საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, სახალხო არტისტი, ვარსკვლავთბიჭუნა ზარქუა 24 რიცხვამდე მაინც, იქნებ მოაშოროთ ტელეეკრანებს" - ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას
"ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, სახალხო არტისტი, ვარსკვლავთბიჭუნა ზარქუა 24 რიცხვამდე მაინც, იქნებ მოაშოროთ ტელეეკრანებს" - ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას

ერთი თხოვ­ნა მაქვს თქვენ­თან, სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, სა­ხალ­ხო მთქმე­ლი, ვარ­სკვლავ­თბი­ჭუ­ნა ზარ­ქუა 24 რი­ცხვამ­დე მა­ინც, იქ­ნებ მო­ა­შო­როთ ტე­ლე­ეკ­რა­ნებს, - ასე მი­მარ­თა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტებს, სა­დაც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ყო­ველ­წლი­ურ მოხ­სე­ნე­ბას უს­მე­ნენ.

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ პო­ლი­ტი­კის ნაც­ვლად პარ­ლა­მენ­ტი გა­და­აქ­ცია ღვარ­ძლის, და­პი­რის­პი­რე­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბის ას­პა­რე­ზად.

ამას­თან, მან მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დე­პუ­ტა­ტებს შე­ახ­სე­ნა, რომ "ამა­ვე დარ­ბა­ზი­დან გას­ცე­მენ ხოლ­მე მა­თი­ვე კო­ლე­გე­ბის და­კა­ვე­ბის ბრძა­ნე­ბას". ამ კონ­ტექ­სტში ხა­ბე­იშ­ვილ­მა და­ა­სა­ხე­ლა ნიკა მე­ლი­ას, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის, თე­მურ ჯა­ნა­ში­ა­სა და და­ვით კირ­კი­ტა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი საქ­მე­ე­ბი.

"ზო­გა­დად, აქ არის ხოლ­მე ჩემი კო­ლე­გა, სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, რო­მე­ლიც მი­ჩი­ვის, გამ­ლა­ხა, მცე­მა და მატ­კი­ნაო და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ამ დრომ­დე ჩემ­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ამას­თან, დე­პუ­ტატ­მა კი­თხვით მი­მარ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს, თუ და­ინ­ტე­რეს­და რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი, "რა­ტომ აჩუ­ქა ტყე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მე­უღ­ლეს“.

"თქვენ ხომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ხართ? ან მა­გა­ლი­თად, თუ ტყის ამ­ბა­ვი არ მოგ­წონთ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ხომ თქვა, რომ ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და მის­მა ნა­თე­სა­ვებ­მა მი­ლი­ო­ნე­ბი მო­ი­პა­რე­სო და ნწუ, ნწუ, ნწუო და ამი­ტომ გა­ვუშ­ვი თა­ნამ­დე­ბო­ბი­და­ნო?! მო­ი­კი­თხეთ ის ნა­თე­სა­ვე­ბი, რო­მე­ლი­მე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არის მი­ცე­მუ­ლი ან თა­ვად ღა­რი­ბაშ­ვილს რა­ტომ არას­დროს არა­ფე­რი და­ე­კის­რა? ეს ხომ ბი­ძი­ნამ თქვა, ხა­ბე­იშ­ვილს ხომ არ უთ­ქვამს? ან რა­ტომ არას­დროს და­ინ­ტე­რეს­დით ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ბე­რას სა­თა­მა­შოს როლს რომ ას­რუ­ლებ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის დროს, მერე ავ­თენ­ტი­კუ­რო­ბა­ზე, მი­ლის­ტებ­ზე და ათას სი­სუ­ლე­ლე­ზე რომ ისა­უბ­რეს მთავ­რო­ბის წევ­რებ­მა. რა­ტომ არ და­ინ­ტე­რეს­დით? ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად მო­ძა­ლა­დეა იმ ჩა­ნა­წერ­ში, ასე ირ­კვე­ვა, რა გა­ა­კე­თეთ, კონ­ტრო­ლის რა მე­ქა­ნიზ­მი ჩარ­თეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?" - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ხა­ბე­იშ­ვილ­მა ასე­ვე კი­თხვა დას­ვა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რის ნუგ­ზარ ფუტ­კა­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე, "რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ტი­უ­ლი ბო­სე­ბის ზე­წო­ლის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა“.

