საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2016 წელს ივანიშვილის დავალებით, მე ვიმყოფებოდი ვლადიკავკაზში, ეფ-ეს-ბეს საიდუმლო ბაზაზე" - სოსო გოგაშვილის სკანდალური განცხადებები "ქართულ-რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე"
"2016 წელს ივანიშვილის დავალებით, მე ვიმყოფებოდი ვლადიკავკაზში, ეფ-ეს-ბეს საიდუმლო ბაზაზე" - სოსო გოგაშვილის სკანდალური განცხადებები "ქართულ-რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე"

სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და მი­ვა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ ხდე­ბა ქარ­თუ­ლი და რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლით, სა­ჰა­ე­რო, სახ­მე­ლე­თო და სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სუს-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე სოსო გო­გაშ­ვი­ლის მო­რიგ მი­მარ­თვა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც სოსო გო­გაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, არა­ლე­გა­ლუ­რი და კონ­ტრა­ბან­დუ­ლი ტვირ­თე­ბის მოძ­რა­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში ჩარ­თუ­ლია სუს-ი, შსს, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და მი­ვა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ ხდე­ბა ქარ­თუ­ლი და რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლით, სა­ჰა­ე­რო, სახ­მე­ლე­თო და სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა და რო­გორ მუ­შა­ობს ეს კარ­გად აწყო­ბი­ლი და და­ცუ­ლი სის­ტე­მა. არა­ლე­გა­ლუ­რი და კონ­ტრა­ბან­დუ­ლი ტვირ­თე­ბის მოძ­რა­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში ჩარ­თუ­ლია ჩემი ყო­ფი­ლი სამ­სა­ხუ­რი - სუს-ი, შსს, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო (სა­ჰა­ე­რო, სა­ზღვაო და სახ­მე­ლე­თო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი) ამ მი­მოქ­ცე­ვის გა­კონ­ტრო­ლე­ბა გა­რე­დან ძა­ლი­ან რთუ­ლია, ისეა და­ხუ­რუ­ლი სის­ტე­მა, თუმ­ცა ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი უკა­ნო­ნო გა­და­ზიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ გახ­და სა­ჯა­რო. ცოტა ხნის წინ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს პორ­ტში სან­ქცი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი გე­მის შე­მოს­ვლის ფაქ­ტი მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში. წლე­ბის წინ, და­ახ­ლო­ე­ბით 2017 წელს, ჩვე­ნი უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბი­სა­გან მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხვა დროს ორი ტან­კე­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მო­დი­ო­და რუ­სე­თი­დან ფოთ­ში. უნდა შეც­ვლი­ლი­ყო სა­ბუ­თე­ბი, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­დი­ო­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში გემი 80%-ით სავ­სე იყო ამო­ნი­უ­მის ნიტ­რა­ტით, და­ნარ­ჩე­ნი უნდა გა­დავ­სე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და გაგ­ზავ­ნი­ლი­ყო ლი­ბა­ნის პორ­ტის გავ­ლით ბა­შარ ალ ასად­თან სი­რი­ა­ში. კი­დევ იყო ორი სატ­ვირ­თო ლარ­სი­დან შე­მო­მა­ვა­ლი, მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით იგი დატ­ვირ­თუ­ლი იყო აკ­რძა­ლუ­ლი ტვირ­თით და იგ­ზავ­ნე­ბო­და ირან­ში. ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით ეს ტვირ­თე­ბი გაგ­ვებ­რუ­ნე­ბი­ნა უკან, რად­გან ეს ინ­ფორ­მა­ცია უცხო­ე­ლე­ბის მო­წო­დე­ბუ­ლი იყო და რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე ვერ დავ­ტო­ვებ­დით. ტან­კე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მო­წე­რა მქონ­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში იყო ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი და ჩვენ ერ­თად მო­ვახ­დი­ნეთ მათი უკან დაბ­რუ­ნე­ბა. ამ ტვირ­თე­ბის უსაფრ­თხო მოძ­რა­ო­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი და რუსი ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ოფიც­რე­ბი. შე­სა­ბა­მის სხვა უწყე­ბებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში.

