარ­და... დღეს მსოფ­ლი­ო­ში ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რი რომ გახ­და ნავ­თო­ბის და ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სე­ბის სიმ­დიდ­რის სა­კი­თხი, სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­აქ­ტი­ურ­და ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა. ვი­ცით, რომ ახ­ლა­ხან ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნი­ამ თბი­ლის­თან ახ­ლოს გა­ზის 8 მი­ლი­არ­დი კუ­ბუ­რი მეტ­რის სა­ბა­დო აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მე­ლიც მთელ სა­ქარ­თვე­ლოს სულ მცი­რე ორი წელი ეყო­ფა.

  • იმავდრო­უ­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შავი ზღვის­პი­რა აკ­ვა­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც ახლა დრო­ე­ბით ფაქ­ტი­უ­რად რუ­სეთს აქვს და­კა­ვე­ბუ­ლი, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გაზი და ნავ­თო­ბი აღ­მოჩ­ნდა.

ეს შე­და­რე­ბით ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა და ძა­ლი­ან ბუნ­დოვ­ნად გაჟ­ღერ­და, რად­გან რუ­სე­ბი ცდი­ლობ­დნენ აფი­ში­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო. თა­ვად სურ­დათ გა­მო­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ რაც უკ­რა­ი­ნა­ში ომი და­ი­წყეს, ამ ყვე­ლა­ფერს ხელი შე­ე­შა­ლა. რუ­სე­თი რომ და­მარ­ცხდე­ბა, ჩვენ აფხა­ზებ­თან ერ­თად შეგ­ვიძ­ლია ეს დიდი სიმ­დიდ­რე გა­მო­ვი­ყე­ნოთ და სა­ქარ­თვე­ლოს სამ­სა­ხურ­ში ჩა­ვა­ყე­ნოთ. გა­ზის და ნავ­თო­ბის იმ­დე­ნად დიდი მა­რა­გი ყო­ფი­ლა, ვა­რა­უ­დო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ათე­უ­ლი წლო­ბით ეყო­ფაო... რუ­სე­თი რომ და­მარ­ცხდე­ბა, კი­დევ ბევრ რა­მეს ფარ­და აეხ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოც ბო­ლოს­და­ბო­ლოს ამო­ი­სუნ­თქავს, როცა თა­ვის ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სი ექ­ნე­ბა.

- ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბის სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა რამ­დე­ნად და­ეხ­მა­რე­ბა ქვე­ყა­ნას?

- მა­შინ­დე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან კო­მუ­ნის­ტებ­მა ყვე­ლა­ფე­რი და­მარ­ხეს... დღეს ცოდ­ნის ათ­ვი­სე­ბა თა­ვი­დან მოგ­ვი­წევს. სამ­წუ­ხა­როდ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიდ­რე­კი­ლე­ბა ისე­თია, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი მხო­ლოდ გარ­კვე­ულ ფა­კულ­ტე­ტებ­ზე აბა­რე­ბენ -სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ბიზ­ნე­სი და ასე შემ­დეგ... ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბის ცოდ­ნას არა­ვინ ეუფ­ლე­ბა. ვი­სურ­ვებ­დი, ქარ­თვე­ლებს ტექ­ნი­კუ­რი ცოდ­ნის შე­ძე­ნის­კენ მი­ე­მარ­თათ თა­ვის პო­ტენ­ცი­ა­ლი... დღეს ეს უფრო მე­ტად წაგ­ვად­გე­ბა.

- ნავ­თო­ბის ბიზ­ნეს­ში კი­დევ ვინ იყო ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან?

