სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან "კვირის პალიტრასთან" ერთად ახალი სერია „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“
დღეიდან "კვირის პალიტრასთან" ერთად ახალი სერია „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“

წიგ­ნე­ბის სე­რია - „სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­თა ენ­ციკ­ლო­პე­დია“, ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბაა პრო­ექ­ტის ავ­ტო­რის, ექიმ თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლის მიერ მა­ნამ­დე გა­მო­ცე­მუ­ლი, მკი­თხვე­ლის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი წიგ­ნე­ბი­სა: „კა­რა­ბა­დი­ნი“ და „2000 მცე­ნა­რე­უ­ლი რე­ცეპ­ტი“, რომ­ლე­ბიც ფი­ტო­თე­რა­პი­ის მოყ­ვა­რულ­თა შო­რის დღემ­დე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

სე­რია ხუ­თწიგ­ნე­უ­ლია და მას­ში 1200 მცე­ნა­რის შე­სა­ხებ ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ეც­ნო­ბით.

ავ­ტო­რის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

„მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად გვა­ო­ცებს ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბით, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა თუ მკურ­ნა­ლო­ბის სულ უფრო დახ­ვე­წი­ლი მე­თო­დე­ბით, მაგ­რამ რაც უნდა დიდი მიღ­წე­ვე­ბი ჰქონ­დეს მე­დი­ცი­ნას, რო­გო­რი სრულ­ყო­ფი­ლიც უნდა გახ­დეს წამ­ლე­ბი, მცე­ნა­რე­უ­ლი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბას არას­დროს და­კარ­გავს.

ადა­მი­ა­ნი, რო­გორც ბუ­ნე­ბის ნა­წი­ლი, ბუ­ნე­ბი­სა­ვე შექ­მნილ ფლო­რას­თან ბევ­რად ახ­ლო­საა, ვიდ­რე ქი­მი­უ­რად გა­და­მუ­შა­ვე­ბულ ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან. ამი­ტომ, ხში­რად, სულ უბ­რა­ლო მცე­ნა­რე­უ­ლი რე­ცეპ­ტით დამ­ზა­დე­ბუ­ლი წა­მა­ლიც კი, შვე­ბად ექ­ცე­ვა ხოლ­მე მას. დრომ გვაჩ­ვე­ნა, რომ რო­გორც უნდა გან­ვი­თარ­დეს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და რო­გო­რი წამ­ლე­ბიც უნდა გაჩ­ნდეს აფ­თი­ა­ქის თა­რო­ებ­ზე, მათ გვერ­დით არ­სე­ბობს შე­უც­ვლე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ფი­ტო­თე­რა­პი­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი, რო­მელ­თა წყა­ლო­ბით არა­ერ­თი სნე­უ­ლი გან­კურ­ნე­ბუ­ლა.

არ­სე­ბობს სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­თა საკ­მა­ოდ დიდი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც მეც­ნი­ე­რულ­მა მე­დი­ცი­ნამ შე­ის­წავ­ლა, მათი ეფექ­ტუ­რო­ბა სა­მეც­ნი­ე­რო ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბით და­ა­დას­ტუ­რა და აღი­ა­რა კი­დეც ოფი­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ცი­ნის­თვის გა­მო­სა­დეგ სამ­კურ­ნალ­წამ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბად.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ხალ­ხუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბით ჩვე­ნამ­დე მო­სუ­ლი, ამ მცე­ნა­რე­თა სამ­კურ­ნა­ლო ეფექ­ტის შე­სა­ხებ ემ­პი­რი­უ­ლი დას­კვნა, უხ­ში­რეს შემ­თხვე­ვა­ში, მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა.

თქვენ წი­ნა­შეა წიგ­ნე­ბის სე­რია - „სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­თა ენ­ციკ­ლო­პე­დია“, რო­მე­ლიც ხუთ ტო­მად გა­მო­ი­ცე­მა.

