ავტორი:

"სასაცილოები ხართ თქვენ, ვინც ამაზე ღადაობთ" - ქეთათომ, გადაცემის ჩაწერისას, დათო გორგილაძეს 3 წლის წინანდელი ხუმრობა გაუხსენა: როგორი რეაქცია ჰქონდა მომღერლის შვილს?

"სასაცილოები ხართ თქვენ, ვინც ამაზე ღადაობთ" - ქეთათომ, გადაცემის ჩაწერისას, დათო გორგილაძეს 3 წლის წინანდელი ხუმრობა გაუხსენა: როგორი რეაქცია ჰქონდა მომღერლის შვილს?

გადაცემაში „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ დავით გორგილაძემ სტუმრად ირაკლი ჩარკვიანის შვილი ნანა ჩარკვიანი მიიწვია. გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, ჩაწერები სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. სწორედ ერთ-ერთი მონაკვეთის გადაღებისას მოულოდნელად ქეთათო შეხვდათ, რომელმაც ჟურნალისტს ძველი წყენა გაუხსენა...

ქეთათო: მაინტერესებს შენ ის არ ხარ, ჩემზე რომ ღადაობდი ჯიხურიო და „სტრანნი“ კომენტარებს წერდი? - რა გაღადავებდა მართლა არავის არ გესმით?

დავით გორგილაძე: სასაცილო იყო

ქეთათო: რა იყო სასაცილო, რაღაცას იჩემებ და ეგ იყო სასაცილო? - თქვენ ვინც ამაზე ღადაობთ, რომელ ევროკავშირში შეხვალთ, რუსეთში ვერ შეხვალთ ასეთი მენტალიტეტით...

მას შემდეგ, რაც ქეთათომ გადაცემის ჩაწერა დატოვა საუბარი ნანამ გააგრძელა...

ნანა ჩარკვიანი:

- აი, მე ვიზრდებოდი ასეთ გარემოში, სადაც ყველას რაღაც სათქმელი აქვს და ამბობს. ამიტომაც მიჭირს, რომ რაღაც არაჩემი და არამართალი ვთქვა. რაშიც არ ვერკვევი, ვერ ვილაპარაკებ. შეიძლება აზრი გქონდეს და იცვლებოდეს და წესით ყოველთვის კარგისკენ უნდა მიდიოდეს და ასეც ხდება.

როდესაც ჩემზე საუბრობენ, სულ ერთ მხარეს ახსენებენ. ჩემი მეორე მხარე არიან ქეთათო და მისი დედა, რომლებმაც ძალიან ბევრი მასწავლეს და ჩემში ბევრი რამ ჩადეს. ქეთათომ ყოველთვის იცოდა, რა მქონდა გამოსასწორებელი. პატარა ასაკში სოციალური ნერვიულობა მქონდა. ადრე ხომ გახსოვთ, ქალაქის ტელეფონიდან რომ რეკავდით ტაქსის გამოსაძახებლად, მანდ ვერ ვრეკავდი, არ შემეძლო ტელეფონზე ლაპარაკი.

ქეთათო მეუბნებოდა ხოლმე, ნანა, აიღე ტელეფონი და დარეკე, ხმა მიკანკალებდა, დაზეპირებული ტექსტი მქონდა ხოლმე, რვეულში ჩაწერილი. იმ მომენტში ძალიან არ გინდა, რომ გააკეთო. ეს იყო იმხელა ნაბიჯი, რომ ამ პატარა რაღაცებით მერე დიდი რაღაცები აღარ იყო ასეთი რთული... ასეთ რაღაცებს სულ აკეთებდა ქეთათო და ამიტომ არის, ძალიან მაგარი და მისაბაძი მშობელი.