Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ცხოვრების ახალ თავს ვიწყებ" - სასამართლო, როგორც სპექტაკლი და საგის დასასრული: ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს ცილისწამებისთვის დაწყებული დავა მოუგო
"ცხოვრების ახალ თავს ვიწყებ" - სასამართლო, როგორც სპექტაკლი და საგის დასასრული: ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს ცილისწამებისთვის დაწყებული დავა მოუგო

ცი­ლის­წა­მე­ბის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე ექ­ვსკვი­რი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო დავა ჯონი დე­პის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბის ყო­ფილ მე­უღ­ლეს, ასე­ვე მსა­ხი­ობს ამ­ბერ ჰერდს ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა დე­პის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნის გამო, 15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­დახ­და და­ა­კის­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­სა­მარ­თლომ დეპს სა­ჩივ­რის ის პუნ­ქტი არ და­უკ­მა­ყო­ფი­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ამ­ბერს თაღ­ლი­თო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.მსა­ჯუ­ლებ­მა ბრალ­დე­ბა უსა­ფუძ­ვლოდ მი­იჩ­ნი­ეს. და კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით დე­პის მხა­რეს 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წევს.

ხოლო თა­ვად ჯონი დეპს ჰერ­დის მი­სა­მარ­თით 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და და­ე­ვა­ლა.

ვირ­ჯი­ნი­ა­ში, სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბას­თან, ჯონი დე­პის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც მის სა­ხელს სკან­დი­რებ­დნენ.

ვერ­დიქ­ტის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ამ­ბერ ჰერდმა გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­სა­მარ­თლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გულ­გა­ტე­ხი­ლია.

"იმედ­გაც­რუ­ე­ბას, რო­მელ­საც დღეს გან­ვიც­დი, სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოვ­ცემ. გული მწყდე­ბა, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბა მა­ინც არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი იმი­სათ­ვის, რომ ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის არაპ­რო­პორ­ცი­ულ ძა­ლა­სა და გავ­ლე­ნას შევ­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი“- აღ­ნიშ­ნა ჰერდმა.

მი­სი­ვე თქმით, ის კი­დევ უფრო იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია იმით, თუ რას ნიშ­ნავს ეს გა­ნა­ჩე­ნი სხვა ქა­ლე­ბის­თვის.

"ვწუხ­ვარ, რომ ეს საქ­მე წა­ვა­გე. მაგ­რამ მე კი­დევ უფრო სევ­დი­ა­ნი ვარ, რად­გან ვფიქ­რობ, რომ დავ­კარ­გე უფ­ლე­ბა - ვი­სა­უბ­რო თა­ვი­სუფ­ლად და ღიად, რო­მე­ლიც მე­გო­ნა, რო­გორც ამე­რი­კელს მქონ­და“, - დას­ძი­ნა დე­პის ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ.

  • გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ "ინ­სტაგ­რა­მის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ჯონი დეპ­მაც.

"6 წლის წინ, ჩემი შვი­ლე­ბის, უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხარს მი­ჭერ­დნენ, სა­მუ­და­მოდ შე­იც­ვა­ლა, თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში.

მე­დი­ა­ში ცრუ და კრი­მი­ნა­ლუ­რი ბრალ­დე­ბე­ბი გავ­რცელ­და, რა­საც უამ­რა­ვი სი­ძულ­ვი­ლით სავ­სე კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. მარ­თა­ლია, ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ არა­ნა­ი­რი სა­სა­მარ­თლო დევ­ნა არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­მა ჩემს ცხოვ­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რა­ზე და­მან­გრე­ვე­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა.

და ექ­ვსი წლის შემ­დეგ ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ცხოვ­რე­ბა და­მიბ­რუ­ნეს, რის­თვი­საც მად­ლო­ბე­ლი ვარ.

ამ სა­სა­მარ­თლო და­ვის და­წყე­ბა იუ­რი­დი­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა და უსი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც ჩემს ცხოვ­რე­ბას სპექ­ტაკ­ლად აქ­ცევ­და, რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო.

თა­ვი­დან­ვე ჩემი მი­ზა­ნი იყო სი­მარ­თლის დად­გე­ნა. ვალ­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სი­მარ­თლე მეთ­ქვა ჩემი შვი­ლე­ბის­თვი­სა და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის. რო­გორც იქნა, დავ­მშვიდ­დი, ვი­ნა­ი­დან და­სა­ხულ მი­ზანს მი­ვაღ­წიე.

ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო წინ არის, ცხოვ­რე­ბის ახალ თავს ვი­წყებ", - წერს ჯონი დეპი.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
emre
2

კარგი დადგმული სპექტაკლი იყო, ყოჩაღ რეჟისორს. ტიპებს იმდენი ნახვა ქონდათ ვერცერთი ფილმი ახლოს ვერ მივიდოდა ...

?!
23

ჯერ სადა ხართ ლიბერალები, აბა რა გეგონათ მხოლოდ სამიზნე პირზე ათქმევინოთ ვინმე თქვენიანს მოძალადეაო და ეგ საკმარისი მიზეზია ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ადამიანი გაანადგუროთ? მასე იქცეოდნენ ჩეკისტი ბოლშევიკები და სად არიან დღეს კარგად ვიცით

 

ავტორი:

"ცხოვრების ახალ თავს ვიწყებ" - სასამართლო, როგორც სპექტაკლი და საგის დასასრული: ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს ცილისწამებისთვის დაწყებული დავა მოუგო

"ცხოვრების ახალ თავს ვიწყებ" - სასამართლო, როგორც სპექტაკლი და საგის დასასრული: ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს ცილისწამებისთვის დაწყებული დავა მოუგო

ცილისწამების საქმეზე მიმდინარე ექვსკვირიანი სასამართლო დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა. ჰოლივუდის მსახიობის ყოფილ მეუღლეს, ასევე მსახიობს ამბერ ჰერდს ნაფიცმა მსაჯულებმა დეპისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანის გამო, 15 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ დეპს საჩივრის ის პუნქტი არ დაუკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც ამბერს თაღლითობაში ადანაშაულებდა.მსაჯულებმა ბრალდება უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. და კომპენსაციის სახით დეპის მხარეს 2 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

ხოლო თავად ჯონი დეპს ჰერდის მისამართით 2 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაევალა.

ვირჯინიაში, სასამართლოს შენობასთან, ჯონი დეპის თაყვანისმცემლები იმყოფებოდნენ, რომლებიც მის სახელს სკანდირებდნენ.

ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, ამბერ ჰერდმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით გულგატეხილია.

"იმედგაცრუებას, რომელსაც დღეს განვიცდი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. გული მწყდება, რომ მტკიცებულებათა დიდი რაოდენობა მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ჩემი ყოფილი მეუღლის არაპროპორციულ ძალასა და გავლენას შევწინააღმდეგებოდი“- აღნიშნა ჰერდმა.

მისივე თქმით, ის კიდევ უფრო იმედგაცრუებულია იმით, თუ რას ნიშნავს ეს განაჩენი სხვა ქალებისთვის.

"ვწუხვარ, რომ ეს საქმე წავაგე. მაგრამ მე კიდევ უფრო სევდიანი ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ დავკარგე უფლება - ვისაუბრო თავისუფლად და ღიად, რომელიც მეგონა, როგორც ამერიკელს მქონდა“, - დასძინა დეპის ყოფილმა მეუღლემ.

  • განაჩენის გამოტანის შემდეგ "ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა ჯონი დეპმაც.

"6 წლის წინ, ჩემი შვილების, უახლოესი ადამიანებისა და იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც წლების განმავლობაში მხარს მიჭერდნენ, სამუდამოდ შეიცვალა, თვალის დახამხამებაში.

მედიაში ცრუ და კრიმინალური ბრალდებები გავრცელდა, რასაც უამრავი სიძულვილით სავსე კომენტარი მოჰყვა. მართალია, ჩემს წინააღმდეგ არანაირი სასამართლო დევნა არ ყოფილა, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე დამანგრეველი გავლენა მოახდინა.

და ექვსი წლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა ცხოვრება დამიბრუნეს, რისთვისაც მადლობელი ვარ.

ამ სასამართლო დავის დაწყება იურიდიული სირთულეებისა და უსიამოვნო სანახაობის გათვალისწინებით, რომელიც ჩემს ცხოვრებას სპექტაკლად აქცევდა, რთული გადაწყვეტილება იყო.

თავიდანვე ჩემი მიზანი იყო სიმართლის დადგენა. ვალდებული ვიყავი სიმართლე მეთქვა ჩემი შვილებისთვისა და მხარდამჭერებისთვის. როგორც იქნა, დავმშვიდდი, ვინაიდან დასახულ მიზანს მივაღწიე.

ყველაფერი საუკეთესო წინ არის, ცხოვრების ახალ თავს ვიწყებ", - წერს ჯონი დეპი.