პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაუყოვნებლივ ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის... საქართველო კატასტროფული საფრთხის წინაშეა" - გიორგი ვაშაძე
"დაუყოვნებლივ ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის... საქართველო კატასტროფული საფრთხის წინაშეა" - გიორგი ვაშაძე

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის "და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­კეტ­ვას“ ითხოვს.

ამას­თან, ვა­შა­ძის თქმით, უნდა და­წეს­დეს გარ­ვე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­თვის და ჰუ­მან­ტი­რა­რუ­ლი მიზ­ნე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

ვა­შა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო "კა­ტას­ტრო­ფუ­ლი საფრ­თხის წი­ნა­შეა”.

“რას ვი­თხოვთ ჩვენ?! ჩვენ ვხე­დავთ, რომ რუ­სე­თის ათო­ბით ათა­სი მო­ქა­ლა­ქე ყო­ველ­დღი­უ­რად შე­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში და უზარ­მა­ზა­რი რიგი დგას ლარ­სის გამ­შვებ პუნ­ქტთან, შე­სა­ბა­მი­სად “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ მო­თხოვ­ნაა:

და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­დეს დრო­ე­ბით სა­ზღვრის ჩა­კეტ­ვა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. იყოს მხო­ლოდ სამი გა­მო­ნაკ­ლი­სი - სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ჰქონ­დეთ უფ­ლე­ბა დაბ­რუნ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, ჰქონ­დეთ სამ­შობ­ლო­ში შე­მოს­ვლის უფ­ლე­ბა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის, თუ რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზი იქ­ნე­ბა. სხვა ვა­რი­ან­ტი და გა­მო­სა­ვა­ლი ჩვენ არ გვაქვს იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­დან ავი­რი­დოთ ის საფრ­თხე, რის წი­ნა­შეც ახლა ვდგა­ვართ.

უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და კვი­რებ­ში დად­გე­ბა მო­ცე­მუ­ლო­ბა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 10% იქ­ნე­ბა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს იქ­ნე­ბა საფრ­თხე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის.

ამი­ტომ! ჩვენ ახლა გა­ვა­კე­თებთ პე­ტი­ცი­ას, რო­მელ­საც დავ­დებთ ინ­ტერ­ნეტ­ში. ძა­ლი­ან გთხოვთ, ყვე­ლა პრო­ევ­რო­პელ­მა, ვინც ვიბ­რძვით სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის, ვი­საც გვიყ­ვარს ჩვე­ნი სამ­შობ­ლო, მო­ვა­წე­როთ ხელი ამ პე­ტი­ცი­ას, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­ვა­გო­ნოთ ხმა ჯერ კი­დევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ პრო­რუ­სულ ძა­ლას, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­ხით და და­ვა­ფიქ­სი­როთ ჩვე­ნი პო­ზი­ცია, უნდა და­ი­კე­ტოს თუ არა ლარ­სის სა­ზღვა­რი და შე­ზღუ­დოთ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა.

ისე­ვე, რო­გორც ლი­ე­ტუ­ვამ, ლატ­ვი­ამ, ეს­ტო­ნეთ­მა, პო­ლო­ნეთ­მა და­კე­ტეს სა­ზღვრე­ბი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლომ უნდა მი­ი­ღოს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იგი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ ჩვენ ვართ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი საფრ­თხის წი­ნა­შე, რომ სწო­რედ ეს სა­ბა­ბი იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი თე­ო­რი­უ­ლი ან პრაქ­ტი­კუ­ლი აგ­რე­სი­ის­თვის რუ­სე­თის მხრი­დან” , - აცხა­დებს გი­ორ­გი ვა­შა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

მერე ადექი, და ჩაკეტე... ტყუილად ხომ არ ხარ "აღმაშენებელი"... მართლა ჭიჭე ხომ არა ხარ, რომ ვერ მოახერხო!!!

rateqs
0

ხალხნო არ შემოვუშვათ არ შემოვუშვათ გავიძახით, ეს ნიშნავს იმას, რომ არ შემოშვებულების 90 პროცენტი ხვალ უკრაინაში იომებს, ამას ფიქრობთ საერთოდ??? ვაშაძე შენ კი შეგიძლია გაა..ვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"დაუყოვნებლივ ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის... საქართველო კატასტროფული საფრთხის წინაშეა" - გიორგი ვაშაძე

"დაუყოვნებლივ ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის... საქართველო კატასტროფული საფრთხის წინაშეა" - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის "დაუყოვნებლივ ჩაკეტვას“ ითხოვს.

ამასთან, ვაშაძის თქმით, უნდა დაწესდეს გარვეული გამონაკლისები საქართველოს მოქალაქეებისთვის, თანამემამულეებისთვის და ჰუმანტირარული მიზნების არსებობის შემთხვევაში.

ვაშაძის თქმით, საქართველო "კატასტროფული საფრთხის წინაშეა”.

“რას ვითხოვთ ჩვენ?! ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ათობით ათასი მოქალაქე ყოველდღიურად შემოდის საქართველოში და უზარმაზარი რიგი დგას ლარსის გამშვებ პუნქტთან, შესაბამისად “სტრატეგია აღმაშენებლის“ მოთხოვნაა:

დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის. იყოს მხოლოდ სამი გამონაკლისი - საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უფლება დაბრუნდნენ საქართველოში, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იმყოფებიან რუსეთის ფედერაციაში, ჰქონდეთ სამშობლოში შემოსვლის უფლება და ჰუმანიტარული მიზნებისთვის, თუ რამე განსაკუთრებული მიზეზი იქნება. სხვა ვარიანტი და გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ის საფრთხე, რის წინაშეც ახლა ვდგავართ.

უახლოეს დღეებში და კვირებში დადგება მოცემულობა, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 10% იქნება რუსეთის მოქალაქეები. შესაბამისად, ეს იქნება საფრთხე საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.

ამიტომ! ჩვენ ახლა გავაკეთებთ პეტიციას, რომელსაც დავდებთ ინტერნეტში. ძალიან გთხოვთ, ყველა პროევროპელმა, ვინც ვიბრძვით საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, ვისაც გვიყვარს ჩვენი სამშობლო, მოვაწეროთ ხელი ამ პეტიციას, რომ ქართველმა ხალხმა გავაგონოთ ხმა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფ პრორუსულ ძალას, "ქართული ოცნების“ სახით და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, უნდა დაიკეტოს თუ არა ლარსის საზღვარი და შეზღუდოთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა.

ისევე, როგორც ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა დაკეტეს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, საქართველომ უნდა მიიღოს დაუყოვნებლივ იგივე გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ კატასტროფული საფრთხის წინაშე, რომ სწორედ ეს საბაბი იქნას გამოყენებული თეორიული ან პრაქტიკული აგრესიისთვის რუსეთის მხრიდან” , - აცხადებს გიორგი ვაშაძე.