ეს სე­რია, ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ში, უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მა გახ­ლავთ, მის უნი­კა­ლუ­რო­ბას კი ის გა­ნა­პი­რო­ბებს, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი 1200-მდე მცე­ნა­რის შე­სა­ხებ ამომ­წუ­რავ, სრულ­ფა­სო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ვუ­ყა­რეთ თავი, მცე­ნა­რე­თა სა­ხე­ლე­ბი ან­ბა­ნუ­რად და­ვა­ლა­გეთ, და­ვურ­თეთ სა­ძი­ებ­ლე­ბი, რე­ცეპ­ტე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის და, რაც მთა­ვა­რია, _ ამ მცე­ნა­რე­თა ფო­ტო­ი­ლუსტრა­ცი­ე­ბი.

შე­ვე­ცა­დეთ, წიგ­ნე­ბი მხო­ლოდ სა­ინ­ფორ­მა­ციო არ ყო­ფი­ლი­ყო და პრაქ­ტი­კუ­ლა­დაც გა­მოს­დგო­მო­და მკი­თხველს. სწო­რედ ამი­ტომ, შე­სა­ვალ ნა­წილ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზეთ სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­თა მოხ­მა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცია.

თი­თო­ე­ულ მცე­ნა­რე­ზე მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით შე­ი­ტყობთ, სად მო­ი­პო­ვე­ბა ეს მცე­ნა­რე, წლის რო­მელ დროს, მისი რა ნა­წი­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სამ­კურ­ნა­ლოდ, რო­გო­რი ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა აქვს, ანუ რა გა­ნა­პი­რო­ბებს მათ სამ­კურ­ნა­ლო ეფექტს, რა დროს გა­მო­გად­გე­ბათ, რო­დის არ შე­იძ­ლე­ბა მათი გა­მო­ყე­ნე­ბა, ბო­ლოს კი, გა­ეც­ნო­ბით რე­ცეპ­ტებს _ ნა­ყე­ნის დამ­ზა­დე­ბი­სა და მი­ღე­ბის შე­სა­ხებ.

წიგ­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა რომ ყვე­ლა­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყო­ფი­ლი­ყო, გა­დავ­წყვი­ტეთ, ილუსტრა­ცი­ე­ბი წიგ­ნის მე­ო­რე ნა­წი­ლის­თვის დაგ­ვერ­თო იმა­ვე თან­მიმ­დევ­რო­ბით, რა თან­მიმ­დევ­რო­ბი­თაც მცე­ნა­რე­ე­ბია და­ლა­გე­ბუ­ლი.

პრო­ექ­ტის ბოლო – მე­ხუ­თე წიგნ­ში, ენ­ციკ­ლო­პე­დი­ურ ნა­წილს და­აგ­ვირ­გვი­ნებს სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს და­ა­ვა­დე­ბა­თა მი­ხედ­ვით და­ლა­გე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი მცე­ნა­რე­უ­ლი ნაკ­რე­ბე­ბის რე­ცეპ­ტე­ბი, ასე­ვე მცე­ნა­რე­თა სა­ძი­ე­ბე­ლი, სა­დაც ნა­ხავთ, ოფი­ცი­ა­ლურ მე­დი­ცი­ნა­ში რო­მე­ლი სის­ტე­მის სამ­კურ­ნა­ლოა ესა თუ ის მცე­ნა­რე.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ზო­გი­ერ­თი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უფრო ვრცე­ლია და სა­მე­დი­ცი­ნო ტერ­მი­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი – ეს სწო­რედ ის მცე­ნა­რე­ე­ბია, რომ­ლე­ბიც უკეთ არის შეს­წავ­ლი­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რულ მე­დი­ცი­ნა­ში. ტექ­სტე­ბი ამ სა­ხით იმ მო­საზ­რე­ბით დავ­ტო­ვეთ, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მე­დი­კოს­თათ­ვი­საც, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ პრაქ­ტი­კა­ში ხში­რად იყე­ნე­ბენ ამ სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბულ პრე­პა­რა­ტებს.

