Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო გაფრთხილება..." - უმწვავესი კრიტიკა ევროპარლამენტიდან: საქართველოზე გამართული დებატების მთავარი გზავნილები
"ბოლო გაფრთხილება..." - უმწვავესი კრიტიკა ევროპარლამენტიდან: საქართველოზე გამართული დებატების მთავარი გზავნილები

8 ივ­ნისს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში დე­ბა­ტე­ბი გა­ი­მარ­თა რე­ზო­ლუ­ცი­ის გარ­შე­მო, რომ­ლის თე­მაც გახ­ლავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი.

  • "ევ­რო­პულ გზა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა მიზ­ნობ­რი­ვი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა ოლი­გარქ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე"

დე­ბა­ტე­ბი გახ­სნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა მი­რი­ამ ლექსმან­მა (EPP, ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია, სლო­ვა­კე­თი) რო­მე­ლიც რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ავ­ტო­რია. ლექსმა­ნის თქმით, სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი შე­იმ­ჩნე­ვა.

"მი­მაჩ­ნია, რომ ეს ტენ­დენ­ცი­ე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სურ­ვილს იცხოვ­რონ თა­ვი­სუ­ფალ, დე­მოკ­რა­ტი­ულ და სუ­ვე­რე­ნულ ქვე­ყა­ნა­ში და ჰქონ­დეთ ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი. ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სრუ­ლად სცეს პა­ტი­ვი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩოს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც გა­მო­ხატ­ვი­სა და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია, გა­ა­ტა­როს სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო რე­ფორ­მე­ბი და შე­ა­ჩე­როს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლის პრო­ცე­სი.“

ამას­თა­ნა­ვე, ლექსმა­ნი გა­მო­ვი­და ბიზ­ნეს­მენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის მო­თხოვ­ნით. "მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოლი­გარქ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა იმ დესტრუქ­ცი­უ­ლი რო­ლის­თვის, რა­საც ის ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­სა და ეკო­ნო­მი­კა­ში თა­მა­შობს.

"მე ასე­ვე მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ გზა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა მიზ­ნობ­რი­ვი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა ოლი­გარქ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე, გა­მომ­დი­ნა­რე მისი დესტრუქ­ცი­უ­ლი რო­ლი­დან ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­სა და ეკო­ნო­მი­კა­ზე. და­სას­რულს, ნება მო­მე­ცით გა­ვი­მე­ო­რო, რო­გორც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მე­გო­ბარ­მა, რომ ჩვენ მშვი­დად არ ვუ­ყუ­რებთ რო­გორ სუს­ტდე­ბა მე­დია თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­გორ მი­დის დე­მოკ­რა­ტია უკან, ეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ჩვენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით ვდგა­ვართ“,- გა­ნა­ცხა­და მი­რი­ამ ლექსმან­მა.

  • "დროა, თბი­ლის­მა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რა სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დგას ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი“

ევ­რო­კავ­ში­რი, რო­გორც ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დამ­ცვე­ლი, იცავს და და­ი­ცავს მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­ში­ნაც კი თუ ამის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის ღიად გაკ­რი­ტი­კე­ბაა სა­ჭი­რო, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა პეტ­რას აუსტრე­ვი­ჩი­უს­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, "თა­ვი­სუ­ფა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტუ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია".

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის თქმით, მათი მო­თხოვ­ნაა, ცვლი­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში.

"თუმ­ცა, ისე­თი მი­უ­ღე­ბე­ლი ქმე­დე­ბა, რო­გო­რი­ცაა კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გა­ჩუ­მე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი წვდო­მის შე­ზღუდ­ვა, მათ მი­მართ ღია მუ­ქა­რა და სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ამ ამ­ბი­ცი­ე­ბის­გან აშო­რებს. ევ­რო­კავ­ში­რი, რო­გორც ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დამ­ცვე­ლი იცავს და და­ი­ცავს მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­ში­ნაც კი თუ ამის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის ღიად გაკ­რი­ტი­კე­ბაა სა­ჭი­რო. მე­დი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ჩა­რე­ვის ად­გი­ლი არ არის.

