Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"მე მკითხა ზელენსკიმ... დიახ, პოლონეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი იყოს" - ანჯეი დუდა
"მე მკითხა ზელენსკიმ... დიახ, პოლონეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი იყოს" - ანჯეი დუდა

თუკი უკ­რა­ი­ნა გვთხოვს ჩვენ, გავ­ხდეთ მისი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი და ამავდრო­უ­ლად, მშვი­დო­ბის გა­რან­ტი, რო­დე­საც ომი დას­რულ­დე­ბა, თუკი ეს მოხ­დე­ბა, თუკი მშვი­დო­ბის ასეთ პი­რო­ბებ­ზე შე­თან­ხმე­ბა მოხ­დე­ბა, დიახ, პო­ლო­ნე­თი ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს, - ამის შე­სა­ხებ პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ანდჯეი დუ­დამ CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მი­უ­ღე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი შე­თან­ხმე­ბა ომის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის გა­რე­შე მოხ­დე­ბა.

"რუ­სე­თი თავს და­ეს­ხა უკ­რა­ი­ნას ყო­ველ­გვა­რი გა­მარ­თლე­ბი­სა და მი­ზე­ზის გა­რე­შე, რად­გან ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია უკ­რა­ი­ნა­ში რა­ღაც ნა­ციზ­მის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ეს მხო­ლოდ რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დაა. ამას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო რე­ა­ლო­ბას­თან, რო­მე­ლიც იყო სას­ტი­კი აგ­რე­სია. ეს არის სას­ტი­კი ომი, რო­მე­ლიც გა­ა­ჩა­ღა რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, სუ­ვე­რე­ნუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ.

რუ­სეთს სურს გავ­ლე­ნის სფე­როს გა­ფარ­თო­ე­ბა. ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­ღოთ ფაქ­ტი, რომ თა­ვი­სუ­ფალ და დე­მოკ­რა­ტი­ულ მსოფ­ლი­ო­ში, ნე­ბის­მი­ე­რი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა, რო­მე­ლიც და­ას­რუ­ლებს ამ ომს, მოხ­დეს უკ­რა­ი­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე და უკ­რა­ი­ნის თან­ხმო­ბის გა­რე­შე. თუკი ეს ომი დას­რულ­დე­ბა, ის უნდა დას­რულ­დეს ისე­თი პი­რო­ბე­ბით, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნა და­თან­ხმდე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას­თან. ნება მო­მე­ცით, გა­ვი­მე­ო­რო - მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას­თან.

მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უნდა გა­ი­მარ­თოს უკ­რა­ი­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და ისე­თი პი­რო­ბე­ბის მი­ღე­ბა და შე­თან­ხმე­ბა უნდა მოხ­დეს, რო­მელ­საც ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ. ეს არის წი­ნა­პი­რო­ბა, ძი­რი­თა­დი პი­რო­ბა და მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში შეგ­ვიძ­ლია სა­უ­ბა­რი მშვი­დო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა სტა­ბი­ლუ­რი მშვი­დო­ბა,“- აღ­ნიშ­ნა დუ­დამ.

მისი თქმით, სტა­ბი­ლუ­რი მშვი­დო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, უკ­რა­ი­ნამ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია მი­ი­ღოს.

"მე ვარ ერთ-ერთი ის ლი­დე­რი, ვის­თა­ნაც ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი სა­უბ­რობს ძა­ლი­ან ხში­რად. მე მეტ-ნაკ­ლე­ბად ვიც­ნობ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­კის პო­ზი­ცი­ას, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ამ ომის დას­რუ­ლე­ბის პი­რო­ბებს. არის ერთი რამ, რა­შიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. უკ­რა­ი­ნას ენ­დო­მე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში მდე­ბა­რე სა­კუ­თა­რი მი­წე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა. ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან ცხა­დია. ასე­ვე, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ იმის­თვის, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია ჰქონ­დეს, იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც მას ნატო-ში გა­წევ­რე­ბა არ შე­უძ­ლია, მას მო­უნ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­რან­ტი­ე­ბი. ეს არის სტა­ბი­ლუ­რი მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვის ელე­მენ­ტი.

მსურს ვთქვა, რომ ჩვენ, პო­ლო­ნეთს, რო­გორც უკ­რა­ი­ნის მე­ზო­ბელს, გვკი­თხა უკ­რა­ი­ნამ, მე მკი­თხა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ, თა­ნახ­მა ვი­ყა­ვით თუ არა, უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის ერთ-ერთი გა­რან­ტო­რი სა­ხელ­მწი­ფო ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. დღეს ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ უკ­რა­ი­ნას, რო­გორც შეგ­ვიძ­ლია. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, რო­გორც უკ­რა­ი­ნის მე­ზო­ბე­ლი.

