პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ პასუხობს სალომე სამადაშვილი პრემიერის განცხადებას - "იტყუება, რადგან ცუდად არის ჩვენი განაცხადის საქმე ევროკავშირში"
როგორ პასუხობს სალომე სამადაშვილი პრემიერის განცხადებას - "იტყუება, რადგან ცუდად არის ჩვენი განაცხადის საქმე ევროკავშირში"

ბო­დი­ში მო­ი­ხა­დონ ჩემ­თა­ნაც და ოპო­ზი­ცი­ის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ მათი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი საქ­მე რო­გორ­მე გა­მო­ვას­წო­როთ , - ასე პა­სუ­ხობს "ლე­ლოს" დე­პუ­ტა­ტი სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­მაც ის ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის მტრო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

სა­მა­დაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­მარ­თლე ისაა, რომ ისი­ნი ბრი­უ­სელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ღე­ბას ითხოვ­დნენ, პა­სუ­ხი კი იყო , რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ცდი­ლობს, მსგავ­სი რე­ზო­ლუ­ცია იქ არ მი­ი­ღონ.

"რა­ტომ იტყუ­ე­ბა შე­ში­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა? - იტყუ­ე­ბა, რად­გან ძა­ლი­ან ცუ­დად არის ჩვე­ნი გა­ნა­ცხა­დის საქ­მე ევ­რო­კავ­შირ­ში. ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, თით­ქოს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში მე და ჩემი კო­ლე­გე­ბი ვლო­ბი­რებ­დით იმას, რომ სტა­ტუ­სი არ მი­ვი­ღოთ, სი­მარ­თლე კი არის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო. ჩვენ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ვი­თხოვ­დით, რომ მი­ი­ღონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი რე­ზო­ლუ­ცია, რო­გო­რიც მი­ი­ღეს მოლ­დო­ვის და უკ­რა­ი­ნის შემ­თხვე­ვა­ში. პა­სუ­ხი, რაც მი­ვი­ღეთ იყო ის, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს, რე­ზო­ლუ­ცია არ იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი, რად­გან ძა­ლი­ან ეში­ნი­ათ, რომ მას­ში ჩა­ი­წე­რე­ბა მა­გა­ლი­თად, 5 ივ­ლი­სის ძა­ლა­დო­ბის ამ­ბე­ბი, თა­ვი­სუ­ფა­ლი მა­ს­მე­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა და ბევ­რი სხვა პრობ­ლე­მა.

მათ შო­რის, მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბი­დან გას­ვლა. დღეს ქალ­ბა­ტონ­მა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა სა­ო­ცა­რი ტყუ­ი­ლი თქვა, თით­ქოს ევ­რო­პარ­ლა­მენტს ასე­თი მხარ­დამ­ჭე­რი რე­ზო­ლუ­ცია მი­ღე­ბუ­ლი აქვს. როცა ვთხო­ვე წარ­მო­ედ­გი­ნა სა­ბუ­თი, მან ჩა­მო­ნათ­ვა­ლი მომ­ცა და ბოლო რე­ზო­ლუ­ცია მი­ღე­ბუ­ლია 2020 წელს, კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნის შემ­დეგ ევ­რო­პარ­ლა­მენტს არა­ნა­ი­რი რე­ზო­ლუ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი არ აქვს", - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში უთხრეს, რომ სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მტრო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმი
2

საქართველოს, ოცნების მსგავსი მატყუარა მთავრობა არ ყოლია არასდროს!!!!!! 

სანდრო
8

ოცნებას ტყუილებში 10-იანი ეკუთვნის, ვერავინ ვერ შეეჯიბრება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

როგორ პასუხობს სალომე სამადაშვილი პრემიერის განცხადებას - "იტყუება, რადგან ცუდად არის ჩვენი განაცხადის საქმე ევროკავშირში"

როგორ პასუხობს სალომე სამადაშვილი პრემიერის განცხადებას - "იტყუება, რადგან ცუდად არის ჩვენი განაცხადის საქმე ევროკავშირში"

ბოდიში მოიხადონ ჩემთანაც და ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი გაფუჭებული საქმე როგორმე გამოვასწოროთ , - ასე პასუხობს "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც ის ევროპარლამენტში ქვეყნის ინტერესების მტრობაში დაადანაშაულა.

სამადაშვილის ინფორმაციით, სიმართლე ისაა, რომ ისინი ბრიუსელში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას ითხოვდნენ, პასუხი კი იყო , რომ "ქართული ოცნება" ცდილობს, მსგავსი რეზოლუცია იქ არ მიიღონ.

"რატომ იტყუება შეშინებული ქართული ოცნება? - იტყუება, რადგან ძალიან ცუდად არის ჩვენი განაცხადის საქმე ევროკავშირში. ღარიბაშვილმა განაცხადა, თითქოს ევროპარლამენტში მე და ჩემი კოლეგები ვლობირებდით იმას, რომ სტატუსი არ მივიღოთ, სიმართლე კი არის საწინააღმდეგო. ჩვენ ევროპარლამენტში ვითხოვდით, რომ მიიღონ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი რეზოლუცია, როგორიც მიიღეს მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში. პასუხი, რაც მივიღეთ იყო ის, რომ "ქართული ოცნება" აქტიურად ცდილობს, რეზოლუცია არ იქნას მიღებული, რადგან ძალიან ეშინიათ, რომ მასში ჩაიწერება მაგალითად, 5 ივლისის ძალადობის ამბები, თავისუფალი მასმედიის ხელმძღვანელის დაპატიმრება და ბევრი სხვა პრობლემა.

მათ შორის, მიშელის შეთანხმებიდან გასვლა. დღეს ქალბატონმა ბოჭორიშვილმა საოცარი ტყუილი თქვა, თითქოს ევროპარლამენტს ასეთი მხარდამჭერი რეზოლუცია მიღებული აქვს. როცა ვთხოვე წარმოედგინა საბუთი, მან ჩამონათვალი მომცა და ბოლო რეზოლუცია მიღებულია 2020 წელს, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შეტანის შემდეგ ევროპარლამენტს არანაირი რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული არ აქვს", - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში უთხრეს, რომ სალომე სამადაშვილი და სხვა ადამიანები მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს.