პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყაველაშვილის, ხუნდაძისა და სუბარის მხარდასაჭერად, ლაგოდეხში, ჭიათურასა და თერჯოლაში "ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა დატოვეს
ყაველაშვილის, ხუნდაძისა და სუბარის მხარდასაჭერად, ლაგოდეხში, ჭიათურასა და თერჯოლაში "ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა დატოვეს

ლა­გო­დეხ­ში, ჭი­ა­თუ­რა­სა და თერ­ჯო­ლა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და პარ­ტია და­ტო­ვეს. რო­გორც ისი­ნი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმ პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად მი­ი­ღეს, რო­მელ­თაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ცოტა ხნის წინ და­ტო­ვეს - სა­უ­ბა­რია მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­ზე, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე­სა და სო­ზარ სუ­ბარ­ზე. ამას­თან, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ აშშ-ის ელ­ჩის, კელი დეგ­ნა­ნის მი­მართ იმ გან­ცხა­დე­ბის გამო, რომ­ლი­თაც დეგ­ნა­ნი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის მიერ მის­და­მი გან­კუთ­ვნილ სა­ჯა­რო წე­რილს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

თა­ნამ­დე­ბო­ბა და პარ­ტია ჭი­ა­თუ­რის საკ­რე­ბუ­ლოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, ნიკა სამ­ხა­რა­ძემ, ლა­გო­დე­ხის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, გი­ორ­გი ღამ­ბა­ში­ძემ და თერ­ჯო­ლის საკ­რე­ბუ­ლო­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, ომარ ჯიხ­ვაშ­ვილ­მა და­ტო­ვეს.

ჭი­ა­თუ­რის საკ­რე­ბუ­ლოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის უკვე ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, ნიკა სამ­ხა­რა­ძის თქმით, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძეს და სო­ზარ სუ­ბარს სჭირ­დე­ბათ მხარ­და­ჭე­რა "ძა­ლი­ან რთულ, რე­ა­ლუ­რად ევ­რო­პულ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და დე­მოკ­რა­ტი­ის კი­დევ უფრო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის­თვის ბრძო­ლის გზა­ზე“.

"ზუს­ტად ვხვდე­ბი, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ გა­სულ პარ­ლა­მენ­ტის სა­მი­ვე წევ­რს ჩვენ­ზე ათას­ჯერ მეტი ინ­ფორ­მა­ცია აქვს, მაგ­რამ ვთვლი, რომ ამ ხალ­ხს ჩვენ­გა­ნაც მხარ­და­ჭე­რა ჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან რთულ, რე­ა­ლუ­რად ევ­რო­პულ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და დე­მოკ­რა­ტი­ის კი­დევ უფრო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის­თვის ბრძო­ლის გზა­ზე. ამი­ტომ მეც ვტო­ვებ და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბას და პარ­ტი­ას. ამით ჩვენს საკ­რე­ბუ­ლო­ში "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ნამ­დვი­ლად არ ექ­მნე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბის პრობ­ლე­მა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში ასე არ მო­ვიქ­ცე­ო­დი.

დიდი მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ჩემს თა­ნა­გუნ­დელს ყვე­ლაფ­რის­თვის. იმე­დია არ მი­წყე­ნენ. ჩემი აზ­რით ბევ­რი ისე­თი რა­მეა პირ­და­პირ სათ­ქმე­ლი, რო­მე­ლიც და­ა­ზღვევს, რომ ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბი ცე­კას წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­ვით არ გვე­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ. ამ სი­ტყვებ­ში არ შე­იძ­ლე­ბა ჩემს კო­ლე­გა გი­ორ­გი ღამ­ბა­ში­ძეს არ და­ე­თან­ხმო“, - ნათ­ქვა­მია ნიკა სამ­ხა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

თერ­ჯო­ლის საკ­რე­ბუ­ლო­ში ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე­ო­ბი­დან გა­დამ­დგა­რი ომარ ჯიხ­ვაშ­ვი­ლი გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ამ­ბობს, რომ "რო­დე­საც კი­თხვე­ბი არის, ამ კი­თხვებს პა­სუ­ხე­ბი ჭირ­დე­ბა“.

