Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ნამდვილად არის სილის გაწვნა პუტინისთვის... " - ლიეტუვის თამამი ნაბიჯი: რა შეიძლება მოჰყვეს კალინინგრადის ბლოკირებას?
"ეს ნამდვილად არის სილის გაწვნა პუტინისთვის... " - ლიეტუვის თამამი ნაბიჯი: რა შეიძლება მოჰყვეს კალინინგრადის ბლოკირებას?

18 ივ­ნისს, ლი­ე­ტუ­ვის რკი­ნიგ­ზამ სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­ლი­ნინ­გრა­დის­კენ რუ­სე­თის იმ ტვირ­თე­ბის გა­ტა­რე­ბა შე­წყვი­ტა, რომ­ლებ­ზეც ევ­რო­კავ­ში­რის სან­ქცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა. ლი­ე­ტუ­ვამ გა­და­კე­ტა დე­რე­ფა­ნი, რო­მე­ლიც რუ­სეთს აკავ­ში­რებს მი­სი­ვე ევ­რო­პულ ანკლავ­თან - კა­ლი­ნინ­გრა­დის ოლ­ქთან, რო­მე­ლიც ლი­ე­ტუ­ვა­სა და პო­ლო­ნეთს ესა­ზღვრე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ ევ­რო­კავ­ში­რის აკ­რძალ­ვა რუ­სე­თის რე­გი­ო­ნე­ბი­დან კა­ლი­ნინ­გრად­ში მი­მა­ვა­ლი ტვირ­თე­ბის თით­ქმის 50%-ზე ვრცელ­დე­ბა.

ამ დე­რეფ­ნის გა­და­კეტვით, რომ იტყვი­ან, ლიტ­ვამ პუ­ტინს პირ­და­პირ სილა გა­აწ­ნა. რუ­სე­თის ოფი­ცი­ოზ­მა ლი­ე­ტუ­ვის ამ ზო­მებს პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი უწო­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბით“ იმოქ­მე­დე­ბენ.

"უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ლი­ე­ტუ­ვა სრუ­ლად თუ არ გა­ნა­ახ­ლებს ტვირ­თე­ბის ტრან­ზიტს კა­ლი­ნინ­გრა­დის ოლ­ქის­კენ, რუ­სე­თი იტო­ვებს უფ­ლე­ბას, მი­ი­ღოს ზო­მე­ბი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად. ლი­ე­ტუ­ვის პრო­ვო­კა­ცი­ულ ზო­მებს, რო­მე­ლიც არ­ღვევს ლი­ე­ტუ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რივ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, პირ­ველ რიგ­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას კა­ლი­ნინ­გრა­დის რე­გი­ონ­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის და­ნარ­ჩენ ტე­რი­ტო­რი­ას შო­რის ტრან­ზი­ტის შე­სა­ხებ, ღიად მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლად მი­ვიჩ­ნევთ“, - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, GIPA-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ლი­ე­ტუ­ვის მხრი­დან კა­ლი­ნინ­გრად­ზე ზე­წო­ლას ლო­გი­კუ­რად მი­იჩ­ნევს და ამ­ბობს, რომ მის ბლო­კი­რე­ბას შე­უძ­ლია მო­ი­ტა­ნოს მა­ღა­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა ლი­ე­ტუ­ვი­სა და პო­ლო­ნე­თის­თვის.

"ეს ფაქ­ტი იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ლი­ე­ტუ­ვა არის გამ­ბე­და­ვი სა­ხელ­მწი­ფო და მოქ­მე­დებს სწო­რე­დაც სა­კუ­თა­რი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. კა­ლი­ნიგ­რა­დის ოლქი რუ­სე­თის­თვის არის ერ­თგვა­რი ჩა­უ­ძი­რა­ვი ხო­მალ­დი, რომ­ლი­და­ნაც ის ახორ­ცი­ე­ლებს რიგ თავ­დას­ხმებს, მათ შო­რის კი­ბერ­თავ­დას­ხმებს, აგენ­ტე­ბის გა­დაყ­ვა­ნა-გად­მოყ­ვა­ნას ევ­რო­პის მას­შტა­ბით და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კა­ლი­ნინ­გრად­ზე ზე­წო­ლა არის ძა­ლი­ან ლო­გი­კუ­რი. მის ბლო­კი­რე­ბას შე­უძ­ლია მო­ი­ტა­ნოს მა­ღა­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა თა­ვად ლი­ე­ტუ­ვი­სა და პო­ლო­ნე­თის­თვის.

