საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიბოს წამალი 100%-იანი ეფექტით? - რა ღირს, კონკრეტულად რომელი ტიპის სიმსივნის წინააღმდეგაა მიმართული და არსებობს თუ არა ოპტიმიზმის რეალური საფუძველი
კიბოს წამალი 100%-იანი ეფექტით? - რა ღირს, კონკრეტულად რომელი ტიპის სიმსივნის წინააღმდეგაა მიმართული და არსებობს თუ არა ოპტიმიზმის რეალური საფუძველი

მრა­ვა­ლი წე­ლია მეც­ნი­ე­რე­ბი კი­ბოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეფექ­ტი­ა­ნი წამ­ლის შექ­მნას ცდი­ლო­ბენ, მაგ­რამ აქამ­დე არ­ცერთ მე­დი­კა­მენტს არ ჰქო­ნია 100%-იანი შე­დე­გი. ახლა კი, New England Journal of Medicine-ში 5 ივ­ნისს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ უკვე არ­სე­ბობს იმუ­ნო­თე­რა­პი­უ­ლი წა­მა­ლი, რო­მელ­მაც 100%-იანი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი იმე­დი გა­უ­ჩი­ნა, რომ მალე შე­საძ­ლოა, კი­ბოს სრუ­ლი პრე­ვენ­ცია გახ­დეს შე­საძ­ლე­ბე­ლი.

  • რა აჩ­ვე­ნა კვლე­ვამ?

ნაშ­რო­მის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ ნიუ იორ­კის კვლე­ვით ცენ­ტრ Memorial Sloan Kettering-ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მცი­რე კლი­ნი­კუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტის თა­ნახ­მად, იმუ­ნო­თე­რა­პი­ულ მკურ­ნა­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის ორ­გა­ნიზ­მში სიმ­სივ­ნე გაქ­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კვლე­ვა­ში ჩარ­თულ ყვე­ლა ონ­კო­პა­ცი­ენტს ჰქონ­და სწო­რი ნაწ­ლა­ვის კიბო, იშ­ვი­ა­თი მუ­ტა­ცი­ით, თუმ­ცა ად­რე­ულ სტა­დი­ა­ში.

ექ­სპე­რი­მენ­ტში 16 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბი ექი­მებ­თან ერ­თად

პა­ცი­ენ­ტებს ჩა­უ­ტარ­დათ მკურ­ნა­ლო­ბის 6-თვი­ა­ნი კურ­სი იმუ­ნო­თე­რა­პი­უ­ლი წამ­ლით, სა­ხე­ლად - დოს­ტარ­ლი­მა­ბი, რომ­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლიც არის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია - GlaxoSmithKline.

ნაშ­რო­მის მი­ხედ­ვით, პა­ცი­ენ­ტე­ბის გან­კურ­ნე­ბი­დან ექ­ვსი თვის გას­ვლის შემ­დეგ, არ­ცერ­თი მათ­გა­ნის ორ­გა­ნიზ­მში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბი, თუმ­ცა რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, მათ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ არ­ცერთ პა­ცი­ენ­ტში არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გვერ­დი­თი ეფექ­ტი გარ­და დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბი­სა და მცი­რე გა­მო­ნა­ყა­რი­სა. მკვლევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს, რო­გო­რი­ცაა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, ქი­მი­ო­თე­რა­პია თან ახ­ლავს არა­ერ­თი გვერ­დი­თი ეფექ­ტი.

“ოპე­რა­ცი­ას, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას მუდ­მი­ვად აქვს გვერ­დი­თი ეფექ­ტი, გავ­ლე­ნა ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­ზე, სექ­სუ­ა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, ნაწ­ლა­ვე­ბი­სა და შარ­დის ბუშ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე“, - ამ­ბობს ექი­მი ან­დრეა სერ­ჩე­კი.

  • რა ღირს იმუ­ნო­თე­რა­პი­უ­ლი წა­მა­ლი და რო­გორ მოქ­მე­დებს ის?

რო­გორც გა­მო­ცე­მა The Times-ი წერს, წამ­ლის ერთი დოზა და­ახ­ლო­ე­ბით 11 000 დო­ლა­რი ღირს. ის პა­ცი­ენ­ტმა უნდა მი­ი­ღოს ყო­ველ სამ კვი­რა­ში, ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. წა­მა­ლი მოქ­მე­დებს იმგვა­რად, რომ გა­მო­ავ­ლი­ნოს კი­ბოს უჯრე­დე­ბი, რათა იმუ­ნურ­მა სის­ტე­მამ მარ­ტი­ვად შეძ­ლოს მისი ამოც­ნო­ბა და გა­ნად­გუ­რე­ბა.

  • შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი

მე­დი­კო­სე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ ახლა სა­ჭი­როა უფრო მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, რათა სუ­რა­თი უფრო მკა­ფიო გახ­დეს. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მცი­რე კვლე­ვა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ იმ პა­ცი­ენ­ტებ­ზე, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ ნაწ­ლა­ვის იშ­ვი­ა­თი გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით გა­მოვ­ლე­ნი­ლი სიმ­სივ­ნე, მაგ­რამ მათი ნა­წი­ლის თქმით, ასეთ პა­ცი­ენ­ტებ­ში კი­ბოს სრუ­ლი რე­მი­სია არის ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი სიგ­ნა­ლი.

  • ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტის კი­ბოს ცენ­ტრის ექი­მი, ჰანა სა­ნო­ფი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი არ ყო­ფი­ლა, ამ­ბობს, რომ ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს, თუმ­ცა სა­უ­ბა­რი ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის გან­კურ­ნე­ბა­ზე ნა­ად­რე­ვად მი­აჩ­ნია, რად­გა­ნაც თვლის, რომ ჯერ კი­დევ საკ­მაო დროა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ექ­სპე­რი­მენ­ტში ჩარ­თუ­ლი ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის სრულ გან­კურ­ნე­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ. ის მი­იჩ­ნევს, რომ ამ ეტაპ­ზე 100%-იანი სი­ზუს­ტით თქმა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თლაც გა­ნი­კურ­ნენ, ნა­ად­რე­ვია.

ჰანა სა­ნო­ფის თქმით, სრუ­ლი და ზუს­ტი სუ­რა­თის­თვის გარ­და უფრო ფარ­თო კვლე­ვი­სა, ასე­ვე სა­ჭი­როა ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე ხან­გრძლი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბა და ეტა­პობ­რი­ვად მათ­თვის სხვა­დას­ხვა გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა.

ჰი­უს­ტო­ნის ონ­კო­ლო­გი­ის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი სკოტ კო­პეტ­სი კვლე­ვის შე­დეგს ამ სფე­რო­ში "სო­ლი­დურ წინსვლას" უწო­დებს და თვლის, რომ შე­საძ­ლოა, იმუ­ნო­თე­რა­პი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა ონ­კო­ლო­გი­ა­ში "თა­მა­შის შემ­ცვლე­ლი" იყოს.

ასე­ვე, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­გო­რი შე­დე­გი ექ­ნე­ბა იმუ­ნო­თე­რა­პი­ულ წა­მალს სხვა ტი­პის კი­ბოს პრე­ვენ­ცი­ის კუ­თხით და ეს სა­კი­თხიც მეც­ნი­ერ­თა შემ­დგო­მი კვლე­ვის სა­გა­ნია.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დალი
0

მე მჭირდება მკურნალობა,მაგრამ ეგ წამალი ისეთი ძვირია;მე ვერ შევწვდები,

.....
0

საფრანგეᲗᲨი დაახლოვებიᲗ ამᲗანხის მედიკამენტს უფინანსებს სახელმწიფო Ჩემი ოჯახის წევრს რომელოც მოქალაქეც კი არ არის მაᲗი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

კიბოს წამალი 100%-იანი ეფექტით? - რა ღირს, კონკრეტულად რომელი ტიპის სიმსივნის წინააღმდეგაა მიმართული და არსებობს თუ არა ოპტიმიზმის რეალური საფუძველი

კიბოს წამალი 100%-იანი ეფექტით? - რა ღირს, კონკრეტულად რომელი ტიპის სიმსივნის წინააღმდეგაა მიმართული და არსებობს თუ არა ოპტიმიზმის რეალური საფუძველი

მრავალი წელია მეცნიერები კიბოს საწინააღმდეგო ეფექტიანი წამლის შექმნას ცდილობენ, მაგრამ აქამდე არცერთ მედიკამენტს არ ჰქონია 100%-იანი შედეგი. ახლა კი, New England Journal of Medicine-ში 5 ივნისს გამოქვეყნებული კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ უკვე არსებობს იმუნოთერაპიული წამალი, რომელმაც 100%-იანი შედეგი აჩვენა, საზოგადოებას კი იმედი გაუჩინა, რომ მალე შესაძლოა, კიბოს სრული პრევენცია გახდეს შესაძლებელი.

  • რა აჩვენა კვლევამ?

