პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
სატანჯველი შეკითხვა და ხელოვნების, როგორც სიყვარულის აღქმა - თემურ ჩხეიძის გამოსათხოვარი
სატანჯველი შეკითხვა და ხელოვნების, როგორც სიყვარულის აღქმა  - თემურ ჩხეიძის გამოსათხოვარი

ელდა იყო ჩემ­თვის "ფე­ის­ბუქ­ში“ ამო­კი­თხუ­ლი დიდი რე­ჟი­სო­რი­სა და დიდი ადა­მი­ა­ნის, ჩემი ძვირ­ფა­სი ბა­ტო­ნი თე­მურ ჩხე­ი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი. არა­და, სულ რა­ღაც 2 თვის წინ თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შემ­თხვე­ვით შევ­ხვდით, მშვე­ნივ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. დიდი ხნის უნა­ხა­ვი გვყავ­და ერ­თმა­ნე­თი და ძა­ლი­ან გა­ვი­ხა­რეთ. გა­ვი­სა­უბ­რეთ, მისი მე­უღ­ლე, ქალ­ბა­ტო­ნი ნანი ჩიქ­ვი­ნი­ძეც მო­ვი­კი­თხე, - კარ­გად არი­სო, მი­თხრა და... უცებ აჩ­ქარ­და - მგო­ნი, იფიქ­რა, ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა არ მთხო­ვო­სო და ჩქარ-ჩქა­რა და­ა­ყო­ლა, ნა­ნის აუ­ცი­ლებ­ლად გა­დავ­ცემ მო­კი­თხვას, ახლა უნდა წა­ვი­დეო და სას­წრა­ფოდ და­მემ­შვი­დო­ბა. ეს იყო და ეს - თურ­მე, უკა­ნას­კნე­ლად ვხვდე­ბო­დი. არა­და, პან­დე­მი­უ­რი ჩა­ვარ­დნის შემ­დეგ მარ­თლაც ვა­პი­რებ­დი მას­თან და­რეკ­ვას და ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რას...

რამ­დე­ნი რამ წა­მო­ტივ­ტივ­და მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, რამ­დე­ნი მო­გო­ნე­ბა, სა­უ­ბა­რი, რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნან­დე­ლი ზუგ­დი­დუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლელ­თა "ART ხე­ლოვ­ნე­ბა“, ლხი­ნი... ბა­ტო­ნი თე­მუ­რის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­რე­ჟი­სო­რო ცხოვ­რე­ბაც სწო­რედ ზუგ­დი­დით და­ი­წყო და 50 წლის შემ­დეგ ანუ, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ სწო­რედ იქ მი­იწ­ვი­ეს - ლა­მა­ზი დღე­ე­ბი მო­უ­წყო ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ხა­ტია ჯა­ნა­ში­ამ. მახ­სოვს, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლე­ლებ­თან ერ­თად ზუგ­დი­დი­დან თბი­ლის­ში რომ ვბრუნ­დე­ბო­დით, რი­კოთ­ზე წა­სა­ხემ­სებ­ლად გავ­ჩერ­დით. ვიდ­რე შეკ­ვე­თას მოგ­ვი­ტან­დნენ, დრო ვი­ხელ­თე და მა­ესტროს ინ­ტერ­ვიუ ვთხო­ვე, ჩამ­წე­რი უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი მქონ­და. გა­ე­ცი­ნა და, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, მშვი­დი და ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ხმის ტემ­ბრით მი­თხრა, - ირმა, რო­გორც მახ­სოვს, ჩემ­ზე ყვე­ლა­ფე­რი და­წე­რი­ლი გაქვს, ყვე­ლა­ფერ­ზე ვი­სა­უბ­რეთ, ნუთუ დამ­რჩა კი­დევ რამე მო­სა­ყო­ლიო? - მეც სი­ცი­ლით ვუ­პა­სუ­ხე, კი­თხვებს და მო­სა­ყოლს რა გა­მო­ლევს, ბა­ტო­ნო თე­მურ, მთა­ვა­რია, თქვენ დამ­თან­ხმდეთ-მეთ­ქი. მიხ­ვდა, არ მო­ვეშ­ვე­ბო­დი და ვერც ვერ­სად "და­მე­მა­ლე­ბო­და“... ფაქ­ტია, იქვე ჩემს არ­ქივს კი­დევ ერთი ინ­ტერ­ვიუ შე­ე­მა­ტა, მას 1-2 თბი­ლის­შიც მოჰ­ყვა და ასე, ნელ-ნელა კი­დევ უფრო გავ­მდიდ­რდი დიდ რე­ჟი­სორ­თან და შე­სა­ნიშ­ნავ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბით!

  • სა­ტან­ჯვე­ლი შე­კი­თხვა

ერთხელ ბა­ტონ თე­მურს ჩა­ვე­კი­თხე, უფრო ზუს­ტად, მის მიერ პე­ტერ­ბურ­გში დად­გმულ ინ­გლი­სურ პი­ე­სა­ში - "კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში“ დას­მუ­ლი მთა­ვა­რი სა­კი­თხი კი­თხვად შე­ვუბ­რუ­ნე - სად იწყე­ბა და სად მთავ­რდე­ბა ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა-მეთ­ქი? უც­ნა­უ­რად გა­მი­ღი­მა, - თუკი რამ სა­ტან­ჯვე­ლი შე­კი­თხვა არ­სე­ბობს, ერთ-ერთი სწო­რედ ეს შე­კი­თხვა­აო, - და გა­ნაგ­რძო:

"მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ ზღვარს ვე­ძებთ. ერ­თია, პი­რა­დად მე რა მინ­და და მე­ო­რე - რაც მინ­და, თუ სჭირ­დე­ბა სხვას, სხვებს და, თუ პა­თე­ტი­კუ­რად არ ის­მის - ქვე­ყა­ნას. მუდ­მი­ვი კი­თხვაა, მუდ­მი­ვი სა­ფიქ­რა­ლი და საზ­რუ­ნა­ვი. სულ მე­ში­ნია, ღმერ­თმა ისე­თი შეც­დო­მა არ და­მაშ­ვე­ბი­ნოს ან ისე არ და­მე­ბინ­დოს გო­ნე­ბა, რომ გა­ვა­კე­თო რა­ღაც, რაც ჩემ­თვის კარ­გია და სხვის­თვის - სა­ზი­ა­ნოდ იქ­ცე­ვა...

მთე­ლი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა მა­ინც სუ­ბი­ექ­ტურ აღ­ქმა­თა ნაკ­რე­ბია - თი­თო­ე­ულს გვაქვს სა­კუ­თა­რი სუ­ბი­ექ­ტუ­რი თვალ­საზ­რი­სი ყვე­ლა­ფერ­ზე და ამით გან­ვსხვავ­დე­ბით კი­დეც. ამი­ტომ მი­ჭირს გან­ვმარ­ტო, რას ნიშ­ნავს ობი­ექ­ტუ­რი აზრი. თუ ობი­ექ­ტუ­რი აზრი მხო­ლოდ უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რია, მა­შინ ეს ჯერ კი­დევ არ არის გა­რან­ტია სწო­რი და მარ­თე­ბუ­ლი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ცხელ გულ­ზე იყოს მი­ღე­ბუ­ლი. თუმ­ცა არც იმას ვამ­ბობ, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბის აზრი ყო­ველ­თვის მცდა­რია... მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ამა თუ იმ მოვ­ლე­ნას დრომ და დის­ტან­ცი­ამ უნდა მი­უ­ჩი­ნოს ად­გი­ლი. რო­დე­საც ძა­ლი­ან ახ­ლო­საა მოვ­ლე­ნა, ლა­მის ვა­ი­ძუ­ლებ თავს, შე­ფა­სე­ბის­გან თავი შე­ვი­კა­ვო, ეს შე­ფა­სე­ბა ვა­და­ზე ადრე არ მო­მი­ვი­დეს, რად­გან მცდა­რი იქ­ნე­ბა..."

სტა­ტი­ის ავ­ტორ ირმა ხარ­ში­ლა­ძეს­თან ერ­თად

ხანი გა­ვი­და და უკვე აგ­ვის­ტოს ომი­დან ოთხი წლის შემ­დეგ შევ­ხვდით, ძა­ლი­ან და­ღო­ნე­ბუ­ლი ჩან­და (კარ­გად გეხ­სო­მე­ბათ, რა უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბა იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში - დევ­ნი­ლე­ბი, უმუ­შევ­რო­ბა, ლა­პა­რა­კი გა­ჭირ­ვე­ბა­ზე, ხალ­ხის და­ში­ნე­ბა­სა და სა­კუ­თა­რი აზ­რის ხმა­მაღ­ლა გა­მოთ­ქმის გამო შიშ­ზე და ა.შ.) და დი­დად არც სა­უბ­რის გან­წყო­ბა­ზე იყო. ვერ მო­ვით­მი­ნე და მა­ინც ვკი­თხე, დღე­ვან­დელ ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე რა აზ­რის ხართ-მეთ­ქი? მძი­მედ გა­მიგ­რძე­ლა სა­უ­ბა­რი:

"სა­ში­ნელ და­ღად და­აჩ­ნდა ჩვენს სულ­სა და გო­ნე­ბას ყვე­ლა­ფე­რი, რაც ბოლო წლებ­ში მოხ­და. ჩვენ მხო­ლოდ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი კი არ დავ­კარ­გეთ, სხე­უ­ლის ნა­წი­ლი მოგ­ვგლი­ჯეს. და­მარ­ცხე­ბუ­ლის, მო­ტყუ­ე­ბუ­ლის, ანა­ლიზ­სა და სი­ტუ­ა­ცი­ის აღ­ქმა­ში შემ­ცდა­რის, იმ­პულ­სუ­რის და ამის გამო - უდი­დე­სი შეც­დო­მე­ბის დამ­შვე­ბის კომ­პლექ­სი მაქვს. გა­სა­გე­ბია, ვინც წაგ­ვარ­თვა და მოგ­ვგლი­ჯა, მაგ­რამ მირ­ჩევ­ნია ვე­ძე­ბო, თვი­თონ სად და­ვუშ­ვი შეც­დო­მა, ჩემი ბრა­ლი სად არის. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ეს მარ­ტო ერთ დღეს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა არ არის, უფრო ხან­გრძლივ პე­რი­ოდს ით­ვლის. ცხა­დია, მარ­ტო ჩვე­ნი შეც­დო­მა არ არის, მაგ­რამ მე ჩემი მტკი­ვა და ჩემ­სას ვე­ძებ. რაც შე­ე­ხე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას, არ გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ ამას ერთი პა­სუ­ხი არ აქვს? ვინ - რო­გორ! ზოგს ეში­ნია, ზოგი ფიქ­რობს, რომ მას არ ეხე­ბა და თავს არ იტ­კი­ებს, ზოგი კი (მეც გა­მო­მიც­დია ასე­თი რამ) - იბ­ნე­ვა, მო­მენ­ტა­ლუ­რად ვერ რე­ა­გი­რებს.

დე­დას­თან ერ­თად

ადა­მი­ა­ნის დაბ­ნე­ვის სი­ტუ­ა­ცი­ას შე­იძ­ლე­ბა ჩემი მო­ნა­თხრო­ბი არც მი­ე­სა­და­გე­ბა, მაგ­რამ მა­ინც გე­ტყვით: დიდი ბიჭი ვი­ყა­ვი, ერთხელ დე­დამ რომ მი­თხრა, რამ­დე­ნი წე­ლი­წა­დი გა­ვი­და და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ვერ მი­პა­ტი­ე­ბია: წე­ლი­წად-ნა­ხევ­რი­სა ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი მომ­ყავ­დი ქუ­ჩა­ში, უცებ ვი­ღაც გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა, ამ მო­მენ­ტში შენ ხელი გა­მომ­გლი­ჯე და მან­ქა­ნე­ბით სავ­სე ქუჩა სირ­ბი­ლით გა­და­ჭე­რი. ისე გა­ვოგნ­დი, იქვე ჩა­ვი­კე­ცე. კი­დევ კარ­გი, გა­დავ­რჩით, მაგ­რამ დღემ­დე ვი­ტან­ჯე­ბი, ინ­სტიქ­ტუ­რად მა­ინც რო­გორ არ გა­მო­გე­დევ­ნეო... ისეც ხომ ხდე­ბა, სა­ჭეს რომ უზი­ხარ და კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აზ­როვ­ნე­ბამ კი არა, ინ­სტიქტმა უნდა გიშ­ვე­ლოს, რად­გან ფიქ­რი თუ და­ი­წყე, ავა­რია გარ­და­უ­ვა­ლია. ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა, მაგ­რამ რა­საც ვამ­ბობ, ეს გულ­გრი­ლო­ბის გა­მარ­თლე­ბა არ არის, ეს ახ­სნაა. ამის გა­მარ­თლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, შენ­მა ინ­სტიქტმა (სა­კუ­თარ თავ­საც ამას მო­ვუ­წო­დებ), ალ­ბათ, დრო­ზე უნდა მი­გიყ­ვა­ნოს იქამ­დე, რომ და­უშ­ვე­ბე­ლი არ და­უშ­ვა... მხო­ლოდ იმის იმე­დად ყოფ­ნა, რომ ამ­ჟა­მად მე არა­ფე­რი მე­მუქ­რე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ხვალ შენ და­გე­მუქ­რე­ბაო!"

