საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ეს არ გვინდოდა" - თურქული სერიალის მთავარ როლში გამოჩენილი ქართველი მსახიობის გამო ფანებს შორის დაპირისპირებაა - ნანა სტამბოლიშვილი სოცქსელების ახალი ვარსკვლავია
"ჩვენ ეს არ გვინდოდა" - თურქული სერიალის მთავარ როლში გამოჩენილი ქართველი მსახიობის გამო ფანებს შორის დაპირისპირებაა - ნანა სტამბოლიშვილი სოცქსელების ახალი ვარსკვლავია

ორი კვი­რის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თურ­ქულ სე­რი­ალ Emanet ("სხვი­სი შვი­ლის“) მე­სა­მე სე­ზონ­ში ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი და მო­ცეკ­ვა­ვე ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი ითა­მა­შებ­და. ამ სი­ახ­ლემ ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლი გა­მო­იწ­ვია. სე­რი­ა­ლი უკვე ორი წე­ლია, რაც ერთ-ერთი ქარ­თუ­ლი არ­ხის ეთერ­ში გა­დის. მას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი უყუ­რებს და სე­ჰე­რი­სა და ია­მა­ნის სიყ­ვა­რულს გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ.

  • ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვილ­მა მთა­ვა­რი გმი­რი, ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი, სილა თურ­ქოღ­ლუ შეც­ვა­ლა. მე­ო­რე სე­ზო­ნის ფი­ნა­ლი სი­ლას გა­რე­შე გა­და­ი­ღეს, რად­გან ქალი მო­უ­ლოდ­ნე­ლად სე­რი­ა­ლი­დან წა­ვი­და.
სილა - მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლამ­დე სე­რი­ალ­ში მთა­ვარ როლ­ში იყო

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სე­რი­ა­ლის მე­სა­მე სე­ზო­ნის პირ­ვე­ლი თი­ზე­რი გავ­რცელ­და, სა­დაც ნანა და თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი, მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰა­ნი ჩა­ნან. მარ­თა­ლია, ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ამან ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რა, მაგ­რამ ისე­თი­ვე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით არ შეხ­ვედ­რი­ან სე­რი­ა­ლის სხვა, უცხო­ე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი.

სე­რი­ა­ლის "იუ­თუ­ბის" ოფი­ცი­ა­ლურ არხზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ თი­ზერს აკ­რი­ტი­კე­ბენ ეს­პა­ნე­ლი და რუ­მი­ნე­ლი მა­ყუ­რებ­ლე­ბი. სე­რი­ა­ლი მათ ქვე­ყა­ნებ­შიც გა­დის და პო­პუ­ლა­რუ­ლია.

ისი­ნი მსა­ხი­ობ სილა თურ­ქოღ­ლუს დაბ­რუ­ნე­ბას სთხო­ვენ და წე­რენ, რომ მის გა­რე­შე მე­სა­მე სე­ზო­ნის ყუ­რე­ბას აზრი არ ექ­ნე­ბა...

"ვფი­ცავ, ვი­ტი­რე რო­დე­საც სე­ჰე­რის მა­გივ­რად სხვა და­ვი­ნა­ხე. გა­მორ­ჩე­უ­ლი და და­უ­ვი­წყა­რი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­დათ ია­მან­სა და სე­ჰერს. ვერ გა­ვუძ­ლებ ია­მა­ნის იმ მზე­რას, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი თქვა პი­რის გა­ღე­ბის გა­რე­შე, რო­დე­საც სე­ჰერს უყუ­რებ­და... ჩემი ღა­მე­ე­ბი ისე­თი­ვე აღარ იქ­ნე­ბა ამ ორის გა­რე­შე...“

