საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგათ დეპოლარიზაციისკენ - ვის შევჩივლოთ, თქვენი ტრენერი, აკერმანი მკვდარია" - კობახიძე ოპოზიციას
"აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგათ დეპოლარიზაციისკენ - ვის შევჩივლოთ, თქვენი ტრენერი, აკერმანი მკვდარია" - კობახიძე ოპოზიციას

ვი­ცით, რა გა­ვა­კე­თოთ, რომ ერთი ნა­ბი­ჯი მა­ინც გა­დად­გათ დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ. რა გა­ვა­კე­თოთ, ვის შევ­ჩივ­ლოთ, თქვე­ნი ტრე­ნე­რი, აკერ­მა­ნი მკვდა­რია, - ასე მი­მარ­თა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მელ­საც „კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი, აწ­მყო და მო­მა­ვა­ლი აქვს“.

"ცხო­ნე­ბუ­ლის [აკერ­მა­ნის] მი­მართ არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ გვაქვს, ფული გა­და­უ­ხა­დეს და გატ­რე­ნინ­გებ­დათ წა­ლეკ­ვა­ში, რაც 20 ივ­ნისს და­ა­ა­ნონ­სა თქვე­ნი ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ერთ-ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა. თქვენ რომ მო­ნა­წი­ლე­ობ­დით ქვეყ­ნის წა­ლეკ­ვის გეგ­მის შედ­გე­ნა­ში, ეს კი­დევ ერთხელ მოწ­მობს იმას, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი პარ­ტი­ე­ბით, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით და არა­სამ­თავ­რო­ბო მოძ­რა­ო­ბე­ბით.

თქვენ არა­ფე­რი გცხი­ათ ევ­რო­პის. არა­ნა­ი­რი ფორ­მით არ ჰგავ­ხართ ევ­რო­პას, რაც კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რეთ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე. პრე­მი­ე­რი სა­უბ­რობ­და ჩა­ნა­წე­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, ამა­ზე იყო სა­უ­ბა­რი და მა­შინ­ვე გა­მო­ავ­ლი­ნეს უკულ­ტუ­რო­ბა, ჩა­ეჭრ­ნენ პრე­მი­ერს და სცა­დეს მო­ე­წყოთ ობსტრუქ­ცია. ეს არის თქვე­ნი ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რა, ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ არა­ფე­რი გცხი­ათ ევ­რო­პუ­ლო­ბის და ვე­რა­ნა­ირ წვლილს შე­ი­ტანთ ჩვენს ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვა­ში. ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა ჯან­სა­ღი ოპო­ზი­ცია, თუმ­ცა თუ სად­მე გვაქვს ჩვენ უკუს­ვლა, ერ­თა­დერ­თი არის ის, რომ ვე­რაფ­რით ვე­ღირ­სეთ ჯან­საღ, პრო­და­სავ­ლურ ოპო­ზი­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა მო­მა­ვალ­ში ესეც გა­მოს­წორ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ის ასე­ვე შე­ე­ხო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტო­ბის სა­კითხს და აღ­ნიშ­ნა, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ აკე­თებს ყვე­ლა­ფერს იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნამ აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტუ­სი არ მი­ი­ღოს.

"თქვენ ხში­რად გვსაყ­ვე­დუ­რობთ ამ დღე­ებ­ში, რომ კან­დი­და­ტო­ბა არ მოგ­ვცა ევ­რო­კო­მი­სი­ამ დას­კვნა­ში - ნუ, არ ვი­ო­მეთ და კან­დი­და­ტო­ბა არ მოგ­ვცეს. ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით ღიად ვსა­უბ­რობთ, რად­გან ეს არის მაკ­რო­ნის სი­ტყვე­ბი, რომ უკ­რა­ი­ნას მა­გა­ლი­თად ომის გამო აძ­ლე­ვენ კან­დი­და­ტო­ბას, მა­შინ როცა უკ­რა­ი­ნას კან­დი­და­ტო­ბა არ ეკუთ­ვნის. სირ­ცხვი­ლი მე გე­ტყვით რა არის - როცა იო­მებ და მაპ-საც არ გა­ღირ­სე­ბენ, ეს არის თქვე­ნი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გი.

მთე­ლი ამ 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ჩვენ და­ვი­წყეთ კი­თხვა­რის შევ­სე­ბა, თქვენ აწარ­მო­ებ­დით ან­ტი­ევ­რო­პულ, ქვეყ­ნის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კამ­პა­ნი­ას. ერთხელ ვერ ამო­გა­ღერ­ღვი­ნეთ სი­ტყვე­ბი, რომ სა­ქარ­თვე­ლო იმ­სა­ხუ­რებს კან­დი­და­ტო­ბას. ეს არის ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი რამ - ხალ­ხი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან არ იმიჯ­ნე­ბა, რო­დე­საც ევ­რო­კავ­ში­რი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - ქვე­ყა­ნა ან იმ­სა­ხუ­რებს, ან არ იმ­სა­ხუ­რებს კან­დი­და­ტო­ბას. მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი თქვენ და­დი­ხართ ევ­რო­კავ­ში­რის დე­რეფ­ნებ­ში და კა­ბი­ნე­ტებ­ში და ყვე­ლას უმ­ტკი­ცებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო კან­დი­და­ტო­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს - რა­ტომ? იმი­ტომ, რომ თქვენ ხართ ომის და ღა­ლა­ტის პარ­ტია. ისი­ნი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არ მი­ე­ნი­ჭოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nl
5

არ იცის საწყალი, ბორინკა რადნოის ბიჭო

suliko
6

გავრილოვისთვის რომ გვეკითხა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგათ დეპოლარიზაციისკენ - ვის შევჩივლოთ, თქვენი ტრენერი, აკერმანი მკვდარია" - კობახიძე ოპოზიციას

"აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგათ დეპოლარიზაციისკენ - ვის შევჩივლოთ, თქვენი ტრენერი, აკერმანი მკვდარია" - კობახიძე ოპოზიციას

ვიცით, რა გავაკეთოთ, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგათ დეპოლარიზაციისკენ. რა გავაკეთოთ, ვის შევჩივლოთ, თქვენი ტრენერი, აკერმანი მკვდარია, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა, რომელსაც „კრიმინალური წარსული, აწმყო და მომავალი აქვს“.

"ცხონებულის [აკერმანის] მიმართ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, ფული გადაუხადეს და გატრენინგებდათ წალეკვაში, რაც 20 ივნისს დააანონსა თქვენი ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. თქვენ რომ მონაწილეობდით ქვეყნის წალეკვის გეგმის შედგენაში, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა თავისი კუთვნილი პარტიებით, ტელევიზიებით და არასამთავრობო მოძრაობებით.

თქვენ არაფერი გცხიათ ევროპის. არანაირი ფორმით არ ჰგავხართ ევროპას, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურეთ დღევანდელ სხდომაზე. პრემიერი საუბრობდა ჩანაწერის მნიშვნელობაზე, ამაზე იყო საუბარი და მაშინვე გამოავლინეს უკულტურობა, ჩაეჭრნენ პრემიერს და სცადეს მოეწყოთ ობსტრუქცია. ეს არის თქვენი ევროპული კულტურა, ამიტომ ვამბობ, რომ არაფერი გცხიათ ევროპულობის და ვერანაირ წვლილს შეიტანთ ჩვენს ევროპულ პერსპექტივაში. ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, თუმცა თუ სადმე გვაქვს ჩვენ უკუსვლა, ერთადერთი არის ის, რომ ვერაფრით ვეღირსეთ ჯანსაღ, პროდასავლურ ოპოზიციას საქართველოში, თუმცა მომავალში ესეც გამოსწორდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ის ასევე შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის საკითხს და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ქვეყანამ აღნიშნული სტატუსი არ მიიღოს.

"თქვენ ხშირად გვსაყვედურობთ ამ დღეებში, რომ კანდიდატობა არ მოგვცა ევროკომისიამ დასკვნაში - ნუ, არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს. ომთან დაკავშირებით ღიად ვსაუბრობთ, რადგან ეს არის მაკრონის სიტყვები, რომ უკრაინას მაგალითად ომის გამო აძლევენ კანდიდატობას, მაშინ როცა უკრაინას კანდიდატობა არ ეკუთვნის. სირცხვილი მე გეტყვით რა არის - როცა იომებ და მაპ-საც არ გაღირსებენ, ეს არის თქვენი პოლიტიკის შედეგი.

მთელი ამ 1 თვის განმავლობაში, რაც ჩვენ დავიწყეთ კითხვარის შევსება, თქვენ აწარმოებდით ანტიევროპულ, ქვეყნის და ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიას. ერთხელ ვერ ამოგაღერღვინეთ სიტყვები, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატობას. ეს არის ძალიან პრინციპული რამ - ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან არ იმიჯნება, როდესაც ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებას - ქვეყანა ან იმსახურებს, ან არ იმსახურებს კანდიდატობას. მთელი ეს პერიოდი თქვენ დადიხართ ევროკავშირის დერეფნებში და კაბინეტებში და ყველას უმტკიცებთ, რომ საქართველო კანდიდატობას არ იმსახურებს - რატომ? იმიტომ, რომ თქვენ ხართ ომის და ღალატის პარტია. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნახეთ ვიდეო: