პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალწვეულებს უკრაინაში განლაგების სანაცვლოდ ფულს სთავაზობენ" - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, რუსეთმა სახმელეთო ძალების ახალი ფორმირება შექმნა
"ახალწვეულებს უკრაინაში განლაგების სანაცვლოდ ფულს სთავაზობენ" - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, რუსეთმა სახმელეთო ძალების ახალი ფორმირება შექმნა

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ვა­რა­უ­დით, უკ­რა­ი­ნის ოპე­რა­ცი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად, რუ­სეთ­მა სახ­მე­ლე­თო ძა­ლე­ბის ახა­ლი ფორ­მი­რე­ბა, მე-3 არ­მი­ის კორ­პუ­სი და­ა­ფუძნა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, რუ­სე­თი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გეგ­მავს მე-3 არ­მი­ის კორ­პუ­სის დიდი ნა­წი­ლი ახ­ლად შექ­მნი­ლი "მო­ხა­ლი­სე“ ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი­დან შე­ავ­სოს.

"რუს­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ მე-3 არ­მი­ის კორ­პუ­სის პო­ტენ­ცი­ურ ახალ­წვე­უ­ლებს უკ­რა­ი­ნა­ში გან­ლა­გე­ბის სა­ნაც­ვლოდ ფუ­ლად ჯილ­დოს სთა­ვა­ზო­ბენ. რუ­სუ­ლი არ­მი­ის კორ­პუ­სი, რო­გორც წესი, შედ­გე­ბა 15 000-20 000 ჯა­რის­კა­ცი­სა­გან, მაგ­რამ რუ­სეთს, ალ­ბათ, გა­უ­ჭირ­დე­ბა ამ მას­შტა­ბამ­დე მე-3 არ­მი­ის კორ­პუ­სის მიყ­ვა­ნა, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ უკ­რა­ი­ნა­ში ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ბრძო­ლა­ში ჩარ­თვის ძა­ლი­ან შე­ზღუ­დულ სა­ხალ­ხო ენ­თუ­ზი­აზმს,“ - ნათ­ქვა­მია ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მე-3 არ­მი­ის კორ­პუ­სის ეფექ­ტი გა­დამ­წყვე­ტი იყოს ბრძო­ლის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ახალწვეულებს უკრაინაში განლაგების სანაცვლოდ ფულს სთავაზობენ" - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, რუსეთმა სახმელეთო ძალების ახალი ფორმირება შექმნა

"ახალწვეულებს უკრაინაში განლაგების სანაცვლოდ ფულს სთავაზობენ" - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, რუსეთმა სახმელეთო ძალების ახალი ფორმირება შექმნა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, უკრაინის ოპერაციის მხარდასაჭერად, რუსეთმა სახმელეთო ძალების ახალი ფორმირება, მე-3 არმიის კორპუსი დააფუძნა.

მათივე ცნობით, რუსეთი, სავარაუდოდ, გეგმავს მე-3 არმიის კორპუსის დიდი ნაწილი ახლად შექმნილი "მოხალისე“ ბატალიონებიდან შეავსოს.

"რუსმა პოლიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ მე-3 არმიის კორპუსის პოტენციურ ახალწვეულებს უკრაინაში განლაგების სანაცვლოდ ფულად ჯილდოს სთავაზობენ. რუსული არმიის კორპუსი, როგორც წესი, შედგება 15 000-20 000 ჯარისკაცისაგან, მაგრამ რუსეთს, ალბათ, გაუჭირდება ამ მასშტაბამდე მე-3 არმიის კორპუსის მიყვანა, თუ გავითვალისწინებთ უკრაინაში ნებაყოფლობით ბრძოლაში ჩართვის ძალიან შეზღუდულ სახალხო ენთუზიაზმს,“ - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

მათივე შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მე-3 არმიის კორპუსის ეფექტი გადამწყვეტი იყოს ბრძოლისთვის.