მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლებს. რო­გორც ბან­კის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბოლო პე­რი­ოდ­ში ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში გახ­შირ­და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის, ერთი შე­ხედ­ვით, ხელ­საყ­რე­ლი ფი­ნან­სუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად ე. წ. ფი­შინ­გის ნიშ­ნებს შე­ი­ცა­ვენ.

სებ-ი მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს გა­მო­ი­ჩი­ნონ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მათი პი­რა­დი და სა­ბან­კო მო­ნა­ცე­მე­ბის მსგავს ვებგ­ვერ­დებ­ზე მი­თი­თე­ბი­სას, პირ­ველ­ყოვ­ლი­სა გა­და­ა­მოწ­მონ და კარ­გად და­აკ­ვირ­დნენ ვებგ­ვერ­დის მი­სა­მართს, სა­დაც შეჰ­ყავთ ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­ძი­ონ აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის სან­დო­ო­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი, ხოლო, თუ კომ­პა­ნია ერთი შე­ხედ­ვით სან­დო და ნაც­ნო­ბია, გა­და­ა­მოწ­მონ მათ­თან შე­მო­თა­ვა­ზე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა.

"უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ვრცელ­დე­ბა ისე­თი სა­ხის სა­რეკ­ლა­მო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი, რო­მელ­თა ინ­ტერ­ნეტ ბმუ­ლე­ბი მიმსგავ­სე­ბუ­ლია რე­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დე­ბის მი­სა­მარ­თებ­თან. მომ­ხმა­რე­ბე­ლი მომ­ხიბ­ვლე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით სტუმ­რობს აღ­ნიშ­ნულ გვერდს და ავ­სებს მო­თხოვ­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ას. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ვებგ­ვერ­დის მფლო­ბელს უზი­ა­რებს პერ­სო­ნა­ლურ, სა­ბან­კო ან/და სხვა სა­ყუ­რა­დღე­ბო ინ­ფორ­მა­ცი­ას. მათ შო­რის, ფიქ­სირ­დე­ბა ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, რო­დე­საც მომ­ხმა­რებ­ლებს სთა­ვა­ზო­ბენ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ან­გა­რი­შის ია­ფად შევ­სე­ბას, მა­გა­ლი­თად სხვა­დას­ხვა პა­კე­ტის შემ­თხვე­ვა­ში და ა.შ.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კი კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს მომ­ხმა­რებ­ლებს, გა­მო­ი­ჩი­ნონ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მათი პი­რა­დი და სა­ბან­კო მო­ნა­ცე­მე­ბის მსგავს ვებგ­ვერ­დებ­ზე მი­თი­თე­ბი­სას, პირ­ველ­ყოვ­ლი­სა გა­და­ა­მოწ­მონ და კარ­გად და­აკ­ვირ­დნენ ვებგ­ვერ­დის მი­სა­მართს, სა­დაც შეჰ­ყავთ ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­ძი­ონ აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის სან­დო­ო­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი, ხოლო, თუ კომ­პა­ნია ერთი შე­ხედ­ვით სან­დო და ნაც­ნო­ბია, გა­და­ა­მოწ­მონ მათ­თან შე­მო­თა­ვა­ზე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა.

და­მა­ტე­ბი­თი შე­კი­თხვე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გთხოვთ, დაგ­ვი­კავ­შირ­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ცხელ ხაზ­ზე - 2 406 406“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

ფიშინგი ჩაგეთვალათ😂😂😂

ქოსა
0

ვერაფერი ვერ გავიგე რა ვქნა.

ავტორი:

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გახშირდა მომხმარებლებისთვის, ერთი შეხედვით, ხელსაყრელი ფინანსური შეთავაზებები, რომლებიც რეალურად ე. წ. ფიშინგის ნიშნებს შეიცავენ.

სებ-ი მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მათი პირადი და საბანკო მონაცემების მსგავს ვებგვერდებზე მითითებისას, პირველყოვლისა გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო, თუ კომპანია ერთი შეხედვით სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ მათთან შემოთავაზების ნამდვილობა.

"უფრო კონკრეტულად, ვრცელდება ისეთი სახის სარეკლამო შეთავაზებები, რომელთა ინტერნეტ ბმულები მიმსგავსებულია რეალური ვებგვერდების მისამართებთან. მომხმარებელი მომხიბვლელი შეთავაზების მიღების მიზნით სტუმრობს აღნიშნულ გვერდს და ავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას. სინამდვილეში კი ვებგვერდის მფლობელს უზიარებს პერსონალურ, საბანკო ან/და სხვა საყურადღებო ინფორმაციას. მათ შორის, ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებლებს სთავაზობენ მობილური ტელეფონის ანგარიშის იაფად შევსებას, მაგალითად სხვადასხვა პაკეტის შემთხვევაში და ა.შ.

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მათი პირადი და საბანკო მონაცემების მსგავს ვებგვერდებზე მითითებისას, პირველყოვლისა გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო, თუ კომპანია ერთი შეხედვით სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ მათთან შემოთავაზების ნამდვილობა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.