ლი­ე­ტუ­ვა არ არის მარ­ტო, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ის მთლად ბო­ლომ­დე მარ­ტო არ იღებს. აქ არი­ან ისე­თი აქ­ტო­რე­ბი, რო­გო­რიც შე­იძ­ლე­ბა იყოს აშშ, პო­ლო­ნე­თი, უკ­რა­ი­ნა... ანუ, სა­ბო­ლო­ოდ, ეს არის ძალ­ზე სწო­რი ნა­ბი­ჯი იმი­სათ­ვის, მი­ახ­ვედ­როს რუ­სეთს, რომ ის თა­ვი­სი ყვე­ლა ქმე­დე­ბის­თვის და­ის­ჯე­ბა და რომ რუ­სე­თის არა­ვის ეში­ნია. კა­ლი­ნინ­გრად­ში მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი მო­სახ­ლეა, რო­მე­ლიც პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლად ცხოვ­რობს, მათ ევ­რო­პას­თან ჰქონ­დათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი და შე­ეძ­ლოთ იქ უფრო ად­ვი­ლად გა­დას­ვლა.

ამას­თან, ამ ქა­ლაქ­ში, ძი­რი­თა­დად, სამ­ხედ­რო­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, იქ მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე ხაზ­გას­მა არას­წო­რია - ად­გი­ლობ­რი­ვი რუ­სე­ბი ყო­ველ დღე ხან წყალ­ქვე­შა ნა­ვით გა­ი­სე­ირ­ნე­ბენ, ხან ტან­კით ჩა­მო­ივ­ლი­ან სა­ნა­პი­რო­ზე, ამი­ტომ იქ ბო­ლომ­დე მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ნაკ­ლე­ბად სწო­რი იქ­ნე­ბო­და. ესაა გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი ანკლა­ვი, რო­მელ­საც თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჰქონ­და ევ­რო­პის წი­ნა­აღ­მდეგ.

ვფიქ­რობ, მისი ბლო­კი­რე­ბა ად­რეც უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ამ ანკლა­ვის ირ­გვლივ რუ­სე­თის შე­ვიწ­რო­ე­ბა არის ერ­თა­დერ­თი სწო­რი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც ახლა შე­უძ­ლია ევ­რო­პამ გა­ა­კე­თოს იმი­ტომ, რომ მან იგ­რძნოს, რას ნიშ­ნავს რე­ა­ლუ­რი ბლო­კა­და, რა­შია რე­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც რუ­სეთს უდ­გას. როცა უკვე შვე­დე­თი გა­წევ­რი­ან­დე­ბა ნა­ტო­ში, რუ­სე­თი, პრაქ­ტი­კუ­ლად, სრუ­ლად მო­წყდე­ბა თა­ვის უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­ნებს. რუ­სეთ­მა უნდა იგ­რძნოს რიგი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სირ­თუ­ლე და აგოს პა­სუ­ხი თა­ვის წინ­და­უ­ხე­დავ, აგ­რე­სი­ულ და გე­ნო­ცი­დურ ნა­ბი­ჯებ­ზე“.

რას გუ­ლის­ხმობს რუ­სუ­ლი ოფი­ცი­ო­ზი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ში" და რა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­მოქ­მე­დოს ლი­ე­ტუ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ, ამას გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ჩრდი­ლო ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის წევ­რი ქვეყ­ნის მი­მართ რუ­სე­თის მო­რიგ არაფ­რის­მომ­ცემ ბაქი-ბუქს უწო­დებს.

"რუ­სე­თის მხრი­დან რა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს? თა­ვი­სი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან მოქ­მე­დე­ბა არც არა­ფერს ნიშ­ნავს. რა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მან ლი­ე­ტუ­ვას­თან მი­მარ­თე­ბით ისე­თი, რომ ლი­ე­ტუ­ვა და ნა­ტოს ალი­ან­სი ვერ გა­უმკლავ­დეს?

ასე რომ, ეს არის ცა­რი­ე­ლი ბაქი-ბუქი, რო­მე­ლიც რუ­სეთს დიდი ხა­ნია ახა­სი­ა­თებს. კა­ლი­ნინ­გრა­დის ბლო­კი­რე­ბა არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­მენ­ტი, ის კი­დევ ერთი ღო­ნის­ძი­ე­ბა იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა და­ე­მა­ტოს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ეს მარ­თლა სი­ლის გაწ­ნაა პუ­ტი­ნის რუ­სე­თის­თვის. პუ­ტინს არა­ფე­რიც არ შე­უძ­ლია.

