ავტორი:

რატომ იცვლის არასწორად გაწმენდილი მარცვლის აპარატიდან ჩამოსხმული ყავა გემოს და რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა?

რატომ იცვლის არასწორად გაწმენდილი მარცვლის აპარატიდან ჩამოსხმული ყავა გემოს და რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა?

მსოფლიოს მოსახლეობის 30-40% ყოველდღიურად მოიხმარს ყავას და ასევე, ყოველდღიურად დაახლოებით 2 მილიარდი ფინჯანი ყავა ისმევა, თუმცა აქედან ალბათ მხოლოდ მცირე ნაწილია ისეთი სიზუსტით მომზადებული, რომ პროდუქტს არომატი და გემოვნური თვისებები შეუნარჩუნდეს და რიგ შემთხვევაში მომხმარებლისთვის უსაფრთხოც კი იყოს.

ხშირად კაფე-ბარსა თუ რესტორანში ყავის შეკვეთისას არასოდეს ვფიქრობთ და ვაკვირდებით, თუ როგორ გარემოში, რა აპარატით და რამდენად სწორად გვიმზადებენ ჩვენთვის საყვარელ სასმელს. ხშირად ალბათ ჩვენთვის სასურველი ესპრესოს, კაპუჩინოს, ლატეს, მაკიატოსა თუ სხვა გემრიელი სასმელის დაგემოვნებისას არც იმაზე გვაქვს წარმოდგენა, რომ ის გაცილებით უფრო გემრიელი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ მას მაღალი ხარსხის და თანამედროვე აპარატით მოგვიმზადებდნენ. რეალურად, ხარისხიანი ყავის აპარატი და საუკეთესო მარცვალი სრულყოფილი გემოს მისაღებად თანაბრად მნიშვნელოვანია.

სამწუხაროდ, აღნიშნულს მხოლოდ საკვები ობიექტების მცირე ნაწილი ითვალისწინებს, მაშინ, როცა საქართველოში ხარისხიან და პრემიუმ ყავაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, რის პროპორციულადაც იმატებს უკმაყოფილო მომხმარებელთა რიცხვიც.

მოძველებულ მარცვლის აპარატებთან ერთად, მთავარი მიზეზი, რის გამოც მომხმარებელი ყავის ხარისხითა და გემოვნური თვისებებით უკმაყოფილო რჩება, არასწორად გაწმენდილი ან სულაც გაუწმენდავი ყავის აპარატებია. ამას ემატება უხარისხო ყავის მარცვალი, რომლითაც ქართული ბაზარია გაჯერებული.

ყველა ტექნიკურ საშუალებას განსაზღვრული ექსპლუატაციის ვადა აქვს, რომელიც ყავის დანადგარის შემთხვევაში მცირდება, თუ მას სწორად არ უვლიან და პერმანენტულად არ წმენდენ. ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ, რომ დანადგარის არასწორი მოვლა აისახება ყავის ხარისხზე - მექანიზმში ჩარჩენილი ყავის ცხიმი, ხისტი წყლის ნალექი და რძის ამომყვანის არასწორად წმენდის შედეგად გამრავლებული ბაქტერიები უარყოფითად მოქმედებს ყავის გემოზე და დიდია შესაძლებლობა, ერთხელ სტუმრობის შემდეგ, მომხმარებელმა მეორედ დილის საუზმე, შესვენების თქვენთან მოწყობა ან საღამოს თავისუფალი დროს თქვენთან გატარება გადაიფიქროს.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ბარისტამ ყოველდღიურად, დანადგარი მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში სწორად და ზედმიწევნით გაწმინდოს. ხოლო, თუ ის კაფეს წლებია „ემსახურება“ და უკვე მოძველდა, სასურველია მისი შეცვალ ახალი აპარატით ან მის მოვლას კიდევ უფრო მეტი დრო დაეთმოს.

მოძველებული, მოუვლელი და გაუწმენდავი დანადგარით მომზადებული სასმლის გემოს ყავის მოყვარულები ყოველთვის ხვდებიან, ამიტომ მათი ლოიალურობისა და ხარისხის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი დაცული იყოს.