- სა­ქარ­თვე­ლო­დან უამ­რა­ვი ვინ­მე იყო ნავ­თო­ბის ბიზ­ნეს­ში... 1902 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა შე­ჩერ­და, რად­გან ნავ­თო­ბი ბა­ქო­ში უკვე ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ი­პო­ვე­ბო­და. იქ ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბის უზარ­მა­ზარ ინ­დუსტრი­ას ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­დან ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სე­ბი მო­ი­პო­ვა თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულ­მა და გაზ­რდილ­მა ალექ­სან­დრე მან­თა­შევ­მა, მისი კა­პი­ტა­ლი 22 მი­ლი­ონ მა­ნეთს შე­ად­გენ­და.

ნავ­თო­ბის ბიზ­ნეს­ში იყო კონ­სტან­ტი­ნე ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა 1873 წელს და­ი­წყო... იგი ბა­ქო­ში ბიზ­ნე­სის შე­სა­ძე­ნად რომ ჩა­ვი­და, ბა­ქოს ჰა­ერ­მა მას­ზე ცუ­დად იმოქ­მე­და და სამ­კურ­ნა­ლოდ საფ­რან­გე­თის ცნო­ბი­ლი - ლურ­დის ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რო­ტი გა­მო­უ­წე­რეს... იქ მარ­თლაც სას­წა­უ­ლი წყა­ლია, რო­მელ­მაც კონ­სტან­ტი­ნე­ზე ძა­ლი­ან კარ­გად იმოქ­მე­და და წყა­ლი რამ­დე­ნი­მე ბი­დო­ნით წა­მო­ი­ღო კი­დეც. ეს წყა­ლი ნავ­თო­ბის სა­ბა­დო­ებ­ში ჩა­ას­ხეს და ნავ­თობ­მა ამო­ხეთ­ქა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე არ ამო­დი­ო­და. მერე იმ­დე­ნი ამო­ვი­და, კონ­სტან­ტი­ნემ უზარ­მა­ზა­რი ფული იშო­ვა...

ბა­ქო­ში ნავ­თო­ბის ბიზ­ნეს­ში 1973 წელს იყ­ვნენ ძმე­ბი ჯა­ყე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც კას­რე­ბის ქარ­ხა­ნა ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის პირ­ვე­ლებ­მა და­ა­ფუძ­ნეს. ისი­ნი ნავთსაც იღებ­დნენ და ყიდ­დნენ კი­დე­ვაც.

შემ­დეგ ბა­ქოს ნავ­თო­ბის ათ­ვი­სე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი თან­ხე­ბი იშო­ვა ცნო­ბილ­მა მე­წარ­მემ - ია­კობ მან­სვე­ტაშ­ვილ­მა. ბა­ქოს ნავ­თო­ბის ათ­ვი­სე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა - აკა­კი ხოშ­ტა­რი­ამ.

დღეს ჩვენ რომ ნავ­თო­ბის და გა­ზის მო­პო­ვე­ბის ინ­დუსტრია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გვქო­ნო­და, სულ სხვა ვი­თა­რე­ბა გვექ­ნე­ბო­და... კას­პი­ის ზღვა, სპარ­სე­თის ყურე, შავი ზღვა ფაქ­ტი­უ­რად ერთი სის­ტე­მაა... ნავ­თო­ბი თუ კას­პი­ის ზღვა­ში მო­ი­პო­ვე­ბა, შავ ზღვა­შიც უნდა იყოს, ვი­ნა­ი­დან ერთი სის­ტე­მე­ბი იყო და რო­გორც ჩანს არის კი­დეც, უბ­რა­ლოდ სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ხედ­ვა ჭირ­დე­ბა. რაც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ, სხვე­ბის, თუნ­დაც რუ­სე­ბის ხელ­ში არ უნდა ჩა­ვაგ­დოთ. რუ­სე­ბი ჩვენს სიმ­დიდ­რეს ყო­ველ­თვის ისა­კუთ­რე­ბენ და ახ­ლაც ასე არ უნდა მოხ­დეს!