მერე ცოტა ხნით ჩა­ფიქ­რდა და, - შიშ­ზე ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბიო, - მი­თხრა:

"სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი. იმ­ჟა­მინ­დელ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მუ­შა­ობ­და ასა­კო­ვა­ნი პე­და­გო­გი კუ­კუ­რი პა­ტა­რი­ძე, რო­მე­ლიც 1930-იანი წლე­ბის ბო­ლოს სან­დრო ახ­მე­ტელ­თან და სხვა თე­ატ­რა­ლურ მოღ­ვა­წე­ებ­თან ერ­თად და­ა­პა­ტიმ­რეს და დიდ­ხანს იყო გა­და­სახ­ლე­ბა­ში. ერთხელ სი­ტყვამ მო­ი­ტა­ნა და მი­თხრა: თქვენ არ იცით, რა არის ნამ­დვი­ლი შიში და ამი­ტომ არა­ვინ გა­ნი­კი­თხოთ ამის­თვის. სა­ში­ნე­ლი ფი­ზი­კუ­რი წა­მე­ბა გა­მო­ვი­ა­რე და თუ გა­ი­კი­თხავთ, ყვე­ლა გე­ტყვით, რომ არა­ვინ და­მი­სა­ხე­ლე­ბია, არა­ვინ გა­მი­ცია და ხელი არა­ფერ­ზე მო­მი­წე­რი­აო. მარ­თლაც ასე იყო, მაგ­რამ ამ კაც­მა ჩემ­თვის თავ­ზარ­დამ­ცე­მი რამ თქვა მა­შინ: წა­მე­ბით ადა­მი­ა­ნი მი­დის იმ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე, რა­საც გინ­და, იტყვის და ყვე­ლა­ფერ­ზე ხელს მო­ა­წერს, სიკ­ვდილ­ზეც კი თა­ნახ­მაა, მაგ­რამ ის უკვე ადა­მი­ა­ნი აღარ არის. მას­ზე ვერ იტყვი, ეს რო­გორ ქნაო. მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა­ცაა: კრი­ჭა შე­ეკ­ვრე­ბა და სი­ტყვას ვერ და­აც­დე­ნი­ნებ, მაგ­რამ ეს იმ ადა­მი­ან­ზე აღა­რაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მე ღმერ­თმა მომ­ცა რა­ღაც ძალა და კრი­ჭა შე­მეკ­რა, მაგ­რამ ამის­თვის ქე­ბას არ ვიმ­სა­ხუ­რებ. "ის“ მე აღარ ვი­ყა­ვი, მე ადა­მი­ა­ნი აღარ ვი­ყა­ვი. ამი­ტომ ში­შის გამო ნუ­რა­ვის გა­ნი­კი­თხავთ, შვი­ლოო. ეს ამ­ბა­ვი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მა­მახ­სოვ­რდაო", - ეს სი­ტყვე­ბი მი­თხრა და აშ­კა­რად შევ­ნიშ­ნე, ცრემ­ლით რომ აევ­სო თვა­ლე­ბი...

  • ვინ არის თქვენ­თვის თე­მურ ჩხე­ი­ძე?

მახ­სოვს, ერთ ზა­ფხულს თბი­ლის­ში შევ­ხვდით, შინ ვეწ­ვიე, ჯერ კი­დევ სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის ტოვსტო­ნო­გო­ვის სა­ხე­ლო­ბის დიდი დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. სა­უბ­რი­სას მი­თხრა, ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის გა­რე­შე არ შე­მიძ­ლი­აო და და­ა­ყო­ლა, ერთ რა­მეს ვოც­ნე­ბობ: თუკი რამ ვიცი და შე­მიძ­ლია, მინ­და, სხვებ­საც ვას­წავ­ლო. სპექ­ტაკ­ლე­ბის დად­გმა­ზე ხე­ლის აღე­ბას კი არ ვა­პი­რებ, მაგ­რამ ამა­ზე მე­ტად პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა მი­ზი­დავს - ახალ­გაზ­რდებ­თან მუ­შა­ო­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია. პე­და­გო­გო­ბა ოც­ნე­ბა­სა­ვით მქონ­და მუ­და­მო... და ეს ოც­ნე­ბა აუხ­და - რამ­დე­ნი­მე წელ­ში სა­ბო­ლო­ოდ რომ დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლოს­ნო ჰქონ­და და ახალ­გაზ­რდებს ას­წავ­ლი­და, გარ­და ამი­სა, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტე­ბის ჯგუ­ფიც ჰყავ­და...

არ მა­ვი­წყდე­ბა ბა­ტონ თე­მურ­თან და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლე­ლებ­თან ერ­თად ზუგ­დიდ­ში სტუმ­რო­ბა. მა­შინ მი­ამ­ბო, რომ შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის (ასე ერ­ქვა თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტეტს) სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, თურ­მე, სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის ამ­პლუ­ა­ში პირ­ვე­ლად ზუგ­დი­დის შალ­ვა და­დი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში გა­უშ­ვეს, რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობ­თან ერ­თად და მისი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­რე­ჟი­სო­რო ცხოვ­რე­ბაც სწო­რედ იმ პე­რი­ო­დი­დან და­ი­წყო. - წარ­მო­გიდ­გე­ნია, 21 წლის ბიჭს, დამ­წყებ რე­ჟი­სორს, რა სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე მან­დეს? - და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა და­მედ­გა სპექ­ტაკ­ლე­ბი და დავ­დგი კი­დეც 5 სპექ­ტაკ­ლი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

სა­ო­ცა­რია, ყვე­ლა მის­მენ­და და არა­ვინ მას­წავ­ლი­და ჭკუ­ა­სო, - მი­თხრა ბა­ტონ­მა თე­მურ­მა და და­ა­ყო­ლა, - დე­და­ჩე­მი მე­დეა ჩა­ხა­ვა მეგ­რე­ლი იყო და მარ­თა­ლია, ბე­ბია-ბა­ბუ­აც თბი­ლის­ში მყავ­და, ერ­თმა­ნეთ­თან სა­ლა­პა­რა­კო რომ ჰქონ­დათ, მეგ­რუ­ლად ლა­პა­რა­კობ­დნენ. თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი სა­ნა­თე­სა­ოც ერ­თმა­ნეთს მეგ­რუ­ლად ესა­უბ­რე­ბო­და. უფ­რო­სებს ეგო­ნათ, რომ ბავ­შვებ­მა არ ვი­ცო­დით მეგ­რუ­ლი, არა­და, ყვე­ლა­ფე­რი გვეს­მო­და. ზუგ­დიდ­შიც რომ ჩა­მო­ვე­დი სა­მუ­შა­ოდ, მა­ში­ნაც ყვე­ლა­ფერს ვი­გებ­დი. მო­მე­რი­და, იქ­ნებ ისე­თი რამ უთხრან ერ­თმა­ნეთს, მე რომ არ უნდა ვი­ცო­დეო და ერთ კვი­რა­ში ბი­ჭებს ვუ­თხა­რი: რაც გინ­დათ, თა­ვი­სუფ­ლად ილა­პა­რა­კეთ, მაგ­რამ იცო­დეთ, ყვე­ლა­ფე­რი მეს­მის-მეთ­ქი. ახ­ლაც ყვე­ლა­ფერს ვი­გებ, ოღონდ პრაქ­ტი­კა რომ არ მაქვს, ლა­პა­რა­კი მი­ჭირს - ვიდ­რე ვი­ტყვი, უნდა დავ­ფიქ­რდეო.

მი­ხე­ილ გო­მი­აშ­ვი­ლი და თე­მურ ჩხე­ი­ძე

ზუგ­დიდ­ში ყოფ­ნი­სას ბევ­რის­თვის საყ­ვა­რელ და დიდ მსა­ხი­ო­ბებს - მი­ხე­ილ გო­მი­აშ­ვილ­სა და ზურა ყიფ­ში­ძეს ვკი­თხე, თქვენ­თვის ვინ არის თე­მურ ჩხე­ი­ძე-მეთ­ქი? აშ­კა­რად იგ­რძნო­ბო­და, რომ ბა­ტო­ნი თე­მუ­რი­სად­მი დიდი მო­წი­წე­ბა ჰქონ­დათ და ისიც ვი­ცო­დი, მათ ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს რომ ას­რუ­ლებ­და დიდი რე­ჟი­სო­რი.

- ჩემ­თვის ბა­ტო­ნი თე­მუ­რი ის კა­ცია, ვინც ცხოვ­რე­ბა "ამი­რია“ - ერთხანს, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მძი­მე წლებ­ში, მოს­კოვ­ში ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი, ჩემ­თვის წყნა­რად, მშვი­დად ვცხოვ­რობ­დი, არა­ფე­რი მაკ­ლდა და... "გა­და­მიტ­რი­ა­ლა“ ტვი­ნი ბა­ტონ­მა თე­მურ­მა და ჩა­მო­მიყ­ვა­ნა თბი­ლის­ში, თე­ატ­რში. დღეს სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნის წყა­ლო­ბით ვა­კე­თებ იმას, რაც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­სო, მი­თხრა მი­შამ. ზუ­რამ კი გა­ნაგ­რძო, - ჩვენს პრო­ფე­სი­ა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­თავ­რე­ბენ თა­ვის საქ­მეს, მოღ­ვა­წე­ო­ბას და ჩა­მოყ­რი­ან ფრთებს, ყუ­რებს - ჰგო­ნი­ათ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მორ­ჩა. უც­ბად კი იწყე­ბა მე­ო­რე სი­ცო­ცხლე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა პირ­ველ­ზე ტკბი­ლიც კი იყოს; უც­ბად აღ­მო­ა­ჩენ, რა კარ­გია ეს სი­ცო­ცხლე, რად­გან მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია სწო­რედ სი­ცო­ცხლეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თე­მურ ჩხე­ი­ძემ მე სი­ცო­ცხლე და­მიბ­რუ­ნა და ამის­თვის მას სა­ჯა­როდ ვუხ­დი მად­ლო­ბა­სო!

  • ხე­ლოვ­ნე­ბის აღ­ქმა, ხომ, ჰგავს სიყ­ვა­რულს?

- უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც ძა­ლი­ან დიდ­ხანს გყავს შენ­ზე წინ მა­ვა­ლი, შენ­ზე უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნი, შენს დად­გმულ სპექ­ტაკლს რომ აჩ­ვე­ნებ, მერე მიხ­ვალ მას­თან შინ და შე­უძ­ლია, პირ­და­პირ გი­თხრას: რა არის ახლა, ეს, არ გრცხვე­ნია, რა გა­გი­კე­თე­ბია? მე მყავ­და ასე­თი - დიდი მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლიო, - მი­თხრა ერთხელ ბა­ტონ­მა თე­მურ­მა და გა­ნაგ­რძო, - მი­შას­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი ორი წე­ლი­წა­დი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი პე­რი­ო­დი იყო, რე­ჟი­სო­რის პრო­ფე­სი­ა­ში რაც ვიცი, იმ ორმა წე­ლი­წად­მა გა­და­წყვი­ტა და მერე მთელ­მა ცხოვ­რე­ბამ. სულ გვე­უბ­ნე­ბო­და, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, შენ დგამ­დე ისე, რო­გორც მე და წინ ერთი ნა­ბი­ჯიც არ გა­დად­გა. ჩემ­გან კა­ნო­ნე­ბი წა­ი­ღეთ, თქვენ კი სხვაგ­ვა­რად უნდა დად­გათ, თქვე­ნი თა­ო­ბა სხვა­ნა­ი­რად უნდა ფიქ­რობ­დე­სო. ძა­ლი­ან ვცდი­ლობ, ეგე­თი ვიყო, ძა­ლი­ან ვცდი­ლობ, ჩემს სტუ­დენ­ტებს ვუ­თხრა, რომ ჩემს მი­ბაძ­ვას არა­ვი­თა­რი აზრი არ აქვს. დღეს უკვე სხვა დროა, სხვა ქვე­ყა­ნა­ში ვართ და მხო­ლოდ მა­შინ ვიქ­ნე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო­ნი, თი­თო­ე­უ­ლი სა­კუ­თარს თუ გა­ვა­კე­თებთ.

მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი, რო­ბერტ სტუ­რუა და თე­მურ ჩხე­ი­ძე

გარ­წმუ­ნებთ, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­სა და ყვე­ლა თე­ატ­რში, რამ­დე­ნი­მეს, მაგ­რამ მა­ინც იპო­ვით კარგ მსა­ხი­ობს, არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ რე­ჟი­სო­რებს - ნაკ­ლე­ბად. ეტყო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვი ნი­ჭის გა­მო­ხატ­ვა აქ­ტი­ო­რო­ბით უფრო ხდე­ბა, ვიდ­რე - რე­ჟი­სო­რო­ბით. ამი­ტომ, როცა ვხე­დავ, რომ რე­ჟი­სო­რე­ბი კარ­გად აკე­თე­ბენ თუნ­დაც ამა თუ ეპი­ზოდს, ეს მყოფ­ნის აღ­ტა­ცე­ბის­თვის. აბა, თუ ჩა­ვუ­საფრთდე­ბით და ვი­ტყვით, რომ, ვთქვათ, სპექ­ტაკ­ლი კი არის კარ­გი, მაგ­რამ იქ, კუ­თხე­ში კაცი რომ იდგა და ხმას არ იღებ­და, რა­ტომ ეცვა მას ლურ­ჯი ფე­რის რა­ღაც, ეს ჯო­ბია? კარ­გით, რა? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­მო­ე­დევ­ნო კაცი! არ მოგ­წონთ? - ნუ მოგ­წონთ! არა­ვის ვე­და­ვე­ბი.

ხე­ლოვ­ნე­ბის აღ­ქმა ხომ ჰგავს სიყ­ვა­რულს? შე­იძ­ლე­ბა, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად მე­და­ვოთ, რა­ტომ შე­ვირ­თე ცო­ლად ის, ვინც მყავს, როცა მე­ო­რე ქალი უფრო ლა­მა­ზია? იყოს ის ლა­მა­ზი, მაგ­რამ მე ეს შე­ვირ­თე და... აღ­ქმა არის სუ-ბიექ-ტუ-რი! ობი­ექ­ტუ­რად კარ­გია თუ არა კონ­კრე­ტუ­ლი სპექ­ტაკ­ლი? - მი­მაჩ­ნია, რომ ეს შე­კი­თხვა სრუ­ლი­ად მოკ­ლე­ბუ­ლია ყო­ველ­გვარ სი­მარ­თლეს. იმი­ტომ, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის აღ­ქმა ემო­ცი­უ­რი აღ­ქმაა, ემო­ცი­უ­რი აღ­ქმა კი, თა­ვის­თა­ვად - სუ­ბი­ექ­ტუ­რი. სხვა­თა შო­რის, და­ნახ­ვის პრობ­ლე­მაც არის და - არა მარ­ტო თე­ატ­რში. ვთქვათ, სამ­ხატ­ვრო გა­ლე­რე­ა­ში - აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­მო­ვი­დეს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ამის აღ­ქმის უნა­რი აქვს და სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის, აღ­ფრთო­ვან­დეს, მთა­ვა­რია, მო­მარ­თუ­ლი იყოს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ტი­ლოს მიღ­მა რა­ღაც და­ი­ნა­ხოს. ან პო­ე­ზი­ას რომ ვკი­თხუ­ლობთ, სტრი­ქონს მიღ­მა ჩვენ­ში რა ხდე­ბა, ის არის მხო­ლოდ ჭეშ­მა­რი­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. "იმას“ მე სა­ხელს ვერ ვარ­ქმევ. "რო­გორც ნის­ლის ნამ­ქე­რი, ჩა­მა­ვალ მზით ნა­ფე­რი,/ ელ­ვა­რებ­და ნა­პი­რი/ სა­მუ­და­მო მხა­რე­ში...“ - არა­ვინ მი­თხრას, რომ ნე­ბის­მი­ერს პირ­და­პირ შე­უძ­ლია თქვას, ეს რა არის! არა­და, რა­ღაც სა­წა­უ­ლი რომ არის, ტანი გიგ­რძნობს".

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

  • P.S.

ambebi.ge-ის რე­დაქ­ცია და ამ სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ ბა­ტო­ნი თე­მურ ჩხე­ი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას და ვუ­სამ­ძიმ­რებთ ოჯახს, მე­გობ­რებს, კო­ლე­გებს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს და მსოფ­ლი­ოს თე­ატ­რა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას!

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
0

საქართველოს ოქროს საგანძურმა ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგა, ძალიან დასანანია.

მმმ
1

დიდებული, მართალი, ღრმად მოაზროვნე ადამიანი. როგორ გვაკლია ასეთები საქართველოში. როგორი დასანანია.... ნათელი დაადგეს.

ავტორი:

სატანჯველი შეკითხვა და ხელოვნების, როგორც სიყვარულის აღქმა - თემურ ჩხეიძის გამოსათხოვარი

სატანჯველი შეკითხვა და ხელოვნების, როგორც სიყვარულის აღქმა  - თემურ ჩხეიძის გამოსათხოვარი

ელდა იყო ჩემთვის "ფეისბუქში“ ამოკითხული დიდი რეჟისორისა და დიდი ადამიანის, ჩემი ძვირფასი ბატონი თემურ ჩხეიძის გარდაცვალების ამბავი. არადა, სულ რაღაც 2 თვის წინ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში შემთხვევით შევხვდით, მშვენივრად გამოიყურებოდა. დიდი ხნის უნახავი გვყავდა ერთმანეთი და ძალიან გავიხარეთ. გავისაუბრეთ, მისი მეუღლე, ქალბატონი ნანი ჩიქვინიძეც მოვიკითხე, - კარგად არისო, მითხრა და... უცებ აჩქარდა - მგონი, იფიქრა, ინტერვიუს ჩაწერა არ მთხოვოსო და ჩქარ-ჩქარა დააყოლა, ნანის აუცილებლად გადავცემ მოკითხვას, ახლა უნდა წავიდეო და სასწრაფოდ დამემშვიდობა. ეს იყო და ეს - თურმე, უკანასკნელად ვხვდებოდი. არადა, პანდემიური ჩავარდნის შემდეგ მართლაც ვაპირებდი მასთან დარეკვას და ინტერვიუს ჩაწერას...

რამდენი რამ წამოტივტივდა მეხსიერებაში, რამდენი მოგონება, საუბარი, რამდენიმე წლის წინანდელი ზუგდიდური მოგზაურობა, მარჯანიშვილელთა "ART ხელოვნება“, ლხინი... ბატონი თემურის დამოუკიდებელი სარეჟისორო ცხოვრებაც სწორედ ზუგდიდით დაიწყო და 50 წლის შემდეგ ანუ, ფაქტობრივად, საიუბილეოდ სწორედ იქ მიიწვიეს - ლამაზი დღეები მოუწყო ხელოვნებათმცოდნე ხატია ჯანაშიამ. მახსოვს, მარჯანიშვილელებთან ერთად ზუგდიდიდან თბილისში რომ ვბრუნდებოდით, რიკოთზე წასახემსებლად გავჩერდით. ვიდრე შეკვეთას მოგვიტანდნენ, დრო ვიხელთე და მაესტროს ინტერვიუ ვთხოვე, ჩამწერი უკვე მომზადებული მქონდა. გაეცინა და, ჩვეულებისამებრ, მშვიდი და ყველასგან გამორჩეული ხმის ტემბრით მითხრა, - ირმა, როგორც მახსოვს, ჩემზე ყველაფერი დაწერილი გაქვს, ყველაფერზე ვისაუბრეთ, ნუთუ დამრჩა კიდევ რამე მოსაყოლიო? - მეც სიცილით ვუპასუხე, კითხვებს და მოსაყოლს რა გამოლევს, ბატონო თემურ, მთავარია, თქვენ დამთანხმდეთ-მეთქი. მიხვდა, არ მოვეშვებოდი და ვერც ვერსად "დამემალებოდა“... ფაქტია, იქვე ჩემს არქივს კიდევ ერთი ინტერვიუ შეემატა, მას 1-2 თბილისშიც მოჰყვა და ასე, ნელ-ნელა კიდევ უფრო გავმდიდრდი დიდ რეჟისორთან და შესანიშნავ ადამიანთან ურთიერთობით!

  • სატანჯველი შეკითხვა

ერთხელ ბატონ თემურს ჩავეკითხე, უფრო ზუსტად, მის მიერ პეტერბურგში დადგმულ ინგლისურ პიესაში - "კოპენჰაგენში“ დასმული მთავარი საკითხი კითხვად შევუბრუნე - სად იწყება და სად მთავრდება ადამიანის პირადი პასუხისმგებლობა-მეთქი? უცნაურად გამიღიმა, - თუკი რამ სატანჯველი შეკითხვა არსებობს, ერთ-ერთი სწორედ ეს შეკითხვააო, - და განაგრძო:

"მთელი ცხოვრება ამ ზღვარს ვეძებთ. ერთია, პირადად მე რა მინდა და მეორე - რაც მინდა, თუ სჭირდება სხვას, სხვებს და, თუ პათეტიკურად არ ისმის - ქვეყანას. მუდმივი კითხვაა, მუდმივი საფიქრალი და საზრუნავი. სულ მეშინია, ღმერთმა ისეთი შეცდომა არ დამაშვებინოს ან ისე არ დამებინდოს გონება, რომ გავაკეთო რაღაც, რაც ჩემთვის კარგია და სხვისთვის - საზიანოდ იქცევა...

მთელი ჩვენი ცხოვრება მაინც სუბიექტურ აღქმათა ნაკრებია - თითოეულს გვაქვს საკუთარი სუბიექტური თვალსაზრისი ყველაფერზე და ამით განვსხვავდებით კიდეც. ამიტომ მიჭირს განვმარტო, რას ნიშნავს ობიექტური აზრი. თუ ობიექტური აზრი მხოლოდ უმრავლესობის აზრია, მაშინ ეს ჯერ კიდევ არ არის გარანტია სწორი და მართებული აზრის ჩამოყალიბებისა, რადგან შეიძლება ცხელ გულზე იყოს მიღებული. თუმცა არც იმას ვამბობ, რომ უმრავლესობის აზრი ყოველთვის მცდარია... მაინც ვფიქრობ, რომ ამა თუ იმ მოვლენას დრომ და დისტანციამ უნდა მიუჩინოს ადგილი. როდესაც ძალიან ახლოსაა მოვლენა, ლამის ვაიძულებ თავს, შეფასებისგან თავი შევიკავო, ეს შეფასება ვადაზე ადრე არ მომივიდეს, რადგან მცდარი იქნება..."

სტატიის ავტორ ირმა ხარშილაძესთან ერთად

ხანი გავიდა და უკვე აგვისტოს ომიდან ოთხი წლის შემდეგ შევხვდით, ძალიან დაღონებული ჩანდა (კარგად გეხსომებათ, რა უმძიმესი ვითარება იყო საქართველოში - დევნილები, უმუშევრობა, ლაპარაკი გაჭირვებაზე, ხალხის დაშინებასა და საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმის გამო შიშზე და ა.შ.) და დიდად არც საუბრის განწყობაზე იყო. ვერ მოვითმინე და მაინც ვკითხე, დღევანდელ ქართველ საზოგადოებაზე რა აზრის ხართ-მეთქი? მძიმედ გამიგრძელა საუბარი:

"საშინელ დაღად დააჩნდა ჩვენს სულსა და გონებას ყველაფერი, რაც ბოლო წლებში მოხდა. ჩვენ მხოლოდ ტერიტორიები კი არ დავკარგეთ, სხეულის ნაწილი მოგვგლიჯეს. დამარცხებულის, მოტყუებულის, ანალიზსა და სიტუაციის აღქმაში შემცდარის, იმპულსურის და ამის გამო - უდიდესი შეცდომების დამშვების კომპლექსი მაქვს. გასაგებია, ვინც წაგვართვა და მოგვგლიჯა, მაგრამ მირჩევნია ვეძებო, თვითონ სად დავუშვი შეცდომა, ჩემი ბრალი სად არის. მეჩვენება, რომ ეს მარტო ერთ დღეს დაშვებული შეცდომა არ არის, უფრო ხანგრძლივ პერიოდს ითვლის. ცხადია, მარტო ჩვენი შეცდომა არ არის, მაგრამ მე ჩემი მტკივა და ჩემსას ვეძებ. რაც შეეხება ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, არ გეჩვენებათ, რომ ამას ერთი პასუხი არ აქვს? ვინ - როგორ! ზოგს ეშინია, ზოგი ფიქრობს, რომ მას არ ეხება და თავს არ იტკიებს, ზოგი კი (მეც გამომიცდია ასეთი რამ) - იბნევა, მომენტალურად ვერ რეაგირებს.

დედასთან ერთად

ადამიანის დაბნევის სიტუაციას შეიძლება ჩემი მონათხრობი არც მიესადაგება, მაგრამ მაინც გეტყვით: დიდი ბიჭი ვიყავი, ერთხელ დედამ რომ მითხრა, რამდენი წელიწადი გავიდა და საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია: წელიწად-ნახევრისა ხელჩაკიდებული მომყავდი ქუჩაში, უცებ ვიღაც გამომელაპარაკა, ამ მომენტში შენ ხელი გამომგლიჯე და მანქანებით სავსე ქუჩა სირბილით გადაჭერი. ისე გავოგნდი, იქვე ჩავიკეცე. კიდევ კარგი, გადავრჩით, მაგრამ დღემდე ვიტანჯები, ინსტიქტურად მაინც როგორ არ გამოგედევნეო... ისეც ხომ ხდება, საჭეს რომ უზიხარ და კრიტიკულ სიტუაციაში აზროვნებამ კი არა, ინსტიქტმა უნდა გიშველოს, რადგან ფიქრი თუ დაიწყე, ავარია გარდაუვალია. ყველაფერი ხდება, მაგრამ რასაც ვამბობ, ეს გულგრილობის გამართლება არ არის, ეს ახსნაა. ამის გამართლება არ შეიძლება, შენმა ინსტიქტმა (საკუთარ თავსაც ამას მოვუწოდებ), ალბათ, დროზე უნდა მიგიყვანოს იქამდე, რომ დაუშვებელი არ დაუშვა... მხოლოდ იმის იმედად ყოფნა, რომ ამჟამად მე არაფერი მემუქრება, არ შეიძლება იმიტომ, რომ ხვალ შენ დაგემუქრებაო!"

მერე ცოტა ხნით ჩაფიქრდა და, - შიშზე ერთ ამბავს მოგიყვებიო, - მითხრა:

"სტუდენტი ვიყავი. იმჟამინდელ თეატრალურ ინსტიტუტში მუშაობდა ასაკოვანი პედაგოგი კუკური პატარიძე, რომელიც 1930-იანი წლების ბოლოს სანდრო ახმეტელთან და სხვა თეატრალურ მოღვაწეებთან ერთად დააპატიმრეს და დიდხანს იყო გადასახლებაში. ერთხელ სიტყვამ მოიტანა და მითხრა: თქვენ არ იცით, რა არის ნამდვილი შიში და ამიტომ არავინ განიკითხოთ ამისთვის. საშინელი ფიზიკური წამება გამოვიარე და თუ გაიკითხავთ, ყველა გეტყვით, რომ არავინ დამისახელებია, არავინ გამიცია და ხელი არაფერზე მომიწერიაო. მართლაც ასე იყო, მაგრამ ამ კაცმა ჩემთვის თავზარდამცემი რამ თქვა მაშინ: წამებით ადამიანი მიდის იმ მდგომარეობამდე, რასაც გინდა, იტყვის და ყველაფერზე ხელს მოაწერს, სიკვდილზეც კი თანახმაა, მაგრამ ის უკვე ადამიანი აღარ არის. მასზე ვერ იტყვი, ეს როგორ ქნაო. მეორე უკიდურესობაცაა: კრიჭა შეეკვრება და სიტყვას ვერ დააცდენინებ, მაგრამ ეს იმ ადამიანზე აღარაა დამოკიდებული. მე ღმერთმა მომცა რაღაც ძალა და კრიჭა შემეკრა, მაგრამ ამისთვის ქებას არ ვიმსახურებ. "ის“ მე აღარ ვიყავი, მე ადამიანი აღარ ვიყავი. ამიტომ შიშის გამო ნურავის განიკითხავთ, შვილოო. ეს ამბავი მთელი ცხოვრების განმავლობაში დამამახსოვრდაო", - ეს სიტყვები მითხრა და აშკარად შევნიშნე, ცრემლით რომ აევსო თვალები...

  • ვინ არის თქვენთვის თემურ ჩხეიძე?

მახსოვს, ერთ ზაფხულს თბილისში შევხვდით, შინ ვეწვიე, ჯერ კიდევ სანკტ-პეტერბურგის ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. საუბრისას მითხრა, ქართული თეატრის გარეშე არ შემიძლიაო და დააყოლა, ერთ რამეს ვოცნებობ: თუკი რამ ვიცი და შემიძლია, მინდა, სხვებსაც ვასწავლო. სპექტაკლების დადგმაზე ხელის აღებას კი არ ვაპირებ, მაგრამ ამაზე მეტად პედაგოგიური მოღვაწეობა მიზიდავს - ახალგაზრდებთან მუშაობა უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. პედაგოგობა ოცნებასავით მქონდა მუდამო... და ეს ოცნება აუხდა - რამდენიმე წელში საბოლოოდ რომ დაბრუნდა საქართველოში, საკუთარი სახელოსნო ჰქონდა და ახალგაზრდებს ასწავლიდა, გარდა ამისა, გარდაცვალებამდე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სტუდენტების ჯგუფიც ჰყავდა...

არ მავიწყდება ბატონ თემურთან და მარჯანიშვილელებთან ერთად ზუგდიდში სტუმრობა. მაშინ მიამბო, რომ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის (ასე ერქვა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს) სარეჟისორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, თურმე, სამხატვრო ხელმძღვანელის ამპლუაში პირველად ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში გაუშვეს, რამდენიმე ახალგაზრდა მსახიობთან ერთად და მისი დამოუკიდებელი სარეჟისორო ცხოვრებაც სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო. - წარმოგიდგენია, 21 წლის ბიჭს, დამწყებ რეჟისორს, რა საპასუხისმგებლო საქმე მანდეს? - დამოუკიდებლად უნდა დამედგა სპექტაკლები და დავდგი კიდეც 5 სპექტაკლი 2 წლის განმავლობაში.

საოცარია, ყველა მისმენდა და არავინ მასწავლიდა ჭკუასო, - მითხრა ბატონმა თემურმა და დააყოლა, - დედაჩემი მედეა ჩახავა მეგრელი იყო და მართალია, ბებია-ბაბუაც თბილისში მყავდა, ერთმანეთთან სალაპარაკო რომ ჰქონდათ, მეგრულად ლაპარაკობდნენ. თბილისში მცხოვრები სანათესაოც ერთმანეთს მეგრულად ესაუბრებოდა. უფროსებს ეგონათ, რომ ბავშვებმა არ ვიცოდით მეგრული, არადა, ყველაფერი გვესმოდა. ზუგდიდშიც რომ ჩამოვედი სამუშაოდ, მაშინაც ყველაფერს ვიგებდი. მომერიდა, იქნებ ისეთი რამ უთხრან ერთმანეთს, მე რომ არ უნდა ვიცოდეო და ერთ კვირაში ბიჭებს ვუთხარი: რაც გინდათ, თავისუფლად ილაპარაკეთ, მაგრამ იცოდეთ, ყველაფერი მესმის-მეთქი. ახლაც ყველაფერს ვიგებ, ოღონდ პრაქტიკა რომ არ მაქვს, ლაპარაკი მიჭირს - ვიდრე ვიტყვი, უნდა დავფიქრდეო.

მიხეილ გომიაშვილი და თემურ ჩხეიძე

ზუგდიდში ყოფნისას ბევრისთვის საყვარელ და დიდ მსახიობებს - მიხეილ გომიაშვილსა და ზურა ყიფშიძეს ვკითხე, თქვენთვის ვინ არის თემურ ჩხეიძე-მეთქი? აშკარად იგრძნობოდა, რომ ბატონი თემურისადმი დიდი მოწიწება ჰქონდათ და ისიც ვიცოდი, მათ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს რომ ასრულებდა დიდი რეჟისორი.

- ჩემთვის ბატონი თემური ის კაცია, ვინც ცხოვრება "ამირია“ - ერთხანს, საქართველოსთვის მძიმე წლებში, მოსკოვში ვიყავი წასული, ჩემთვის წყნარად, მშვიდად ვცხოვრობდი, არაფერი მაკლდა და... "გადამიტრიალა“ ტვინი ბატონმა თემურმა და ჩამომიყვანა თბილისში, თეატრში. დღეს სწორედ ამ ადამიანის წყალობით ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარსო, მითხრა მიშამ. ზურამ კი განაგრძო, - ჩვენს პროფესიაში ადამიანები ამთავრებენ თავის საქმეს, მოღვაწეობას და ჩამოყრიან ფრთებს, ყურებს - ჰგონიათ, რომ ყველაფერი მორჩა. უცბად კი იწყება მეორე სიცოცხლე, რომელიც შეიძლება პირველზე ტკბილიც კი იყოს; უცბად აღმოაჩენ, რა კარგია ეს სიცოცხლე, რადგან მსახიობის პროფესია სწორედ სიცოცხლესთანაა დაკავშირებული. თემურ ჩხეიძემ მე სიცოცხლე დამიბრუნა და ამისთვის მას საჯაროდ ვუხდი მადლობასო!

  • ხელოვნების აღქმა, ხომ, ჰგავს სიყვარულს?

- უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც ძალიან დიდხანს გყავს შენზე წინ მავალი, შენზე უფროსი ადამიანი, შენს დადგმულ სპექტაკლს რომ აჩვენებ, მერე მიხვალ მასთან შინ და შეუძლია, პირდაპირ გითხრას: რა არის ახლა, ეს, არ გრცხვენია, რა გაგიკეთებია? მე მყავდა ასეთი - დიდი მიშა თუმანიშვილიო, - მითხრა ერთხელ ბატონმა თემურმა და განაგრძო, - მიშასთან გატარებული ორი წელიწადი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი პერიოდი იყო, რეჟისორის პროფესიაში რაც ვიცი, იმ ორმა წელიწადმა გადაწყვიტა და მერე მთელმა ცხოვრებამ. სულ გვეუბნებოდა, როგორ შეიძლება, შენ დგამდე ისე, როგორც მე და წინ ერთი ნაბიჯიც არ გადადგა. ჩემგან კანონები წაიღეთ, თქვენ კი სხვაგვარად უნდა დადგათ, თქვენი თაობა სხვანაირად უნდა ფიქრობდესო. ძალიან ვცდილობ, ეგეთი ვიყო, ძალიან ვცდილობ, ჩემს სტუდენტებს ვუთხრა, რომ ჩემს მიბაძვას არავითარი აზრი არ აქვს. დღეს უკვე სხვა დროა, სხვა ქვეყანაში ვართ და მხოლოდ მაშინ ვიქნებით საინტერესონი, თითოეული საკუთარს თუ გავაკეთებთ.

მიხეილ თუმანიშვილი, რობერტ სტურუა და თემურ ჩხეიძე

გარწმუნებთ, ყველა ქვეყანასა და ყველა თეატრში, რამდენიმეს, მაგრამ მაინც იპოვით კარგ მსახიობს, არ ვიცი, რატომ, მაგრამ რეჟისორებს - ნაკლებად. ეტყობა, ბუნებრივი ნიჭის გამოხატვა აქტიორობით უფრო ხდება, ვიდრე - რეჟისორობით. ამიტომ, როცა ვხედავ, რომ რეჟისორები კარგად აკეთებენ თუნდაც ამა თუ ეპიზოდს, ეს მყოფნის აღტაცებისთვის. აბა, თუ ჩავუსაფრთდებით და ვიტყვით, რომ, ვთქვათ, სპექტაკლი კი არის კარგი, მაგრამ იქ, კუთხეში კაცი რომ იდგა და ხმას არ იღებდა, რატომ ეცვა მას ლურჯი ფერის რაღაც, ეს ჯობია? კარგით, რა? როგორ შეიძლება ყველაფერს გამოედევნო კაცი! არ მოგწონთ? - ნუ მოგწონთ! არავის ვედავები.

ხელოვნების აღქმა ხომ ჰგავს სიყვარულს? შეიძლება, რომ სერიოზულად მედავოთ, რატომ შევირთე ცოლად ის, ვინც მყავს, როცა მეორე ქალი უფრო ლამაზია? იყოს ის ლამაზი, მაგრამ მე ეს შევირთე და... აღქმა არის სუ-ბიექ-ტუ-რი! ობიექტურად კარგია თუ არა კონკრეტული სპექტაკლი? - მიმაჩნია, რომ ეს შეკითხვა სრულიად მოკლებულია ყოველგვარ სიმართლეს. იმიტომ, რომ ხელოვნების აღქმა ემოციური აღქმაა, ემოციური აღქმა კი, თავისთავად - სუბიექტური. სხვათა შორის, დანახვის პრობლემაც არის და - არა მარტო თეატრში. ვთქვათ, სამხატვრო გალერეაში - აუცილებლად უნდა შემოვიდეს ადამიანი, რომელსაც ამის აღქმის უნარი აქვს და სავალდებულო არ არის, აღფრთოვანდეს, მთავარია, მომართული იყოს, რომ კონკრეტული ტილოს მიღმა რაღაც დაინახოს. ან პოეზიას რომ ვკითხულობთ, სტრიქონს მიღმა ჩვენში რა ხდება, ის არის მხოლოდ ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი. "იმას“ მე სახელს ვერ ვარქმევ. "როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,/ ელვარებდა ნაპირი/ სამუდამო მხარეში...“ - არავინ მითხრას, რომ ნებისმიერს პირდაპირ შეუძლია თქვას, ეს რა არის! არადა, რაღაც საწაული რომ არის, ტანი გიგრძნობს".

ავტორი: ირმა ხარშილაძე

  • P.S.

ambebi.ge-ის რედაქცია და ამ სტატიის ავტორი ძალიან ვწუხვართ ბატონი თემურ ჩხეიძის გარდაცვალებას და ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, სრულიად საქართველოს და მსოფლიოს თეატრალურ საზოგადოებას!