ვი­თხოვთ ცვლი­ლე­ბას, სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში. დროა, თბი­ლის­მა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რა სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დგას ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი“,- აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

  • "ჩვენ ვართ ამ ქვეყ­ნის დიდი მე­გობ­რე­ბი და არ გვინ­და, რომ მსგავ­სი გან­ვი­თა­რე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი ვი­ხი­ლოთ"

იმის მა­გივ­რად რომ და­იც­ვან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, მათ თავს ეს­ხმი­ან. ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მე კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის დარ­ღვე­ვის ძა­ლი­ან თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია, მაგ­რამ ეს ერ­თა­დერ­თი საქ­მე არაა. ჩვენ ვართ ამ ქვეყ­ნის დიდი მე­გობ­რე­ბი და არ გვინ­და, რომ მსგავ­სი გან­ვი­თა­რე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი ვი­ხი­ლოთ, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნელ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ვი­ო­ლა ფონ კრა­მონ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე დე­ბა­ტე­ბის დროს გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც "სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­ღვე­ვის“ სა­კითხს შე­ე­ხე­ბო­და.

"ჩვენ დიდი იმე­დე­ბი გვქონ­და ამ ქვეყ­ნის, როცა რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ პოსტსაბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა და­ი­წყო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბა მოხ­და და პო­ლი­ცი­ის რე­ფორ­მა გან­ხორ­ცი­ელ­და, ყვე­ლა­ფე­რი ეს ახა­სი­ა­თებს ამ ქვე­ყა­ნას და გვაჩ­ვე­ნებს, რომ მას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოხ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დე­პო­ლი­ტი­ზე­ბა და შე­სა­ბა­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბად გარ­დაქ­მნა”, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­დე­პუ­ტატ­მა.

კრა­მო­ნის თქმით, ევ­რო­კავ­შირ­მა დიდი ინ­ვეს­ტი­ცია მო­ახ­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში და არა მხო­ლოდ ფუ­ლით. ახლა კი, მისი თქმით, პრო­და­სავ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლია და შე­სამ­ჩნე­ვია რეგ­რე­სი კო­რუფ­ცი­ის, ისე­ვე რო­გორც პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კუ­თხით.

  • "ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იმ­სა­ხუ­რებს, იყოს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის ნა­წი­ლი"

ჩვენ გვინ­და, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ჩვე­ნი კავ­ში­რის წევ­რი გახ­დეს, მაგ­რამ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­თვის მხო­ლოდ ხალ­ხის სურ­ვი­ლი საკ­მა­რი­სი არ არის. ქვე­ყა­ნამ უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს წევ­რო­ბის­თვის სა­ჭი­რო კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უს­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლია მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­სა და ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კა­ზე.

"რა­ტომ გან­ვი­ხი­ლავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ასე შეშ­ფო­თე­ბით? - რად­გან ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იმ­სა­ხუ­რებს, იყოს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის ნა­წი­ლი. ჩვენ გვინ­და, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ჩვე­ნი კავ­ში­რის წევ­რი გახ­დეს, მაგ­რამ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­თვის მხო­ლოდ ხალ­ხის სურ­ვი­ლი საკ­მა­რი­სი არ არის. ქვე­ყა­ნამ უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს წევ­რო­ბის­თვის სა­ჭი­რო კრი­ტე­რი­უ­მე­ბი: დე­მოკ­რა­ტია, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. ეს, პირ­ველ რიგ­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლია მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­სა და ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კა­ზე. სწო­რედ ეს არის ის, რა­საც ჩვე­ნი შეშ­ფო­თე­ბა ეხე­ბა.

მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი და ჩრდი­ლო­ვა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მსხვერ­პლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბის­კენ. ეს სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც პოსტ კო­მუ­ნის­ტუ­რი ქვეყ­ნე­ბი მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. 1997 წელს სლო­ვა­კე­თი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­სა­წყე­ბად არ მი­იწ­ვი­ეს, ვი­ნა­ი­დან ქვეყ­ნის მა­შინ­დე­ლი პო­პუ­ლის­ტი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ვლა­დი­მერ მე­ჩი­ა­რი, ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ას და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ანად­გუ­რებ­და. სლო­ვაკ­მა ხალ­ხმა ეს პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რა და მე­ჩი­ა­რის მთავ­რო­ბა აღარ აირ­ჩია. მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, ნუ გა­ი­მე­ო­რე­ბენ ვლა­დი­მერ მე­ჩი­ა­რის შეც­დო­მებს“,- აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

  • "ჩვენ გვსურს შე­ვას­რუ­ლოთ თქვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სურ­ვი­ლე­ბი და თქვენ?"

სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ში­ნე­ლია. ჟურ­ნა­ლის­ტებს ძა­ლა­დობ­რი­ვად ეს­ხმი­ან თავს. არ­სე­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­ში­ნე­ბის, მუ­ქა­რი­სა და სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის შემ­თხვე­ვე­ბი და ბევ­რი გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­დია მუ­შა­კე­ბი­სა და მფლო­ბე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა მარ­კე­ტა გრე­გო­რო­ვამ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც დე­ბა­ტე­ბი იმარ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის თქმით, მათ სურთ, შე­ას­რუ­ლონ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სურ­ვი­ლე­ბი და მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას კი­თხვით: "თქვენ?" .

"ყვე­ლა­ზე მე­ტად იმე­დის გა­მაც­რუ­ე­ბე­ლია, რომ მთავ­რო­ბა და სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უერ­თდე­ბი­ან ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე "ნა­დი­რო­ბას“ , იმის ნაც­ვლად, რომ და­იც­ვან დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის საყ­რდე­ნი. ამი­ტომ, შე­ვახ­სე­ნებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა გა­მო­ხა­ტეს თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლი ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს გუ­ლის­ხმობს დე­მოკ­რა­ტი­ის უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვას, მათ შო­რის და­მო­უ­კი­დე­ბელ და თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ას. კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ცალ­მხრი­ვი გა­რი­გე­ბა არ არის. ჩვენ გვსურს შე­ვას­რუ­ლოთ თქვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სურ­ვი­ლე­ბი და თქვენ? თუ "კი“, მა­შინ გარ­კვე­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი უნდა და­იც­ვათ“,- აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

  • "სა­ქარ­თვე­ლო რამ­დე­ნი­მე წლის წინ მო­წი­ნა­ვე იყო აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რებს შო­რის, მაგ­რამ..."

სა­ქარ­თვე­ლო რამ­დე­ნი­მე წლის წინ მო­წი­ნა­ვე იყო აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რებს შო­რის, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო ხა­ნებ­ში მან და­კარ­გა თა­ვი­სი სიჩ­ქა­რე და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი­სად­მი მტკი­ცე ერ­თგუ­ლე­ბა , - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა და ეს­ტო­ნე­თის ყო­ფილ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დმა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე დე­ბა­ტე­ბის დროს გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც "სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­ღვე­ვის“ სა­კითხს ეხე­ბო­და.

"რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ჩვენ, ამ შე­ნო­ბა­ში, ძა­ლი­ან დიდი უმე­ტე­სო­ბით მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ რე­ზო­ლუ­ცი­ას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას ეხე­ბა. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ჩვენ კარ­გი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გვქონ­და მოლ­დო­ვის პრე­ზი­დენ­ტთან და ჩვენ ვა­ღი­ა­რეთ მათი მიღ­წე­ვე­ბი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში. დღეს ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებს“, - აღ­ნიშ­ნა კა­ლი­უ­რან­დმა.

მან მო­უ­წო­და ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებს, დღე­ვან­დე­ლი დის­კუ­სია "ბოლო გაფრ­თხი­ლე­ბად" მი­ი­ღონ.