რუ­სე­თის მო­ნო­პო­ლი­უ­რი ნავ­თობ­მო­პო­ვე­ბა ნელ­ნე­ლა სრულ­დე­ბა... ევ­რო­კავ­ში­რი რუ­სე­თის გა­ზის 60 პრო­ცენტს მო­იხ­მარ­და და აგ­ვის­ტოს ბო­ლოს 9 პრო­ცენ­ტამ­დე და­ვი­და გერ­მა­ნი­ა­ში... რუ­სე­ბი გაზს ვე­ღარ ყი­დი­ან, გა­ჩე­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა და ყო­ველ­დღი­უ­რად ტყუ­ი­ლად წვა­ვენ ფი­ნე­თის სა­ზღვარ­ზე 4 მი­ლი­ონ კუ­ბურ გაზს... ეს ნიშ­ნავს, რომ კა­ტას­ტრო­ფა ახ­ლოვ­დე­ბა. რუ­სე­თის დიდი ზა­რა­ლია და ბუ­ნე­ბა­საც დიდ ზი­ანს აყე­ნე­ბენ. რუ­სეთს შე­გუ­ე­ბა მო­უ­წევს, რომ ნავ­თო­ბის მო­ნო­პო­ლია აღარ ექ­ნე­ბათ!

სა­ქარ­თვე­ლოს კი შე­უძ­ლია ენერ­გე­ტი­კუ­ლად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა გახ­დეს, თუ ჩვენ გა­ზის და ნავ­თო­ბის რე­სურ­სებს ავით­ვი­სებთ... მთა­ვა­რია რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში და­მარ­ცხდეს და მერე ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა!

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიკა
1

კარგად ვიხალისე სტატიაზე, მაგრამ კომენტატორთა ხალასმა იუმორმა კიდევ უფრო გამამხიარულა.

tngh
10

ვიღაცა დაიჯერებს ამ "სიბრძნეს" და დაგვიწყებს კამათს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"რუსეთისთვის კატასტროფა ახლოვდება, მას ნავთობზე მონოპოლია აღარ ექნება... ჩვენ კი შანსი გვიჩნდება" - ენერგორესურსები და საქართველო: ნავთობის მოპოვების ისტორია და ცნობილი ქართველი მაგნატები

"რუსეთისთვის კატასტროფა ახლოვდება, მას ნავთობზე მონოპოლია აღარ ექნება... ჩვენ კი შანსი გვიჩნდება" - ენერგორესურსები და საქართველო: ნავთობის მოპოვების ისტორია და ცნობილი ქართველი მაგნატები

საქართველოში ნავთობის მოპოვების დიდი ისტორია არსებობს. ვინ იყვნენ ნავთობის ცნობილი ქართველი მაგნატები, რა კავშირი ჰქონდათ მათთან ლეგენდარულ ძმებს ნობელებს, სიმენსებს, როტშილდებს და რამდენად არის შესაძლებელი, რომ საქართველოში წარსულის გამოცდილება იქნას გამოყენებული - ამის შესახებ ისტორიკოსი, პოლიტოლოგი, პროფესორი ვაჟა შუბითიძე გვესაუბრება...

- დღეს ნავთობის თემა კვლავ ძალიან აქტუალური გახდა... რუსეთ-უკრაინის ომმა თვალსაჩინო გახადა ნავთობისა და გაზის, საერთოდ ენერგეტიკული რესურსების დიდი როლი მსოფლიოში... საქართველოში ნავთობის მოპოვების თემა ახალი არ არის. ვიდრე ბაქოში ნავთობის მოპოვება დაიწყებოდა, მანამდე მისი დამუშავება საქართველოში - მირზაანში და შირაქის ველზე ხდებოდა. 1848 წელს ვორონცოვმა ყველა საბადო იჯარით გასცა. 1860-იან წლებში ამ საბადოების მეპატრონეთა შორის იყვნენ ძმები სიმენსებიც, რომლებმა 1875 წელს კახეთის ნავთობის საბადოებიდან ამოიღეს 173 ათასი ვედრო ნავთი...

ნავთობის მოპოვება დაიწყო 1870-იანი წლებიდან ბაქოში - აფშერონის ნახევარკუნძულზე. ნავთობის მოპოვებით უცხოელები დაინტერესდნენ. ბაქოში ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ ნავთობის მოპოვებას რუსები და რუსებთან დაკავშირებული უცხოელები აწარმოებდნენ, მათ შორის ქართველებიც იყვნენ. ნავთობის გაყიდვის მონოპოლია მხოლოდ ნობელებს ჰქონდათ...

ნობელები მანამდე საქართველოში სულ სხვა ტიპის ბიზნესს აწარმოებდნენ, მაგრამ ბაქოში რომ ჩავიდნენ, მიხვდნენ, რომ იქ იყო ზუსტად ოქროს საბადო, მათ ყველაფერი გაყიდეს და მთელი ფული ნავთობის წარმოებაში ჩადეს... ნობელებმა საიმპერატორო კარი, მინისტრთა კაბინეტი მოისყიდეს და ნავთობის გაყიდვაზე მონოპოლია მიიღეს. ნავთობს სხვებიც მოიპოვებდნენ, მაგრამ მხოლოდ ნობელები ყიდდნენ... მათმა მონოპოლიამ ცოტა არ იყოს საშიში სახე მიიღო, სხვა მეწარმეებს ჩაგრავდნენ, რამაც - ნიკო ნიკოლაძე აღაშფოთა და 1882 წელს თავის ცნობილი მოხსენება დააწერინა...

ძმები ნობელები

მოხსენების დასაწყისში ნიკო ნიკოლაძე მიუთითებს, რომ ბაქოს ნავთობის გატანა დღითიდღე იზრდება, მაგრამ ასეთი სიმდიდრით გიგანტური სარგებლობა სრულიად არ იგრძნობოდა ადგილობრივი მოსახლეობის, მშრომელი ხალხისა და თვით მეწარმეთა ცხოვრებაზე. იმის კითხვა, სად მიდის ამ ნაქები წარმოების სიმდიდრის რეზულტატი, მოგება? ნიკოლაძეს აქვე მოაქვს ბაქოს ნავთობის წარმოების შედარება ამერიკის ნავთობის საქმესთან: „შეხედეთ, რამდენი მსხვილი და კოლოსალური კონკურენცია წარმოიშვა იქ (აშშ-ში -ვ.შ.), ნავთობის რამდენი ლორდი გაჩნდა, რომელთაც ნამდვილი სიმდიდრე დააგროვეს?ნიკოლაძე სვამს კითხვას: სად არიან ბაქოს ნავთობის ლორდები? სად იმალება მათი კეთილდღეობა? და იქვე პასუხობს, რომ ამ "ლორდებმა“ ჯერ მხოლოდ ვალები მოაგროვეს და ოფლში გაქაფულნი, ძლივს ახერხებენ ამ ვალების პროცენტთა გადახდას.

მოხსენებაში იგი ასაბუთებდა, რომ მონოპოლია საერთოდ დაღუპავდა ნავთობის ბიზნესს. მისი აზრით აუცილებელი იყო დაბალანსება და სწორედ მისი აზრის თანახმად ჩამოიყვანეს როშტილდები. როშტილდები მე-18-ე საუკუნეში გამდიდრდნენ. როტშილდმა ბანკი დაარსა და მისი ხუთივე ვაჟი მთელ ევროპაში გაბატონდა... ნიკო ნიკოლაძემ როშტლდების ფრანგულ შტოსთან კონტაქტი დაამყარა. როტშილდებს როგორც უცხოელებს და ებრაელებს აკრძალული ჰქონდათ რუსეთში წარმოების გახსნა და ამიტომ სააქციო საზოგადოება შექმნეს. ნიკო ნიკოლაძემ ორი კანდიდატურა წარადგინა, რომლებიც როტშილდებმა წარმომადგენლებად დანიშნეს. წარმოიდგინეთ რამდენად დიდი ნდობა და გავლენა ჰქონდა ნიკო ნიკოლაძეს.

  • როტშილდების პარიზის სახლმა 1886 წელს შეიძინა ბათუმის ნავთობისა და ვაჭრობის საზოგადოება - ექვსმილიონიანი კაპიტალი, ათი მილიონი დოლარით, რაც მაშინ კოლოსალური თანხა იყო.

მათ ასევე ფინანსები ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ასაშენებლად გამოყვეს. დაარსეს კასპიისა და შავი ზღვის ნავთობის კომპანია და 1889 წელს პირველებმა დაიწყეს ნავთობის ტანკერებით გატანა. მანამდე ნავთობი თუნუქებით და ხის კასრებით გაჰქონდათ. ბათუმში როტშილდების ქარხნის დირექტორი იყო ფრანგი გიონი, რომელიც სამუშაოზე მხოლოდ ქართველებს იღებდა. მისი აზრით, ქართველები ყველაზე კეთილსინდისიერი მუშები იყვნენ და ყოველთვის დროულად ასრულებდნენ მინდობილ საქმეს. სულ ქარხანაში 2650 მუშა იყო დასაქმებული.

როტშილდების დინასტია

ეს ყველაფერი სამწუხაროდ ისტორიას ჩაბარდა... დღეს მსოფლიოში ისევ აქტუალური რომ გახდა ნავთობის და ენერგეტიკული რესურსების სიმდიდრის საკითხი, საქართველოშიც გააქტიურდა ამ საკითხზე მუშაობა. ვიცით, რომ ახლახან ამერიკულმა კომპანიამ თბილისთან ახლოს გაზის 8 მილიარდი კუბური მეტრის საბადო აღმოაჩინა, რომელიც მთელ საქართველოს სულ მცირე ორი წელი ეყოფა.

  • იმავდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს შავი ზღვისპირა აკვატორიაში, რომელიც ახლა დროებით ფაქტიურად რუსეთს აქვს დაკავებული, დიდი რაოდენობით გაზი და ნავთობი აღმოჩნდა.

ეს შედარებით ახალი ინფორმაციაა და ძალიან ბუნდოვნად გაჟღერდა, რადგან რუსები ცდილობდნენ აფიშირებული არ ყოფილიყო. თავად სურდათ გამოყენება, მაგრამ რაც უკრაინაში ომი დაიწყეს, ამ ყველაფერს ხელი შეეშალა. რუსეთი რომ დამარცხდება, ჩვენ აფხაზებთან ერთად შეგვიძლია ეს დიდი სიმდიდრე გამოვიყენოთ და საქართველოს სამსახურში ჩავაყენოთ. გაზის და ნავთობის იმდენად დიდი მარაგი ყოფილა, ვარაუდობენ საქართველოს ათეული წლობით ეყოფაო... რუსეთი რომ დამარცხდება, კიდევ ბევრ რამეს ფარდა აეხდება. საქართველოც ბოლოსდაბოლოს ამოისუნთქავს, როცა თავის ენერგეტიკული რესურსი ექნება.

- ნავთობის მოპოვების საუკუნეების გამოცდილება რამდენად დაეხმარება ქვეყანას?

- მაშინდელი გამოცდილებიდან კომუნისტებმა ყველაფერი დამარხეს... დღეს ცოდნის ათვისება თავიდან მოგვიწევს. სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების მიდრეკილება ისეთია, რომ ახალგაზრდები მხოლოდ გარკვეულ ფაკულტეტებზე აბარებენ -საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესი და ასე შემდეგ... ნავთობის მოპოვების ცოდნას არავინ ეუფლება. ვისურვებდი, ქართველებს ტექნიკური ცოდნის შეძენისკენ მიემართათ თავის პოტენციალი... დღეს ეს უფრო მეტად წაგვადგება.

- ნავთობის ბიზნესში კიდევ ვინ იყო ჩართული საქართველოდან?

