ყარაბაღში, დაპირისპირების ზონაში ამჟამად საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, თუმცა ვითარება უკიდურესად დაძაბულია,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
განცხადებას "რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
"მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ მომენტში მთიან ყარაბაღში დაპირისპირების ზონაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, ვითარება მთიანი ყარაღის ხელისუფლების შეფასებით, უკიდურესად დაძაბულია“,- განაცხადა ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, აუცილებელია მუშაობა დაძაბულობის შემცირების მიმართულებით.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება განახლდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ასევე იხილეთ:
ერთს გაისვრის რუსი და ეს საბრალოები დაერევიან ხოლმე ერთმანეთს.
პუტინის რეჟიმის პოლიტიკური თამაშია და ზუსტად რუსეთია არასტაბილურობისა და დაძაბულობის მთავარი ფაქტორი რეგიონში. რომ არა რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩამოყალიბდებოდა, იმიტომ რომ არც ერთ მხარეს ომი არ უნდა.