მკი­თხვე­ლი თა­ვად ნა­ხავს, რო­გო­რი კო­ლო­სა­ლუ­რი შრო­მაა გა­წე­უ­ლი პრო­ექ­ტის მზა­დე­ბი­სას.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რმა ადა­მი­ან­მა იცის ბუ­ნე­ბის ფასი, ეს­მის სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­თა მნიშ­ვნე­ლო­ბა. იმე­დი გვაქვს, ასე­თი მკი­თხვე­ლე­ბის­თვის ჩვე­ნი გა­მო­ცე­მა სა­მა­გი­დო სე­რი­ად იქ­ცე­ვა და ამ წიგ­ნე­ბის სა­სი­კე­თო შე­დე­გებ­საც უშურ­ვე­ლად გაგ­ვი­ზი­ა­რებთ“.

***

გა­მო­ცე­მი­დან ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­რი­ის თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 16 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად კი 18 ლარი.

ყო­ვე­ლი ტომი ილუსტრი­რე­ბუ­ლია მცე­ნა­რე­თა ფო­ტო­ე­ბით.

არ გა­მოგრჩეთ! 27 ივ­ნი­სი­დან - I ტომი, „სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­თა ენ­ციკ­ლო­პე­დია“, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად.

წიგ­ნის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ ბიბ­ლუ­სის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში ან სა­იტ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

დღეიდან "კვირის პალიტრასთან" ერთად ახალი სერია „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“

დღეიდან "კვირის პალიტრასთან" ერთად ახალი სერია „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“

წიგნების სერია - „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“, ლოგიკური გაგრძელებაა პროექტის ავტორის, ექიმ თამარ მამაცაშვილის მიერ მანამდე გამოცემული, მკითხველისთვის კარგად ნაცნობი წიგნებისა: „კარაბადინი“ და „2000 მცენარეული რეცეპტი“, რომლებიც ფიტოთერაპიის მოყვარულთა შორის დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სერია ხუთწიგნეულია და მასში 1200 მცენარის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას გაეცნობით.

ავტორის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ:

„მედიცინის მეცნიერება ყოველდღიურად გვაოცებს ახალი აღმოჩენებით, დიაგნოსტირებისა თუ მკურნალობის სულ უფრო დახვეწილი მეთოდებით, მაგრამ რაც უნდა დიდი მიღწევები ჰქონდეს მედიცინას, როგორი სრულყოფილიც უნდა გახდეს წამლები, მცენარეული სამკურნალო საშუალებები მნიშვნელობას არასდროს დაკარგავს.

ადამიანი, როგორც ბუნების ნაწილი, ბუნებისავე შექმნილ ფლორასთან ბევრად ახლოსაა, ვიდრე ქიმიურად გადამუშავებულ ნივთიერებებთან. ამიტომ, ხშირად, სულ უბრალო მცენარეული რეცეპტით დამზადებული წამალიც კი, შვებად ექცევა ხოლმე მას. დრომ გვაჩვენა, რომ როგორც უნდა განვითარდეს ტექნოლოგიები და როგორი წამლებიც უნდა გაჩნდეს აფთიაქის თაროებზე, მათ გვერდით არსებობს შეუცვლელი მნიშვნელობის მქონე ფიტოთერაპიული პრეპარატები, რომელთა წყალობით არაერთი სნეული განკურნებულა.

არსებობს სამკურნალო მცენარეთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც მეცნიერულმა მედიცინამ შეისწავლა, მათი ეფექტურობა სამეცნიერო ექსპერიმენტებით დაადასტურა და აღიარა კიდეც ოფიციალური მედიცინისთვის გამოსადეგ სამკურნალწამლო საშუალებებად.

მნიშვნელოვანია, რომ ხალხური გამოცდილებით ჩვენამდე მოსული, ამ მცენარეთა სამკურნალო ეფექტის შესახებ ემპირიული დასკვნა, უხშირეს შემთხვევაში, მეცნიერული კვლევებითაც დასტურდება.

