Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ისინი ჩემი უსუსურობით სარგებლობდნენ..." - ქეით მოსის გულახდილი ინტერვიუ: რა ზეწოლის ქვეშ იყო სამოდელო ბიზნესში 14 წლის ასაკში მოხვედრილი და რას ჰყვება საკულტო გადაღებებზე?
"ისინი ჩემი უსუსურობით სარგებლობდნენ..." - ქეით მოსის გულახდილი ინტერვიუ: რა ზეწოლის ქვეშ იყო სამოდელო ბიზნესში 14 წლის ასაკში მოხვედრილი და რას ჰყვება საკულტო გადაღებებზე?

ბრი­ტა­ნელ­მა სუ­პერ­მო­დელ­მა ქეით მოს­მა, BBC-ის სე­რი­ალ Desert Island Discs-თან მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, თა­ვი­სი კა­რი­ე­რი­დან მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ე­ბი გა­იხ­სე­ნა. მოსს 2010 წელს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ნათ­ქვა­მი აქვს, რომ ზო­გა­დად, "სძულს მე­დი­ას­თან სა­უ­ბა­რი" და ახალ­გაზ­რდო­ბა­ში დარ­დით ავა­დაც კი ხდე­ბო­და მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის შემ­დეგ. ამ­ჯე­რად, მოსი BBC-ის წამ­ყვან ლო­რენ ლა­ვერნს იმ მტკივ­ნე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც მან სა­მო­დე­ლო ინ­დუსტრი­ა­ში კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში გა­ნი­ცა­და.

რო­გორც სუ­პერ­მო­დე­ლი ყვე­ბა, ის სა­კულ­ტო გა­და­ღე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მას კა­რი­ე­რის შექ­მნა­ში და­ეხ­მა­რა, კუ­ლი­სებს მიღ­მა "რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნი და მტკივ­ნე­უ­ლი" იყო მის­თვის. მა­გა­ლი­თად, მოსი ჟურ­ნა­ლის­ტთან გა­მო­ტყდა, რომ 1992 წელს Calvin Klein-ის საც­ვლე­ბის მთა­ვა­რი კამ­პა­ნი­ის გა­და­ღე­ბე­ბი­სას, რო­მელ­შიც ის და მარკ უოლ­ბერ­გი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, თავს "და­უც­ვე­ლად და შე­ში­ნე­ბუ­ლად" გრძნობ­და. "უოლ­ბერ­გი ნამ­დვი­ლი მაჩო იყო და წამ­ყვა­ნი როლი მას ეკა­ვა. ამას­თა­ნა­ვე, მას ინ­დუსტრი­ა­ში დიდი და გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­რე­მოც­ვა ჰყავ­და. ისი­ნი ჩემი უსუ­სუ­რო­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ. მა­შინ საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდა და გუ­ლუბ­რყვი­ლო ვი­ყა­ვი", - ყვე­ბა მო­დე­ლი.

მოსი, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტომ 14 წლის ასაკ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა, 16 წლი­დან გა­და­ღე­ბებ­ზე და­დი­ო­და. 48 წლის მო­დე­ლი იხ­სე­ნებს, რომ მისი პა­ტა­რა ასა­კი მის წი­ნა­აღ­მდეგ ხში­რად გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. ის ყვე­ბა, რომ ფო­ტოგ­რა­ფე­ბი ხში­რად ახ­დენ­დნენ მას­ზე ზე­წო­ლას, რომ სხე­უ­ლის მეტი ნა­წი­ლი გა­მო­ე­ჩი­ნა - მათ შო­რის წელს ზე­მოთ შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა­საც სთხოვ­დნენ, რომ­ლის დრო­საც ის თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­და.

ქეით მოს­მა ფო­ტოგ­რაფ კო­რინ დე­ის­თან The Face-ის­თვის გა­და­ღე­ბე­ბი გა­იხ­სე­ნა:

"ბევ­რი ვი­ტი­რე. არ მინ­დო­და ტო­პის გახ­და. თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი სა­კუ­თარ სხე­ულ­ში, ის კი მე­უბ­ნე­ბო­და, - თუ არ გა­იხ­დი, Elle-ის­თვის გა­და­ღე­ბებ­ზე აღარ და­გი­კავ­შირ­დე­ბი­თო. "ეს ჩემ­თვის მტკივ­ნე­უ­ლი იყო, რად­გან კო­რინს ჩემს სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რად მი­ვიჩ­ნევ­დი და მარ­თლა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ის, მაგ­რამ სა­მუ­შა­ოდ რთუ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო. ფო­ტო­ე­ბი სა­ბო­ლო­ოდ ლა­მა­ზი გა­მო­ვი­და და ჩემს კა­რი­ე­რა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლიც ითა­მა­შა, მაგ­რამ მათ­თვის საკ­მა­ოდ ვი­ტან­ჯე".

