Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
KIU-ს მიურალები სტრიტ არტის მსოფლიო რუკაზეა
KIU-ს მიურალები სტრიტ არტის მსოფლიო რუკაზეა

სულ რა­ღაც ორი წე­ლია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და­ი­წყო ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ერთ-ერ­თმა უდი­დეს­მა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­მა - KIU-მ. გახ­სნი­დან მე­ო­რე წელს იგი უკვე ით­ვლე­ბა, რო­გორც ლი­დე­რი და წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი რე­გი­ონ­ში და სხვა­დას­ხვა რე­ი­ტინ­გის სა­თა­ვე­შია. სა­ინ­ტე­რე­სოა KIU-ს არა მხო­ლოდ პროგ­რა­მე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი და სტუ­დენ­ტთა აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი, არა­მედ მისი ჩარ­თუ­ლო­ბა ამა თუ იმ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კულ­ტუ­რულ აქ­ტი­ვო­ბა­ში. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში KIU-მ უმას­პინ­ძლა სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექტს და ღო­ნის­ძი­ე­ბას. სულ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ჰა­ბად, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც უყ­რის სა­ფუძ­ველს მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებს და ასე­ვე მას­პინ­ძლობს რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო, ისე სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ფეს­ტი­ვა­ლებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

გა­სულ წელს KIU მი­უ­რა­ლე­ბის მსოფ­ლიო რუ­კა­ზეც და­ფიქ­სირ­და. ამის მი­ზე­ზი 2020 წელს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მარ­თუ­ლი მი­უ­რა­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი KIU MURAL FEST გახ­ლავთ. პრო­ექ­ტზე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რი და მო­ქან­და­კე ბე­სიკ მა­ზი­აშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და. ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქს რა­მო­დე­ნი­მე თვით ეს­ტუმრნენ და KIU-ს ფე­რა­დი შე­ნო­ბე­ბი და მას­ზე შექ­მნი­ლი სივ­რცი­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი ღია ცის ქვეშ გა­დაშ­ლილ გა­ლე­რე­ად აქ­ცი­ეს.

მხატ­ვრებს შო­რის, რომ­ლე­ბიც ქუ­თა­ის­ში მუ­შა­ობ­დნენ, არი­ან არ­ტის­ტე­ბი გერ­მა­ნი­ი­დან, სერ­ბე­თი­დან, სა­ბერ­ძნე­თი­დან, რომ­ლებ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქი და არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი კე­დე­ლი აქვთ მო­ხა­ტუ­ლი. პრო­ექ­ტში ასე­ვე ჩარ­თულ­ნი იყ­ვნენ ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნე­ბი, რო­მელ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბიც ასე­ვე გან­თავ­სდა კამ­პუ­სის შე­ნო­ბე­ბის კედ­ლებ­ზე.

დღეს KIU-ს კამ­პუს­ში ვი­ზი­ტი­სას სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, იხი­ლონ ისე­თი უნი­კა­ლუ­რი და გა­მორ­ჩე­უ­ლი კედ­ლის მხატ­ვრო­ბა, რო­გო­რი­ცაა:

