პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობდნენ, რომ რამდენიმე ბინა ჰქონდა რუსეთში... იცოდა, რომ მის უწყებაში შემოწმებაზე შედიოდნენ და გაასწრო" - სად გაქრა აფხაზეთის ე.წ. მთავარი სანიტარი?
"ამბობდნენ, რომ რამდენიმე ბინა ჰქონდა რუსეთში... იცოდა, რომ მის უწყებაში შემოწმებაზე შედიოდნენ და გაასწრო" - სად გაქრა აფხაზეთის ე.წ. მთავარი სანიტარი?

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. მთა­ვა­რი ექი­მი ლუდ­მი­ლა სკო­რი­კი გა­უ­ჩი­ნარ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მას­თან და­კავ­ში­რე­ბას 25 ივ­ლი­სის შემ­დეგ ცდი­ლო­ბენ, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. სკო­რი­კი ჯერ ზა­რებს არ პა­სუ­ხობ­და, შემ­დეგ კი ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თო... ის არ პა­სუ­ხობს არც ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე გაგ­ზავ­ნილ მე­სი­ჯებს. აფხა­ზე­თის ე.წ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო "სამ­სა­ხუ­რებ­რივ შე­მოწ­მე­ბას" ახორ­ცი­ე­ლებს.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, ის, რომ სკო­რი­კი სამ­სა­ხურ­ში არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა და არც კავ­შირ­ზე გა­მო­სუ­ლა, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა 5 აგ­ვის­ტოს შე­ნიშ­ნეს, რო­დე­საც "ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის" მო­ად­გი­ლეს ედუ­არდ ბუთ­ბას კო­რო­ნა­ვირუ­სის ხე­ლა­ხა­ლი გავ­რცე­ლე­ბის გამო მას­თან გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი უნდა გა­ევ­ლო და სხდო­მა მო­ეწ­ვია. ის სხდო­მა­ზე არ გა­მო­ცხად­და, რაც აქამ­დე არ გა­უ­კე­თე­ბია...

ამის შემ­დეგ სკო­რი­კის ად­გილ­სამ­ყოფ­ლის მოკ­ვლე­ვით ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც და­ინ­ტე­რეს­დნენ.

აფხა­ზი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი თე­მის გარ­შე­მო მსჯე­ლო­ბი­სას, წე­რენ, რომ ერთ-ერთი ვერ­სი­ით, სკო­რიკ­მა ქვეყ­ნი­დან ძა­ლი­ან დიდი თან­ხა გა­ი­ტა­ნა და გაქ­რა... სხვა ვერ­სი­ით, შე­საძ­ლოა, მას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დეს...

"ჩვენ ვმკი­თხა­ობთ, ის უწყე­ბა კი, ვინც ამ სა­კი­თხზე უნდა მუ­შა­ობ­დეს, გა­მო­ძი­ე­ბას უნდა ატა­რებ­დეს, დუმს..." - წერს გა­მო­ცე­მა.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, ის კი­დევ ერთხელ შე­ე­ცა­და სკო­რიკ­თან და­კავ­ში­რე­ბას.

"მას ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი აქვს. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი და­მეი კა­ლან­ძია გა­მო­ცე­მას ატყო­ბი­ნებს, რომ მთა­ვა­რი სა­ნი­ტა­რუ­ლი ექი­მი, სკო­რი­კი, მარ­თლაც არ გა­მო­ჩე­ნი­ლა 25 ივ­ლი­სის შემ­დეგ, ისე, რომ მას არა­ვი­თა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ და­უ­ტო­ვე­ბია სამ­სა­ხურ­ში, არც არა­ვის­თვის, იმის შე­სა­ხებ, რომ სამ­სა­ხურ­ში არ გა­მო­ცხად­დე­ბო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა მწვა­ვეა.

ამას­თან, ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი ახორ­ცი­ე­ლებს შე­სა­ბა­მი­სი მოკ­ვლე­ვას და მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ცნო­ბე­ბი..." _ წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, მთა­ვა­რი სა­ნი­ტა­რუ­ლი ექი­მის მო­ვა­ლე­ო­ბას ახლა ას­ლან ავი­ძ­ბა ას­რუ­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ე.წ. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა სკო­რი­კის გაქ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს ჯერ­ჯე­რო­ბით არ აკე­თებს.