მო­სის თქმით, ის ხში­რად ხდე­ბო­და ბევ­რი ადა­მი­ა­ნის პრობ­ლე­მე­ბის გან­ტე­ვე­ბის ვაცი. "არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ ანო­რექ­სი­უ­ლი. არას­დროს მი­მი­ღია ჰე­რო­ი­ნი. გამ­ხდა­რი იმი­ტომ ვი­ყა­ვი, რომ გა­და­ღე­ბებ­ზე ან შო­უ­ებ­ში არ ვიკ­ვე­ბე­ბო­დი," - ამ­ბობს სუ­პერ­მო­დე­ლი. ამის გამო, 2005 წელს, როცა ბრი­ტა­ნულ­მა ტაბ­ლო­იდ­მა მო­სის ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ის კო­კა­ინს იღებს, მან თავი ცუ­დად იგ­რძნო და ძა­ლი­ან გაბ­რაზ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოს­მა გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც მან ბო­დი­ში მო­უ­ხა­და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­თაც მან იმე­დი გა­უც­რუა. მისი თქმით, ამან მის ოჯახ­ზე, მე­გობ­რებ­ზე, თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და ბიზ­ნეს პარტნი­ო­რებ­ზე ცუ­დად იმოქ­მე­და.

მოს­მა ლა­ვერნ­თან ჯონი დე­პის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზეც ისა­უბ­რა. ამ­ბერ ჰერდმა ჩვე­ნე­ბა მის­ცა, რომ მას "გა­ურ­კვე­ვე­ლი ჭორი" ჰქონ­და გა­გო­ნი­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დეპ­მა, 90-იან წლებ­ში, სა­ნამ ის და ქე­ი­თი ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბოდ­ნენ, ხელი კრა მოსს და კი­ბი­დან და­ა­გო­რა. ამ ბრალ­დე­ბის უარ­სა­ყო­ფად დეპ­მა მოსს და­უ­რე­კა და მოწ­მედ მის­ვლა სთხო­ვა. "მას ჩემ­თვის ხელი არა­სო­დეს უკ­რავს. სი­მარ­თლე უნდა მეთ­ქვა", - უთხრა ლა­ვერნს სუ­პერ­მო­დელ­მა.

2004 წელს ქე­ით­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ა­ტო­ვა სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა, 2016 წელს კი სა­კუ­თა­რი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო და­ა­არ­სა, რომ­ლის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სახე ახლა მისი ქა­ლიშ­ვი­ლი, ლილა მო­სია.

ამ თვე­ში, ქეით მოსი დი­ე­ტუ­რი "კოკა-კო­ლას" კრე­ა­ტი­ულ დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ნეს. ამა­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ადრე მო­დის ტი­ტა­ნე­ბი, კარლ ლა­გერ­ფილ­დი, ჯან პოლ გო­ტიე და მარკ ჯე­ი­კობ­სი იყ­ვნენ.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელი
0

ერთი ცნობილი ამერკელი ამბობდა, " დემოკრატია საშინელი რამაა, მაგრამ უკეთესი წყობა ჯერ არ მოუგონიათო..."

ვაჩე!
17

ეს ის დემოკრატიული დასავლეთი არ არის!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ისინი ჩემი უსუსურობით სარგებლობდნენ..." - ქეით მოსის გულახდილი ინტერვიუ: რა ზეწოლის ქვეშ იყო სამოდელო ბიზნესში 14 წლის ასაკში მოხვედრილი და რას ჰყვება საკულტო გადაღებებზე?

"ისინი ჩემი უსუსურობით სარგებლობდნენ..." - ქეით მოსის გულახდილი ინტერვიუ: რა ზეწოლის ქვეშ იყო სამოდელო ბიზნესში 14 წლის ასაკში მოხვედრილი და რას ჰყვება საკულტო გადაღებებზე?

ბრიტანელმა სუპერმოდელმა ქეით მოსმა, BBC-ის სერიალ Desert Island Discs-თან მიცემულ ინტერვიუში, თავისი კარიერიდან მისთვის მნიშვნელოვანი ისტორიები გაიხსენა. მოსს 2010 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ ზოგადად, "სძულს მედიასთან საუბარი" და ახალგაზრდობაში დარდით ავადაც კი ხდებოდა მიცემული ინტერვიუების შემდეგ. ამჯერად, მოსი BBC-ის წამყვან ლორენ ლავერნს იმ მტკივნეული გამოცდილების შესახებ ესაუბრა, რომელიც მან სამოდელო ინდუსტრიაში კარიერის დასაწყისში განიცადა.

