მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნარატივი: "ომი გინდათ?!“ - არის აბსურდული... ომი არავის არ უნდა, პუტინის გარდა მთელ მსოფლიოში" - გიორგი მარგველაშვილი
"ნარატივი: "ომი გინდათ?!“ - არის აბსურდული... ომი არავის არ უნდა, პუტინის გარდა მთელ მსოფლიოში" - გიორგი მარგველაშვილი

რო­დე­საც მთე­ლი თა­ო­ბე­ბი შეს­წი­რე თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას, რო­დე­საც შენი ქვე­ყა­ნა იყო მედ­რო­შე თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის, მა­შინ, რო­დე­საც არის სა­ბო­ლოო დიდი გა­მარ­ჯვე­ბის წინა მო­ლო­დი­ნი, შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ შენ არ მი­ი­ღო ის, რაც შენ გე­კუთ­ვნის,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, შე­იძ­ლე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას წარ­მო­ე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყოს სიფრ­თხი­ლით და ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მცდე­ლო­ბით, მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჩვენ გა­მო­ვი­ა­რეთ ომე­ბი და რთუ­ლი პე­რი­ო­დი, მაგ­რამ ეს გვი­ბიძ­გებს იმის­კენ, რომ ბრძო­ლა ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ.

"ჩვენ გა­მო­ვი­ა­რეთ ომი - ეს ფაქ­ტია, ჩვენ გა­მო­ვი­ა­რეთ ომე­ბი, ჩვენ გა­მო­ვი­ა­რეთ ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი, მაგ­რამ ეს ჩვენ გვი­ბიძ­გებს იმის­კენ, რომ ბრძო­ლა ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ, რო­დე­საც მთე­ლი თა­ო­ბე­ბი შეს­წი­რე თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას, რო­დე­საც შენი ქვე­ყა­ნა იყო მედ­რო­შე თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის, მა­შინ რო­დე­საც არის სა­ბო­ლოო დიდი გა­მარ­ჯვე­ბის წინა მო­ლო­დი­ნი, შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ შენ არ მი­ი­ღო ის, რაც შენ გე­კუთ­ვნის, შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ შენ არ მო­ი­თხო­ვო ის, რაც შენ გე­კუთ­ვნის, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლას არ გა­ახ­სე­ნო ის შეც­დო­მე­ბი, რაც იყო დაშ­ვე­ბუ­ლი თუნ­დაც 90-ია­ნებ­ში შე­ვარ­დნა­ძეს, მა­შინ­დე­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვად არ­ქი­ტექ­ტორს რომ შე­აქ­ცი­ეს ზურ­გი და არა­ფერ­ში არ და­ეხ­მარ­ნენ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ გა­იხ­სე­ნო 2008-ის შეც­დო­მე­ბი. ამი­ტომ, დღეს ჩვენ ამ ომში ფი­ზი­კუ­რი ჩაბ­მა კი არ გვე­ვა­ლე­ბა, მაგ­რამ მო­რა­ლუ­რად სწორ პო­ზი­ცი­ა­ზე დგო­მა გვე­ვა­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ რე­ა­ლუ­რად ეს ნა­რა­ტი­ვი: "ომი გინ­დათ?!“ - არის ში­ნა­არ­სობ­რი­ვად აბ­სურ­დუ­ლი, იმი­ტომ, რომ ომი არა­ვის არ უნდა, პუ­ტი­ნის გარ­და მთელ მსოფ­ლი­ო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არა. მე­ო­რე, არც არა­ვინ არ გა­ნი­ხი­ლავს ამ პრო­ცესს, რო­გორც ომს, რო­მე­ლიც ჩვენ უნდა ვა­წარ­მო­ოთ“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gრუზინ
0

რატომ ეკიტხებით ეს ვინაა,თავი დაგვანებე

giga
2

მიშა ყოფილიყო და ნახავდით შედეგს, პირდაპირ დაადასტურეს , რომ მიშა რომ ყოფილიყო მეორე ფრონტს გახსნიდა, სიმართლეა და რას ბოდიალობთ 

ავტორი:

"ნარატივი: "ომი გინდათ?!“ - არის აბსურდული... ომი არავის არ უნდა, პუტინის გარდა მთელ მსოფლიოში" - გიორგი მარგველაშვილი

"ნარატივი: "ომი გინდათ?!“ - არის აბსურდული... ომი არავის არ უნდა, პუტინის გარდა მთელ მსოფლიოში" - გიორგი მარგველაშვილი

როდესაც მთელი თაობები შესწირე თავისუფლებისთვის ბრძოლას, როდესაც შენი ქვეყანა იყო მედროშე თავისუფლებისთვის ბრძოლის, მაშინ, როდესაც არის საბოლოო დიდი გამარჯვების წინა მოლოდინი, შეუძლებელია, რომ შენ არ მიიღო ის, რაც შენ გეკუთვნის,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინაში ომის მიმდინარეობისას წარმოებული პოლიტიკა, განპირობებული იყოს სიფრთხილით და ომის თავიდან აცილების მცდელობით, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ გამოვიარეთ ომები და რთული პერიოდი, მაგრამ ეს გვიბიძგებს იმისკენ, რომ ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ.

"ჩვენ გამოვიარეთ ომი - ეს ფაქტია, ჩვენ გამოვიარეთ ომები, ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული პერიოდი, მაგრამ ეს ჩვენ გვიბიძგებს იმისკენ, რომ ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ, როდესაც მთელი თაობები შესწირე თავისუფლებისთვის ბრძოლას, როდესაც შენი ქვეყანა იყო მედროშე თავისუფლებისთვის ბრძოლის, მაშინ როდესაც არის საბოლოო დიდი გამარჯვების წინა მოლოდინი, შეუძლებელია, რომ შენ არ მიიღო ის, რაც შენ გეკუთვნის, შეუძლებელია, რომ შენ არ მოითხოვო ის, რაც შენ გეკუთვნის, შეუძლებელია, ყველას არ გაახსენო ის შეცდომები, რაც იყო დაშვებული თუნდაც 90-იანებში შევარდნაძეს, მაშინდელი უსაფრთხოების ფაქტობრივად არქიტექტორს რომ შეაქციეს ზურგი და არაფერში არ დაეხმარნენ, შეუძლებელია, არ გაიხსენო 2008-ის შეცდომები. ამიტომ, დღეს ჩვენ ამ ომში ფიზიკური ჩაბმა კი არ გვევალება, მაგრამ მორალურად სწორ პოზიციაზე დგომა გვევალება, იმიტომ, რომ რეალურად ეს ნარატივი: "ომი გინდათ?!“ - არის შინაარსობრივად აბსურდული, იმიტომ, რომ ომი არავის არ უნდა, პუტინის გარდა მთელ მსოფლიოში, საქართველოში კი არა. მეორე, არც არავინ არ განიხილავს ამ პროცესს, როგორც ომს, რომელიც ჩვენ უნდა ვაწარმოოთ“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.