Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ევროპას "რუსული ზამთარი" უახლოვდება? - "გაზპრომმა" მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა
ევროპას "რუსული ზამთარი" უახლოვდება? - "გაზპრომმა" მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა

რუ­სეთ­მა მილ­სა­დენ "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დი 1"-ით ევ­რო­პის­თვის გა­ზის მი­წო­დე­ბა მთლი­ა­ნად შე­ა­ჩე­რა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ენერ­გე­ტი­კუ­ლი კომ­პა­ნია, "გა­ზპ­რო­მი“ გან­მარ­ტავს, რომ შე­ზღუდ­ვე­ბი მილ­სა­დენ­ზე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო და­წეს­და და სამ დღეს გაგ­რძელ­დე­ბა.

"ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დი 1"-ის მილ­სა­დე­ნით ბუ­ნებ­რი­ვი აირი რუ­სე­თი­დან გერ­მა­ნი­ას ბალ­ტი­ის ზღვის გავ­ლით მი­ე­წო­დე­ბა. ის 2011 წელს გა­იხ­სნა და რუ­სე­თი­დან გერ­მა­ნი­ა­ში დღე­ში მაქ­სი­მუმ 170 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი გა­ზის გაგ­ზავ­ნა შე­უძ­ლია.

მილ­სა­დე­ნი ივ­ლის­ში 10 დღით და­ი­ხუ­რა, რის მი­ზე­ზა­დაც ყო­ველ­წლი­უ­რი გეგ­მუ­რი ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­სა­ხელ­და. მილ­სა­დე­ნი ამ­ჟა­მად მხო­ლოდ 20% დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობს, რაც რუ­სუ­ლი მხა­რის მტკი­ცე­ბით, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი ში­შო­ბენ, რომ რუ­სეთ­მა შე­საძ­ლოა მი­წო­დე­ბის შე­წყვე­ტა ბუ­ნებ­რივ აირ­ზე ფა­სის გაზ­რდის მიზ­ნით გა­ა­ხან­გრძლი­ვოს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
12

გვიან, მაგრამ ნოემბერი, მოვა, მაინც მოვა...

ჯუნეწერი
13

ამერიკას რაც უნდა შეიძლება მიხვდეს ადამიანი. რუსები რასაც ცდილობენ ეგეც გასაგებია. ეს ევროპა რატომ არის თვით ლიკვიდაციის რეჟიმში ნეტა ჰაა? ჰოდა იმდენს მიაღწევენ ვინც ადრე კოლონიებად ჰყაბდათ იმათ კოლონიებად გადაიქცევიან და ეგ იქნება.

 

 

ავტორი:

ევროპას "რუსული ზამთარი" უახლოვდება? - "გაზპრომმა" მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა

ევროპას "რუსული ზამთარი" უახლოვდება? - "გაზპრომმა" მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა

რუსეთმა მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება მთლიანად შეაჩერა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია, "გაზპრომი“ განმარტავს, რომ შეზღუდვები მილსადენზე სარემონტო სამუშაოების გამო დაწესდა და სამ დღეს გაგრძელდება.

"ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ის მილსადენით ბუნებრივი აირი რუსეთიდან გერმანიას ბალტიის ზღვის გავლით მიეწოდება. ის 2011 წელს გაიხსნა და რუსეთიდან გერმანიაში დღეში მაქსიმუმ 170 მილიონი კუბური მეტრი გაზის გაგზავნა შეუძლია.

მილსადენი ივლისში 10 დღით დაიხურა, რის მიზეზადაც ყოველწლიური გეგმური ტექნიკური სამუშაოები დასახელდა. მილსადენი ამჟამად მხოლოდ 20% დატვირთვით მუშაობს, რაც რუსული მხარის მტკიცებით, აღჭურვილობის გაუმართაობით არის გამოწვეული.

ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა მიწოდების შეწყვეტა ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდის მიზნით გაახანგრძლივოს.