პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"მიყვარს თბილისი. აქ საკმაოდ ხშირად მოვდივარ. აქ არის მამაჩემის ძეგლი" - ქსენია სობჩაკი საქართველოშია
"მიყვარს თბილისი. აქ საკმაოდ ხშირად მოვდივარ. აქ არის მამაჩემის ძეგლი" - ქსენია სობჩაკი საქართველოშია

ჟურ­ნა­ლის­ტი ქსე­ნია სობ­ჩა­კი სა­ქარ­თვე­ლო­შია. მისი თქმით, ის ქვე­ყა­ნა­ში "პი­რა­დი ვი­ზი­ტით" იმ­ყო­ფე­ბა. ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას­თან“ სა­უბ­რი­სას სობ­ჩა­კი აცხა­დებს, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ჩა­მო­დის. რო­გორც ირ­კვე­ვა, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში კერ­ძო ვი­ზი­ტით ერევ­ნი­დან ჩა­მოფ­რინ­და.

"მიყ­ვარს თბი­ლი­სი. აქ საკ­მა­ოდ ხში­რად მოვ­დი­ვარ. აქ არის მა­მა­ჩე­მის ძეგლი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს უარს ეუბ­ნე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე, ვიცი, რომ ზო­გი­ერ­თი ჩემი კო­ლე­გა აქ არ შე­მო­უშ­ვეს, მათ შო­რის ტე­ლე­კომ­პა­ნია "დოჟ­დის“ ჟურ­ნა­ლის­ტი მი­ხა­ილ ფიშ­მა­ნი. არ ვიცი, რა­ტომ უთხრეს მას უარი. არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც უპ­რობ­ლე­მოდ უშ­ვე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვე­ყა­ნაა. ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის უფ­ლე­ბაა. სა­ზღვარ­ზე არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ მქო­ნია“, - გა­ნა­ცხა­და სობ­ჩაკ­მა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სობ­ჩაკ­მა Bloody Lady Telegram-ის არხზე ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რო­გორ ამოწ­მე­ბენ შერ­ჩე­ვით თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში რუ­სუ­ლი პას­პორ­ტის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ებს.

ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე რუ­სე­ბი "გა­ყავთ“ ცალ­კე ოთახ­ში, სა­დაც სამი ძა­ლი­ან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ზის. სობ­ჩაკ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან არა ქარ­თვე­ლე­ბი, არა­მედ კარ­გი ინ­გლი­სუ­რის მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თვი­საც ეს ენა აშ­კა­რად მშობ­ლი­უ­რია. ეს ხალ­ხი ძა­ლი­ან დე­ტა­ლურ კი­თხვებს სვამს: სა­ი­დან მო­დის ადა­მი­ა­ნი, სად მი­დის, სად ცხოვ­რობს რუ­სეთ­ში, სად იცხოვ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა არის მისი სა­მუ­შაო და რა შე­მო­სა­ვა­ლი აქვს.

"ალ­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ უარი თქვათ ამ სო­ცი­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვა­ზე, მაგ­რამ შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში არ შე­გიშ­ვე­ბენ...“ - ამ­ბობს სობ­ჩა­კი.

რო­გორ ჩანს, თა­ვად არ "და­კი­თხეს“ ან ყვე­ლა­ფერ­მა მშვი­დად ჩა­ი­ა­რა, რად­გან სობ­ჩაკ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი და­უბ­რკო­ლებ­ლად გა­დაკ­ვე­თა, გან­სხვა­ვე­ბით ზო­გი­ერ­თი რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის­გან, რომ­ლებ­საც შეს­ვლის პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბათ.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lasha
0

მადლობა.

დავით
0

თუ ჟურნალისტი ხარ ან უნდა თქვა რაც სინამდვილეა ან პროფესიას თავი უნდა დაანებო

რა საკვირველია შესაბამისად ეს სხვა პროფესიებსაც ეხება მაგრამ ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, ასევე მასწავლებელი და სასულიერო პირი განსაკუთრებით ვალდებულნი არიან ; ვფიქრობ გასაგებია ყველასთვის თუ რატომ

ავტორი:

"მიყვარს თბილისი. აქ საკმაოდ ხშირად მოვდივარ. აქ არის მამაჩემის ძეგლი" - ქსენია სობჩაკი საქართველოშია

"მიყვარს თბილისი. აქ საკმაოდ ხშირად მოვდივარ. აქ არის მამაჩემის ძეგლი" - ქსენია სობჩაკი საქართველოშია

ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი საქართველოშია. მისი თქმით, ის ქვეყანაში "პირადი ვიზიტით" იმყოფება. ტელეკომპანია "ფორმულასთან“ საუბრისას სობჩაკი აცხადებს, რომ ის საქართველოში ხშირად ჩამოდის. როგორც ირკვევა, ის საქართველოში კერძო ვიზიტით ერევნიდან ჩამოფრინდა.

"მიყვარს თბილისი. აქ საკმაოდ ხშირად მოვდივარ. აქ არის მამაჩემის ძეგლი. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთის მოქალაქეებს უარს ეუბნებინა საქართველოში შემოსვლაზე, ვიცი, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა აქ არ შემოუშვეს, მათ შორის ტელეკომპანია "დოჟდის“ ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი. არ ვიცი, რატომ უთხრეს მას უარი. არიან ისეთები, რომლებსაც უპრობლემოდ უშვებენ. საქართველო სუვერენული ქვეყანაა. ასეთი გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერი ქვეყნის უფლებაა. საზღვარზე არანაირი პრობლემა არ მქონია“, - განაცხადა სობჩაკმა.

რამდენიმე დღის წინ, სობჩაკმა Bloody Lady Telegram-ის არხზე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ამოწმებენ შერჩევით თბილისის აეროპორტში რუსული პასპორტის მქონე მოქალაქეებს.

ჟურნალისტის თქმით, საქართველოში ჩამოსვლისთანავე რუსები "გაყავთ“ ცალკე ოთახში, სადაც სამი ძალიან ინტელექტუალური ადამიანი ზის. სობჩაკმა აღნიშნა, რომ ეს წარმომადგენლები არიან არა ქართველები, არამედ კარგი ინგლისურის მცოდნე ადამიანები, ვისთვისაც ეს ენა აშკარად მშობლიურია. ეს ხალხი ძალიან დეტალურ კითხვებს სვამს: საიდან მოდის ადამიანი, სად მიდის, სად ცხოვრობს რუსეთში, სად იცხოვრებს საქართველოში, რა არის მისი სამუშაო და რა შემოსავალი აქვს.

"ალბათ, შეგიძლიათ უარი თქვათ ამ სოციოლოგიურ კვლევაზე, მაგრამ შემდეგ ქვეყანაში არ შეგიშვებენ...“ - ამბობს სობჩაკი.

როგორ ჩანს, თავად არ "დაკითხეს“ ან ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, რადგან სობჩაკმა საქართველოს საზღვარი დაუბრკოლებლად გადაკვეთა, განსხვავებით ზოგიერთი რუსი ჟურნალისტისგან, რომლებსაც შესვლის პრობლემა ექმნებათ.