"ზოგ­ჯერ თქმა სჯობს არა თქმა­სა, ზოგ­ჯერ თქმი­თაც და­შავ­დე­ბის - ყვე­ლას გვახ­სოვს ხო? ხოდა, მეც მგო­ნია, რომ ახლა თქმა სჯობს! რო­დე­საც კი­თხვე­ბი არის, ამ კი­თხვებს პა­სუ­ხე­ბი ჭირ­დე­ბა. ვერ ვი­ჯე­რებ, რომ ჩვენს ახლო მე­გობ­რებს და პარტნი­ო­რებს ოკე­ა­ნის იქით მო­წონ­დეთ მათი წარ­მო­მად­გენ­ლის მოქ­მე­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­დე­საც ის იმის მა­გივ­რად, რომ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხებს სცემ­დეს და ემიჯ­ნე­ბო­დეს ომის მო­წო­დე­ბებს, შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს უმ­რავ­ლე­სო­ბით არ­ჩე­ულ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, რო­მელ­მაც გა­ბე­და მის­თვის წე­რი­ლის მი­წე­რა.

თუ რა­მო­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა უნდა იტ­ვირ­თოს ასე­თი სი­მარ­თლის თქმა, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის­გან, მეს­მის, რომ ძა­ლი­ან ძნე­ლია, მეც მინ­და მათ რიგ­ში ვიყო. ამი­ტომ ვტო­ვებ ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე­ო­ბას თერ­ჯო­ლის საკ­რე­ბუ­ლო­ში და პარ­ტი­ას“, - წე­რია ჯიხ­ვაშ­ვი­ლის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ლა­გო­დე­ხის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე კი აცხა­დებს, რომ მის "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში არ ჯდე­ბა, რომ მთა­ვა­რი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ში, მის­თვის გან­კუთ­ვნილ წე­რილს ბო­ლომ­დეც კი არ კი­თხუ­ლობს“.

"ამ ჩემს "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ არ ჯდე­ბა, რომ მთა­ვა­რი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ში, მის­თვის გან­კუთ­ვნილ წე­რილს ბო­ლომ­დეც კი არ კი­თხუ­ლობს, ისე აყე­ნებს მძი­მე შე­უ­რა­ცხყო­ფას სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, მიშა ყა­ვე­ლაშ­ვილს. პი­რა­დად ჩემ­თვის ეს სა­გან­გა­შო ამ­ბა­ვი და წი­თე­ლი ხა­ზია.

რა­ტომ? მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა ამე­რი­კა­ში მსგავ­სი რამ რომ თქვას კონ­გრეს­მენ­ზე ან სე­ნა­ტორ­ზე, არ გახ­დე­ბა ის ელჩი გა­მო­საწ­ვე­ვი? და პი­რი­ქით - აქ არა­ფე­რი არ მომ­ხდა­რა? მეც მივ­მარ­თავ ქალ­ბა­ტონ ელჩს, და­ა­სა­ხე­ლოს თუნ­დაც ერთი ტყუ­ი­ლი, რაც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის წე­რილ­ში იყო მი­თი­თე­ბუ­ლი და პა­სუ­ხი გას­ცეს დას­მულ კი­თხვებს. მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნამ­დვი­ლად აზი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს და ამე­რი­კის ამ­დე­ნი წლის ნა­შე­ნებ მე­გობ­რო­ბას და ურ­თი­ერ­თო­ბას“, - წერს გი­ორ­გი ღამ­ბა­ში­ძე.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
1

ესეიგი ოღონდ ხელისუფლებაში იყვნენ მუდმივად აღარ იციან რა მოიფიქრონ რა ხიბლი აქვს ასეთი მანდ ყოფნას ვერაფრით ვერ გქმიგია