"მო­ვუ­წო­დებ ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან და ოპო­ზი­ცი­ი­დან, დღე­ვან­დე­ლი დის­კუ­სია მი­ი­ღონ, რო­გორც ბოლო გაფრ­თხი­ლე­ბა. გვერ­დზე გა­და­დეთ პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, შე­წყვი­ტეთ ერ­თმა­ნე­თის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა და ერ­თად და­ი­წყეთ მუ­შა­ო­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ რე­ფორ­მებ­ზე. შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფან­ჯა­რა ჯერ კი­დევ ღიაა და ესაა, რა­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თქვენ­გან მო­ე­ლის", - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­დე­პუ­ტატ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

  • “მეც მოგ­მარ­თავთ, რომ მი­ა­ნი­ჭეთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს, ისე­ვე რო­გორც უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას“

ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დიდი მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს. ამ შე­დეგ­ში წვლი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რმა მთავ­რო­ბამ და პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის წევ­რმა შე­ი­ტა­ნა, მათ­გან ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ახლა ცი­ხე­ში ზის, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა და პო­ლო­ნე­თის ყო­ფილ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ანა ფო­ტი­გამ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე დე­ბა­ტე­ბის დროს გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც "სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­ღვე­ვის“ სა­კითხს ეხე­ბო­და.

ევ­რო­დე­პუ­ტატ­მა სა­კუ­თარ გა­მოს­ვლა­ში ასე­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­ზე ნიკა გვა­რა­მი­ა­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც, მისი თქმით, დე­ბა­ტე­ბის ერთ-ერთი სუ­ბი­ექ­ტია.

"მათ ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რებს, მოგ­ვმარ­თეს, რომ მი­უ­ხე­და­ვად მათი კრი­ტი­კი­სა ამ­ჟა­მინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი, გრძნო­ბენ ის­ტო­რი­ულ მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და ის­ტო­რი­ულ საფრ­თხეს მათი ქვეყ­ნის­თვის და გვთხო­ვეს, რომ მი­ვა­ნი­ჭოთ სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, რომ არ დავ­ტო­ვოთ სა­ქარ­თვე­ლო პოსტსაბ­ჭო­ურ ჭა­ობ­ში და არ დავ­სა­ჯოთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი პო­ტენ­ცი­უ­რი რკი­ნის ფარ­დის მიღ­მა და­ტო­ვე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა ფო­ტი­გამ.

“მეც მოგ­მარ­თავთ, რომ მი­ა­ნი­ჭეთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი სა­ქარ­ვე­ლოს, ისე­ვე რო­გორც უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას“, - დას­ძი­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

  • "მო­გი­წო­დებთ, დე­ტა­ლუ­რად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ პო­ტენ­ცი­უ­ლი შე­დე­გე­ბი და ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი გეგ­მა..."

მყა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩოს მი­უ­ხე­და­ვად, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ფი­ზი­კურ უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უა­რეს­დე­ბა. ეს ილუსტრი­რე­ბუ­ლი იყო ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე ჯგუ­ფე­ბის მიერ გა­სუ­ლი წლის "პრა­ი­დის“ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და იმ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბით, რომ­ლე­ბიც მოვ­ლე­ნებს აშუ­ქებ­დნენ. ახ­ლა­ხანს კი ამის ილუსტრი­რე­ბა მოხ­და კარ­გად ცნო­ბი­ლი მე­დია ფი­გუ­რის, ბა­ტო­ნი გვა­რა­მი­ას მი­მართ სა­ეჭ­ვო ბრალ­დე­ბებ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნით, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა სვენ მიკ­სერ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც დე­ბა­ტე­ბი იმარ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის თქმით, მათ აქვთ ლე­გი­ტი­მუ­რი შეშ­ფო­თე­ბა ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ნე­გა­ტი­ურ ტენ­დენ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის და ზო­გა­დად, დე­მოკ­რა­ტი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ქცე­ვა იმედ­გა­მაც­რუ­ე­ბე­ლია ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ქარ­თვე­ლი მმარ­თვე­ლე­ბის მი­მართ უფრო მტკი­ცე და მომ­თხოვ­ნი ხაზი უნდა გა­ვა­ტა­როთ, რათა გა­ი­გონ, რომ სწო­რედ მათ უნდა იმოქ­მე­დონ, როცა საქ­მე სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბას ეხე­ბა.

"მო­გი­წო­დებთ, დე­ტა­ლუ­რად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ პო­ტენ­ცი­უ­ლი შე­დე­გე­ბი და ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი გეგ­მა, რათა ჩვენ­მა ნა­ბი­ჯებ­მა უნებ­ლი­ედ ზი­ა­ნი არ მი­ა­ყე­ნოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიღ­წე­ვებ­სა და ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ ინ­ტე­რე­სებს რე­გი­ონ­ში", - გა­ნა­ცხა­და სვენ მიკ­სერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 187 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუციკო
0

თავს ვგრძნობ საშინლად დამცირებულად და შეურაცხყოფილად. დამემსხვრა წარმოდგენები და იმედები ევროკავშირზე. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე ხელაღებით თეთრზე შავს იტყოდნენ და შავზე თეთრს.მძულს ასეთი უსამართლო ევროკავშირი.