რო­გორ და­ლაგ­და ეს სქე­მა:

2016 წელს ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, მე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ვლა­დი­კავ­კაზ­ში ეფ-ეს-ბეს სა­ი­დუმ­ლო ბა­ზა­ზე, რად­გან ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შეც­ვლის შემ­დეგ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იყო წყვე­ტა და სა­ჭი­რო იყო ახალ­შექ­მნი­ლი სამ­სა­ხუ­რის ანუ სუს-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან გაც­ნო­ბა. მე თან მახ­ლდა ჩემი მძღო­ლი, ასე­ვე სოსო ჭე­ლი­ძე და ირაკ­ლი ჩი­მა­კა­ძე. ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბო­დით ჩემი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნით. ბა­ზა­ზე დამ­ხვდა "ეფ ეს ბეს“ გე­ნე­რა­ლი, სე­დო­ვი, რო­მე­ლიც შემ­ხვდა მხო­ლოდ მე, შეხ­ვედ­რა გაგ­რძელ­და 30 წუთი, სა­დაც და­ი­გეგ­მა ჩვე­ნი უფ­რო­სე­ბის შეხ­ვედ­რა (ბორტნი­კო­ვი და გო­მე­ლა­უ­რი). შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი იყო ქვე­და დო­ნის მო­კავ­ში­რე ოფიც­რე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის აწყო­ბა, შე­სა­ფე­რი­სი სან­დო პი­რე­ბის გა­მო­ყო­ფა, მათი ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა, ასე­ვე არა­ლე­გა­ლუ­რი და კონ­ტრა­ბან­დუ­ლი ტვირ­თე­ბი­სათ­ვის უსაფრ­თხო დე­რეფ­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, მათი რე­კო­მენ­და­ცი­ით რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა, ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, რომ­ლე­ბიც არ იყ­ვნენ სა­სურ­ვე­ლი პი­რე­ბი და იძებ­ნე­ბოდ­ნენ, მათი არა­ლე­გა­ლუ­რად გა­და­ცე­მა რუ­სე­თი­სათ­ვის. შემ­დეგ რო­გორც და­ი­გეგ­მა, ჩა­ი­ნიშ­ნა ჩვე­ნი უფ­რო­სე­ბის შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც შედ­გა იგი­ვე ქა­ლაქ­ში და გაგ­რძელ­და 3 სა­ა­თი. მე ამ შეხ­ვედ­რა­ზე არ ვყო­ფილ­ვარ, ჩემი უფ­რო­სი, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი ჯერ გა­ემ­გზავ­რა მან­ქა­ნით, მაგ­რამ თოვ­ლის ჩა­მო­წო­ლის გამო გზა­ზე შე­ფერ­ხე­ბა იყო და მობ­რუნ­და, და­მი­რე­კა გზი­დან და ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით, "აირ­ზე­ნას“ მო­ვამ­ზა­დე­ბი­ნე თვითმფრი­ნა­ვი - ბო­ინგ 737 ჩარ­ტე­რი­სათ­ვის და მოხ­და გა­დაფ­რე­ნა. ბორ­ტმა პირ­ველ ჯერ­ზე დაჯ­დო­მა ვერ შეძ­ლო და გა­ა­კე­თა რამ­დე­ნი­მე წრე, რომ დამ­ჯდა­რი­ყო ვლა­დი­კავ­კა­ზის აე­რო­პორ­ტში. ამ რე­ისს ვა­კონ­ტრო­ლებ­დი flight radar-ის აპ­ლი­კა­ცი­ით. ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე ოფიც­რე­ბი ჩი­მა­კა­ძე და ჭე­ლი­ძე რამ­დენ­ჯერ­მე მინ­სკის გავ­ლით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მოს­კოვ­ში, მე­ო­რე მხრი­დან ოფიც­რე­ბის სა­ხე­ლი იყო სლა­ვა და ვა­დი­მი. ამ შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ, 2017 წლის ნო­ემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენ ვმას­პინ­ძლობ­დით "ეფ ეს ბეს“ ორ გე­ნე­რალს, სე­დოვს და ბე­სე­დას. მათ­თან შეხ­ვედ­რა და სუფ­რა მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყო კონ­სპი­რა­ცი­უ­ლად მცხე­თა­ში მდე­ბა­რე ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის კუთ­ვნილ რეს­ტო­რან­ში. მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი შედ­გე­ბო­და ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან. სა­უ­ბა­რი შედ­გა ძი­რი­თა­დად წარ­მა­ტე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, შემ­დეგ გა­ვემ­გზავ­რეთ და და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეთ მე­ტე­ხის ტა­ძა­რი. გა­სა­ცი­ლე­ბე­ლი სუფ­რა მომ­ზად­და მთაწ­მინ­დის "ან­დერ­ვილ­ში“. იმა­ვე წელს, დე­კემ­ბრის თვე­ში, ჩვენ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მიწ­ვე­ვით ვიმ­ყო­ფე­ბო­დით მინ­სკში, სა­დაც ერ­თმა­ნეთს კი­დევ ერთხელ შეხ­ვდნენ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი და ბორტნი­კო­ვი. სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი არ ვიცი.

რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, ეს სის­ტე­მა გა­მარ­თუ­ლად და უსაფრ­თხოდ მუ­შა­ობს დღემ­დე. რო­დე­საც არის გა­სა­ტა­რე­ბე­ლი რა­ი­მე ტვირ­თი, მი­დის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­სა და სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტში, რათა არ მოხ­დეს მათი შე­მოწ­მე­ბა, ხან­და­ხან ტვირ­თე­ბი ისე გა­დის, რომ სა­ერ­თოდ არ ფიქ­სირ­დე­ბა სა­ზღვარ­ზე. დღე­საც მუ­შა­ობს ეს აწყო­ბი­ლი სის­ტე­მა, ახლა კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში არის სუს-ის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სან­დო ოფიც­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს კავ­შირს“, - წერს სოსო გო­გაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi
3

მერე მაგ პროცესებში მონაწილეობით ააქვს ის ფინანსური სიკეთეები მიღებული, ეგრე სადაა თან ნამუსი გაყიდო და თან წესიერებაზე გქონდეს პრეტენზია. ისე ასეთი კადრები კი ზიან სადაც არ უნდა იჯდნენ კომპეტენციიდან და წესიერებიდან გამომდინარე.

777
6

ეს იმიტომ ლაპქრაკობს სახელებით და გვარებით რომშემდგომში ეგეც რომ არ იყოს ცოცხალი პასუხი მოსთხოვონ, მთელი ცხოვრება ესენი ხომ არ იქნებია, მამაჩემიც რომ ადგეს იმ ქვეყნიდან ისიც ეგრევეგაუყენებს ამათერტ ადგილისკენ ,

ავტორი:

"2016 წელს ივანიშვილის დავალებით, მე ვიმყოფებოდი ვლადიკავკაზში, ეფ-ეს-ბეს საიდუმლო ბაზაზე" - სოსო გოგაშვილის სკანდალური განცხადებები "ქართულ-რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე"

"2016 წელს ივანიშვილის დავალებით, მე ვიმყოფებოდი ვლადიკავკაზში, ეფ-ეს-ბეს საიდუმლო ბაზაზე" - სოსო გოგაშვილის სკანდალური განცხადებები "ქართულ-რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე"

საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება, - ამის შესახებ სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილის მორიგ მიმართვაშია ნათქვამი.

როგორც სოსო გოგაშვილი აღნიშნავს, არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში ჩართულია სუს-ი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო.

"საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება და როგორ მუშაობს ეს კარგად აწყობილი და დაცული სისტემა. არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში ჩართულია ჩემი ყოფილი სამსახური - სუს-ი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო (საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სააგენტოები) ამ მიმოქცევის გაკონტროლება გარედან ძალიან რთულია, ისეა დახურული სისტემა, თუმცა ერთეული შემთხვევები უკანონო გადაზიდვების შესახებ გახდა საჯარო. ცოტა ხნის წინ გასაჯაროებული ინფორმაცია საქართველოს პორტში სანქცირებული კომპანიის კუთვნილი გემის შემოსვლის ფაქტი მაქვს მხედველობაში. წლების წინ, დაახლოებით 2017 წელს, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისაგან მივიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა დროს ორი ტანკერის შესახებ, რომელიც მოდიოდა რუსეთიდან ფოთში. უნდა შეცვლილიყო საბუთები, თითქოს საქართველოდან მიდიოდა. სინამდვილეში გემი 80%-ით სავსე იყო ამონიუმის ნიტრატით, დანარჩენი უნდა გადავსებულიყო საქართველოში და გაგზავნილიყო ლიბანის პორტის გავლით ბაშარ ალ ასადთან სირიაში. კიდევ იყო ორი სატვირთო ლარსიდან შემომავალი, მოწოდებული ინფორმაციით იგი დატვირთული იყო აკრძალული ტვირთით და იგზავნებოდა ირანში. ჩვენ იძულებული ვიყავით ეს ტვირთები გაგვებრუნებინა უკან, რადგან ეს ინფორმაცია უცხოელების მოწოდებული იყო და რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით. ტანკერებთან დაკავშირებით მიმოწერა მქონდა გიორგი გახარიასთან, რომელიც იმ პერიოდში იყო ეკონომიკის მინისტრი და ჩვენ ერთად მოვახდინეთ მათი უკან დაბრუნება. ამ ტვირთების უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან კავშირში მყოფი ქართველი და რუსი ძალოვანი უწყებების ოფიცრები. შესაბამის სხვა უწყებებთან კოორდინაციაში.

