მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა მსახიობი ბერდია ინწკირველი
გარდაიცვალა მსახიობი ბერდია ინწკირველი

85 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, აჭა­რის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი ბერ­დია ინწკირ­ვე­ლი. ბერ­დია ინწკირ­ველ­მა 1963 წელს სა­ქარ­თვე­ლოს შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მოღ­ვა­წე­ო­ბა და­ი­წყო ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რში. მან ბა­თუ­მის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში შექ­მნა არა­ერ­თი სცე­ნუ­რი სახე, რო­მელ­თა შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია: პი­პი­ჩა (ჯა­რის­კა­ცის მამა), დვა­ლი (მო­ცუ­რა­ვე), მაქ­სი­მა (ღა­მის ცეკ­ვა), უსან­თე (მე­ლია და ყუ­რძე­ნი), ინ­კვი­ზი­ტო­რი (ტო­რო­ლა), დაზ­მი­რი (სა­ღა­მოს ბაღ­ში, რო­გორც ფე­რად სიზ­მარ­ში) და სხვა.

მდი­და­რია ბა­ტონ ბერ­დი­ას კი­ნოგ­მირ­თა პა­ლიტ­რა, იგი გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მებ­სა და სე­რი­ა­ლებ­ში: "მი­ზა­ნი“, "ლე­ო­ნარ­დო, "ყვე­ლა­ზე სწრა­ფი მსოფ­ლი­ო­ში“, "ბან­დი­ტი აგუ­რის ქარ­ხნი­დან“, "ბათა ქე­ქია“, "წი­ნა­მორ­ბე­დი“, "მა­ი­სის თოვ­ლი“, "იქ ჩემ­თან“, "ოქ­როს ობო­ბა“, "ციხე-სი­მაგ­რე“, "ბოთე“, სათ­ნო­ე­ბა­თა კიბე“, "გაღ­მა ნა­პი­რი“ და მრა­ვა­ლი სხვა.

ბერ­დი­ას ინწკირ­ვე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს არა­ერთ წარ­მა­ტე­ბას­თან, მის მიერ შექ­მნი­ლი მხატ­ვრუ­ლი სა­ხე­ე­ბი ქარ­თუ­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის ოქ­როს ფონ­დის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. მსა­ხი­ო­ბი კი­ნო­სა და თე­ატ­რში ნა­ყო­ფი­ე­რი მოღ­ვა­წე­ო­ბი­სათ­ვის არა­ერ­თგზის არის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი და კი­ნოპ­რე­მი­ე­ბით, მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის სა­პა­ტიო წო­დე­ბა.

სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­ცე­ლა ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატრმა, რომ­ლე­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

"ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი გა­მოთ­ქვამს ღრმა მწუ­ხა­რე­ბას შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის ბა­ტონ ბერ­დია ინწკირ­ვე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და უსამ­ძიმ­რებს მის ოჯახს, მე­გობ­რებს, ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს გულ­შე­მატ­კი­ვა­რებს".

ტყიბულელი ინწკირველები
0

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი ბერდია ინწკირველის სული.

გარდაიცვალა მსახიობი ბერდია ინწკირველი

გარდაიცვალა მსახიობი ბერდია ინწკირველი

85 წლის ასაკში გარდაიცვალა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, აჭარის დამსახურებული არტისტი ბერდია ინწკირველი. ბერდია ინწკირველმა 1963 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა დაიწყო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მან ბათუმის დრამატულ თეატრში შექმნა არაერთი სცენური სახე, რომელთა შორის აღსანიშნავია: პიპიჩა (ჯარისკაცის მამა), დვალი (მოცურავე), მაქსიმა (ღამის ცეკვა), უსანთე (მელია და ყურძენი), ინკვიზიტორი (ტოროლა), დაზმირი (საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში) და სხვა.

მდიდარია ბატონ ბერდიას კინოგმირთა პალიტრა, იგი გადაღებულია ფილმებსა და სერიალებში: "მიზანი“, "ლეონარდო, "ყველაზე სწრაფი მსოფლიოში“, "ბანდიტი აგურის ქარხნიდან“, "ბათა ქექია“, "წინამორბედი“, "მაისის თოვლი“, "იქ ჩემთან“, "ოქროს ობობა“, "ციხე-სიმაგრე“, "ბოთე“, სათნოებათა კიბე“, "გაღმა ნაპირი“ და მრავალი სხვა.

ბერდიას ინწკირველის შემოქმედება დაკავშირებულია ქართული თეატრისა და კინოს არაერთ წარმატებასთან, მის მიერ შექმნილი მხატვრული სახეები ქართული სამსახიობო ხელოვნების ისტორიის ოქროს ფონდის განუყოფელი ნაწილია. მსახიობი კინოსა და თეატრში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის არაერთგზის არის დაჯილდოებული თეატრალური და კინოპრემიებით, მინიჭებული აქვს დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება.

სამძიმრის წერილი სოციალურ ქსელში გაავცელა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრმა, რომლეშიც ვკითხულობთ:

"ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას შესანიშნავი ქართველი მსახიობის ბატონ ბერდია ინწკირველის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, ქართული თეატრისა და კინოს გულშემატკივარებს".