  1. „გო­გო­ნა კა­ტით“ - მი­უ­რა­ლი შექ­მნა ცნო­ბილ­მა სერბმა არ­ტის­ტმა Artez. მას­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და გერ­მა­ნე­ლი ხე­ლო­ვა­ნი KUBA;
  2. „მო­აზ­როვ­ნე და ბუმ­ბუ­ლი“ - გახ­ლავთ ცნო­ბი­ლი ბერ­ძე­ნი მხატ­ვრის Ino-ს ნა­მუ­შე­ვა­რი;
  3. „ნდო­ბა“ - სტრიტ არ­ტის საკ­მა­ოდ ინო­ვა­ცი­უ­რი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნი­მუ­ში შექ­მნა გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვრე­ბის გუნ­დმა Innerfields;
  4. „ზრუნ­ვა“ - ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის - ირაკ­ლი ქა­დე­იშ­ვი­ლი­სა და ზვი­ად ესარ­თი­ას მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი ნა­მუ­შე­ვა­რია KIU-ს სივ­რცე­ში;
  5. მო­ნუ­მენ­ტუ­რი მხატ­ვრო­ბა, სა­დაც ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცია გა­მო­სა­ხუ­ლი - შე­ას­რუ­ლა გერ­მა­ნელ­მა მხატ­ვარ­მა Case Maclaim; ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნის ნა­მუ­შე­ვა­რი დღეს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად ტუ­რის­ტე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ტუ­რე­ბიც კი იქ­მნე­ბა.
  6. „ცოდ­ნის ძალა“ - მი­უ­რალ­ზე იმუ­შა­ვა ქუ­ჩის მხატ­ვრო­ბის ერთ-ერ­თმა ცნო­ბილ­მა ვარ­სკვლავ­მა, გერ­მა­ნელ­მა არ­ტის­ტმა Matthias Mross. ნა­მუ­შე­ვა­რი დღეს სტუ­დენ­ტე­ბის ფა­ვო­რიტ ნა­მუ­შევ­რა­დაც კი ით­ვლე­ბა.

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის მიერ KIU-ს სივ­რცე­ში შექ­მნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი ასა­ხუ­ლია მი­უ­რა­ლე­ბის მსოფ­ლიო რუ­კა­ზე. ქუ­ჩის მხატ­ვრო­ბის სა­ნა­ხა­ვად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ქა­ლაქ­ში არა­ერ­თი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი სტუმ­რობს. გა­სულ წელს აღ­ნიშ­ნუ­ლი „ფე­რა­დი გა­ლე­რი­ის“ შე­სა­ხებ არა­ერ­თი მა­სა­ლა და­ი­ბეჭ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ცე­მებ­ში, რა­მაც კი­დევ უფრო გა­ზარ­და მი­უ­რა­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბის ინ­ტე­რე­სი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რებს ქუ­თა­ი­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში სტუმ­რო­ბი­სას შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, იხი­ლონ რო­გორც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად აღ­ჭურ­ვი­ლი ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე კამ­პუ­სი, ისე მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ხე­ლო­ვა­ნე­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი.

KIU-ს სტუ­დენ­ტურ სა­ცხოვ­რებ­ლებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ფე­რა­დი და გა­მორ­ჩე­უ­ლი მი­უ­რა­ლე­ბის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია სტრიტ არ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო პორ­ტალ­ზე street art cities : https://streetartcities.com/

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცი
0

ეს უნივერსიტეტი ვირტუალურად არსებობს

ივა
0

ივანიშვილის უნივერსიტეტი ვის რად უნდა?!. მენეჯმენტიც ისეთი ეყოლება როგორიც მთავრობაში ყავს, გაუნათლებლები.

ავტორი:

KIU-ს მიურალები სტრიტ არტის მსოფლიო რუკაზეა

KIU-ს მიურალები სტრიტ არტის მსოფლიო რუკაზეა

სულ რაღაც ორი წელია, რაც საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო ამიერკავკასიაში ერთ-ერთმა უდიდესმა საუნივერსიტეტო ქალაქმა - KIU-მ. გახსნიდან მეორე წელს იგი უკვე ითვლება, როგორც ლიდერი და წამყვანი უნივერსიტეტი რეგიონში და სხვადასხვა რეიტინგის სათავეშია. საინტერესოა KIU-ს არა მხოლოდ პროგრამები, პროექტები და სტუდენტთა აკადემიური მიღწევები, არამედ მისი ჩართულობა ამა თუ იმ საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობაში. ორი წლის განმავლობაში KIU-მ უმასპინძლა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტს და ღონისძიებას. სულ მოკლე პერიოდში ჩამოყალიბდა განათლებისა და კულტურის ჰაბად, რომელიც თავადაც უყრის საფუძველს მნიშვნელოვან პროექტებს და ასევე მასპინძლობს როგორც სამეცნიერო, ისე სახელოვნებო ფესტივალებსა და ღონისძიებებს.

