მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეტყობა ჩარკვიანისგან ლეიბებს ისესხებენ თუ იჩუქებენ და გაკოტრიალდებიან ერთად, კოლექტიურად რუსთაველზე - ამით ვერავის შეაშინე" - გია ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე
"ეტყობა ჩარკვიანისგან ლეიბებს ისესხებენ თუ იჩუქებენ და გაკოტრიალდებიან ერთად, კოლექტიურად რუსთაველზე - ამით ვერავის შეაშინე" - გია ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე

ეტყო­ბა ჩარ­კვი­ა­ნის­გან ლე­ი­ბებს ისეს­ხე­ბენ თუ იჩუ­ქე­ბენ და გა­კოტ­რი­ალ­დე­ბი­ან ერ­თად, კო­ლექ­ტი­უ­რად რუს­თა­ველ­ზე - ამით ვე­რა­ვის შე­ა­ში­ნებ ამ ქვე­ყა­ნა­ში, მით უმე­ტეს, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა გია ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ოპო­ზი­ცი­ა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მუდ­მი­ვად მუ­ქა­რის ენით ესა­უბ­რე­ბა.

"ჩვენ ეს 12 პუნ­ქტი უნდა შე­ვას­რუ­ლოთ, ამას წყა­ლი არ გა­უ­ვა. ჩვენ ოპო­ზი­ცი­ის ხმე­ბის გა­რე­შე ვე­რა­ვის ავირ­ჩევთ, ესეც წყალ­გა­უ­ვა­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა. 90 მან­და­ტია სა­ჭი­რო ომ­ბუდსმე­ნის ასარ­ჩე­ვად, რაც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ხელთ არ უპყრია. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია დი­ა­ლო­გი და მსჯე­ლო­ბა, რო­მე­ლიც დღეს და­ი­წყო. ამის­გან გა­რი­დე­ბა, ვი­ღა­ცის ზურგს უკან ამო­ფა­რე­ბა, რომ აპ­რი­ო­რი ამას (არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მიერ შერ­ჩე­ულ კან­დი­დატს) და­ვე­თან­ხმე­ბით, იქ­ნებ ცუდ კან­დი­დატს წარ­მო­ად­გე­ნენ, მა­ინც ეთან­ხმე­ბი­ან? ამ­გვა­რი ახი­რე­ბა და აღ­ტკი­ნე­ბა ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მა­შინ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ავ­სა­ხოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი და გა­და­ვაქ­ცი­ოთ ცხოვ­რე­ბის წე­სად, რომ რა­საც არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი იტყვის, ისე უნდა ვი­ცხოვ­როთ. ეს ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მე არ ვე­თან­ხმე­ბი არ მიდ­გო­მას. ამი­ტომ მო­ვიწ­ვი­ეთ ყვე­ლა სა­სა­უბ­როდ, რა გზას და­ვად­გეთ, რომ მო­ვუ­პო­ვოთ მხარ­და­ჭე­რა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც დე­კემ­ბერ­ში უნდა ავირ­ჩი­ოთ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლად, რა მო­თხოვ­ნე­ბი უნდა წა­ვუ­ყე­ნოთ და ვინ უნდა იყოს ეს ადა­მი­ა­ნი. ამა­ზე სა­სა­უბ­როდ შე­ვიკ­რი­ბეთ და რა გა­ა­კე­თეს? მი­ა­ტო­ვეს სა­მუ­შაო ჯგუ­ფი. სხვა­თა შო­რის, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბა­მაც" და "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­მაც" თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­ში" ორი ადა­მი­ა­ნია პარ­ტი­ა­ში, ორმა ადა­მი­ან­მა ერ­თმა­ნეთს ვერ გა­ა­გე­ბი­ნა ვინ სად უნდა წა­ვი­დეს და რო­გორ უნდა წა­ვი­დეს, ერ­თმა­ნეთ­ში ვერ გა­ურ­კვე­ვი­ათ ვინ სად უნდა მი­ვი­დეს და პრო­ცესს შლი­ან. გა­ე­რი­დონ ამ პრო­ცესს, ჩა­ი­კე­ტონ, მუშ­ტი მოგ­ვი­ღე­რონ, თა­ნაც დაგ­ვა­მუ­ნა­თონ, გვი­თხრან - თუ არ გა­ა­კე­თებთ იმას, რა­საც გე­უბ­ნე­ბით, ქუ­ჩა­ში გავცვივ­დე­ბით და ცხელ შე­მოდ­გო­მას მო­გი­წყობთ. 12 პუნ­ქტში პირ­ვე­ლი დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­აა და ამ ადა­მი­ა­ნებს დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ მიჰ­ყავთ საქ­მე?! ეს რას ნიშ­ნავს, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ მუ­ქა­რის ენით გე­სა­უბ­რე­ბი­ან, რომ თუ ამას არ გა­ა­კე­თებ რუს­თა­ველს გა­დავ­კე­ტავ, ეტყო­ბა ჩარ­კვი­ა­ნის­გან ლე­ი­ბებს ისეს­ხე­ბენ თუ იჩუ­ქე­ბენ და გა­კოტ­რი­ალ­დე­ბი­ან ერ­თად, კო­ლექ­ტი­უ­რად რუს­თა­ველ­ზე. ამით ვე­რა­ვის შე­ა­ში­ნებ ამ ქვე­ყა­ნა­ში, მით უმე­ტეს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას",- გა­ნა­ცხა­და ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბანდერა
1

გიაჩო დიდიხანია ბლატოი ნომრებს აღარ ჰყიდი ქალაქია МРО-ში?????

გიო
3

ცრემლი დამანახე, ატირდი ერთი როგორც ადრე და უფრო დაგიჯერებთ! 😀

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ეტყობა ჩარკვიანისგან ლეიბებს ისესხებენ თუ იჩუქებენ და გაკოტრიალდებიან ერთად, კოლექტიურად რუსთაველზე - ამით ვერავის შეაშინე" - გია ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე

"ეტყობა ჩარკვიანისგან ლეიბებს ისესხებენ თუ იჩუქებენ და გაკოტრიალდებიან ერთად, კოლექტიურად რუსთაველზე - ამით ვერავის შეაშინე" - გია ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე

ეტყობა ჩარკვიანისგან ლეიბებს ისესხებენ თუ იჩუქებენ და გაკოტრიალდებიან ერთად, კოლექტიურად რუსთაველზე - ამით ვერავის შეაშინებ ამ ქვეყანაში, მით უმეტეს, ამ ხელისუფლებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას მუდმივად მუქარის ენით ესაუბრება.

"ჩვენ ეს 12 პუნქტი უნდა შევასრულოთ, ამას წყალი არ გაუვა. ჩვენ ოპოზიციის ხმების გარეშე ვერავის ავირჩევთ, ესეც წყალგაუვალი ჭეშმარიტებაა. 90 მანდატია საჭირო ომბუდსმენის ასარჩევად, რაც "ქართულ ოცნებას" ხელთ არ უპყრია. ამიტომ აუცილებელია დიალოგი და მსჯელობა, რომელიც დღეს დაიწყო. ამისგან გარიდება, ვიღაცის ზურგს უკან ამოფარება, რომ აპრიორი ამას (არასამთავრობო სექტორის მიერ შერჩეულ კანდიდატს) დავეთანხმებით, იქნებ ცუდ კანდიდატს წარმოადგენენ, მაინც ეთანხმებიან? ამგვარი ახირება და აღტკინება ჩემთვის წარმოუდგენელია. მაშინ კონსტიტუციაში ავსახოთ ეს ყველაფერი და გადავაქციოთ ცხოვრების წესად, რომ რასაც არასამთავრობო სექტორი იტყვის, ისე უნდა ვიცხოვროთ. ეს ხომ წარმოუდგენელია. მე არ ვეთანხმები არ მიდგომას. ამიტომ მოვიწვიეთ ყველა სასაუბროდ, რა გზას დავადგეთ, რომ მოვუპოვოთ მხარდაჭერა ადამიანს, რომელიც დეკემბერში უნდა ავირჩიოთ სახალხო დამცველად, რა მოთხოვნები უნდა წავუყენოთ და ვინ უნდა იყოს ეს ადამიანი. ამაზე სასაუბროდ შევიკრიბეთ და რა გააკეთეს? მიატოვეს სამუშაო ჯგუფი. სხვათა შორის, "ნაციონალურმა მოძრაობამაც" და "სტრატეგია აღმაშენებელმაც" თანხმობა განაცხადა, "სტრატეგია აღმაშენებელში" ორი ადამიანია პარტიაში, ორმა ადამიანმა ერთმანეთს ვერ გააგებინა ვინ სად უნდა წავიდეს და როგორ უნდა წავიდეს, ერთმანეთში ვერ გაურკვევიათ ვინ სად უნდა მივიდეს და პროცესს შლიან. გაერიდონ ამ პროცესს, ჩაიკეტონ, მუშტი მოგვიღერონ, თანაც დაგვამუნათონ, გვითხრან - თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც გეუბნებით, ქუჩაში გავცვივდებით და ცხელ შემოდგომას მოგიწყობთ. 12 პუნქტში პირველი დეპოლარიზაციაა და ამ ადამიანებს დეპოლარიზაციისკენ მიჰყავთ საქმე?! ეს რას ნიშნავს, როცა ადამიანები მხოლოდ მუქარის ენით გესაუბრებიან, რომ თუ ამას არ გააკეთებ რუსთაველს გადავკეტავ, ეტყობა ჩარკვიანისგან ლეიბებს ისესხებენ თუ იჩუქებენ და გაკოტრიალდებიან ერთად, კოლექტიურად რუსთაველზე. ამით ვერავის შეაშინებ ამ ქვეყანაში, მით უმეტეს ამ ხელისუფლებას",- განაცხადა ცაგარეიშვილმა.