ამას­თან, ხა­ბე­იშ­ვილ­მა ისა­უბ­რა აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძეს­თან მი­მარ­თე­ბით, რო­მელ­საც "არ­შემ­დგა­რი ძვე­ლი ბიჭი უწო­და“, აჭა­რის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას მი­სი­ვე გა­მოს­ვლი­სა და ლექ­სი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო. "ამ კაცს თუ ვინ­მემ მო­უს­მი­ნეთ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­სა­ძაგ­ლე მო­დი­ო­და მისი პი­რი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რრ
3

ეს სუბიექტი და წითლიძე არიან ნაცმოძრაობის სპიკერები, წარმოგიდგენიათ როგორ დაენძრათ?

ავთო
2

სირცხვილია ასეთი პარლამენტარი რომ გვყავს.მე მგონია პროპორციული არჩევნები უნდა გაუქმდეს და მხოლოდ მაჟორიტარული დარჩეს, რომ სიებით მისი მსგავსები ვერ მოხვდნენ იქ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, სახალხო არტისტი, ვარსკვლავთბიჭუნა ზარქუა 24 რიცხვამდე მაინც, იქნებ მოაშოროთ ტელეეკრანებს" - ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას

"ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, სახალხო არტისტი, ვარსკვლავთბიჭუნა ზარქუა 24 რიცხვამდე მაინც, იქნებ მოაშოროთ ტელეეკრანებს" - ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას

ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, სახალხო არტისტი, სახალხო მთქმელი, ვარსკვლავთბიჭუნა ზარქუა 24 რიცხვამდე მაინც, იქნებ მოაშოროთ ტელეეკრანებს, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატებს, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ მოხსენებას უსმენენ.

ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკის ნაცვლად პარლამენტი გადააქცია ღვარძლის, დაპირისპირების და პოლიტიკური შურისძიების ასპარეზად.

ამასთან, მან მმართველი პარტიის დეპუტატებს შეახსენა, რომ "ამავე დარბაზიდან გასცემენ ხოლმე მათივე კოლეგების დაკავების ბრძანებას". ამ კონტექსტში ხაბეიშვილმა დაასახელა ნიკა მელიას, ბადრი ჯაფარიძის, თემურ ჯანაშიასა და დავით კირკიტაძის წინააღმდეგ აღძრული საქმეები.

"ზოგადად, აქ არის ხოლმე ჩემი კოლეგა, სახალხო არტისტი, რომელიც მიჩივის, გამლახა, მცემა და მატკინაო და სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე ჩემზეც მიმდინარეობს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, დეპუტატმა კითხვით მიმართა უმრავლესობის წევრებს, თუ დაინტერესდა რომელიმე მათგანი, "რატომ აჩუქა ტყე ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლეს“.

"თქვენ ხომ ხელისუფლების მაკონტროლებელი ხართ? ან მაგალითად, თუ ტყის ამბავი არ მოგწონთ, ბიძინა ივანიშვილმა ხომ თქვა, რომ ღარიბაშვილმა და მისმა ნათესავებმა მილიონები მოიპარესო და ნწუ, ნწუ, ნწუო და ამიტომ გავუშვი თანამდებობიდანო?! მოიკითხეთ ის ნათესავები, რომელიმე პასუხისგებაში არის მიცემული ან თავად ღარიბაშვილს რატომ არასდროს არაფერი დაეკისრა? ეს ხომ ბიძინამ თქვა, ხაბეიშვილს ხომ არ უთქვამს? ან რატომ არასდროს დაინტერესდით ღარიბაშვილი ბერას სათამაშოს როლს რომ ასრულებდა სატელეფონო ზარის დროს, მერე ავთენტიკურობაზე, მილისტებზე და ათას სისულელეზე რომ ისაუბრეს მთავრობის წევრებმა. რატომ არ დაინტერესდით? ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად მოძალადეა იმ ჩანაწერში, ასე ირკვევა, რა გააკეთეთ, კონტროლის რა მექანიზმი ჩართეთ ამ მიმართულებით?" - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილმა ასევე კითხვა დასვა "ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებაზე, "რომელიც სავარაუდოდ "ქართული ოცნების“ პარტიული ბოსების ზეწოლის შედეგად გარდაიცვალა“.

ამასთან, ხაბეიშვილმა ისაუბრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძესთან მიმართებით, რომელსაც "არშემდგარი ძველი ბიჭი უწოდა“, აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენისას მისივე გამოსვლისა და ლექსიკის გამოყენების გამო. "ამ კაცს თუ ვინმემ მოუსმინეთ წარმოუდგენელი სისაძაგლე მოდიოდა მისი პირიდან“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.