მას რომ რამე შე­ეძ­ლოს, ვერც ფი­ნე­თი და შვე­დე­თი შე­ვი­დო­და ნა­ტო­ში და ლი­ე­ტუ­ვაც ასე თა­მა­მად ვერ იმოქ­მე­დებ­და. პუ­ტინს რაც შე­ეძ­ლო, კი და­ვი­ნა­ხეთ - უკ­რა­ი­ნა­ში ომის 116-ე დღეა და წა­რუ­მა­ტებ­ლად ცდი­ლობს დონ­ბა­სის და­კა­ვე­ბას".

მკითხველის კომენტარები / 117 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.ჯ.
1

ეს ბაქიბუქა ბიჭუნა-ექსპერტი, რა მდარე ანალიზს აკეთებს. თამამი ლიეტვაო. . ნატოშია შვილო ,ნატოში, .იცის, რომ რუსეთი ვერც ვერაფერს გაუბედავს. აბა, 1939-ში კი დაიპყრო ერთ დღეში.

გიო
19

როგორც სჩანს, თვითონაა ეს ე.წ. ექსპერტი ბაქი-ბუქა. პუტინიც ბაქი-ბუქაა, მაგრამ ესეც კაი გაუნათლებელია ვიღაც. რა დონბასი, ლამის მთელი სამხრეთ უკრაინაც წაიღეს უკვე, რომ არაფერი ვთქვათ აღმოსავლეთზე. არ ვიცი რა ეშველება ასეთ გაუნათლებლობას. ასეთი გაუნათლებელი ადამიანები აკეთებენ უფრო მეტად რუსეთის საქმეს, ვიდრე რუსეთუმეები.

ავტორი:

"ეს ნამდვილად არის სილის გაწვნა პუტინისთვის... " - ლიეტუვის თამამი ნაბიჯი: რა შეიძლება მოჰყვეს კალინინგრადის ბლოკირებას?

"ეს ნამდვილად არის სილის გაწვნა პუტინისთვის... " - ლიეტუვის თამამი ნაბიჯი: რა შეიძლება მოჰყვეს კალინინგრადის ბლოკირებას?

18 ივნისს, ლიეტუვის რკინიგზამ საკუთარ ტერიტორიაზე კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. ლიეტუვამ გადაკეტა დერეფანი, რომელიც რუსეთს აკავშირებს მისივე ევროპულ ანკლავთან - კალინინგრადის ოლქთან, რომელიც ლიეტუვასა და პოლონეთს ესაზღვრება. ცნობილია, რომ ევროკავშირის აკრძალვა რუსეთის რეგიონებიდან კალინინგრადში მიმავალი ტვირთების თითქმის 50%-ზე ვრცელდება.

ამ დერეფნის გადაკეტვით, რომ იტყვიან, ლიტვამ პუტინს პირდაპირ სილა გააწნა. რუსეთის ოფიციოზმა ლიეტუვის ამ ზომებს პროვოკაციული უწოდა და განაცხადა, რომ ისინი „ნაციონალური ინტერესებით“ იმოქმედებენ.

"უახლოეს მომავალში ლიეტუვა სრულად თუ არ განაახლებს ტვირთების ტრანზიტს კალინინგრადის ოლქისკენ, რუსეთი იტოვებს უფლებას, მიიღოს ზომები ეროვნული ინტერესების დასაცავად. ლიეტუვის პროვოკაციულ ზომებს, რომელიც არღვევს ლიეტუვის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციისა და ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას კალინინგრადის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციის დანარჩენ ტერიტორიას შორის ტრანზიტის შესახებ, ღიად მტრულად განწყობილად მივიჩნევთ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, GIPA-ს პროფესორი გიორგი კობერიძე ლიეტუვის მხრიდან კალინინგრადზე ზეწოლას ლოგიკურად მიიჩნევს და ამბობს, რომ მის ბლოკირებას შეუძლია მოიტანოს მაღალი უსაფრთხოება ლიეტუვისა და პოლონეთისთვის.

"ეს ფაქტი იმაზე მიანიშნებს, რომ ლიეტუვა არის გამბედავი სახელმწიფო და მოქმედებს სწორედაც საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე. კალინიგრადის ოლქი რუსეთისთვის არის ერთგვარი ჩაუძირავი ხომალდი, რომლიდანაც ის ახორციელებს რიგ თავდასხმებს, მათ შორის კიბერთავდასხმებს, აგენტების გადაყვანა-გადმოყვანას ევროპის მასშტაბით და აქედან გამომდინარე, კალინინგრადზე ზეწოლა არის ძალიან ლოგიკური. მის ბლოკირებას შეუძლია მოიტანოს მაღალი უსაფრთხოება თავად ლიეტუვისა და პოლონეთისთვის.

ლიეტუვა არ არის მარტო, ამ გადაწყვეტილებას ის მთლად ბოლომდე მარტო არ იღებს. აქ არიან ისეთი აქტორები, როგორიც შეიძლება იყოს აშშ, პოლონეთი, უკრაინა... ანუ, საბოლოოდ, ეს არის ძალზე სწორი ნაბიჯი იმისათვის, მიახვედროს რუსეთს, რომ ის თავისი ყველა ქმედებისთვის დაისჯება და რომ რუსეთის არავის ეშინია. კალინინგრადში მილიონნახევარი მოსახლეა, რომელიც პრივილეგირებულად ცხოვრობს, მათ ევროპასთან ჰქონდათ განსაკუთრებული სტატუსი და შეეძლოთ იქ უფრო ადვილად გადასვლა.

ამასთან, ამ ქალაქში, ძირითადად, სამხედროები ცხოვრობენ, შესაბამისად, იქ მშვიდობიან მოსახლეობაზე ხაზგასმა არასწორია - ადგილობრივი რუსები ყოველ დღე ხან წყალქვეშა ნავით გაისეირნებენ, ხან ტანკით ჩამოივლიან სანაპიროზე, ამიტომ იქ ბოლომდე მშვიდობიან მოსახლეობაზე საუბარი ნაკლებად სწორი იქნებოდა. ესაა გასამხედროებული ანკლავი, რომელსაც თავისი სპეციალური ღონისძიებები ჰქონდა ევროპის წინააღმდეგ.

ვფიქრობ, მისი ბლოკირება ადრეც უნდა მომხდარიყო. ამ ანკლავის ირგვლივ რუსეთის შევიწროება არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელიც ახლა შეუძლია ევროპამ გააკეთოს იმიტომ, რომ მან იგრძნოს, რას ნიშნავს რეალური ბლოკადა, რაშია რეალური გამოწვევა, რომელიც რუსეთს უდგას. როცა უკვე შვედეთი გაწევრიანდება ნატოში, რუსეთი, პრაქტიკულად, სრულად მოწყდება თავის უსაფრთხოების ზონებს. რუსეთმა უნდა იგრძნოს რიგი ღონისძიებების სირთულე და აგოს პასუხი თავის წინდაუხედავ, აგრესიულ და გენოციდურ ნაბიჯებზე“.

რას გულისხმობს რუსული ოფიციოზი "ნაციონალური ინტერესების დაცვაში" და რა შეიძლება მოიმოქმედოს ლიეტუვის წინააღმდეგ, ამას გიორგი კობერიძე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნის მიმართ რუსეთის მორიგ არაფრისმომცემ ბაქი-ბუქს უწოდებს.

"რუსეთის მხრიდან რა უნდა განხორციელდეს? თავისი ნაციონალური ინტერესებიდან მოქმედება არც არაფერს ნიშნავს. რა უნდა განახორციელოს მან ლიეტუვასთან მიმართებით ისეთი, რომ ლიეტუვა და ნატოს ალიანსი ვერ გაუმკლავდეს?

ასე რომ, ეს არის ცარიელი ბაქი-ბუქი, რომელიც რუსეთს დიდი ხანია ახასიათებს. კალინინგრადის ბლოკირება არის ჩვეულებრივი მომენტი, ის კიდევ ერთი ღონისძიება იქნება, რომელიც მოგვიანებით შეიძლება დაემატოს რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებს. ეს მართლა სილის გაწნაა პუტინის რუსეთისთვის. პუტინს არაფერიც არ შეუძლია.

მას რომ რამე შეეძლოს, ვერც ფინეთი და შვედეთი შევიდოდა ნატოში და ლიეტუვაც ასე თამამად ვერ იმოქმედებდა. პუტინს რაც შეეძლო, კი დავინახეთ - უკრაინაში ომის 116-ე დღეა და წარუმატებლად ცდილობს დონბასის დაკავებას".