ად­გი­ლობ­რი­ვი პუბ­ლი­ცის­ტი, ნუგ­ზარ აგრბა ამ­ბობს, რომ პირ­ველ რიგ­ში სკო­რიკ­ზე ძებ­ნა უნდა გა­მო­ცხად­დეს. "აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­ირ­კვეს, გა­დაკ­ვე­თა თუ არა მან სა­ზღვა­რი 25 ივ­ლი­სის შემ­დეგ და ამის გარ­კვე­ვა მარ­ტი­ვია, თან ბევრ კი­თხვა­ზე გას­ცემ­და პა­სუხს" - აცხა­დებს აგრბა.

სკო­რი­კის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას, აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. ნა­წი­ლის თქმით, მისი არც თუ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ეჭ­ვე­ბი ისე­დაც არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა ეს აფხა­ზეთ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, რად­გან "ყვე­ლა სა­ჯა­რო პირი ცდი­ლობს არ­სე­ბუ­ლი პო­ზი­ცია, იმ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და ისე გა­მო­ი­ყე­ნოს, რო­გორც ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს".

"ფულს აგ­რო­ვებს ყვე­ლა, იქამ­დე, ვიდ­რე მას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, თუმ­ცა, ქვეყ­ნი­დან ფუ­ლით გაქ­ცე­ვის პრე­ცე­დენ­ტი აფხა­ზე­თის­თვი­საც კი უჩ­ვე­უ­ლოა..." - წე­რენ ისი­ნი.

"ამ­დე­ნი თან­ხა ირი­ცხე­ბო­და მის ბი­უ­ჯეტ­ში, ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად და კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბო­და ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტში... ყვე­ლა გამ­წვა­ვე­ბულ შემ­თხვე­ვა­ზე ხე­ლებს იბან­და, ან სა­ქარ­თვე­ლო­ში გზავ­ნი­და, ან სა­ი­ქი­ო­ში და ამ­ბობ­და, რომ სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იქ­მნა. სა­მა­გი­ე­როდ, თა­ვად შე­იქ­მნა ძა­ლი­ან კარ­გი პი­რო­ბე­ბი. ამ­ბობ­დნენ, რომ რამ­დე­ნი­მე ბინა ჰქონ­და მოს­კოვ­სა და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში. იცო­და, რომ მის უწყე­ბა­ში ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი შე­დი­ო­და და გა­ას­წრო. ოღონდ, შე­გახ­სე­ნებთ, რომ ის საქ­მე­ში მარ­ტო იქ­ნე­ბო­და და ასე ჯა­დო­ქა­რი­ვით არ აორ­თქლდე­ბო­და..." - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი კარ­მენ დარ­სა­ლია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
2

არა ბიჭოსდა აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის იწვალებდა, აფხაზეთის დამოუკიდებლობა ყველას კიდია, რუსეთშიც და აფხაზეთსიც ჩინოვნიკებს, ყველას თავისი პირადი ინტერესები აქვს, უბრალო ხალხს აბრიყვებენ და იმათაც ჯერათ, როცა გაიღვიძებენ(თუ მისცა რუსეთმა მაგის საშვალება) შეგვეხვეწებიან დაგიბრუნდებითო, თუ არა და საერთოდ გაქრებიან როგორც არა ერთი ერი და იქნება მანდაურობა სომხების

ააა
2

ბანდიტებმა ბანდიტური სახელმწიფო შექმნეს და ნეტავ, რა უკვირს კარმენ დარსალიას? არც უნდა ეღირსოთ არაფერი ნორმალური. იმაზე უარესი უნდა დაემართოთ, რაც ქართველებს უქნეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ამბობდნენ, რომ რამდენიმე ბინა ჰქონდა რუსეთში... იცოდა, რომ მის უწყებაში შემოწმებაზე შედიოდნენ და გაასწრო" - სად გაქრა აფხაზეთის ე.წ. მთავარი სანიტარი?

"ამბობდნენ, რომ რამდენიმე ბინა ჰქონდა რუსეთში... იცოდა, რომ მის უწყებაში შემოწმებაზე შედიოდნენ და გაასწრო" - სად გაქრა აფხაზეთის ე.წ. მთავარი სანიტარი?