როგორც სუპერმოდელი ყვება, ის საკულტო გადაღებები, რომლებიც მას კარიერის შექმნაში დაეხმარა, კულისებს მიღმა "რთულად გადასატანი და მტკივნეული" იყო მისთვის. მაგალითად, მოსი ჟურნალისტთან გამოტყდა, რომ 1992 წელს Calvin Klein-ის საცვლების მთავარი კამპანიის გადაღებებისას, რომელშიც ის და მარკ უოლბერგი მონაწილეობდნენ, თავს "დაუცველად და შეშინებულად" გრძნობდა. "უოლბერგი ნამდვილი მაჩო იყო და წამყვანი როლი მას ეკავა. ამასთანავე, მას ინდუსტრიაში დიდი და გავლენიანი გარემოცვა ჰყავდა. ისინი ჩემი უსუსურობით სარგებლობდნენ. მაშინ საკმაოდ ახალგაზრდა და გულუბრყვილო ვიყავი", - ყვება მოდელი.

მოსი, რომელიც ერთ-ერთმა წამყვანმა სამოდელო სააგენტომ 14 წლის ასაკში აღმოაჩინა, 16 წლიდან გადაღებებზე დადიოდა. 48 წლის მოდელი იხსენებს, რომ მისი პატარა ასაკი მის წინააღმდეგ ხშირად გამოუყენებიათ. ის ყვება, რომ ფოტოგრაფები ხშირად ახდენდნენ მასზე ზეწოლას, რომ სხეულის მეტი ნაწილი გამოეჩინა - მათ შორის წელს ზემოთ შიშველი ფოტოების გადაღებასაც სთხოვდნენ, რომლის დროსაც ის თავს არაკომფორტულად გრძნობდა.

ქეით მოსმა ფოტოგრაფ კორინ დეისთან The Face-ისთვის გადაღებები გაიხსენა:

"ბევრი ვიტირე. არ მინდოდა ტოპის გახდა. თავდაჯერებული არ ვიყავი საკუთარ სხეულში, ის კი მეუბნებოდა, - თუ არ გაიხდი, Elle-ისთვის გადაღებებზე აღარ დაგიკავშირდებითო. "ეს ჩემთვის მტკივნეული იყო, რადგან კორინს ჩემს საუკეთესო მეგობარად მივიჩნევდი და მართლა ძალიან მიყვარდა ის, მაგრამ სამუშაოდ რთული პიროვნება იყო. ფოტოები საბოლოოდ ლამაზი გამოვიდა და ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი როლიც ითამაშა, მაგრამ მათთვის საკმაოდ ვიტანჯე".

მოსის თქმით, ის ხშირად ხდებოდა ბევრი ადამიანის პრობლემების განტევების ვაცი. "არასოდეს ვყოფილვარ ანორექსიული. არასდროს მიმიღია ჰეროინი. გამხდარი იმიტომ ვიყავი, რომ გადაღებებზე ან შოუებში არ ვიკვებებოდი," - ამბობს სუპერმოდელი. ამის გამო, 2005 წელს, როცა ბრიტანულმა ტაბლოიდმა მოსის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ის კოკაინს იღებს, მან თავი ცუდად იგრძნო და ძალიან გაბრაზდა. მოგვიანებით მოსმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც მან ბოდიში მოუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელთაც მან იმედი გაუცრუა. მისი თქმით, ამან მის ოჯახზე, მეგობრებზე, თანამშრომლებსა და ბიზნეს პარტნიორებზე ცუდად იმოქმედა.

მოსმა ლავერნთან ჯონი დეპის სასამართლო პროცესზეც ისაუბრა. ამბერ ჰერდმა ჩვენება მისცა, რომ მას "გაურკვეველი ჭორი" ჰქონდა გაგონილი, რომლის მიხედვითაც დეპმა, 90-იან წლებში, სანამ ის და ქეითი ერთმანეთს ხვდებოდნენ, ხელი კრა მოსს და კიბიდან დააგორა. ამ ბრალდების უარსაყოფად დეპმა მოსს დაურეკა და მოწმედ მისვლა სთხოვა. "მას ჩემთვის ხელი არასოდეს უკრავს. სიმართლე უნდა მეთქვა", - უთხრა ლავერნს სუპერმოდელმა.

2004 წელს ქეითმა ოფიციალურად მიატოვა სამოდელო კარიერა, 2016 წელს კი საკუთარი სამოდელო სააგენტო დააარსა, რომლის ერთ-ერთი წამყვანი სახე ახლა მისი ქალიშვილი, ლილა მოსია.

ამ თვეში, ქეით მოსი დიეტური "კოკა-კოლას" კრეატიულ დირექტორად დანიშნეს. ამავე თანამდებობაზე ადრე მოდის ტიტანები, კარლ ლაგერფილდი, ჯან პოლ გოტიე და მარკ ჯეიკობსი იყვნენ.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა