Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"სიყვარულის მკვლევარი", პრინცი ღაზი - ვინ არის კაცი, რომელმაც იორდანიაში ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა და ქართველების ყურადღება "ჰოლივუდური გარეგნობით" მიიპყრო
"სიყვარულის მკვლევარი", პრინცი ღაზი - ვინ არის კაცი, რომელმაც იორდანიაში ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა და ქართველების ყურადღება "ჰოლივუდური გარეგნობით" მიიპყრო

იორ­და­ნი­ა­ში ვი­ზი­ტად მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ფო­ტო­ებ­ზე ყუ­რა­დღე­ბა პრინცმა ღა­ზიმ მი­იქ­ცია, რო­მე­ლიც ღა­რი­ბაშ­ვილს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი­სას მეგ­ზუ­რო­ბას უწევ­და. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი პრინ­ცის ვი­ზუ­ა­ლით მო­ი­ხიბ­ლა და რო­გორც აღ­ნიშ­ნა­ვენ, მას "ჰო­ლი­ვუ­დუ­რი გა­რეგ­ნო­ბა" აქვს.

მისი სა­მე­ფო უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა პრინ­ცი ღაზი ბინ მუ­ჰა­მედ ტა­ლა­ლი მეფე აბ­დუ­ლა II-ის მთა­ვა­რი რე­ლი­გი­უ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი მრჩე­ვე­ლია და ის მე­ფის პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია იორ­და­ნი­ა­ში ჩა­სუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტუმ­რე­ბის­თვის.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პრინცთან ერ­თად

პრინ­ცი ღაზი იორ­და­ნი­ის სა­მე­ფო კარ­ზე უდი­დე­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს. ის იორ­და­ნი­ის სა­მე­ფო შტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მეფე აბ­დუ­ლას ბი­ძაშ­ვი­ლია.

პრინ­ცი ღაზი და­ი­ბა­და 1966 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს, ამან­ში. პრინც მუ­ჰა­მე­დი­სა და მისი პირ­ვე­ლი ცო­ლის, პრინ­ცე­სა ფი­რი­ა­ლას ოჯახ­ში. სა­მე­ფო კარ­ზე იორ­და­ნი­ის მეფე თა­ლა­ლის ერთ-ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ. მისი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა ფი­ლო­სო­ფი­ის პრო­ფე­სო­რი, გა­მო­ჩე­ნი­ლი რე­ლი­გი­უ­რი მოღ­ვა­წე და მწე­რა­ლია.

მან წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა პრის­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და მი­ი­ღო ხე­ლოვ­ნე­ბის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი. ამა­ვე უნი­ვე­რის­ტე­ტის შე­და­რე­ბი­თი ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლი­სას და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია და მი­ი­ღო დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი თა­ნა­მედ­რო­ვე და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ენებ­ში. 1993 წლის ივ­ლის­ში და­იც­ვა კი­დევ ერთი დი­სერ­ტა­ცია თე­მა­ზე - "რა არის სიყ­ვა­რუ­ლი? - სიყ­ვა­რუ­ლის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი არ­ქე­ტი­პის გა­მოკ­ვლე­ვა".

პრინ­ცი ღაზი დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად

1988–1989; 1990–1993 წლებ­ში სწავ­ლობ­და კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ასე­ვე ალ-აზ­ჰა­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და უსულ ალ-დი­ნის კო­ლე­ჯში, კა­ი­რო­ში (2007-2010 წლებ­ში), სა­დაც ყუ­რა­ნის მცოდ­ნის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი მი­ი­ღო.

პრინ­ცი გარ­და პო­ლი­ტი­კუ­რი­სა, სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ვა.

გარ­და თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­სა, რო­მე­ლიც მას ეკა­ვა და იკა­ვებს იორ­და­ნი­ის სა­მე­ფო­ში, პრინ­ცი ღაზი ეწე­ვა პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­გორც ის­ლა­მუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის პრო­ფე­სო­რი, ამა­ნის იორ­და­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ის ასე­ვე პო­უ­ლობს დროს, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს სხვა­დას­ხვა კო­მი­ტე­ტე­ბი­სა და ფონ­დე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში, რო­მელ­საც რე­ლი­გი­ის, კულ­ტუ­რის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და სპორ­ტის სფე­რო­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობს. და­წე­რი­ლი აქვს ათო­ბით წიგ­ნი და სტა­ტია.

პრინ­ცი ღაზი გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, მუდ­მი­ვად სე­რი­ო­ზულ როლს თა­მა­შობს, რო­გორც რე­ლი­გი­ა­თა­შო­რი­სი დი­ა­ლო­გი­სა და შე­რი­გე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში. ის მშვი­დო­ბის პრე­მი­ის პრე­ტენ­დენ­ტებს შო­რი­საც კი იყო წარ­დგე­ნი­ლი.

პრინც ჩარლზ­თან ერ­თად

პრინ­ცი ღაზი ბინ მუ­ჰა­მე­დი იორ­და­ნი­ის სა­მე­ფო ოჯა­ხის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

პრინც ღა­ზის ცოლი

ის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია არი­ა­ზე (არეჯ ზა­ვა­ვი), რო­მე­ლიც ინ­დუ­რი წარ­მო­შო­ბის ძვე­ლი ვაჭ­რის ოჯა­ხი­დან არის და ახლა ომა­ნის სა­სულ­თნოს პო­ლი­ტი­კურ და ბიზ­ნეს ელი­ტას წარ­მო­ად­გენს. პრინ­ცე­სამ ბა­კა­ლავ­რი­სა და მა­გის­ტრის ხა­რის­ხი ჯორჯთა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო.

მან მი­ი­ღო დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი არ­კან­ზა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. იორ­და­ნი­ა­ში შექ­მნა და მფარ­ვე­ლობს ორ­გა­ნი­ზა­ცია "სი­ცო­ცხლის სკო­ლას", რომ­ლის მი­ზა­ნია უზ­რუნ­ველ­ყოს ბავ­შვე­ბის მომ­ზა­დე­ბა მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სას­წავ­ლებ­ლად. იმავდრო­უ­ლად, ქალი ის­ლა­მუ­რი პრინ­ცი­პე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის ერ­თგუ­ლია.

პრინ­ცი და პრინ­ცე­სა ოთხ შვილს ზრდი­ან.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დაკარგული ადათები
12

ლიბერალებს არ უყუვართ არაბეთი და ტრადიციული ქვეყნები. რუსეთი ურჩევნიათ თავისუფალი სექსის მოყვარული ქალებით. 

ედიკა
22

თუ ჰოლივუდური გარეგნობისა, ჰოლივუდმა მიიწვიოს....მე კი და ალბათ ბევრ ქართველსაც, თავსაფრიანი მამაკაცები არ მოგვწონს! "ტოესცცცც" არც თავ ჩალმიანნი

ავტორი:

"სიყვარულის მკვლევარი", პრინცი ღაზი - ვინ არის კაცი, რომელმაც იორდანიაში ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა და ქართველების ყურადღება "ჰოლივუდური გარეგნობით" მიიპყრო

"სიყვარულის მკვლევარი", პრინცი ღაზი - ვინ არის კაცი, რომელმაც იორდანიაში ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა და ქართველების ყურადღება "ჰოლივუდური გარეგნობით" მიიპყრო

იორდანიაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოებზე ყურადღება პრინცმა ღაზიმ მიიქცია, რომელიც ღარიბაშვილს ოფიციალური ვიზიტისას მეგზურობას უწევდა. სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლების ნაწილი პრინცის ვიზუალით მოიხიბლა და როგორც აღნიშნავენ, მას "ჰოლივუდური გარეგნობა" აქვს.

მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცი ღაზი ბინ მუჰამედ ტალალი მეფე აბდულა II-ის მთავარი რელიგიური და კულტურული მრჩეველია და ის მეფის პირადი წარმომადგენელია იორდანიაში ჩასული ოფიციალური სტუმრებისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილი პრინცთან ერთად

პრინცი ღაზი იორდანიის სამეფო კარზე უდიდესი ძალაუფლებით სარგებლობს. ის იორდანიის სამეფო შტოს წარმომადგენელი და მეფე აბდულას ბიძაშვილია.

პრინცი ღაზი დაიბადა 1966 წლის 15 ოქტომბერს, ამანში. პრინც მუჰამედისა და მისი პირველი ცოლის, პრინცესა ფირიალას ოჯახში. სამეფო კარზე იორდანიის მეფე თალალის ერთ-ერთი შვილიშვილი გახლდათ. მისი აღმატებულება ფილოსოფიის პროფესორი, გამოჩენილი რელიგიური მოღვაწე და მწერალია.

მან წარჩინებით დაამთავრა პრისტონის უნივერსიტეტი და მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი. ამავე უნივერისტეტის შედარებითი ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლისას დაიცვა დისერტაცია და მიიღო დოქტორის ხარისხი თანამედროვე და შუა საუკუნეების ენებში. 1993 წლის ივლისში დაიცვა კიდევ ერთი დისერტაცია თემაზე - "რა არის სიყვარული? - სიყვარულის ლიტერატურული არქეტიპის გამოკვლევა".

პრინცი ღაზი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებთან ერთად

1988–1989; 1990–1993 წლებში სწავლობდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, ასევე ალ-აზჰარის უნივერსიტეტში და უსულ ალ-დინის კოლეჯში, კაიროში (2007-2010 წლებში), სადაც ყურანის მცოდნის დოქტორის ხარისხი მიიღო.

პრინცი გარდა პოლიტიკურისა, სამეცნიერო საქმიანობასაც ეწევა.

გარდა თანამდებობებისა, რომელიც მას ეკავა და იკავებს იორდანიის სამეფოში, პრინცი ღაზი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, როგორც ისლამური ფილოსოფიის პროფესორი, ამანის იორდანიის უნივერსიტეტში. ის ასევე პოულობს დროს, რომ მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა კომიტეტებისა და ფონდების მუშაობაში, რომელსაც რელიგიის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში ხელმძღვანელობს. დაწერილი აქვს ათობით წიგნი და სტატია.

პრინცი ღაზი გლობალური მასშტაბით, მუდმივად სერიოზულ როლს თამაშობს, როგორც რელიგიათაშორისი დიალოგისა და შერიგების მხარდამჭერი ახლო აღმოსავლეთში. ის მშვიდობის პრემიის პრეტენდენტებს შორისაც კი იყო წარდგენილი.

პრინც ჩარლზთან ერთად

პრინცი ღაზი ბინ მუჰამედი იორდანიის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია.

პრინც ღაზის ცოლი

ის დაქორწინებულია არიაზე (არეჯ ზავავი), რომელიც ინდური წარმოშობის ძველი ვაჭრის ოჯახიდან არის და ახლა ომანის სასულთნოს პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტას წარმოადგენს. პრინცესამ ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მიიღო.

მან მიიღო დოქტორის ხარისხი არკანზასის უნივერსიტეტში. იორდანიაში შექმნა და მფარველობს ორგანიზაცია "სიცოცხლის სკოლას", რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვების მომზადება მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან უნივერსიტეტში სასწავლებლად. იმავდროულად, ქალი ისლამური პრინციპებისა და ტრადიციების ერთგულია.

პრინცი და პრინცესა ოთხ შვილს ზრდიან.