Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"თავის ტვინის ტოტალური დაზიანება აქვს... გამაგებინეთ, როგორ მოხვდა ჩემი შვილის ხელში იარაღი?" - გლდანის ციხეში პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა
"თავის ტვინის ტოტალური დაზიანება აქვს... გამაგებინეთ, როგორ მოხვდა ჩემი შვილის ხელში იარაღი?" - გლდანის ციხეში პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა

გლ­და­ნის ცი­ხის პა­ტი­მარ­მა ბად­რაგს ია­რა­ღი წა­არ­თვა და თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. გუ­რამ სვა­ნი­ძემ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბა თა­ვის არე­ში მი­ი­ყე­ნა. მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და ახლა, რო­გორც მსჯავ­რდე­ბუ­ლის დედა ამ­ბობს, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 28 წლის კაცს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა იმ დროს მოხ­და, როცა ბრალ­დე­ბულს ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში აბ­რუ­ნებ­დნენ.

"ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში გად­მო­უყ­ვა­ნი­ათ... გუ­შინ ფან­ჯრი­დან და­ვი­ნა­ხე და ვფიქ­რე, კარ­გად არის-მეთ­ქი. ბავ­შვს აქვს გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბა, ტვი­ნის ტო­ტა­ლუ­რი და­ზა­ნე­ბა. მი­თხრეს, რომ ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა. გა­მა­გე­ბი­ნეთ, რო­გორ მოხ­ვდა ჩემი შვი­ლის ხელ­ში ია­რა­ღი? ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი­დან 1 დღე­ში გა­და­უ­წყვი­ტავთ მისი ცი­ხე­ში გა­დაყ­ვა­ნა და ბიჭი არ იყო ამის­თვის მზად, არ იყო კარ­გად ჯან­მრთე­ლო­ბით", - გა­ნა­ცხა­და "მთა­ვარ არხთან" მსჯავ­რდე­ბუ­ლის დე­დამ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­რამ სვა­ნი­ძე 2 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. მისი და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი გახ­და საწ­ვა­ვი, რომ­ლის სა­ფა­სუ­რიც 28 წლის ბიჭ­მა არ გა­და­ი­ხა­და. მო­სა­მარ­თლემ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა მშობ­ლე­ბის თხოვ­ნა და გი­რა­ოს გა­დახ­დის შე­თა­ვა­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მისი და­პა­ტიმ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კიკინა
1

იმ ბავშვის ცოდვა მიეცეს იმ მპსამართლეს ვინ ეს ბიჭი გაწირა.წინ დახვდება,სად წავა.....

თეა
0

ცნობილის შვილი რომ ყოფილიყო ხომ შეუფარდებით გირაოს. საწვავის გამო გაწირეთ ბავშვი?!

მო ..თ. მოსამართლეებო ჯიში და ჯილაგი. არ აგცდეთ წყევლა-კრულვა და გინება, თქვე ბ..შვილებო

ავტორი:

"თავის ტვინის ტოტალური დაზიანება აქვს... გამაგებინეთ, როგორ მოხვდა ჩემი შვილის ხელში იარაღი?" - გლდანის ციხეში პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა

"თავის ტვინის ტოტალური დაზიანება აქვს... გამაგებინეთ, როგორ მოხვდა ჩემი შვილის ხელში იარაღი?" - გლდანის ციხეში პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა

გლდანის ციხის პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა. გურამ სვანიძემ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში მიიყენა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა, როგორც მსჯავრდებულის დედა ამბობს, უმძიმეს მდგომარეობაშია.

როგორც ცნობილია, 28 წლის კაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. სუიციდის მცდელობა იმ დროს მოხდა, როცა ბრალდებულს ფსიქიატრიული დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აბრუნებდნენ.

"ფსიქიატრიულში გადმოუყვანიათ... გუშინ ფანჯრიდან დავინახე და ვფიქრე, კარგად არის-მეთქი. ბავშვს აქვს გამჭოლი ჭრილობა, ტვინის ტოტალური დაზანება. მითხრეს, რომ ოპერაცია უტარდება. გამაგებინეთ, როგორ მოხვდა ჩემი შვილის ხელში იარაღი? ფსიქიატრიულიდან 1 დღეში გადაუწყვიტავთ მისი ციხეში გადაყვანა და ბიჭი არ იყო ამისთვის მზად, არ იყო კარგად ჯანმრთელობით", - განაცხადა "მთავარ არხთან" მსჯავრდებულის დედამ.

არსებული ინფორმაციით, გურამ სვანიძე 2 აგვისტოს დააკავეს. მისი დაკავების მიზეზი გახდა საწვავი, რომლის საფასურიც 28 წლის ბიჭმა არ გადაიხადა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა მშობლების თხოვნა და გირაოს გადახდის შეთავაზების მიუხედავად, მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოიტანა.