საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფარული თვალთვალი რელიგიურ ლიდერებზე, საპატრიარქოს პრივილეგიები... - რა შენიშვნები აქვს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან და რა წერია ანგარიშში?
ფარული თვალთვალი რელიგიურ ლიდერებზე, საპატრიარქოს პრივილეგიები... - რა შენიშვნები აქვს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან და რა წერია ანგარიშში?

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა რე­ლი­გი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ 2021 წლის ან­გა­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ზეც არის სა­უ­ბა­რი.

"სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია კრძა­ლავს რე­ლი­გი­ურ დევ­ნას და აღი­ა­რებს თა­ნას­წო­რო­ბას ყვე­ლას­თვის, გა­ნურ­ჩევ­ლად რე­ლი­გი­ის. იგი ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და აღი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის "გა­მორ­ჩე­ულ როლს" ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში. კა­ნო­ნე­ბი და პო­ლი­ტი­კა ანი­ჭებს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას უნი­კა­ლურ პრი­ვი­ლე­გი­ებს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი სექ­ტემ­ბერ­ში ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ზეც სა­უბ­რობს.

"სექ­ტემ­ბერ­ში, ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი და მე­დი­ა­ში ფარ­თოდ გა­შუ­ქე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­გორც ჩანს, აჩ­ვე­ნებ­და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ რე­ლი­გი­უ­რი ლი­დე­რე­ბი­სა და სხვა­თა თვალ­თვალს და ასე­ვე პო­ლი­ტი­კურ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, უცხო­ელ დიპ­ლო­მა­ტებ­თან და სხვებ­თან მათი სა­უბ­რე­ბის თვალ­თვალს.

მთავ­რო­ბამ უარ­ყო დო­კუ­მენ­ტე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა, მა­შინ როცა ზო­გი­ერ­თმა რე­ლი­გი­ურ­მა ლი­დერ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტმა და სხვებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს ისი­ნი და თქვეს, რომ თვალ­თვალ­მა შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნია რე­ლი­გი­ურ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, რად­გან და­ა­დას­ტუ­რა მათი ეჭვი, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი აკ­ვირ­დე­ბო­და რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას,“ - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

ამას­თან, დო­კუ­მენ­ტში სა­უ­ბა­რია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კრი­ტი­კა­ზე, რო­მე­ლიც "კო­ვიდ-19"-ის პან­დე­მი­ის დროს და­წე­სე­ბუ­ლი სა­ყო­ველ­თაო "ლო­ქ­და­უ­ნის“ პი­რო­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბას ეხე­ბო­და.

"არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა გა­აკ­რი­ტი­კეს მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც, 2020 წლის ნო­ემ­ბრი­დან 2021 წლის 30 ივ­ნი­სამ­დე ით­ვა­ლის­წი­ნებ­და კო­ვიდ 19-ის „ლო­ქ­და­უ­ნის“ დროს და­წე­სე­ბულ "პი­კის სა­ათ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ნაკ­ლისს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე მა­შინ, როცა ყვე­ლა სხვა ჯგუ­ფის­გან, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბის აღ­ნიშ­ვნას, მო­ი­თხოვ­დნენ სპე­ცი­ა­ლურ გა­ნა­ცხა­დებს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შეშფოთებული
2

ალბათ მერკელსაც სუს-ი უსმენდა და მერე ამერიკელებს გადააბრალეს.

ალექს
0

რავი აბა, კი ინგრევა გარშემო ყოლიფერი და მერე წლები რომ გავა, არა ეს ჩვენ არა, ბარუხი და როტშილდი იყვნენ და როკფელერიო !?

ავტორი:

ფარული თვალთვალი რელიგიურ ლიდერებზე, საპატრიარქოს პრივილეგიები... - რა შენიშვნები აქვს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან და რა წერია ანგარიშში?

ფარული თვალთვალი რელიგიურ ლიდერებზე, საპატრიარქოს პრივილეგიები... - რა შენიშვნები აქვს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან და რა წერია ანგარიშში?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

"საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს რელიგიურ დევნას და აღიარებს თანასწორობას ყველასთვის, განურჩევლად რელიგიის. იგი ითვალისწინებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას და აღიარებს საქართველოს ეკლესიის "გამორჩეულ როლს" ქვეყნის ისტორიაში. კანონები და პოლიტიკა ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნიკალურ პრივილეგიებს,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი სექტემბერში ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებზეც საუბრობს.

"სექტემბერში, ინტერნეტში გამოქვეყნებული და მედიაში ფართოდ გაშუქებული დოკუმენტები, როგორც ჩანს, აჩვენებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რელიგიური ლიდერებისა და სხვათა თვალთვალს და ასევე პოლიტიკურ ოფიციალურ პირებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან და სხვებთან მათი საუბრების თვალთვალს.

მთავრობამ უარყო დოკუმენტების ლეგიტიმურობა, მაშინ როცა ზოგიერთმა რელიგიურმა ლიდერმა, ჟურნალისტმა და სხვებმა დაადასტურეს ისინი და თქვეს, რომ თვალთვალმა შემაძრწუნებელი გავლენა იქონია რელიგიურ თავისუფლებაზე, რადგან დაადასტურა მათი ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკვირდებოდა რელიგიური ჯგუფების საქმიანობას,“ - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკაზე, რომელიც "კოვიდ-19"-ის პანდემიის დროს დაწესებული საყოველთაო "ლოქდაუნის“ პირობებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულებზე შეღავათების დაწესებას ეხებოდა.

"არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს მთავრობის პოლიტიკა, რომელიც, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის 30 ივნისამდე ითვალისწინებდა კოვიდ 19-ის „ლოქდაუნის“ დროს დაწესებულ "პიკის საათთან“ დაკავშირებით გამონაკლისს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებზე მაშინ, როცა ყველა სხვა ჯგუფისგან, რომლებიც ცდილობენ რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნას, მოითხოვდნენ სპეციალურ განაცხადებს,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"