მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ დავუპირისპირდეთ" - ზურაბ ჯაფარიძე

"უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ დავუპირისპირდეთ" - ზურაბ ჯაფარიძე

პარლამენტის წინ პარტია "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სამოქალაქო აქტივისტებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან და პარტია მხარდამჭერებთან საჯარო შეხვედრას მართავს.

როგორც ჯაფარიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ის აქტივისტები, რომლებთანაც ის შეხვედრას მართავს, პარლამენტის წინ 5 თვის განმავლობაში აპროტესტებენ "იმ რეალობას, რომელიც არის ამ ქვეყანაში".

"სამოქალაქო აქტივისტებმა მთხოვეს შეხვედრა და მათ სავარაუდოდ აინტერესებთ ჩემი სამომავლო გეგმები. მნიშვნელოვანია გაერთიანება იმის გარშემო, რომ ერთნაირად უნდა ვხედავდეთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, გააზრებული უნდა გვქონდეს, რომ უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.