პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ირანის მიერ ერაყის ქურთისტანის რეგიონის დაბომბვის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა
ირანის მიერ ერაყის ქურთისტანის რეგიონის დაბომბვის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ირა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­ურ­მა გვარ­დი­ამ რა­კე­ტე­ბი­სა და უპი­ლო­ტო დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ერა­ყის ქურ­თის­ტა­ნის რე­გი­ონ­ში ბა­ზე­ბი და­ბომ­ბა, რის შე­დე­გა­დაც 13 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

ერა­ყის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო ქურ­თის­ტა­ნის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ და­შა­ვე­ბუ­ლია კი­დევ 58 ადა­მი­ა­ნი.

თავ­დას­ხმე­ბი მას შემ­დეგ გან­ხორ­ცი­ელ­და, რაც ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ირა­ნე­ლი ქურ­თი დი­სი­დენ­ტე­ბი ირან­ში არე­უ­ლო­ბის და­წყე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ერა­ყის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თავ­დას­ხმა დაგ­მო და გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ირა­ნის ელჩს უწყე­ბა­ში და­ი­ბა­რე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, ირან­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი 22 წლის ირა­ნე­ლი ქურ­თი ქა­ლის, მაჰ­სა ამი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. გო­გო­ნა ზნე­ო­ბის პო­ლი­ცი­ამ ჰი­ჯა­ბის "არა­სა­თა­ნა­დო ტა­რე­ბის“ გამო და­ა­კა­ვა, ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ავტორი:

ირანის მიერ ერაყის ქურთისტანის რეგიონის დაბომბვის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ირანის მიერ ერაყის ქურთისტანის რეგიონის დაბომბვის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ რაკეტებისა და უპილოტო დრონების გამოყენებით ერაყის ქურთისტანის რეგიონში ბაზები დაბომბა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ერაყის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ქურთისტანის კონტრტერორისტულ სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაშავებულია კიდევ 58 ადამიანი.

თავდასხმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ირანის ხელისუფლებამ შეიარაღებული ირანელი ქურთი დისიდენტები ირანში არეულობის დაწყებაში დაადანაშაულა.

ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით ირანის ელჩს უწყებაში დაიბარებენ.

შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის ირანელი ქურთი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. გოგონა ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის "არასათანადო ტარების“ გამო დააკავა, ის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.