პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ მარნეულში, გოგოს მოტაცებისთვის, 2 პირი დააკავა
პოლიციამ მარნეულში, გოგოს მოტაცებისთვის, 2 პირი დააკავა

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 33 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­მაც მარ­ნე­ულ­ში, ცო­ლად შერ­თვის მიზ­ნით გო­გო­ნა გა­ი­ტა­ცა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კაშ­ვი­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბა­ში კი­დევ ერთ პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ასე­ვე და­ა­კა­ვეს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ნ.ნ. და 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.მ. თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ნ.ნ.-მ, ცო­ლად შერ­თვის მიზ­ნით, 2002 წელს და­ბა­დე­ბულ ფ. ო.- ს თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თა. აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ­ჟა­მად ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლი რ.მ.-ც.

პო­ლი­ცი­ამ, ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, გა­ტა­ცე­ბუ­ლი გო­გო­ნას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და­ად­გი­ნა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნ.ნ. და რ.მ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

პოლიციამ მარნეულში, გოგოს მოტაცებისთვის, 2 პირი დააკავა

პოლიციამ მარნეულში, გოგოს მოტაცებისთვის, 2 პირი დააკავა

სამართალდამცავებმა 33 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც მარნეულში, ცოლად შერთვის მიზნით გოგონა გაიტაცა და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულთან დაკაშვირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულებრივ ქმედებაში კიდევ ერთ პირი მონაწილეობდა, რომელიც სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ. და 1977 წელს დაბადებული რ.მ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2002 წელს დაბადებულ ფ. ო.- ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული რ.მ.-ც.

პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა.

სამართალდამცველებმა ნ.ნ. და რ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.