თუკი უკ­რა­ი­ნა გვთხოვს ჩვენ, გავ­ხდეთ მისი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი და ამავდრო­უ­ლად, მშვი­დო­ბის გა­რან­ტი, რო­დე­საც ომი დას­რულ­დე­ბა, თუკი ეს მოხ­დე­ბა, თუკი მშვი­დო­ბის ასეთ პი­რო­ბებ­ზე შე­თან­ხმე­ბა მოხ­დე­ბა, დიახ, პო­ლო­ნე­თი ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს,“- აღ­ნიშ­ნა პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი
0

ეს მეორე ზელენსკია და ევროპაც დიდი რისკის ქვეშაა ამიტომაც, ანგლოსაქსების ხრიკებია და მიდი და ებრძოლე ეხლა. სლავებს ახოცვინებენ ერთმანეთს რა დიდი მიხვედრა უნდა, ისე პოლონელები კარგახანს ბატონობდნენ უკრაინის ტერიტორიებზე და ზოგიერთი პოლონელი ეხლაც არ იტყვის უარს ფლობაზე.

ბენდუქა
5

ამათ საკუთარი თავისთვის ვერ მიუხედიათ და ეხლა უკრაინის უსაფრთოების გარანტობაზე დებენ თავს )))))

 

ტრაგი-კომიკური მდგომარეობა გრძელდება

ავტორი:

"მე მკითხა ზელენსკიმ... დიახ, პოლონეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი იყოს" - ანჯეი დუდა

"მე მკითხა ზელენსკიმ... დიახ, პოლონეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი იყოს" - ანჯეი დუდა

თუკი უკრაინა გვთხოვს ჩვენ, გავხდეთ მისი უსაფრთხოების გარანტი და ამავდროულად, მშვიდობის გარანტი, როდესაც ომი დასრულდება, თუკი ეს მოხდება, თუკი მშვიდობის ასეთ პირობებზე შეთანხმება მოხდება, დიახ, პოლონეთი ამაში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მიუღებელია ნებისმიერი შეთანხმება ომის დასრულების შესახებ, რომელიც უკრაინის გარეშე მოხდება.

"რუსეთი თავს დაესხა უკრაინას ყოველგვარი გამართლებისა და მიზეზის გარეშე, რადგან ყველა ინფორმაცია უკრაინაში რაღაც ნაციზმის არსებობის შესახებ ეს მხოლოდ რუსული პროპაგანდაა. ამას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, რომელიც იყო სასტიკი აგრესია. ეს არის სასტიკი ომი, რომელიც გააჩაღა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ.

რუსეთს სურს გავლენის სფეროს გაფართოება. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ფაქტი, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ მსოფლიოში, ნებისმიერი შეთანხმების მიღწევა, რომელიც დაასრულებს ამ ომს, მოხდეს უკრაინის მონაწილეობის გარეშე და უკრაინის თანხმობის გარეშე. თუკი ეს ომი დასრულდება, ის უნდა დასრულდეს ისეთი პირობებით, რომელსაც უკრაინა დათანხმდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. ნება მომეცით, გავიმეორო - მოლაპარაკებების მაგიდასთან.

მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს უკრაინის მონაწილეობით და ისეთი პირობების მიღება და შეთანხმება უნდა მოხდეს, რომელსაც ისინი მიიღებენ. ეს არის წინაპირობა, ძირითადი პირობა და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია საუბარი მშვიდობის შესახებ, რომელიც იქნება სტაბილური მშვიდობა,“- აღნიშნა დუდამ.

მისი თქმით, სტაბილური მშვიდობისთვის აუცილებელია, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტია მიიღოს.

"მე ვარ ერთ-ერთი ის ლიდერი, ვისთანაც ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს ძალიან ხშირად. მე მეტ-ნაკლებად ვიცნობ ვოლოდიმირ ზელენკის პოზიციას, როდესაც საქმე ეხება ამ ომის დასრულების პირობებს. არის ერთი რამ, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. უკრაინას ენდომება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მდებარე საკუთარი მიწების დაბრუნება. ჩემთვის ეს ძალიან ცხადია. ასევე, ბუნებრივია, რომ იმისთვის, რომ უსაფრთხოების გარანტია ჰქონდეს, იმ სიტუაციაში, როდესაც მას ნატო-ში გაწევრება არ შეუძლია, მას მოუნდება საერთაშორისო გარანტიები. ეს არის სტაბილური მშვიდობის მიღწევის ელემენტი.

მსურს ვთქვა, რომ ჩვენ, პოლონეთს, როგორც უკრაინის მეზობელს, გვკითხა უკრაინამ, მე მკითხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თანახმა ვიყავით თუ არა, უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი სახელმწიფო ვყოფილიყავით. დღეს ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, როგორც შეგვიძლია. მიგვაჩნია, რომ ვალდებული ვართ, როგორც უკრაინის მეზობელი.

თუკი უკრაინა გვთხოვს ჩვენ, გავხდეთ მისი უსაფრთხოების გარანტი და ამავდროულად, მშვიდობის გარანტი, როდესაც ომი დასრულდება, თუკი ეს მოხდება, თუკი მშვიდობის ასეთ პირობებზე შეთანხმება მოხდება, დიახ, პოლონეთი ამაში მონაწილეობას მიიღებს,“- აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.