საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა..." - "ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან წერილს გზავნის
"ჩემი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა..." - "ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან წერილს გზავნის

ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე გლ­და­ნის მე-18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ წე­რილს უგ­ზავ­ნის.

რო­გორც დე­კა­ნო­ზი წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნავს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა.

"რო­გორც იცით, და­პა­ტიმ­რე­ბი­დან მა­ლე­ვე და­მე­მარ­თა მარ­ჯვე­ნა კი­დუ­რე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, მდგო­მა­რე­ო­ბა დღემ­დე უც­ვლე­ლია. და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ ვმოძ­რა­ობ და ჩემი ახლო მან­ძილ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბაც კი სა­კა­ცით უწევთ.

ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა და ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა ამას ადას­ტუ­რებს. შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­დე­ბა. ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რაც შე­უძ­ლი­ათ და მად­ლი­ე­რი ვარ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და პერ­სო­ნა­ლის, თუმ­ცა ისე­თი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა, რაც მე მჭირს, სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს და რე­ჟიმს მო­ი­თხოვს, ეს კი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია. ვფიქ­რობ, უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბის მო­თხოვ­ნა”, - აცხა­დებს დე­კა­ნო­ზი მა­მა­ლა­ძე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მას შემ­დეგ, რაც ის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას და­ტო­ვებს, დროს მის ოჯახ­სა და მკურ­ნა­ლო­ბას და­უთ­მობს.

"მარ­თლაც, სას­ჯე­ლის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი მო­ვი­ხა­დე. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ გა­და­ვა­ფა­სე და ბევ­რიც სხვაგ­ვა­რად და­ვა­ფა­სე. რო­დე­საც გავ­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი ჩემი დრო­ი­სა და ენერ­გი­ის უდი­დეს ნა­წილს ჩემს ოჯახს მო­ვახ­მარ. ეს წლე­ბი, რაც ჩემს შვი­ლებს მო­ვა­კე­ლი, უნდა ავა­ნა­ზღა­უ­რო. ასე­ვე მკურ­ნა­ლო­ბის­თვის დამ­ჭირ­დე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბა. ასე რომ, არ მგო­ნია სხვა რა­მის­თვის დამ­რჩეს დრო და ენერ­გია”, - აცხა­დებს მა­მა­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში 2017 წლის 10 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. ის სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით ცი­ა­ნი­დის გა­მო­ყე­ნე­ბით შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ და 9- წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარტოხელა ფასკუნჯი
0

ყველა ავად რატომ ხდება ციხეში?! აურა ხომ არაა გასაწმენდი ნეტავ? :)

ნუკრი
3

მიხოზე ნაკლები რითაა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ჩემი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა..." - "ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან წერილს გზავნის

"ჩემი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა..." - "ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან წერილს გზავნის

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან "ინტერპრესნიუსს“ წერილს უგზავნის.

როგორც დეკანოზი წერილში აღნიშნავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

"როგორც იცით, დაპატიმრებიდან მალევე დამემართა მარჯვენა კიდურების პარალიზება. სამწუხაროდ, მდგომარეობა დღემდე უცვლელია. დამოუკიდებლად ვერ ვმოძრაობ და ჩემი ახლო მანძილზე გადაადგილებაც კი საკაცით უწევთ.

ჩემი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ყველა სამედიცინო დასკვნა ამას ადასტურებს. შესაბამისი მკურნალობის გარეშე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ამ დაწესებულებაში ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ და მადლიერი ვარ ხელმძღვანელობის და პერსონალის, თუმცა ისეთი დაავადების მკურნალობა, რაც მე მჭირს, სხვა საშუალებებს და რეჟიმს მოითხოვს, ეს კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუძლებელია. ვფიქრობ, უნდა დააკმაყოფილონ სასჯელის გადავადების მოთხოვნა”, - აცხადებს დეკანოზი მამალაძე.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ის პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს, დროს მის ოჯახსა და მკურნალობას დაუთმობს.

"მართლაც, სასჯელის ნახევარზე მეტი მოვიხადე. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ გადავაფასე და ბევრიც სხვაგვარად დავაფასე. როდესაც გავთავისუფლდები ჩემი დროისა და ენერგიის უდიდეს ნაწილს ჩემს ოჯახს მოვახმარ. ეს წლები, რაც ჩემს შვილებს მოვაკელი, უნდა ავანაზღაურო. ასევე მკურნალობისთვის დამჭირდება მობილიზება. ასე რომ, არ მგონია სხვა რამისთვის დამრჩეს დრო და ენერგია”, - აცხადებს მამალაძე.

ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9- წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.