P
1

Სრული მარაზმია ქოცნების მმართველობა და დასასრულიც მძიმე ექნება,იმედია ქვეყანა ძალიან მძიმედ არ დაზარალდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ყაველაშვილის, ხუნდაძისა და სუბარის მხარდასაჭერად, ლაგოდეხში, ჭიათურასა და თერჯოლაში "ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა დატოვეს

ყაველაშვილის, ხუნდაძისა და სუბარის მხარდასაჭერად, ლაგოდეხში, ჭიათურასა და თერჯოლაში "ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა დატოვეს

ლაგოდეხში, ჭიათურასა და თერჯოლაში "ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა და პარტია დატოვეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება იმ პარლამენტარების მხარდასაჭერად მიიღეს, რომელთაც "ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვეს - საუბარია მიხეილ ყაველაშვილზე, დიმიტრი ხუნდაძესა და სოზარ სუბარზე. ამასთან, საკრებულოს წევრები უკმაყოფილებას გამოხატავენ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ იმ განცხადების გამო, რომლითაც დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის მიერ მისდამი განკუთვნილ საჯარო წერილს გამოეხმაურა.

თანამდებობა და პარტია ჭიათურის საკრებულოს "ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა სამხარაძემ, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ და თერჯოლის საკრებულოში "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ომარ ჯიხვაშვილმა დატოვეს.

ჭიათურის საკრებულოს "ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილის, ნიკა სამხარაძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილს, დიმიტრი ხუნდაძეს და სოზარ სუბარს სჭირდებათ მხარდაჭერა "ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე“.

"ზუსტად ვხვდები, რომ "ქართული ოცნებიდან“ გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა ჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე. ამიტომ მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში "ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი.

დიდი მადლობა თითოეულ ჩემს თანაგუნდელს ყველაფრისთვის. იმედია არ მიწყენენ. ჩემი აზრით ბევრი ისეთი რამეა პირდაპირ სათქმელი, რომელიც დააზღვევს, რომ ნამდვილი მეგობრები ცეკას წარმომადგენლებივით არ გველაპარაკებოდნენ. ამ სიტყვებში არ შეიძლება ჩემს კოლეგა გიორგი ღამბაშიძეს არ დაეთანხმო“, - ნათქვამია ნიკა სამხარაძის განცხადებაში.

თერჯოლის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეობიდან გადამდგარი ომარ ჯიხვაშვილი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ "როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები ჭირდება“.

"ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების - ყველას გვახსოვს ხო? ხოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს! როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები ჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს სცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა.

თუ რამოდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა მათ რიგში ვიყო. ამიტომ ვტოვებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას“, - წერია ჯიხვაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე კი აცხადებს, რომ მის "ქართულ ოცნებაში არ ჯდება, რომ მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს“.

"ამ ჩემს "ქართულ ოცნებაში“ არ ჯდება, რომ მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს, ისე აყენებს მძიმე შეურაცხყოფას საქართველოს პარლამენტის წევრს, მიშა ყაველაშვილს. პირადად ჩემთვის ეს საგანგაშო ამბავი და წითელი ხაზია.

რატომ? მაგალითად, საქართველოს ელჩმა ამერიკაში მსგავსი რამ რომ თქვას კონგრესმენზე ან სენატორზე, არ გახდება ის ელჩი გამოსაწვევი? და პირიქით - აქ არაფერი არ მომხდარა? მეც მივმართავ ქალბატონ ელჩს, დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რაც პარლამენტის წევრის წერილში იყო მითითებული და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს. მისი დამოკიდებულება ნამდვილად აზიანებს საქართველოს და ამერიკის ამდენი წლის ნაშენებ მეგობრობას და ურთიერთობას“, - წერს გიორგი ღამბაშიძე.