Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"არ წამიკითხავს, რას ჰქვია? -  წაიკითხოს და გაგვცეს პასუხი" - დიმიტრი ხუნდაძე ყაველაშვილის წერილთან დაკავშირებით კელი დეგნანის კომენტარზე
"არ წამიკითხავს, რას ჰქვია? -  წაიკითხოს და გაგვცეს პასუხი" - დიმიტრი ხუნდაძე ყაველაშვილის წერილთან დაკავშირებით კელი დეგნანის კომენტარზე

"წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, როცა აშშ-ის ელჩი არ კი­თხუ­ლობს მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს და გვე­უბ­ნე­ბა, რომ "არ წა­მი­კი­თხავს". რას ნიშ­ნავს"ვერ წა­ვი­კი­თხე"? „რვე­უ­ლი დამ­რჩა, თუ დრო არ მეყო?“ , მი­უ­ღე­ბე­ლია, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი,“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყო­ფი­ლი წევ­რი დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელ­ჩის, კელი დეგ­ნა­ნის კო­მენ­ტარს, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის წე­რილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც წე­რი­ლი „სავ­სე იყო ტყუ­ი­ლე­ბით და კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ე­ბით" რაც ბო­ლომ­დე ვერ წა­ი­კი­თხა.

დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის შე­ფა­სე­ბით, აშშ-ის ელჩს შე­ეძ­ლო მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა უფრო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ენით გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

"პა­სუ­ხი ზო­გა­დად ელ­ჩის და მით უმე­ტეს აშშ-ის და ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე დას­მულ კი­თხვა­ზე, „მე არ წა­მი­კი­თხავს“... უკაც­რა­ვად, ეს ეხე­ბა ჩემი ქვეყ­ნის ხვა­ლინ­დე­ლი დღის ძა­ლი­ან მძი­მე შე­საძ­ლო გან­ვი­თა­რე­ბას, ეს ეხე­ბა ჩემი ქვეყ­ნის და სა­ზღვრე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას და არ წა­მი­კი­თხავს რას ჰქვია? მო­დით, წა­ი­კი­თხოს და გაგ­ვცეს პა­სუ­ხი. არ­სე­ბობს კი­თხვი­სა­გან თა­ვის არი­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, მით უმე­ტეს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ენით, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ენი­თაც შე­იძ­ლე­ბო­და თქმა ამი­სა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მძი­მე იყო, რომ „მე არ წა­მი­კი­თხავს და ეს იყო ტყუ­ი­ლი“ რო­მე­ლი იყო ტყუ­ი­ლი? სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა რაც თქვა, რომ ურ­ჩევ­ნია ბომ­ბე­ბი ცვი­ო­დეს, ვიდ­რე სან­ქცი­ებ­ში არ მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლომ, თუ ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბის შექ­მნა იყო ტყუ­ი­ლი? ამა­ზე ვი­თხოვ­დით მის შე­ფა­სე­ბას ან გა­მი­ჯვნას ან უარ­ყო­ფას და ამა­ზე თქვა, რომ ტყუ­ი­ლი­აო. ჩემი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვი­თხოვ­დით და ახ­ლაც მა­ინ­ტე­რე­სებს“, - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ.

დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის გან­ცხა­დე­ბით, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლო­დან ელჩი გა­იწ­ვია ან უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა ან კი­დევ მე­ომ­რე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი თვითმფრი­ნა­ვის სა­ქარ­თვე­ლო­დან უკ­რა­ი­ნა­ში გაგ­ზავ­ნა­ზე იყო სა­უ­ბა­რი აშშ-ის ელჩს გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია და არ გა­მი­ჯვნია ამ ფაქ­ტებს.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, „ეს არის ელ­ჩის შეც­დო­მე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან მძი­მედ და­უჯ­დეს“

„უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა თქვა თუ არა, რომ შე­ეშ­ვე­ლე­ბო­და უკ­რა­ი­ნას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც დე­დე­ბი­სა და შვი­ლე­ბის მსხვერ­პლი ყო­ფი­ლი­ყო და ომი და­წყე­ბუ­ლი­ყო, იყო თუ არა ეს? ნამ­დვი­ლად იყო ხომ? მა­შინ აშშ-ის ელჩი რა­ტომ არ ემიჯ­ნე­ბა? რო­დე­საც ეს პრო­ცე­სი მი­დი­ო­და, ზე­ლენ­სკიმ გა­იწ­ვია უკ­რა­ი­ნის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­დან, ესეც იყო ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბის და დესტრუქ­ცი­ის მცდე­ლო­ბის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი. იყო თუ არა ასე? რა­ტომ არ იყო აშშ-ის ელ­ჩის შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ან რჩე­ვა თუნ­დაც, რომ ეს არ გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო? იყო თუ არა მცდე­ლო­ბა, რომ მე­ომ­რე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი თვითმფრი­ნა­ვით სა­ქარ­თვე­ლო­დან უკ­რა­ი­ნა­ში წა­სუ­ლიყ­ვნენ? და სხვა­თა შო­რის, როცა მსგავ­სი რამ ამე­რი­კა­ში ხდე­ბო­და, ბა­ი­დენ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­წია, ჩვენ­თან სად იყო აშშ-ის ელჩი? ეს ფაქ­ტე­ბია, ეს ფაქ­ტე­ბი გროვ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ.