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მთავარი ექიმი ლუდმილა სკორიკი გაუჩინარდა. ადგილობრივები მასთან დაკავშირებას 25 ივლისის შემდეგ ცდილობენ, მაგრამ უშედეგოდ. სკორიკი ჯერ ზარებს არ პასუხობდა, შემდეგ კი ტელეფონი გამორთო... ის არ პასუხობს არც ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ მესიჯებს. აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო "სამსახურებრივ შემოწმებას" ახორციელებს.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ის, რომ სკორიკი სამსახურში არ გამოცხადებულა და არც კავშირზე გამოსულა, ადგილობრივებმა 5 აგვისტოს შენიშნეს, როდესაც "ჯანდაცვის მინისტრის" მოადგილეს ედუარდ ბუთბას კორონავირუსის ხელახალი გავრცელების გამო მასთან გარკვეული საკითხები უნდა გაევლო და სხდომა მოეწვია. ის სხდომაზე არ გამოცხადდა, რაც აქამდე არ გაუკეთებია...

ამის შემდეგ სკორიკის ადგილსამყოფლის მოკვლევით ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ.

აფხაზი სოციალური ქსელის მომხმარებლები თემის გარშემო მსჯელობისას, წერენ, რომ ერთ-ერთი ვერსიით, სკორიკმა ქვეყნიდან ძალიან დიდი თანხა გაიტანა და გაქრა... სხვა ვერსიით, შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდეს...

"ჩვენ ვმკითხაობთ, ის უწყება კი, ვინც ამ საკითხზე უნდა მუშაობდეს, გამოძიებას უნდა ატარებდეს, დუმს..." - წერს გამოცემა.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ის კიდევ ერთხელ შეეცადა სკორიკთან დაკავშირებას.

"მას ტელეფონი გამორთული აქვს. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური დამეი კალანძია გამოცემას ატყობინებს, რომ მთავარი სანიტარული ექიმი, სკორიკი, მართლაც არ გამოჩენილა 25 ივლისის შემდეგ, ისე, რომ მას არავითარი შეტყობინება არ დაუტოვებია სამსახურში, არც არავისთვის, იმის შესახებ, რომ სამსახურში არ გამოცხადდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მწვავეა.

ამასთან, ჯანდაცვის სამსახური ახორციელებს შესაბამისი მოკვლევას და მიღებული იქნება შესაბამისი ცნობები..." _ წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, მთავარი სანიტარული ექიმის მოვალეობას ახლა ასლან ავიძბა ასრულებს.

გამოცემის ცნობით, ე.წ. გენერალური პროკურატურა სკორიკის გაქრობასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

ადგილობრივი პუბლიცისტი, ნუგზარ აგრბა ამბობს, რომ პირველ რიგში სკორიკზე ძებნა უნდა გამოცხადდეს. "აუცილებელია, გაირკვეს, გადაკვეთა თუ არა მან საზღვარი 25 ივლისის შემდეგ და ამის გარკვევა მარტივია, თან ბევრ კითხვაზე გასცემდა პასუხს" - აცხადებს აგრბა.

სკორიკის გაუჩინარებას, აფხაზები სოციალურ ქსელებშიც გამოეხმაურნენ. ნაწილის თქმით, მისი არც თუ კეთილსინდისიერი საქმიანობის შესახებ ეჭვები ისედაც არსებობდა, თუმცა ეს აფხაზეთში ჩვეულებრივი ამბავია, რადგან "ყველა საჯარო პირი ცდილობს არსებული პოზიცია, იმდენი ხნის განმავლობაში და ისე გამოიყენოს, როგორც ამის შესაძლებლობა აქვს".

"ფულს აგროვებს ყველა, იქამდე, ვიდრე მას თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ, თუმცა, ქვეყნიდან ფულით გაქცევის პრეცედენტი აფხაზეთისთვისაც კი უჩვეულოა..." - წერენ ისინი.

"ამდენი თანხა ირიცხებოდა მის ბიუჯეტში, ვირუსთან საბრძოლველად და კატასტროფა ხდებოდა ყველა სამედიცინო პუნქტში... ყველა გამწვავებულ შემთხვევაზე ხელებს იბანდა, ან საქართველოში გზავნიდა, ან საიქიოში და ამბობდა, რომ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა შეიქმნა. სამაგიეროდ, თავად შეიქმნა ძალიან კარგი პირობები. ამბობდნენ, რომ რამდენიმე ბინა ჰქონდა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. იცოდა, რომ მის უწყებაში ჯანდაცვის სამსახური შედიოდა და გაასწრო. ოღონდ, შეგახსენებთ, რომ ის საქმეში მარტო იქნებოდა და ასე ჯადოქარივით არ აორთქლდებოდა..." - წერს ადგილობრივი კარმენ დარსალია.