ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლოს მიერ სამი უცხოელისთვის გამოტანილ სიკვდილით დასჯის განაჩენს ეხმიანება და აცხადებს, რომ ასეთი ფაქტის ადგილი ევროპის კონტინენტზე არ არის.
"მკაცრად ვგმობ უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ დონეცკში გამოტანილ სიკვდილით დასჯის განაჩენს. სიკვდილით დასჯა შეუთავსებელია ადამიანის ღირსებასთან და წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. მისი ადგილი ევროპის კონტინენტზე არ არის. ევროპის საბჭოს სახელით მოვუწოდებ, დაიცვან ადამიანის უფლებების საერთო ევროპული პრინციპები,“- აცხადებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლომ ბრიტანეთის ორ მოქალაქესა და მაროკოს ერთ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ე.წ. სასამართლომ სამივე უცხოელი სამხედრო „დაქირავებული მებრძოლების“ ბრალდებით გაასამართლა.
ბიჭები ,,საფარიზე" მოდიოდნენ, აბა რა ეგონათ?
რისთვის აქვთ მაშინ ომის კანონები? კონსტიტუციას მიყვები, როცა მშვიდობაა. როცა ომის და საგანგებო მდგომარეობაა, ადამიანის უფლებები იზღუდება. მათ შორის ამ უწი პუწი ქვეყნებში. სჯობს უკრაინას დაეხმარონ მაგრამ არა მარტო გვაკრიტიკებენ.