ალექს
0

ამერიკას აქვს სანიმუშო ინსტიტუციონალურად გამართული , გამოცდილი და ეფქტური ბიზნესისა და ბიზნესმენის მრავალმხრივი დაცვის და უპირატესი ხელშეწყობის სისტემა , რომელიც დაცვას როგორც ერთეული კოლეგების , მონოპოლიების და კარტელების შესაძლო არაჯანსაღი კონკურენციისაგან, ისევე სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო , სანებართვე , ამკრძალავი ძალადობისგანაც , მათ შორის უფლებამოსილებათა ბოროტად გამოყენებისა და არაკომპეტენტურობისგანაც იცავს ! ამ სისტემით გამსწჭვალულია ერის ცხოვრების მთელი ველი ტერიტორიულ დარგობრივ და დროის ჭრილში და ეს სისტემა პოლიტიკური მდგრადობის ხერხემალიც გახლავთ ! ამერიკა , ეს ბიზნეს ერია , თავისუფალი და დემოკრატი , აბა მიდი წაართვი რამე მატერიალური ან არამატერიალური , დაუწერე აბა ტყული საგადასახადო ჯარიმა ქრთამის გამოსაძალად , შეუზღუდე აბა კონკურენტული ველი , ხმა არ მიაცემინო არჩევნბში, ან ხმა გაუყალბე , უმალ ჩაილურის წყალს დალევს ასეთი ჩინოვნიკი , გინდა პრეზიდენტი იყოს , არ დამიწყოთ ახლა არაო, კითქო ! სამწუხაროდ არასოდეს გამიგია ელჩებისაგან , მოდით ბიჭებო გადაიღეთ ეს ყველაფერი ჩვენგანო , არა ლგბტ დაიცავი და მიტოვებული კარმიდმო ჯამფაზიას და ამბროზიას მიეციო !?

ავტორი:

"არ წამიკითხავს, რას ჰქვია? -  წაიკითხოს და გაგვცეს პასუხი" - დიმიტრი ხუნდაძე ყაველაშვილის წერილთან დაკავშირებით კელი დეგნანის კომენტარზე

"არ წამიკითხავს, რას ჰქვია? -  წაიკითხოს და გაგვცეს პასუხი" - დიმიტრი ხუნდაძე ყაველაშვილის წერილთან დაკავშირებით კელი დეგნანის კომენტარზე

"წარმოუდგენელია, როცა აშშ-ის ელჩი არ კითხულობს მნიშვნელოვან საკითხს და გვეუბნება, რომ "არ წამიკითხავს". რას ნიშნავს"ვერ წავიკითხე"? „რვეული დამრჩა, თუ დრო არ მეყო?“ , მიუღებელია, - ასე ეხმაურება პარლამენტის დეპუტატი,“ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის კომენტარს, მიხეილ ყაველაშვილის წერილთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც წერილი „სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით" რაც ბოლომდე ვერ წაიკითხა.

დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, აშშ-ის ელჩს შეეძლო მსგავსი განცხადება უფრო დიპლომატიური ენით გაეკეთებინა.

"პასუხი ზოგადად ელჩის და მით უმეტეს აშშ-ის და ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე დასმულ კითხვაზე, „მე არ წამიკითხავს“... უკაცრავად, ეს ეხება ჩემი ქვეყნის ხვალინდელი დღის ძალიან მძიმე შესაძლო განვითარებას, ეს ეხება ჩემი ქვეყნის და საზღვრების უსაფრთხოებას და არ წამიკითხავს რას ჰქვია? მოდით, წაიკითხოს და გაგვცეს პასუხი. არსებობს კითხვისაგან თავის არიდების მექანიზმები, მით უმეტეს დიპლომატიური ენით, დიპლომატიური ენითაც შეიძლებოდა თქმა ამისა, მაგრამ ყველაზე მძიმე იყო, რომ „მე არ წამიკითხავს და ეს იყო ტყუილი“ რომელი იყო ტყუილი? სახალხო დამცველმა რაც თქვა, რომ ურჩევნია ბომბები ცვიოდეს, ვიდრე სანქციებში არ მიიღოს მონაწილეობა საქართველომ, თუ ტექნიკური მთავრობის შექმნა იყო ტყუილი? ამაზე ვითხოვდით მის შეფასებას ან გამიჯვნას ან უარყოფას და ამაზე თქვა, რომ ტყუილიაო. ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვითხოვდით და ახლაც მაინტერესებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია ან უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობაზე ისაუბრა ან კიდევ მეომრებით დატვირთული თვითმფრინავის საქართველოდან უკრაინაში გაგზავნაზე იყო საუბარი აშშ-ის ელჩს განცხადება არ გაუკეთებია და არ გამიჯვნია ამ ფაქტებს.

მისივე შეფასებით, „ეს არის ელჩის შეცდომები, რომელიც შეიძლება საქართველოს ძალიან მძიმედ დაუჯდეს“

„უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა თუ არა, რომ შეეშველებოდა უკრაინას, რომ საქართველოშიც დედებისა და შვილების მსხვერპლი ყოფილიყო და ომი დაწყებულიყო, იყო თუ არა ეს? ნამდვილად იყო ხომ? მაშინ აშშ-ის ელჩი რატომ არ ემიჯნება? როდესაც ეს პროცესი მიდიოდა, ზელენსკიმ გაიწვია უკრაინის ელჩი საქართველოდან, ესეც იყო ქვეყანაში არეულობის და დესტრუქციის მცდელობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. იყო თუ არა ასე? რატომ არ იყო აშშ-ის ელჩის შესაბამისი განცხადება ან რჩევა თუნდაც, რომ ეს არ გაკეთებულიყო? იყო თუ არა მცდელობა, რომ მეომრებით დატვირთული თვითმფრინავით საქართველოდან უკრაინაში წასულიყვნენ? და სხვათა შორის, როცა მსგავსი რამ ამერიკაში ხდებოდა, ბაიდენმა წინააღმდეგობა გაწია, ჩვენთან სად იყო აშშ-ის ელჩი? ეს ფაქტებია, ეს ფაქტები გროვდება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.