ლილე
9

არ მინდა ასეთ ევროკავშირში!

ავტორი:

"ბოლო გაფრთხილება..." - უმწვავესი კრიტიკა ევროპარლამენტიდან: საქართველოზე გამართული დებატების მთავარი გზავნილები

"ბოლო გაფრთხილება..." - უმწვავესი კრიტიკა ევროპარლამენტიდან: საქართველოზე გამართული დებატების მთავარი გზავნილები

8 ივნისს ევროპარლამენტში დებატები გაიმართა რეზოლუციის გარშემო, რომლის თემაც გახლავთ საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევები და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევები.

  • "ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე"

დებატები გახსნა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა (EPP, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, სლოვაკეთი) რომელიც რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთი ავტორია. ლექსმანის თქმით, სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები შეიმჩნევა.

"მიმაჩნია, რომ ეს ტენდენციები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში და ჰქონდეთ ევროპული მომავალი. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად სცეს პატივი საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია, გაატაროს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის საჭირო რეფორმები და შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლის პროცესი.“

ამასთანავე, ლექსმანი გამოვიდა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით. "მიმაჩნია, რომ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისათვის მნიშვნელოვანია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება იმ დესტრუქციული როლისთვის, რასაც ის ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში თამაშობს.

"მე ასევე მჯერა, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, გამომდინარე მისი დესტრუქციული როლიდან ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. დასასრულს, ნება მომეცით გავიმეორო, როგორც ქართველი ხალხის მეგობარმა, რომ ჩვენ მშვიდად არ ვუყურებთ როგორ სუსტდება მედია თავისუფლება საქართველოში და როგორ მიდის დემოკრატია უკან, ეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“,- განაცხადა მირიამ ლექსმანმა.

  • "დროა, თბილისმა გააცნობიეროს, რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყნის მომავალი“

ევროკავშირი, როგორც ფუნდამენტური თავისუფლების დამცველი, იცავს და დაიცავს მედიის თავისუფლებას საქართველოში, მაშინაც კი თუ ამისთვის ხელისუფლებაში მყოფი პირების ღიად გაკრიტიკებაა საჭირო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, "თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის განუყოფელი ნაწილია".

ევროპარლამენტარის თქმით, მათი მოთხოვნაა, ცვლილება სახელმწიფო პოლიტიკასა და დამოკიდებულებაში.

"თუმცა, ისეთი მიუღებელი ქმედება, როგორიცაა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გაჩუმება, ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის შეზღუდვა, მათ მიმართ ღია მუქარა და სამართლებრივი დევნა საქართველოს ამ ამბიციებისგან აშორებს. ევროკავშირი, როგორც ფუნდამენტური თავისუფლების დამცველი იცავს და დაიცავს მედიის თავისუფლებას საქართველოში, მაშინაც კი თუ ამისთვის ხელისუფლებაში მყოფი პირების ღიად გაკრიტიკებაა საჭირო. მედიის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევის ადგილი არ არის.

ვითხოვთ ცვლილებას, სახელმწიფო პოლიტიკასა და დამოკიდებულებაში. დროა, თბილისმა გააცნობიეროს, რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყნის მომავალი“,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

  • "ჩვენ ვართ ამ ქვეყნის დიდი მეგობრები და არ გვინდა, რომ მსგავსი განვითარების მაგალითები ვიხილოთ"

იმის მაგივრად რომ დაიცვან ჟურნალისტები, მათ თავს ესხმიან. ნიკა გვარამიას საქმე კანონის უზენაესობის დარღვევის ძალიან თვალსაჩინო მაგალითია, მაგრამ ეს ერთადერთი საქმე არაა. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის დიდი მეგობრები და არ გვინდა, რომ მსგავსი განვითარების მაგალითები ვიხილოთ, - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს განაცხადა, რომელიც "საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხს შეეხებოდა.

