საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროკომისიამ და ევროსაბჭომაც რომ თქვას, გაუშვით სააკაშვილი-გვარამია და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთო, მძიმე რეაქცია გვექნება" - კობახიძე
"ევროკომისიამ და ევროსაბჭომაც რომ თქვას, გაუშვით სააკაშვილი-გვარამია და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთო, მძიმე რეაქცია გვექნება" - კობახიძე

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თე­ო­რი­უ­ლად ევ­რო­კო­მი­სი­ამ და ევ­რო­პის საბ­ჭომ რომ გა­ი­მე­ო­როს ის, რაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა თქვა - გა­უშ­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლი და გვა­რა­მია და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებ­ზე ვი­ფიქ­როთ, ჩვე­ნი მხრი­დან ამას ექ­ნე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე რე­აქ­ცია, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა სტრუქ­ტუ­რებ­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუნ­დაც ამის მე­ა­თე­დი რომ თქვან, ეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ ძა­ლი­ან მძი­მედ მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა.

"ჩვენ თე­ო­რი­უ­ლად რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, მგო­ნია, რომ ეს პრაქ­ტი­კუ­ლად ვერ მოხ­დე­ბა, მაგ­რამ თე­ო­რი­უ­ლად წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ კო­მი­სი­ამ, საბ­ჭომ გა­ი­მე­ო­როს იგი­ვე, რაც თქვა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა. ამას არ ვიცი რა რე­აქ­ცია შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს, წი­ნას­წარ ამა­ზე სა­უ­ბა­რი, რა თქმა უნდა, მი­ჭირს. გა­ვიხ­სე­ნოთ თვი­თონ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცია.

იქ წე­რია, რომ ჩვენ უნდა გა­ვუშ­ვათ სა­ა­კაშ­ვი­ლი და გვა­რა­მია და დავ­სა­ჯოთ, ანუ მათ მო­უ­წო­დეს კო­მი­სი­ას და საბ­ჭოს, რომ და­სა­ჯონ, სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თე­ო­რი­უ­ლად ასე­თი რამ რომ გა­ი­მე­ო­როს კო­მი­სი­ამ და საბ­ჭომ, რომ გა­უშ­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლი და გვა­რა­მია და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებ­ზე ვი­ფიქ­როთ, რა თქმა უნდა, თე­ო­რი­უ­ლად ამა­ზე რომ ვიმ­სჯე­ლოთ, ჩვე­ნი მხრი­დან ამას ექ­ნე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე რე­აქ­ცია. ასე­ვე იმა­ზე უნდა ვიმ­სჯე­ლოთ, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ამის მი­ზე­ზი. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი კი­დევ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტია, მაგ­რამ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა სტრუქ­ტუ­რებ­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუნ­დაც ამის მე­ა­თე­დი რომ თქვან, ეს იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მძი­მედ მი­სა­ღე­ბი და ობი­ექ­ტუ­რად იქ­ნე­ბა მძი­მედ მი­სა­ღე­ბი.

ზო­გა­დად ერთ რა­მეს ვი­ტყვი, რომ ვიდ­რე ომი გრძელ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, მა­ნამ­დე ასე­თი პა­ტა­რა უხერ­ხუ­ლო­ბე­ბი ჩვენ გვექ­ნე­ბა ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან, თუმ­ცა რო­გორც კი ეს ომი დას­რულ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს შე­ა­ფა­სებს და ასე­ვე, და­ა­ფა­სებს იმა­საც, რომ ჩვენ ჩვე­ნი პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა და­ვი­ცა­ვით და არ გავ­წი­რეთ გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოსო
11

ბატონი ირაკლი მაგრად გაამწარებს მთელ ევროპას

------
3

ევროპას სულ ფეხზე კიდია სააკაშვილიც და გვარამიაც. ეგ თქვენი შირმაა. აქ გეუბნევიან ისე არ არის თქვენ, რომ გინდათ. ვისაც გინდა დაიჭერთ, ვისაც გინდა გაუშვებთ.

ავტორი:

"ევროკომისიამ და ევროსაბჭომაც რომ თქვას, გაუშვით სააკაშვილი-გვარამია და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთო, მძიმე რეაქცია გვექნება" - კობახიძე

"ევროკომისიამ და ევროსაბჭომაც რომ თქვას, გაუშვით სააკაშვილი-გვარამია და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთო, მძიმე რეაქცია გვექნება" - კობახიძე

წარმოიდგინეთ, თეორიულად ევროკომისიამ და ევროპის საბჭომ რომ გაიმეოროს ის, რაც ევროპარლამენტმა თქვა - გაუშვით სააკაშვილი და გვარამია და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთ, ჩვენი მხრიდან ამას ექნება ძალიან მძიმე რეაქცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღმასრულებელმა სტრუქტურებმა ამ მიმართულებით, თუნდაც ამის მეათედი რომ თქვან, ეს „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მძიმედ მისაღები იქნება.

"ჩვენ თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, მგონია, რომ ეს პრაქტიკულად ვერ მოხდება, მაგრამ თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ კომისიამ, საბჭომ გაიმეოროს იგივე, რაც თქვა ევროპარლამენტმა. ამას არ ვიცი რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს, წინასწარ ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, მიჭირს. გავიხსენოთ თვითონ ევროპარლამენტის რეზოლუცია.

იქ წერია, რომ ჩვენ უნდა გავუშვათ სააკაშვილი და გვარამია და დავსაჯოთ, ანუ მათ მოუწოდეს კომისიას და საბჭოს, რომ დასაჯონ, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს. წარმოიდგინეთ, თეორიულად ასეთი რამ რომ გაიმეოროს კომისიამ და საბჭომ, რომ გაუშვით სააკაშვილი და გვარამია და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთ, რა თქმა უნდა, თეორიულად ამაზე რომ ვიმსჯელოთ, ჩვენი მხრიდან ამას ექნება ძალიან მძიმე რეაქცია. ასევე იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ევროპარლამენტი კიდევ ევროპარლამენტია, მაგრამ აღმასრულებელმა სტრუქტურებმა ამ მიმართულებით, თუნდაც ამის მეათედი რომ თქვან, ეს იქნება ჩვენთვის ძალიან მძიმედ მისაღები და ობიექტურად იქნება მძიმედ მისაღები.

ზოგადად ერთ რამეს ვიტყვი, რომ ვიდრე ომი გრძელდება უკრაინაში, მანამდე ასეთი პატარა უხერხულობები ჩვენ გვექნება ჩვენს პარტნიორებთან, თუმცა როგორც კი ეს ომი დასრულდება უკრაინაში, დარწმუნებული ვარ, ყველა ყველაფერს შეაფასებს და ასევე, დააფასებს იმასაც, რომ ჩვენ ჩვენი პატარა ქვეყანა დავიცავით და არ გავწირეთ განადგურებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"