ნაშრომის მიხედვით ირკვევა, რომ ნიუ იორკის კვლევით ცენტრ Memorial Sloan Kettering-ში ჩატარებული მცირე კლინიკური ექსპერიმენტის თანახმად, იმუნოთერაპიულ მკურნალობაში მონაწილე ყველა პაციენტის ორგანიზმში სიმსივნე გაქრა. აღსანიშნავია, რომ კვლევაში ჩართულ ყველა ონკოპაციენტს ჰქონდა სწორი ნაწლავის კიბო, იშვიათი მუტაციით, თუმცა ადრეულ სტადიაში.

ექსპერიმენტში 16 ადამიანი მონაწილეობდა.

კვლევაში ჩართული ონკოპაციენტები ექიმებთან ერთად

პაციენტებს ჩაუტარდათ მკურნალობის 6-თვიანი კურსი იმუნოთერაპიული წამლით, სახელად - დოსტარლიმაბი, რომლის მწარმოებელიც არის ფარმაცევტული კომპანია - GlaxoSmithKline.

ნაშრომის მიხედვით, პაციენტების განკურნებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, არცერთი მათგანის ორგანიზმში არ დაბრუნებულა სიმსივნური უჯრედები, თუმცა როგორც მეცნიერები ამბობენ, მათზე დაკვირვება ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

საყურადღებოა, რომ არცერთ პაციენტში არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი გარდა დაღლილობის შეგრძნებისა და მცირე გამონაყარისა. მკვლევრები ამბობენ, რომ კიბოს მკურნალობის სხვა საშუალებებს, როგორიცაა ქირურგიული ჩარევა, ქიმიოთერაპია თან ახლავს არაერთი გვერდითი ეფექტი.

“ოპერაციას, ქიმიოთერაპიას მუდმივად აქვს გვერდითი ეფექტი, გავლენა ნაყოფიერებაზე, სექსუალურ ჯანმრთელობაზე, ნაწლავებისა და შარდის ბუშტის ფუნქციონირებაზე“, - ამბობს ექიმი ანდრეა სერჩეკი.

  • რა ღირს იმუნოთერაპიული წამალი და როგორ მოქმედებს ის?

როგორც გამოცემა The Times-ი წერს, წამლის ერთი დოზა დაახლოებით 11 000 დოლარი ღირს. ის პაციენტმა უნდა მიიღოს ყოველ სამ კვირაში, ექვსი თვის განმავლობაში. წამალი მოქმედებს იმგვარად, რომ გამოავლინოს კიბოს უჯრედები, რათა იმუნურმა სისტემამ მარტივად შეძლოს მისი ამოცნობა და განადგურება.

  • შეხედულებები და შემდგომი ნაბიჯები

მედიკოსები თანხმდებიან, რომ ახლა საჭიროა უფრო მასშტაბური კვლევის ჩატარება, რათა სურათი უფრო მკაფიო გახდეს. მათივე განმარტებით, მცირე კვლევა ფოკუსირებული იყო მხოლოდ იმ პაციენტებზე, რომლებსაც ჰქონდათ ნაწლავის იშვიათი გენეტიკური მახასიათებლებით გამოვლენილი სიმსივნე, მაგრამ მათი ნაწილის თქმით, ასეთ პაციენტებში კიბოს სრული რემისია არის ძალიან პოზიტიური სიგნალი.

  • ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის კიბოს ცენტრის ექიმი, ჰანა სანოფი, რომელიც აღნიშნულ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ამბობს, რომ ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, თუმცა საუბარი ყველა პაციენტის განკურნებაზე ნაადრევად მიაჩნია, რადგანაც თვლის, რომ ჯერ კიდევ საკმაო დროა საჭირო იმისთვის, რომ ექსპერიმენტში ჩართული ონკოპაციენტების სრულ განკურნებაზე ვისაუბროთ. ის მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე 100%-იანი სიზუსტით თქმა, რომ აღნიშნული ადამიანები მართლაც განიკურნენ, ნაადრევია.

ჰანა სანოფის თქმით, სრული და ზუსტი სურათისთვის გარდა უფრო ფართო კვლევისა, ასევე საჭიროა ამ ადამიანებზე ხანგრძლივი დაკვირვება და ეტაპობრივად მათთვის სხვადასხვა გამოკვლევის ჩატარება.

ჰიუსტონის ონკოლოგიის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენელი, პროფესორი სკოტ კოპეტსი კვლევის შედეგს ამ სფეროში "სოლიდურ წინსვლას" უწოდებს და თვლის, რომ შესაძლოა, იმუნოთერაპიის გამოყენება ონკოლოგიაში "თამაშის შემცვლელი" იყოს.

ასევე, ჯერჯერობით უცნობია, როგორი შედეგი ექნება იმუნოთერაპიულ წამალს სხვა ტიპის კიბოს პრევენციის კუთხით და ეს საკითხიც მეცნიერთა შემდგომი კვლევის საგანია.