"მე დიდ პა­ტივს ვცემ ახალ მსა­ხი­ობს, მაგ­რამ მა­გი­ას, რაც გვა­ი­ძუ­ლებ­და "სხვი­სი შვი­ლის“ თი­თო­ე­უ­ლი სე­რი­ით გვე­ცხოვ­რა, მხო­ლოდ სე­ჰე­რი, ია­მა­ნი, იუ­სუ­ფი ქმნიდ­ნენ. რა სირ­ცხვი­ლია ასე­თი ლა­მა­ზი ის­ტო­რი­ის ასე დას­რუ­ლე­ბა. ახალ გმირს არა­ფერს ვერ­ჩი, მაგ­რამ ეს არ არის, რაც ჩვენ გვინ­დო­და...“

"ვწუხ­ვარ, მაგ­რამ ჩემ­თვის მო­მა­ვალ სე­ზონს სი­ლას გა­რე­შე აზრი არ აქვს, ეს არა­ფერს ნიშ­ნავს. ყვე­ლას აქვს არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა, მე უკვე ავირ­ჩიე. სი­ლას გა­რე­შე ჩემ­თვის სე­რი­ა­ლი დას­რულ­და. მათ ჰქონ­დათ ჯა­დოს­ნუ­რი და ფეთ­ქე­ბა­დი დუ­ე­ტი და სამ­წუ­ხა­როდ ვერ და­ა­ფა­სეს.“

"მი­უ­ხე­და­ვად ამ­დე­ნი ვა­რა­უ­დი­სა, იმე­დი მქონ­და, რომ სილა დაბ­რუნ­დე­ბო­და, მაგ­რამ მას ჩემი სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა აქვს და ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს ვუ­სურ­ვებ. ჰა­ლილს ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ, მაგ­რამ მე-3-ე სე­ზონს არ ვნა­ხავ, ვერ გა­ვუძ­ლებ ია­მა­ნის ყუ­რე­ბას სხვა გო­გოს­თან ერ­თად, თუნ­დაც ფიქ­ცია იყოს. მე შე­მიყ­ვარ­და სე­ჰე­რის და ია­მა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი."

  • "სი­კაშ­კა­შე აკ­ლია, ჰა­ლილ­მა და სი­ლამ მთვა­რე­სა და მზე­სა­ვით ერ­თმა­ნე­თის­გან აი­ღეს ენერ­გია და ბრწყინ­ვა­ლე­ბა. ბო­დი­ში, თრე­ი­ლერ­მა და­მარ­წმუ­ნა, რომ კომ­პა­ნი­ას შეც­დო­მა აუ­დი­ტო­რი­ის შემ­ცი­რე­ბად და­უჯ­დე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ მსა­ხი­ო­ბი ნანა ჯერ კი­დევ ზამ­თარ­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს სი­ლას წას­ვლის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად. სა­ში­ნე­ლი საქ­ცი­ე­ლია გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან...“

"არ მინ­და ამ გო­გოს გრძნო­ბებს შე­ვე­ხო, მაგ­რამ სილა შე­უც­ვლე­ლია და სე­რი­ა­ლი მის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ნუთუ მარ­თლა ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლის შემ­დეგ, ია­მა­ნი თა­ვის ლა­მაზ სი­ტყვებს სე­ჰე­რის გარ­და სხვა გო­გოს ეტყვის? წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ გო­გოს, იმე­დია იმ­სა­ხუ­რებს ჰა­ლი­ლის წინ დგო­მას და თა­ვის ნიჭს და­ამ­ტკი­ცებს...“

"მე არ ვარ ის, ვინც სე­რი­ა­ლებს უყუ­რებს, მაგ­რამ Emanet ჩემ­თან რთულ მო­მენ­ტში მო­ვი­და, გა­ურ­კვევ­ლო­ბი­სა და იმ­დე­ნი უც­ნა­უ­რი გან­ცდის გა­და­ტა­ნა მი­წევ­და, რაც ამ პან­დე­მი­ა­ში დაგ­ვე­მარ­თა. მა­შინ ეს იყო პა­ტა­რა სი­ნათ­ლე, რო­მელ­მაც მი­აღ­წია ჩემ გულს... დღეს მად­ლო­ბას ვუხ­დი ხალ­ხს, ვინც სე­რი­ა­ლი ეს­პა­ნუ­რად თარ­გმნეს, მაგ­რამ იმედ­გაც­რუ­ე­ბამ ძა­ლი­ან მწა­რე გემო და­მი­ტო­ვა", - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსგავს გან­ხილ­ვებს ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის­თვის პო­პუ­ლა­რო­ბა მო­აქვს და ის ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი ახლა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ის სა­ხე­ლია, რო­მელ­საც ხში­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