გასულ წელს KIU მიურალების მსოფლიო რუკაზეც დაფიქსირდა. ამის მიზეზი 2020 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართული მიურალების საერთაშორისო ფესტივალი KIU MURAL FEST გახლავთ. პროექტზე ცნობილი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე ბესიკ მაზიაშვილი მუშაობდა. ფესტივალის ფარგლებში, მსოფლიოში ცნობილი მხატვრები საუნივერსიტეტო ქალაქს რამოდენიმე თვით ესტუმრნენ და KIU-ს ფერადი შენობები და მასზე შექმნილი სივრცითი ნამუშევრები ღია ცის ქვეშ გადაშლილ გალერეად აქციეს.

მხატვრებს შორის, რომლებიც ქუთაისში მუშაობდნენ, არიან არტისტები გერმანიიდან, სერბეთიდან, საბერძნეთიდან, რომლებსაც წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი და არაერთი ცნობილი კედელი აქვთ მოხატული. პროექტში ასევე ჩართულნი იყვნენ ქართველი ახალგაზრდა ხელოვანები, რომელთა ნამუშევრებიც ასევე განთავსდა კამპუსის შენობების კედლებზე.

დღეს KIU-ს კამპუსში ვიზიტისას სტუმრებს საშუალება აქვთ, იხილონ ისეთი უნიკალური და გამორჩეული კედლის მხატვრობა, როგორიცაა:

  1. „გოგონა კატით“ - მიურალი შექმნა ცნობილმა სერბმა არტისტმა Artez. მასთან ერთად მუშაობდა გერმანელი ხელოვანი KUBA;
  2. „მოაზროვნე და ბუმბული“ - გახლავთ ცნობილი ბერძენი მხატვრის Ino-ს ნამუშევარი;
  3. „ნდობა“ - სტრიტ არტის საკმაოდ ინოვაციური და განსხვავებული ნიმუში შექმნა გერმანელი მხატვრების გუნდმა Innerfields;
  4. „ზრუნვა“ - ქართველი ახალგაზრდების - ირაკლი ქადეიშვილისა და ზვიად ესართიას მიერ შესრულებული ყველაზე ფერადი ნამუშევარია KIU-ს სივრცეში;
  5. მონუმენტური მხატვრობა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცია გამოსახული - შეასრულა გერმანელმა მხატვარმა Case Maclaim; ცნობილი ხელოვანის ნამუშევარი დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშია წარმოდგენილი და მის დასათვალიერებლად ტურისტებისთვის სპეციალური ტურებიც კი იქმნება.
  6. „ცოდნის ძალა“ - მიურალზე იმუშავა ქუჩის მხატვრობის ერთ-ერთმა ცნობილმა ვარსკვლავმა, გერმანელმა არტისტმა Matthias Mross. ნამუშევარი დღეს სტუდენტების ფავორიტ ნამუშევრადაც კი ითვლება.

მსოფლიოში ცნობილი ხელოვანების მიერ KIU-ს სივრცეში შექმნილი ნამუშევრები ასახულია მიურალების მსოფლიო რუკაზე. ქუჩის მხატვრობის სანახავად საგანმანათლებლო ქალაქში არაერთი დამთვალიერებელი სტუმრობს. გასულ წელს აღნიშნული „ფერადი გალერიის“ შესახებ არაერთი მასალა დაიბეჭდა საერთაშორისო გამოცემებში, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მიურალებით დაინტერესებული ვიზიტორების ინტერესი.

საქართველოში მოგზაურებს ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქში სტუმრობისას შესაძლებლობა აქვთ, იხილონ როგორც ტექნოლოგიურად აღჭურვილი ულტრათანამედროვე კამპუსი, ისე მსოფლიოს წამყვანი ხელოვანების მიერ შესრულებული ნახატები.

KIU-ს სტუდენტურ საცხოვრებლებზე განთავსებული ფერადი და გამორჩეული მიურალების ნახვა შესაძლებელია სტრიტ არტის საერთაშორისო პორტალზე street art cities : https://streetartcities.com/