საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზელენსკიმ ხომ გამოაცხადა, რომ არ არის მზად და არ სურს საუბარი რუსეთთან - არ არის მზად და ნუ არის" - პუტინი
"ზელენსკიმ ხომ გამოაცხადა, რომ არ არის მზად და არ სურს საუბარი რუსეთთან - არ არის მზად და ნუ არის" - პუტინი

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან შეხ­ვედ­რის პი­რო­ბე­ბი და­ა­სა­ხე­ლა.

"ერ­დო­ღა­ნი ასე­ვე გვთა­ვა­ზობს შეხ­ვედ­რას პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის­თან და მი­აჩ­ნია, რომ ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გარ­კვე­უ­ლი და­დე­ბი­თი შე­დე­გი“, - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უზ­ბე­კეთ­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მისი თქმით, პირ­ვე­ლი პი­რო­ბა შეხ­ვედ­რის­თვის არის ის, რომ კი­ე­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­თან­ხმდეს.

"თუმ­ცა, ისი­ნი უარს ამ­ბო­ბენ! ზე­ლენ­სკიმ ხომ გა­მო­ა­ცხა­და! სა­ჯა­როდ თქვა - არ ვიცი სად, მაგ­რამ სა­ჯა­როდ - რომ არ არის მზად და არ სურს სა­უ­ბა­რი რუ­სეთ­თან. არ არის მზად და ნუ არის“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

დღეს­ვე პუ­ტინ­მა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომზე და და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

მისი თქმით, რუ­სე­თის ბირ­თვუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ცდი­ლობ­დნენ ტე­რაქ­ტის მო­წყო­ბას, მაგ­რამ ახლა ვი­თა­რე­ბა კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

"რუ­სე­თი გარ­კვე­ულ დრომ­დე შე­კა­ვე­ბუ­ლად პა­სუ­ხობს უკ­რა­ი­ნის დარ­ტყმებ­სა და ტე­რაქ­ტებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

მისი თქმით, გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი ზო­მე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, თუკი კი­ე­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ შე­იგ­ნებს, რომ ასე­თი მე­თო­დე­ბი და­უშ­ვე­ბე­ლია.

"სულ ახ­ლა­ხან, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ორი დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და მოდი, ჩავ­თვა­ლოთ, რომ ისი­ნი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი იყო. თუკი მო­მა­ვალ­ში ვი­თა­რე­ბა მსგავ­სად­ვე წა­რი­მარ­თე­ბა, პა­სუ­ხი გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა კრემ­ლის ლი­დერ­მა.

მან­ვე ხაზ­გას­მით თქვა, რომ „სპე­ცო­პე­რა­ცი­ის“ გეგ­მა კო­რექ­ტი­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

"გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი იღებს ოპე­რა­ტი­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რა­ღაც გა­დამ­წყვე­ტია, ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი კი დონ­ბა­სის ტე­რი­ტო­რი­ის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. ეს მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა მი­უ­ხე­და­ვად უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის კონ­ტრშე­ტე­ვე­ბი­სა“, - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

მისი თქმით, ახლა ომში მო­ნა­წი­ლე­ობს არ­მი­ის მხო­ლოდ სა­კონ­ტრაქ­ტო ნა­წი­ლი.

"ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ, რომ ჩვენ ვო­მობთ არა სრუ­ლი არ­მი­ით, არა­მედ რუ­სე­თის არ­მი­ის მხო­ლოდ ნა­წი­ლით, მხო­ლოდ სა­კონ­ტრაქ­ტო ნა­წი­ლით. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის გარ­კვე­ულ პა­რა­მეტ­რებ­თან და ასე შემ­დეგ... ამი­ტომ ჩვენ არ ვჩ­ქა­რობთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

დღეს­ვე პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის უკ­რა­ი­ნის პრო­ექ­ტი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
0

ატომურ ბომბს არ სდრუზავს წყალბადის ბომბს კი სდრუზავს ისეთი პირი უჩანს

ნინა
11

პუტინის მშვიდი საუბარი ძალიან სახიფათოდ მეჩვენება,თან ჯარი და მოსახლეობა გამოჰყავს,მართლა არ სდრუზოს ბირთვული ბომბი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ზელენსკიმ ხომ გამოაცხადა, რომ არ არის მზად და არ სურს საუბარი რუსეთთან - არ არის მზად და ნუ არის" - პუტინი

"ზელენსკიმ ხომ გამოაცხადა, რომ არ არის მზად და არ სურს საუბარი რუსეთთან - არ არის მზად და ნუ არის" - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის პირობები დაასახელა.

"ერდოღანი ასევე გვთავაზობს შეხვედრას პრეზიდენტ ზელენსკისთან და მიაჩნია, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დადებითი შედეგი“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა უზბეკეთში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, პირველი პირობა შეხვედრისთვის არის ის, რომ კიევის ხელისუფლება დათანხმდეს.

"თუმცა, ისინი უარს ამბობენ! ზელენსკიმ ხომ გამოაცხადა! საჯაროდ თქვა - არ ვიცი სად, მაგრამ საჯაროდ - რომ არ არის მზად და არ სურს საუბარი რუსეთთან. არ არის მზად და ნუ არის“, - განაცხადა პუტინმა.

დღესვე პუტინმა კომენტარი გააკეთა უკრაინაში მიმდინარე ომზე და დასავლეთთან ურთიერთობაზე.

მისი თქმით, რუსეთის ბირთვული ობიექტების ტერიტორიებზე ცდილობდნენ ტერაქტის მოწყობას, მაგრამ ახლა ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

"რუსეთი გარკვეულ დრომდე შეკავებულად პასუხობს უკრაინის დარტყმებსა და ტერაქტებზე“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, გაცილებით სერიოზული ზომები იქნება მიღებული, თუკი კიევის ხელისუფლება ვერ შეიგნებს, რომ ასეთი მეთოდები დაუშვებელია.

"სულ ახლახან, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ორი დარტყმა განახორციელეს და მოდი, ჩავთვალოთ, რომ ისინი გამაფრთხილებელი იყო. თუკი მომავალში ვითარება მსგავსადვე წარიმართება, პასუხი გაცილებით სერიოზული იქნება“, - აღნიშნა კრემლის ლიდერმა.

მანვე ხაზგასმით თქვა, რომ „სპეცოპერაციის“ გეგმა კორექტირებას არ ექვემდებარება.

"გენერალური შტაბი იღებს ოპერატიულ გადაწყვეტილებებს, რაღაც გადამწყვეტია, ძირითადი მიზანი კი დონბასის ტერიტორიის გათავისუფლებაა. ეს მუშაობა გრძელდება მიუხედავად უკრაინის არმიის კონტრშეტევებისა“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ახლა ომში მონაწილეობს არმიის მხოლოდ საკონტრაქტო ნაწილი.

"ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩვენ ვომობთ არა სრული არმიით, არამედ რუსეთის არმიის მხოლოდ ნაწილით, მხოლოდ საკონტრაქტო ნაწილით. ბუნებრივია, ეს დაკავშირებულია პირადი შემადგენლობის გარკვეულ პარამეტრებთან და ასე შემდეგ... ამიტომ ჩვენ არ ვჩქარობთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა პუტინმა.

დღესვე პუტინმა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი არ არის უკრაინის პროექტი უსაფრთხოების გარანტიებზე.