მას ჯერ­ჯე­რო­ბით მე­დი­ის­თვის ინ­ტერ­ვი­უა არ მი­უ­ცია. თი­ზე­რის გა­მოს­ვლის შემ­დეგ, მხო­ლოდ მოკ­ლე ფე­ის­ბუქ სტა­ტუ­სით შე­მო­ი­ფარ­გლა, სა­დაც წერ­და, რომ ახლა ნამ­დვი­ლად შე­ეძ­ლო სე­რი­ალ­ში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნია
5

კარგად ვიცინე კომენტარებზე😂🙏

სალომე
8

ამათთანაც კარგი სიბნელე ყოფილა🙈სერიალის გამო გოგოს გადაუარეს ისე რომ არც იცნობენ,თავისი ნებით წავიდა ის მსახიობი და ჩაანაცვლეს,სერიალია ხალხო სერიალი ცოტა გონს მოდით😀🤦‍♀️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ჩვენ ეს არ გვინდოდა" - თურქული სერიალის მთავარ როლში გამოჩენილი ქართველი მსახიობის გამო ფანებს შორის დაპირისპირებაა - ნანა სტამბოლიშვილი სოცქსელების ახალი ვარსკვლავია

"ჩვენ ეს არ გვინდოდა" - თურქული სერიალის მთავარ როლში გამოჩენილი ქართველი მსახიობის გამო ფანებს შორის დაპირისპირებაა - ნანა სტამბოლიშვილი სოცქსელების ახალი ვარსკვლავია

ორი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქულ სერიალ Emanet ("სხვისი შვილის“) მესამე სეზონში ქართველი დიზაინერი და მოცეკვავე ნანა სტამბოლიშვილი ითამაშებდა. ამ სიახლემ ქართველ მაყურებელში განსაკუთრებული სიხარული გამოიწვია. სერიალი უკვე ორი წელია, რაც ერთ-ერთი ქართული არხის ეთერში გადის. მას უამრავი ადამიანი უყურებს და სეჰერისა და იამანის სიყვარულს გულშემატკივრობენ.

  • ნანა სტამბოლიშვილმა მთავარი გმირი, ცნობილი თურქი მსახიობი, სილა თურქოღლუ შეცვალა. მეორე სეზონის ფინალი სილას გარეშე გადაიღეს, რადგან ქალი მოულოდნელად სერიალიდან წავიდა.
სილა - მსახიობი, რომელიც ნანა სტამბოლიშვილამდე სერიალში მთავარ როლში იყო

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სერიალის მესამე სეზონის პირველი თიზერი გავრცელდა, სადაც ნანა და თურქი მსახიობი, მთავარი როლის შემსრულებელი ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი ჩანან. მართალია, ქართველი მაყურებელი ამან ძალიან გაახარა, მაგრამ ისეთივე აღფრთოვანებით არ შეხვედრიან სერიალის სხვა, უცხოელი გულშემატკივრები.

სერიალის "იუთუბის" ოფიციალურ არხზე გამოქვეყნებულ თიზერს აკრიტიკებენ ესპანელი და რუმინელი მაყურებლები. სერიალი მათ ქვეყანებშიც გადის და პოპულარულია.

ისინი მსახიობ სილა თურქოღლუს დაბრუნებას სთხოვენ და წერენ, რომ მის გარეშე მესამე სეზონის ყურებას აზრი არ ექნება...

"ვფიცავ, ვიტირე როდესაც სეჰერის მაგივრად სხვა დავინახე. გამორჩეული და დაუვიწყარი სიყვარული ჰქონდათ იამანსა და სეჰერს. ვერ გავუძლებ იამანის იმ მზერას, რომელმაც ყველაფერი თქვა პირის გაღების გარეშე, როდესაც სეჰერს უყურებდა... ჩემი ღამეები ისეთივე აღარ იქნება ამ ორის გარეშე...“

"მე დიდ პატივს ვცემ ახალ მსახიობს, მაგრამ მაგიას, რაც გვაიძულებდა "სხვისი შვილის“ თითოეული სერიით გვეცხოვრა, მხოლოდ სეჰერი, იამანი, იუსუფი ქმნიდნენ. რა სირცხვილია ასეთი ლამაზი ისტორიის ასე დასრულება. ახალ გმირს არაფერს ვერჩი, მაგრამ ეს არ არის, რაც ჩვენ გვინდოდა...“

"ვწუხვარ, მაგრამ ჩემთვის მომავალ სეზონს სილას გარეშე აზრი არ აქვს, ეს არაფერს ნიშნავს. ყველას აქვს არჩევანის უფლება, მე უკვე ავირჩიე. სილას გარეშე ჩემთვის სერიალი დასრულდა. მათ ჰქონდათ ჯადოსნური და ფეთქებადი დუეტი და სამწუხაროდ ვერ დააფასეს.“

"მიუხედავად ამდენი ვარაუდისა, იმედი მქონდა, რომ სილა დაბრუნდებოდა, მაგრამ მას ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ჰალილს ძალიან ვაფასებ, მაგრამ მე-3-ე სეზონს არ ვნახავ, ვერ გავუძლებ იამანის ყურებას სხვა გოგოსთან ერთად, თუნდაც ფიქცია იყოს. მე შემიყვარდა სეჰერის და იამანის სიყვარული."

  • "სიკაშკაშე აკლია, ჰალილმა და სილამ მთვარესა და მზესავით ერთმანეთისგან აიღეს ენერგია და ბრწყინვალება. ბოდიში, თრეილერმა დამარწმუნა, რომ კომპანიას შეცდომა აუდიტორიის შემცირებად დაუჯდება. ცნობილია, რომ მსახიობი ნანა ჯერ კიდევ ზამთარში ჩამოიყვანეს სილას წასვლისთვის მოსამზადებლად. საშინელი საქციელია გულშემატკივრებთან...“

"არ მინდა ამ გოგოს გრძნობებს შევეხო, მაგრამ სილა შეუცვლელია და სერიალი მის გარეშე წარმოუდგენელია. ნუთუ მართლა ასეთი სიყვარულის შემდეგ, იამანი თავის ლამაზ სიტყვებს სეჰერის გარდა სხვა გოგოს ეტყვის? წარმატებებს ვუსურვებ ყველას, განსაკუთრებით ამ გოგოს, იმედია იმსახურებს ჰალილის წინ დგომას და თავის ნიჭს დაამტკიცებს...“

"მე არ ვარ ის, ვინც სერიალებს უყურებს, მაგრამ Emanet ჩემთან რთულ მომენტში მოვიდა, გაურკვევლობისა და იმდენი უცნაური განცდის გადატანა მიწევდა, რაც ამ პანდემიაში დაგვემართა. მაშინ ეს იყო პატარა სინათლე, რომელმაც მიაღწია ჩემ გულს... დღეს მადლობას ვუხდი ხალხს, ვინც სერიალი ესპანურად თარგმნეს, მაგრამ იმედგაცრუებამ ძალიან მწარე გემო დამიტოვა", - წერენ კომენტარებში.

  • აღსანიშნავია, რომ მსგავს განხილვებს ქართველი მსახიობისთვის პოპულარობა მოაქვს და ის ნანა სტამბოლიშვილი ახლა სოციალურ ქსელებში ის სახელია, რომელსაც ხშირად განიხილავენ.

მას ჯერჯერობით მედიისთვის ინტერვიუა არ მიუცია. თიზერის გამოსვლის შემდეგ, მხოლოდ მოკლე ფეისბუქ სტატუსით შემოიფარგლა, სადაც წერდა, რომ ახლა ნამდვილად შეეძლო სერიალში მისი მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია დაედასტურებინა.