"ჩვენ დიდი იმედები გვქონდა ამ ქვეყნის, როცა რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ პოსტსაბჭოთა საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო, საზოგადოების მოდერნიზება მოხდა და პოლიციის რეფორმა განხორციელდა, ყველაფერი ეს ახასიათებს ამ ქვეყანას და გვაჩვენებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა მოხდეს საზოგადოების დეპოლიტიზება და შესაბამის საზოგადოებად გარდაქმნა”, - აღნიშნა ევროდეპუტატმა.

კრამონის თქმით, ევროკავშირმა დიდი ინვესტიცია მოახდინა საქართველოში და არა მხოლოდ ფულით. ახლა კი, მისი თქმით, პროდასავლური განცხადებები იგნორირებულია და შესამჩნევია რეგრესი კორუფციის, ისევე როგორც პრესის თავისუფლების კუთხით.

  • "ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი"

ჩვენ გვინდა, ქართველი ხალხი ჩვენი კავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ევროკავშირის წევრობისთვის მხოლოდ ხალხის სურვილი საკმარისი არ არის. ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმები, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილება, პირველ რიგში დამოკიდებულია მმართველი პარტიისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკაზე.

"რატომ განვიხილავთ საქართველოში მედიასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ასე შეშფოთებით? - რადგან ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. ჩვენ გვინდა, ქართველი ხალხი ჩვენი კავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ევროკავშირის წევრობისთვის მხოლოდ ხალხის სურვილი საკმარისი არ არის. ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლების კრიტერიუმები. ეს, პირველ რიგში დამოკიდებულია მმართველი პარტიისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკაზე. სწორედ ეს არის ის, რასაც ჩვენი შეშფოთება ეხება.

მედიის თავისუფლება ხდება საქართველოს ოფიციალური და ჩრდილოვანი ხელმძღვანელობის მსხვერპლი მიზანმიმართული პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია მართლმსაჯულების პოლიტიზირებისკენ. ეს სრულიად მიუღებელია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოსტ კომუნისტური ქვეყნები მსგავს სიტუაციაში იმყოფებიან. 1997 წელს სლოვაკეთი მოლაპარაკებების დასაწყებად არ მიიწვიეს, ვინაიდან ქვეყნის მაშინდელი პოპულისტი პრემიერ-მინისტრი, ვლადიმერ მეჩიარი, ქვეყნის დემოკრატიას და მედიის თავისუფლების ღირებულებებს ანადგურებდა. სლოვაკმა ხალხმა ეს პრობლემა გადაჭრა და მეჩიარის მთავრობა აღარ აირჩია. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ნუ გაიმეორებენ ვლადიმერ მეჩიარის შეცდომებს“,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

  • "ჩვენ გვსურს შევასრულოთ თქვენი მოქალაქეების სურვილები და თქვენ?"

საქართველოში მედიასთან დაკავშირებული მდგომარეობა საშინელია. ჟურნალისტებს ძალადობრივად ესხმიან თავს. არსებობს ჟურნალისტების დაშინების, მუქარისა და სამართლებრივი დევნის შემთხვევები და ბევრი გამოძიება მიმდინარეობს მედია მუშაკებისა და მფლობელების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც დებატები იმართება საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარის თქმით, მათ სურთ, შეასრულონ საქართველოს მოქალაქეების სურვილები და მიმართავს საქართველოს მთავრობას კითხვით: "თქვენ?" .

"ყველაზე მეტად იმედის გამაცრუებელია, რომ მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები უერთდებიან ჟურნალისტებზე "ნადირობას“ , იმის ნაცვლად, რომ დაიცვან დემოკრატიისა და საზოგადოების საყრდენი. ამიტომ, შევახსენებ საქართველოს მთავრობას, საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს თავიანთი სურვილი ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით, ეს გულისხმობს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვას, მათ შორის დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიას. კანდიდატის სტატუსი ცალმხრივი გარიგება არ არის. ჩვენ გვსურს შევასრულოთ თქვენი მოქალაქეების სურვილები და თქვენ? თუ "კი“, მაშინ გარკვეული სტანდარტები უნდა დაიცვათ“,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

  • "საქართველო რამდენიმე წლის წინ მოწინავე იყო აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, მაგრამ..."