თქვენ წინაშეა წიგნების სერია - „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“, რომელიც ხუთ ტომად გამოიცემა.

ეს სერია, ქართულ სინამდვილეში, უნიკალური გამოცემა გახლავთ, მის უნიკალურობას კი ის განაპირობებს, რომ მთელ მსოფლიოში გავრცელებული 1200-მდე მცენარის შესახებ ამომწურავ, სრულფასოვან ინფორმაციას მოვუყარეთ თავი, მცენარეთა სახელები ანბანურად დავალაგეთ, დავურთეთ საძიებლები, რეცეპტები პრაქტიკული გამოყენებისათვის და, რაც მთავარია, _ ამ მცენარეთა ფოტოილუსტრაციები.

შევეცადეთ, წიგნები მხოლოდ საინფორმაციო არ ყოფილიყო და პრაქტიკულადაც გამოსდგომოდა მკითხველს. სწორედ ამიტომ, შესავალ ნაწილში შემოგთავაზეთ სამკურნალო მცენარეთა მოხმარებისთვის საჭირო ზოგადი ინფორმაცია.

თითოეულ მცენარეზე მოწოდებული ინფორმაციით შეიტყობთ, სად მოიპოვება ეს მცენარე, წლის რომელ დროს, მისი რა ნაწილი გამოიყენება სამკურნალოდ, როგორი ქიმიური შემადგენლობა აქვს, ანუ რა განაპირობებს მათ სამკურნალო ეფექტს, რა დროს გამოგადგებათ, როდის არ შეიძლება მათი გამოყენება, ბოლოს კი, გაეცნობით რეცეპტებს _ ნაყენის დამზადებისა და მიღების შესახებ.

წიგნების ღირებულება რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, გადავწყვიტეთ, ილუსტრაციები წიგნის მეორე ნაწილისთვის დაგვერთო იმავე თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც მცენარეებია დალაგებული.

პროექტის ბოლო – მეხუთე წიგნში, ენციკლოპედიურ ნაწილს დააგვირგვინებს სხვადასხვა ორგანოს დაავადებათა მიხედვით დალაგებული უნიკალური მცენარეული ნაკრებების რეცეპტები, ასევე მცენარეთა საძიებელი, სადაც ნახავთ, ოფიციალურ მედიცინაში რომელი სისტემის სამკურნალოა ესა თუ ის მცენარე.

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი სამკურნალო საშუალების შესახებ ინფორმაცია უფრო ვრცელია და სამედიცინო ტერმინებით დატვირთული – ეს სწორედ ის მცენარეებია, რომლებიც უკეთ არის შესწავლილი და აღიარებული მეცნიერულ მედიცინაში. ტექსტები ამ სახით იმ მოსაზრებით დავტოვეთ, რომ ეს ინფორმაცია ძალზე საინტერესო იქნება მედიკოსთათვისაც, რომლებიც თავიანთ პრაქტიკაში ხშირად იყენებენ ამ სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებულ პრეპარატებს.

მკითხველი თავად ნახავს, როგორი კოლოსალური შრომაა გაწეული პროექტის მზადებისას.

საქართველოში ბევრმა ადამიანმა იცის ბუნების ფასი, ესმის სამკურნალო მცენარეთა მნიშვნელობა. იმედი გვაქვს, ასეთი მკითხველებისთვის ჩვენი გამოცემა სამაგიდო სერიად იქცევა და ამ წიგნების სასიკეთო შედეგებსაც უშურველად გაგვიზიარებთ“.

***

გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში სერიის თითოეული წიგნის სპეციალური ფასია 16 ლარი, გაზეთთან ერთად კი 18 ლარი.

ყოველი ტომი ილუსტრირებულია მცენარეთა ფოტოებით.

არ გამოგრჩეთ! 27 ივნისიდან - I ტომი, „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით, პრესის გავრცელების წერტილებში ან საიტზე