ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხართ და მეტი არაფერი - ეს ყოველთვის მინდოდა მეთქვა, - ამ სიტყვებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ კოლეგას სალომე სამადაშვილს მიმართა. ზარქუა სამადაშვილის კრიტიკულმა შეფასებებმა და კითხვებმა გააღიზიანა.
“ქალბატონი სამადაშვილის მოსმენა ხშირად მიწევს ხოლმე. ვერ ვხვდები, რამე დავაშავეთ ამ ქალბატონის წინაშე?! რა ტონალობაში გველაპარაკება და მისი გამოსვლით ყოველთვის შეურაცხყოფას რატომ გვაყენებს? ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ - ეს ყოველთვის მინდოდა მეთქვა! ხელმოცარული დიპლომატი ხარ, თანაც ყოფილი, რომელმაც 2008 წელს, სადაც რუსეთის აგრესიამ ჩვენი ტერიტორიების 20% შეიწირა, ჩვენი გმირი ბიჭები შეიწირა, ჩვენს უამრავ დედას შავები ჩააცვა, შენ იმდენი ვერ მოახერხე, სანქცია ვერ დაგიწესებია ერთი სახელმწიფოს მხრიდან. იმდენი გააკეთე, რომ ევროსაბჭოში რეზოლუცია მიაღებინე შენს გუნდს და მხარი დააჭერინე, სადაც ქართველი ბიჭები ომის ესკალაციაში დაადანაშაულე. რა ტონალობაში გველაპარაკები ქალბატონო სალომე... ამოვიდა ყელში თქვენი ქედმაღლური ისინი... კეთილი ინებე და ადეკვატური იყავი, არაფერი სასახელო არ გაგიკეთებიათ თქვენ 2008 წელს, ხელმოცარული დიპლომატი ხართ, მეტი არაფერი და ეს იცოდეთ“, - მიმართა ზარქუამ სალომე სამადაშვილს.
კაცი თავისი არ იცის სხვისი არ გაეგება.არც არავინ ყავს დარიგოს.
სამადაშვილი ქართული ოცნების სიდედრია.