საქართველო რამდენიმე წლის წინ მოწინავე იყო აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო ხანებში მან დაკარგა თავისი სიჩქარე და დემოკრატიული რეფორმებისადმი მტკიცე ერთგულება , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და ესტონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს განაცხადა, რომელიც "საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხს ეხებოდა.

"რამდენიმე თვის წინ, ჩვენ, ამ შენობაში, ძალიან დიდი უმეტესობით მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას, რომელიც უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ კარგი მოლაპარაკებები გვქონდა მოლდოვის პრეზიდენტთან და ჩვენ ვაღიარეთ მათი მიღწევები ევროინტეგრაციის პროცესში. დღეს ჩვენ განვიხილავთ საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევასა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებს“, - აღნიშნა კალიურანდმა.

მან მოუწოდა ქართველ პოლიტიკოსებს, დღევანდელი დისკუსია "ბოლო გაფრთხილებად" მიიღონ.

"მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, დღევანდელი დისკუსია მიიღონ, როგორც ბოლო გაფრთხილება. გვერდზე გადადეთ პარტიული ინტერესები, შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება და ერთად დაიწყეთ მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე. შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ესაა, რასაც ქართველი ხალხი თქვენგან მოელის", - აღნიშნა ევროდეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას.

  • “მეც მოგმართავთ, რომ მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას“

ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ამ შედეგში წვლილი საქართველოს ბევრმა მთავრობამ და პოლიტიკური ელიტის წევრმა შეიტანა, მათგან ყველაზე გამორჩეული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ახლა ციხეში ზის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს განაცხადა, რომელიც "საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხს ეხებოდა.

ევროდეპუტატმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ტელეკომპანია "მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორზე ნიკა გვარამიაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, დებატების ერთ-ერთი სუბიექტია.

"მათ ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, მოგვმართეს, რომ მიუხედავად მათი კრიტიკისა ამჟამინდელ ხელისუფლებისადმი, გრძნობენ ისტორიულ მნიშვნელობასა და ისტორიულ საფრთხეს მათი ქვეყნისთვის და გვთხოვეს, რომ მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რომ არ დავტოვოთ საქართველო პოსტსაბჭოურ ჭაობში და არ დავსაჯოთ ქართველი ხალხი პოტენციური რკინის ფარდის მიღმა დატოვებით“, - აღნიშნა ფოტიგამ.

“მეც მოგმართავთ, რომ მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქარველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას“, - დასძინა ევროპარლამენტარმა.

  • "მოგიწოდებთ, დეტალურად გავაანალიზოთ პოტენციული შედეგები და ჩვენი მომავალი გეგმა..."

მყარი სამართლებრივი ჩარჩოს მიუხედავად, მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია მნიშვნელოვნად უარესდება. ეს ილუსტრირებული იყო ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ გასული წლის "პრაიდის“ მონაწილეების და იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობით, რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ. ახლახანს კი ამის ილუსტრირება მოხდა კარგად ცნობილი მედია ფიგურის, ბატონი გვარამიას მიმართ საეჭვო ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც დებატები იმართება საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარის თქმით, მათ აქვთ ლეგიტიმური შეშფოთება ბოლოდროინდელ ნეგატიურ ტენდენციებთან დაკავშირებით კანონის უზენაესობის და ზოგადად, დემოკრატიის მიმართულებით.

მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქცევა იმედგამაცრუებელია ბევრი მიმართულებით და ასეთ სიტუაციაში ქართველი მმართველების მიმართ უფრო მტკიცე და მომთხოვნი ხაზი უნდა გავატაროთ, რათა გაიგონ, რომ სწორედ მათ უნდა იმოქმედონ, როცა საქმე საქართველოს ევროპულ მისწრაფებას ეხება.

"მოგიწოდებთ, დეტალურად გავაანალიზოთ პოტენციული შედეგები და ჩვენი მომავალი გეგმა, რათა ჩვენმა ნაბიჯებმა უნებლიედ ზიანი არ მიაყენოს ქართველი ხალხის მიღწევებსა და ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში", - განაცხადა სვენ მიკსერმა.