- საქართველოდან უამრავი ვინმე იყო ნავთობის ბიზნესში... 1902 წელს საქართველოში ნავთობის მოპოვება შეჩერდა, რადგან ნავთობი ბაქოში უკვე ძალიან სერიოზულად მოიპოვებოდა. იქ ნავთობის მოპოვების უზარმაზარ ინდუსტრიას ჩაეყარა საფუძველი. საქართველოდან ნავთობის მოპოვებაზე სერიოზული ფინანსები მოიპოვა თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა ალექსანდრე მანთაშევმა, მისი კაპიტალი 22 მილიონ მანეთს შეადგენდა.

ნავთობის ბიზნესში იყო კონსტანტინე ზუბალაშვილი, რომელმაც ნავთობის მოპოვება 1873 წელს დაიწყო... იგი ბაქოში ბიზნესის შესაძენად რომ ჩავიდა, ბაქოს ჰაერმა მასზე ცუდად იმოქმედა და სამკურნალოდ საფრანგეთის ცნობილი - ლურდის ბალნეოლოგიური კუროტი გამოუწერეს... იქ მართლაც სასწაული წყალია, რომელმაც კონსტანტინეზე ძალიან კარგად იმოქმედა და წყალი რამდენიმე ბიდონით წამოიღო კიდეც. ეს წყალი ნავთობის საბადოებში ჩაასხეს და ნავთობმა ამოხეთქა, რომელიც მანამდე არ ამოდიოდა. მერე იმდენი ამოვიდა, კონსტანტინემ უზარმაზარი ფული იშოვა...

ბაქოში ნავთობის ბიზნესში 1973 წელს იყვნენ ძმები ჯაყელები, რომლებმაც კასრების ქარხანა ტრანსპორტირებისთვის პირველებმა დააფუძნეს. ისინი ნავთსაც იღებდნენ და ყიდდნენ კიდევაც.

შემდეგ ბაქოს ნავთობის ათვისებაში სერიოზული თანხები იშოვა ცნობილმა მეწარმემ - იაკობ მანსვეტაშვილმა. ბაქოს ნავთობის ათვისებაში სერიოზული წვლილი შეიტანა - აკაკი ხოშტარიამ.

დღეს ჩვენ რომ ნავთობის და გაზის მოპოვების ინდუსტრია განვითარებული გვქონოდა, სულ სხვა ვითარება გვექნებოდა... კასპიის ზღვა, სპარსეთის ყურე, შავი ზღვა ფაქტიურად ერთი სისტემაა... ნავთობი თუ კასპიის ზღვაში მოიპოვება, შავ ზღვაშიც უნდა იყოს, ვინაიდან ერთი სისტემები იყო და როგორც ჩანს არის კიდეც, უბრალოდ სერიოზულად მიხედვა ჭირდება. რაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ, სხვების, თუნდაც რუსების ხელში არ უნდა ჩავაგდოთ. რუსები ჩვენს სიმდიდრეს ყოველთვის ისაკუთრებენ და ახლაც ასე არ უნდა მოხდეს!

რუსეთის მონოპოლიური ნავთობმოპოვება ნელნელა სრულდება... ევროკავშირი რუსეთის გაზის 60 პროცენტს მოიხმარდა და აგვისტოს ბოლოს 9 პროცენტამდე დავიდა გერმანიაში... რუსები გაზს ვეღარ ყიდიან, გაჩერება არ შეიძლება და ყოველდღიურად ტყუილად წვავენ ფინეთის საზღვარზე 4 მილიონ კუბურ გაზს... ეს ნიშნავს, რომ კატასტროფა ახლოვდება. რუსეთის დიდი ზარალია და ბუნებასაც დიდ ზიანს აყენებენ. რუსეთს შეგუება მოუწევს, რომ ნავთობის მონოპოლია აღარ ექნებათ!

საქართველოს კი შეუძლია ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს, თუ ჩვენ გაზის და ნავთობის რესურსებს ავითვისებთ... მთავარია რუსეთი უკრაინაში დამარცხდეს და მერე ყველაფერი რეალური იქნება!