როგორ დალაგდა ეს სქემა:

2016 წელს ივანიშვილის დავალებით, მე ვიმყოფებოდი ვლადიკავკაზში ეფ-ეს-ბეს საიდუმლო ბაზაზე, რადგან ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ კომუნიკაციაში იყო წყვეტა და საჭირო იყო ახალშექმნილი სამსახურის ანუ სუს-ის ხელმძღვანელობასთან გაცნობა. მე თან მახლდა ჩემი მძღოლი, ასევე სოსო ჭელიძე და ირაკლი ჩიმაკაძე. ჩვენ ვიმყოფებოდით ჩემი სამსახურებრივი ავტომანქანით. ბაზაზე დამხვდა "ეფ ეს ბეს“ გენერალი, სედოვი, რომელიც შემხვდა მხოლოდ მე, შეხვედრა გაგრძელდა 30 წუთი, სადაც დაიგეგმა ჩვენი უფროსების შეხვედრა (ბორტნიკოვი და გომელაური). შეხვედრის მიზანი იყო ქვედა დონის მოკავშირე ოფიცრების ურთიერთობის აწყობა, შესაფერისი სანდო პირების გამოყოფა, მათი ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთებისათვის უსაფრთხო დერეფნების უზრუნველყოფა, მათი რეკომენდაციით რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, ბიზნესის დაწყებაში დახმარება, ასევე საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც არ იყვნენ სასურველი პირები და იძებნებოდნენ, მათი არალეგალურად გადაცემა რუსეთისათვის. შემდეგ როგორც დაიგეგმა, ჩაინიშნა ჩვენი უფროსების შეხვედრა, რომელიც შედგა იგივე ქალაქში და გაგრძელდა 3 საათი. მე ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ, ჩემი უფროსი, ვახტანგ გომელაური ჯერ გაემგზავრა მანქანით, მაგრამ თოვლის ჩამოწოლის გამო გზაზე შეფერხება იყო და მობრუნდა, დამირეკა გზიდან და ნინო გიორგობიანის საშუალებით, "აირზენას“ მოვამზადებინე თვითმფრინავი - ბოინგ 737 ჩარტერისათვის და მოხდა გადაფრენა. ბორტმა პირველ ჯერზე დაჯდომა ვერ შეძლო და გააკეთა რამდენიმე წრე, რომ დამჯდარიყო ვლადიკავკაზის აეროპორტში. ამ რეისს ვაკონტროლებდი flight radar-ის აპლიკაციით. ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენი მოკავშირე ოფიცრები ჩიმაკაძე და ჭელიძე რამდენჯერმე მინსკის გავლით იმყოფებოდნენ მოსკოვში, მეორე მხრიდან ოფიცრების სახელი იყო სლავა და ვადიმი. ამ შეხვედრების შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ჩვენ ვმასპინძლობდით "ეფ ეს ბეს“ ორ გენერალს, სედოვს და ბესედას. მათთან შეხვედრა და სუფრა მომზადებული იყო კონსპირაციულად მცხეთაში მდებარე ვახტანგ გომელაურის კუთვნილ რესტორანში. მომსახურე პერსონალი შედგებოდა ჩემი თანამშრომლებისგან. საუბარი შედგა ძირითადად წარმატებულ ურთიერთობებზე, შემდეგ გავემგზავრეთ და დავათვალიერებინეთ მეტეხის ტაძარი. გასაცილებელი სუფრა მომზადდა მთაწმინდის "ანდერვილში“. იმავე წელს, დეკემბრის თვეში, ჩვენ ოფიციალური მიწვევით ვიმყოფებოდით მინსკში, სადაც ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ ვახტანგ გომელაური და ბორტნიკოვი. საუბრის შინაარსი არ ვიცი.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს სისტემა გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობს დღემდე. როდესაც არის გასატარებელი რაიმე ტვირთი, მიდის შეტყობინებები საპატრულო პოლიციასა და საბაჟო დეპარტამენტში, რათა არ მოხდეს მათი შემოწმება, ხანდახან ტვირთები ისე გადის, რომ საერთოდ არ ფიქსირდება საზღვარზე. დღესაც მუშაობს ეს აწყობილი სისტემა, ახლა კოორდინაციაში არის სუს-ის ახალი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც სანდო ოფიცრების საშუალებით ახორციელებს კავშირს“, - წერს სოსო გოგაშვილი.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"